1757404497 • პოლიტიკა

რუსებმა დონეცკის ოლქში პენსიის მისაღებად რიგში მყოფ ხალხს დაარტყეს, რის შედეგადაც, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.მისი ცნობით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელ იაროვაიაში საავიაციო ბომბი ჩამოაგდეს.„რუსეთის სასტიკი საჰაერო დარტყმა პირდაპირ ადამიანებზე. ჩვეულებრივ მშვიდობიან მოქალაქეებზე. ზუსტად იმ დროს, როდესაც პენსიები გაიცემოდა. წინასწარი ინფორმაციით, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი და მომხდარის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.მისი თქმით, „მსგავსი რუსული დარტყმები მსოფლიოს მიერ რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს“.„რუსები სიცოცხლის განადგურებას აგრძელებენ, თუმცა სანქციებს თავს არიდებენ. მსოფლიო უმოქმედოდ არ უნდა დარჩეს. საჭიროა აშშ-ისა და ევროპის მხრიდან რეაგირება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
1757417037

საბერძნეთის კუნძულ ევბეაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქვეყნის სიდიდით მეორე კუნძულ ევბეას სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დაფიქსირდა.მათივე ცნობით, ძლიერი ბიძგები დედაქალაქ ათენშიც იგრძნობოდა.ქალაქ მარათონის მერის, სტერგიოს ცირკასის განცხადებით, ამ დროისათვის მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ზარალისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
1757407896

უკრაინის არმიამ აგვისტოში აღადგინა კონტროლი 58 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე, გაათავისუფლა რამდენიმე დასახლებული პუნქტი და ჩაშალა რუსეთის გეგმები, დონეცკის რეგიონში შეეღწიათ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.„2025 წლის აგვისტო ჩვენი ჯარებისთვის დიდი განსაცდელების თვე იყო, მაგრამ საბოლოოდ ბევრი დადებითი შედეგი მივიღეთ“, - აღნიშნა სირსკიმ.მისი თქმით, ძირითადი ძალისხმევა მტრის შეკავებასა და მისთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენებაზე იყო მიმართული."აუცილებელი იყო სიტუაციის სტაბილიზაცია ყველაზე საშიში - ლიმანის, დობროპოლსკის, პოკროვსკის, ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით და ამავდროულად აქტიური თავდაცვის ტაქტიკის გამოყენება, დაკარგული ტერიტორიების აღდგენა, ქალაქების დაცვა მტრის რაკეტებისა და დრონების დარტყმებისგან და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმა.რუსებს პოკროვსკ-მირნოგრადის აგლომერაციის ტერიტორიაზე გარღვევის და ზაპოროჟიეზე შეტევის იმედი ჰქონდათ, თუმცა ეს გეგმები ჩაიშალა. დობროპოლის მიმართულებით ოკუპანტებმა 13,5 კვ. კმ დაიკავეს, მაგრამ 25,5 კვ. კმ დაკარგეს. პოკროვსკში მათ 5 კვ. კმ მოიპოვეს, ხოლო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 26 კვ. კმ-ზე კონტროლი აღადგინეს. სევერო-სლობოჟანსკის მიმართულებით უკრაინულმა ძალებმა 4 კვ. კმ დაიბრუნეს.აგვისტოში აღდგა კონტროლი 58 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე და არაერთი დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა“, - აღნიშნა სირსკიმ.მთავარსარდალმა ასევე ისაუბრა უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული დარტყმების წარმატების შესახებ. მისი თქმით, Deep Strike-ის საშუალებებით 60 სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის საწვავის წარმოების ობიექტებს, საბრძოლო მასალის საწყობებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას. სირსკის განცხადებით, უკრაინულმა დრონებმა აგვისტოში 67 000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს, ხოლო Middle Strike-ის პროგრამის ეფექტურობა 25%-ით გაიზარდა.სირსკის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების დანაკარგებმა აგვისტოში 28 790-ს მიაღწია, 2025 წლის დასაწყისიდან 297 350 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ან დაიჭრა.
1757315479

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს ძალიან მალე დაელაპარაკება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას ჟურნალისტმა მას ჰკითხა, როდის გეგმავს ვლადიმერ პუტინთან საუბარს?„ძალიან მალე. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში. შეხედეთ, ჩვენ ამას გავაკეთებთ რუსეთსა და უკრაინაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ჩვენ ამას მოვაგვარებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოვაგვარებთ“, – განაცხადა ტრამპმა.ამერიკის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ, მის მსგავსად, პუტინს კარგად უგებდა პირველი ლედი მელანია ტრამპიც, თუმცა ამ ეტაპზე ისინი იმედგაცრუებულები არიან.„იცით, პირველი ლედი პუტინთან შესანიშნავად ურთიერთობდა, ისევე როგორც მე. თუმცა, იცით, ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ. ორივენი იმედგაცრუებულები ვართ, რომ ეს აბსურდული ომი გრძელდება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
1757315167

