ზვიად ხარაზიშვილი კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, თანამდებობა დატოვოს - ყველაფერი შესაძლებელია

პოლიტიკა 1748674527
შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი მივიდა.

„ინტერპრესნიუსს“ კითხვაზე, თუ რას იტყოდა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ მან დაკავებული თანამდებობდა შესაძლოა დატოვოს, უპასუხა, რომ „ყველაფერი შესაძლებელია".

„არანაირი სურვილი არ მაქვს ახლა ამ ჩაწერების და მიმოწერების”,- განაცხადა ხარაზიშვილმა.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა რომ თანამდებობა დატოვოს, გდდ-ს ხელმძღვანელმა ეს არ გამორიცხა.

„ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ახლა...“,- განაცხადა ხარაზიშვილმა.

კითხვაზე, ახლა განიხილავთ თუ არა, ასე უპასუხა: „არაფერს“.

კიდევ ერთხელ დასმულ კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, უახლოეს პერიოდში არ იყოთ თანამდებობაზე, ასე უპასუხა:

„შესაძლებელი ყველაფერია“,- განაცხადა ხარაზიშვილმა "ინტერპრესნიუსთან".

უახლესი
ზელე კაბინეტი
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ტერიტორიაზე 117 დრონი გამოვიყენეთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ეს აბსოლუტურად უნიკალური ოპერაცია იყო - „ოფისი“ „ეფ-ეს-ბე“-ს დირექტორატის გვერდით გვქონდა

უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ოპერაცია “ობობას ქსელის” დროს 117 დრონი გამოიყენეს, რომლებსაც ამდენივე ოპერატორი მართავდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს აბსოლუტურად უნიკალური ოპერაცია იყო. ყველაზე საინტერესო - და ეს უკვე საჯაროდ შეიძლება ითქვას - არის ის, რომ ჩვენი ოპერაციის „ოფისი“ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა პირდაპირ „ეფ-ეს-ბე“-ს დირექტორატის გვერდით მათ ერთ-ერთ ოლქში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.ამასთან, ზელენსკიმ დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაცია, რომ სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავების 34%-ს დაარტყეს.მისი თქმით, სამიზნეებზე დარტყმების დროს დრონები ავტონომიურად კი არ მოქმედებდნენ, არამედ ოპერატორები მართავდნენ.„ოპერაციაში სულ 117 დრონი გამოიყენეს და შესაბამისი რაოდენობის დრონების ოპერატორი მუშაობდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.ამასთან, მისი თქმით, ყველა, ვინც ოპერაციის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა, რუსეთიდან დროულად გაიყვანეს.

კონფლიქტები 1748847184

უკრ
სტამბოლში დღეს რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდია დაგეგმილი

თურქეთის ქალაქ სტამბოლში დღეს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდია დაგეგმილი.უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. ზელენსკის აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, უკრაინის დელეგაციაში ასევე შევლენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სამხედრო და დაზვერვის სამსახურების ოფიციალური პირები.რუსული მედიის ცნობით, რუსეთის დელეგაცია, რომელსაც პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს, სტამბოლში კვირას საღამოს ჩავიდა. მედინსკის განცხადებით, მოსკოვმა უკვე მიიღო უკრაინის მხრიდან მემორანდუმის პროექტი კონფლიქტის დარეგულირების შესახებ და მასზე რეაგირებას ორშაბათს მოახდენენ.დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე ერთი დღით ადრე, კვირას, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა, რომლის სამიზნეც რუსეთის სამხედრო ბაზებზე განლაგებული ბომბდამშენები იყო. რუსეთმა კი უკრაინის მიმართულებით 479 დრონი და რაკეტა გაუშვა.შეგახსენებთ, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 16 მაისს გაიმართა, რომლის შედეგადაც მხარეებს შორის 1 000 1000-ზე პრინციპით მასშტაბური ტყვეების გაცვლა მოხდა.

