1757404497 • პოლიტიკა

პროფესიული განათლების გაუმჯობესების მხარდაჭერის მიზნით, აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის გაფორმებული სასესხო შეთანხმების („თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის – ქვეპროგრამა 2“) ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის მხრიდან განხორციელდა ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული პირველი სუვერენული სესხის ჩამორიცხვა – 68.2 მლნ ლარის ოდენობით, რომელიც წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.სამინისტროს ცნობით, გასათვალისწინებელია, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ საქართველოსთვის სუვერენული სესხის გამოყოფა განხორციელდა ეროვნულ ვალუტაში, რაც, კიდევ ერთხელ, უსვამს ხაზს ADB-ის და საქართველოს მთავრობის წარმატებულ თანამშრომლობას, არა მხოლოდ, საინვესტიციო პროექტების დაფინანსების, არამედ ასევე, სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერისა და საჯარო ფინანსების მდგრადი მართვის მიმართულებით.„აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სესხის ეროვნულ ვალუტაში აღება თანხვედრაშია საქართველოს ვალის მართვის სტრატეგიასთან, რომლის მიზანია, სახელმწიფო ვალში უცხოური და ეროვნული ვალუტის ჯანსაღი პროპორციული განაწილების მიღწევა, რაც აუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ და თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ვალის მართვის მდგრადობას.„შინაარსობრივად, პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში, პროფესიული განათლების სისტემის ხელმისაწვდომობის, ინკლუზიურობის გაზრდისა და ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
1757403480

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, უწყებამ სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციის პირველადი გეგმა მოამზადა.მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციის გეგმა სამინისტრომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დავალებით მომზადდა და პროცესი საწარმოებში უკვე მიმდინარეობს.„აღნიშნული ოპტიმიზაციის გეგმით ბიუჯეტმა 700 მლნ ლარის დანაზოგი მიიღო, რაც განპირობებულია მასშტაბური საკადრო ოპტიმიზაციით, ასევე შესყიდვების, მომსახურების ხარჯების, გარკვეული პროექტების მიზნობრიობისა და ღირებულებების შემცირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული თანხა სრულად მიიმართება უშუალოდ საწარმოების შემდგომ გაძლიერება-გაჯანსაღებაში და მიზნობრივი პროექტების განხორციელებაში“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, სახელმწიფო უწყებების ოპტიმიზაციის პროცესს უდიდესი გავლენა ექნება მთელი ქვეყნის ეკონომიკაზე სხვადასხვა მიმართულებით - სექტორულ გაძლიერებასა და განვითარებაზე.„ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ოპტიმიზაციის შემდგომ ეტაპებს და ახალ ხედვებს წარმოვადგენთ უშუალოდ სექტორული და საწარმოების გაჯანსაღება-განვითარების კუთხით. პროცესის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოება ინფორმაციას ძალიან მალე შეიტყობს“- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
1757332905

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ღონისძიება „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა სახელმწიფო უწყებების და კერძო კომპანიების ხელმძღვანელებმა მიიღეს დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად.მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის დარგის განვითარების პოლიტიკაზე, განახლებულ მიზნებსა და ამოცანებზე, დაგროვილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ილაპარაკა. მანვე დააფიქსირა პოზიცია ამ პროცესში სახელმწიფო და კერძო სექტორის კოორდინირებული საქმიანობის და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.მინისტრმა სექტორის წარმომადგენლებს დარგის განვითარების მიმართულებით უწყების ხედვა, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გააცნო, ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ და აქცენტი რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე გააკეთა.„ჩვენი ახლანდელი პოლიტიკა სრულად მიმართულია იმისკენ, რომ ვიყოთ ძალიან ქმედითები, მოქნილები, გამჭვირვალე და ღია, რათა ყველა, მათ შორის კი უპირველესად ენერგეტიკის სექტორი სწრაფად და მდგრადად განვითარდეს. ამ კუთხით, დღეს გვაქვს გამოკვეთილი ხედვები, მათ შორის, ხაზს გავუსვამ რამდენიმე ძირითად მიმართულებას: ენერგეტიკულ უწყებებში მასობრივი ოპტიმიზაცია და მათი გაჯანსაღება, ასევე დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების ოპტიმიზაცია. შედეგად, დაზოგილი სახელმწიფო რესურსები მიიმართება იმ პროექტებზე, რომლებიც გააძლიერებს სექტორს და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა ვადაგადაცილებული მემორანდუმების და ხელშეკრულებების საკითხს. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით პრობლემების აღმოფხვრის და რეალური ინვესტორებისა და დეველოპერების მხარდაჭერის მიმართულებით უწყება აქტიურად მუშაობს.„ჩვენი გუნდის, მთავრობის სახელით გიდასტურებთ, რომ სახელმწიფო იქნება მთლიანად ენერგეტიკის სექტორის, სწორი პროექტების გამორჩეული მხარდამჭერი. ერთად უნდა უზრუნველვყოთ მათი განვითარება, რაც ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და უსაფრთხოებისკენ მიმავალი გზაა. საქართველოს საკმაოდ დიდი რესურსი აქვს - გარდა იმისა, რომ უნდა ვიზრუნოთ შიდა გენერაციის ზრდაზე, ასევე ვაგრძელებთ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ჰაბის გაძლიერებას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.შეხვედრის მიმდინარეობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ენერგეტიკის სექტორს განახლებული გუნდი წარუდგინა - მისი მოადგილე ინგა ფხალაძე და ენერგეტიკული უწყებების ახალი ხელმძღვანელები.შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელი გოგიტა თოდრაძე.
1757067569