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინულ მხარესთან ძირითად საკითხებზე შეთანხმების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.„უკრაინულ მხარესთან საკვანძო საკითხებზე შეთანხმების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, მაშინაც კი, თუ პოლიტიკური ნება იარსებებს მე უკვე არაერთხელ მითქვამს, რომ მზად ვარ ამ კონტაქტებისთვის (უკრაინულ მხარესთან), მაგრამ ამაში დიდ აზრს ვერ ვხედავ“, - აღნიშნა პუტინმა.მისი თქმით, რუსეთი უკრაინულ მხარესთან მოსკოვში შეხვედრის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.„უკრაინულ მხარეს სურს ეს შეხვედრა და გვთავაზობს ამ შეხვედრას. მე ვუთხარი: „მზად ვარ, გთხოვთ, მობრძანდით“. ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ სამუშაო და უსაფრთხოების პირობებს, 100%-იანი გარანტიით. მაგრამ თუ ისინი გვეტყვიან: „გვინდა თქვენთან შეხვედრა, მაგრამ მოდით სადმე სხვაგან ამ შეხვედრაზე“ - ეს ჩვენთვის გადაჭარბებული მოთხოვნებია“, - აღნიშნა პუტინმა.ამასთან, მისი თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება პირდაპირ რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს ეხება.„რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, ეს სხვა საკითხია. პრეზიდენტი იანუკოვიჩი, რომელიც უკრაინის მთავრობის მეთაური იყო, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგი იყო და ეს არის საკითხი, რომელიც პირდაპირ გვეხება და ეხება რუსეთის გრძელვადიანი ინტერესების უზრუნველყოფას უსაფრთხოების სფეროში“, - აღნიშნა პუტინმა.მისი მტკიცებით, ნატო-სთან დაკავშირებით უკრაინის გადაწყვეტილება რუსეთის ინტერესების გაუთვალისწინებლად არ შეიძლება იქნეს განხილული.„რუსეთის უსაფრთხოების გაუთვალისწინებლად, ასეთი საკითხები არ წყდება“, - აღნიშნა პუტინმა.მისი თქმით, მდგრადი მშვიდობის შესახებ შესაძლო შეთანხმების მიღწევის შემდეგ უკრაინაში უცხოელი ჯარების განთავსებაში აზრი არ აქვს.„რაც შეეხება უკრაინაში შესაძლო სამხედრო კონტინგენტებს, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც მშვიდობას, გრძელვადიან მშვიდობას გამოიწვევს, მაშინ მათი უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნაში უბრალოდ ვერ ვხედავ აზრს. სულ ესაა. რადგან თუ ეს შეთანხმებები მიღწეული იქნება, არავის ეპარება ეჭვი, რომ რუსეთი მათ სრულად შეასრულებს“, - აღნიშნა პუტინმა
1757055934

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან საუბარს გეგმავს.აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის შეჩერება არ არის მარტივი.როდესაც აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, აპირებს თუ არა პუტინთან საუბარს ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ, ტრამპმა უპასუხა: „დიახ, ვისაუბრებ“, და დასძინა, რომ მასა და რუსეთის ლიდერს შორის „ძალიან კარგი დიალოგია“.„შვიდი ომი დავასრულე. ეს ომი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი უნდა ყოფილიყო... თქვენ იცით ეს შეგრძნება: გგონიათ, რაღაც უფრო ადვილი იქნება, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ცოტა უფრო რთულია“, - თქვა ტრამპმა.
1757055539