მსოფლიო 1748847124

პიოლ
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა

პოლონეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების 100%-ის დათვლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში „ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის" დირექტორმა, კონსერვატორმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა, - ინფორმაციას Onet.pl და Gazeta wyborcza ავრცელებენ.შედეგების თანახმად, ნავროცკიმ არჩევნებში ამომრჩევლების ხმების 50.89%-ი მიიღო, მისმა მეტოქემ, პრემიერ - მინისტრ დონალდ ტუსკის პარტიის კანდიდატმა, ვარშავის მერმა რაფალ ტრჟასკოვსკიმ კი ხმების 49.11%-ი.არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 71.6 პროცენტი შეადგინა.პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ დაინიშნა, რაც 18 მაისს პირველ ტურში მონაწილე 13 კანდიდატიდან ვერცერთმა ხმების ნახევარზე მეტი ვერ მიიღო.მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი გადავიდა: ვარშავის მერი რაფალ ტრჟასკოვსკი „სამოქალაქო პლატფორმიდან“, რომელმაც ხმების 31.36% მიიღო და "ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დირექტორი" კაროლ ნავროცკი, 29.54%-ით.

მსოფლიო 1748847072

უკრ
ბრიანსკის და კურსკის ოლქებში ხიდების ჩამონგრევასთან დაკავშირებულ საქმეებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო დირექტორატი იძიებს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრე ბასტრიკინის დავალებით, ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში მომხდარი ინციდენტების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები მთავარ საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა, - ამის შესახებ დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სვეტლანა პეტრენკომ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.„რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის დავალებით, ბრიანსკის და კურსკის ოლქებში მომხდარი ინციდენტების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები სააგენტოს მთავარ საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა“, - აღნიშნა პეტრენკომ.ცნობისთვის, უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ოლქებში, ბრიანსკსა და კურსკში, ღამით ორი ხიდი ჩამოინგრა. ბრიანსკში ხიდის ჩამონგრევის გამო სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივი და ვაგონები ლიანდაგებიდან გადავიდა. დაიღუპა სულ მცირე შვიდი ადამიანი და დაშავდა 66. მოსკოვის რკინიგზამ Telegram-ზე განაცხადა, რომ ხიდი „უკანონო ჩარევის“ შედეგად ჩამოინგრა. მოგვიანებით, რუსეთის რკინიგზამ განაცხადა, რომ ღამით, კურსკის ოლქში ხიდის ჩანგრევის გამო, დიზელის ლოკომოტივი და სატვირთო მატარებლის სამი სატვირთო ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა. ინციდენტის შედეგად, ლოკომოტივის მძღოლმა ფეხის ტრავმა მიიღო, სხვა არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა რამე კავშირი აღნიშნულ ორ ინციდენტს შორის.

მსოფლიო 1748804071

უკრ
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის დელეგაციას სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებზე რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დელეგაცია სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით გაემგზავრება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურმა შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის, უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობასთან და ასევე ორშაბათს სტამბოლში დაგეგმილ შეხვედრამდე პოზიციები განსაზღვრა.„პირველი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. მეორე, ტყვეების გათავისუფლება. მესამე, გატაცებული ბავშვების დაბრუნება. საიმედო და მდგრადი მშვიდობის დამყარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, მზადება უმაღლესი დონის შეხვედრისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მსოფლიო 1748803972

უკრაინამ რუსეთის ოთხ აეროდრომს დაარტყა
მედია - უკრაინამ რუსეთის ოთხ აეროდრომს დაარტყა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) დღეს რუსეთის ფედერაციის ოთხ სამხედრო აეროდრომს ერთდროულად შეუტია, - ინფორმაციას უკრაინული მედია სპეცსამსახურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავები ამჟამად ბელაიას, დიაგილევოს, ოლენიას და ივანოვოს აეროდრომებზე იწვის.„მალუკის (უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი) წყალობით, რუსეთის ფედერაციამ გაიგო სიტყვა „დემილიტარიზაციის“ ნამდვილი მნიშვნელობა“, - აღნიშნა წყარომ მედიასთან საუბარში.გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია 40-ზე მეტი თვითმფრინავი, მათ შორის A-50, Tu-95 და Tu-22 M3 ტიპის თვითმფრინავები.წინასწარი მონაცემებით, შეტევის შედეგად რუსეთის ავიაციას 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ზარალი მიადგა.

მსოფლიო 1748803944