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „მსურველთა კოალიციას“ აქვს ერთნაირი ხედვა, რომ რუსეთი აკეთებს ყველაფერს მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებისა და ომის გახანგრძლივებისთვის, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში „მსურველთა კოალიციის“ სხდომის შემდეგ დაწერა, რომელიც პარიზში 30 ქვეყნის ლიდერის მონაწილეობით გაიმართა.მისი თქმით, ყველა გაერთიანებულია ერთნაირი სწრაფვით, დაასრულონ ეს ომი საიმედო მშვიდობითა და გრძელვადიანი უსაფრთხოებით.„ჩვენ დეტალურად განვიხილეთ თითოეული ქვეყნის მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერსა და კიბერსივრცეში. ჩვენ შევათანხმეთ პოზიციები და განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიების კომპონენტები. მადლობელი ვარ ყველასი იმის გაგებისთვის, რომ უსაფრთხოების მთავარი გარანტია ძლიერი უკრაინული არმიაა. არსებობს საერთო ხედვა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებისა და ომის გასაგრძელებლად. საჭიროა უკრაინის მხარდაჭერის გაზრდა და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება. ამჟამად მზადდება ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტი. იაპონიაც მუშაობს სანქციების ნაბიჯებზე“,- წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტი მადლობას უხდის პარტნიორებს მხარდაჭერისთვის.„მადლობას ვუხდი ყველას ამ მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის და მზადყოფნისთვის, გააგრძელონ უკრაინასთან ყოფნა და დაგვეხმარონ სიცოცხლის დაცვაში. ცალკე მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს ამ ომის დასრულებისთვის ყველა მისი ძალისხმევისთვის და ამერიკის მზადყოფნისთვის, უზრუნველყოს უკრაინის მხარდაჭერა“, – აღნიშნავს უკრაინის ლიდერი.
1756995544

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ცნობილი იტალიელი მოდის დიზაინერი ჯორჯო არმანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.ჯორჯო არმანი პიაჩენცაში, 1934 წლის 11 ივლისს დაიბადა.მისი სურვილის თანახმად, დაკრძალვის ცერემონია არ იქნება საჯარო.დიზაინერი, რომელიც ერთდროულად იყო კომპანიის თავმჯდომარე, აღმასრულებელი დირექტორი და კრეატიული ხელმძღვანელი, ემზადებოდა თავისი სახელობის ბრენდის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად, რომელიც უნდა ჩატარებულიყო სექტემბერში მოდის ჩვენებითა და წვეულებით.
1756994311

რუსეთი ნატურით, ანუ ტერიტორიის სახით, დაიბრუნებს დასავლეთში გაყინულ აქტივებს, რომელიც უკრაინას გადაეცა, - ასე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ლონდონის მიერ კიევისთვის რუსული აქტივების გამოყენებით მიღებული 1,3 მილიარდი დოლარის შემოსავლის გადაცემას.„ჩვენს ქვეყანას ფასეულობის დასაბრუნებლად მხოლოდ ერთი გზა აქვს. წართმეულის ნატურით დაბრუნება. ესე იგი „უკრაინულ მიწით“ და მასზე განთავსებული სხვა უძრავი და მოძრავი ქონებით“, - აღნიშნა მედვედევმა.მისი განმარტებით, არ გულისხმობს დონბასისა და „ნოვორასიის“ მიწებს, რომლებიც ისედაც „რუსეთის საკუთრებაა“.„ბრიტანელმა ქურდებმა რუსული ფული ნეონაცისტებს გადასცეს. შედეგები? ბრიტანეთმა სამართალდარღვევა ჩაიდინა და რუსეთმა, როგორც იურისტები ამბობენ, მიიღო უფლება, მოითხოვოს ეს მისგან და ამჟამინდელი უკრაინელი ბანდერელებისგან“, - აღნიშნა მედვედევმა.
1756987688

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოსკოვში მიიწვია, „თუ ის მზად არის შეხვედრისთვის“. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.„მე ვთქვი - დიახ, ეს შესაძლებელია [ზელენსკისთან შეხვედრის გამართვა]. საბოლოოდ, თუ ზელენსკი მზად არის, ჩამოვიდეს მოსკოვში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ჩინეთში ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
1756911750

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის ჩინეთში მიმდინარე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, ლიდერებმა განიხილეს აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო დღის წესრიგი და ხაზი გაუსვეს კონსტრუქციული დიალოგის, ურთიერთნდობისა და რეგიონული სტაბილურობის მნიშვნელობას.ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა ვაშინგტონის ბოლო სამიტის დროს მიღებულ დადებით იმპულსს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისო მხარდაჭერა მშვიდობისა და ნორმალიზაციის პროცესის წინსვლის მიმართ.მხარეები შეხვედრაზე კონტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
1756720890

ავღანეთის აღმოსავლეთში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. „თალიბანის“ მთავრობა ასეულობით დაღუპულის შესახებ იუწყება.ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, ზოგიერთი სოფელი მთლიანად განადგურებულია.„თალიბანის“ მიერ კონტროლირებული შსს-ს მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 622 და დაშავდა 1500-ზე მეტი ადამიანი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.მიწისძვრა იგრძნობოდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულსა და პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადშიც.
1756713558