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა.ცენტრალური ბანკის ცნობით, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.7288-დან 2.7141-მდე, ანუ 0.5%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ – 3.1393-დან 3.1756-მდე, ანუ 1.2%-ით გაუფასურდა. თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.7067 და 3.1230 შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.7227 იყო, მინიმალური კი – 2.7067.„ივლისში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობა თანაბრად იყო გადახრილი. ივლისში დოლართან მიმართებაში შესამჩნევია თურქული ლირის გაუფასურება როგორც თვის, ისე წლის ჭრილში; შესამჩნევად გამყარდა ევრო, ასევე გამყარებით ხასიათდებოდა რუსული რუბლი, სომხური დრამი და ლარი; აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად – 3.7%-ით, თვის ჭრილში კი 0.3%-ით გაუფასურდა. რაც შეეხება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსს, წლიურად 0.8%-ით გამყარდა, თვის ჭრილში კი – 0.4%-ით.აღსანიშნავია, რომ ლარის დინამიკა სავაჭრო პარტნიორთა ვალუტების მიმართ განსხვავებულად აისახება ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსზე, კერძოდ: ევროსთან მიმართებით ლარის გაუფასურება NEER-ს აუფასურებს, მაშინ როდესაც ყველა სხვა ძირითადი სავაჭრო პარტნიორის ვალუტებთან მიმართებით ლარის პოზიცია NEER-ს ამყარებს. ეფექტური კურსის გაუფასურება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე დადებითად აისახება, თუმცა იმპორტულ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს. სავაჭრო პარტნიორთაგან ივლისში წლიური ინფლაცია თურქეთში, უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსსა და აზერბაიჯანში საქართველოსთან შედარებით მაღალი იყო, ხოლო სომხეთში, აშშ-სა და ევროზონაში – დაბალი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაციის კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მთლიანობაში ფასების დონე ჯერ ისევ მაღალი ნარჩუნდება“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.
1757066579

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2025 წლის ივლისის ბოლოსთვის 61.96 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.19 მილიარდი ლარით, ანუ 1.96%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 10.94% შეადგინა.ცენტრალური ბანკის ცნობით, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 552.94 მილიონი ლარით, ანუ 1.92%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 637.65 მილიონი ლარით, ანუ 1.99%-ით გაიზარდა.საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის ივლისის ბოლოსათვის 50.33 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია არ შეცვლილა.ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.78% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.55%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.59%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.23%, ხოლო ევროს წილმა 18.97% შეადგინა.
1756981245

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, 2025 წლის მეორე კვარტალის ბიზნეს სექტორის ეკონომიკურმა პარამეტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციის ფუნდამენტური ფაქტორების მდგრადობა.მინისტრის მოადგილე მიმდინარე წლის მეორე კვარტალის ბიზნეს სექტორის ეკონომიკურ პარამეტრებზე საუბრისას ხაზს რამდენიმე ძირითად ფაქტორს უსვამს.„ეს არის ბიზნეს სექტორის ბრუნვა, რომელიც მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 12.5%-ით გაიზარდა და 60 მლრდ ლარს გადააჭარბა, ასევე ბიზნეს სექტორის გამოშვება - ამ მიმართულებით 13%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 23.2 მლრდ. ლარს გაუტოლდა. ნიშანდობლივია ის სექტორები, რომლებიც სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს - სწორედ აქ ფიქსირდება გამოშვების ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებლები: ინფორმაციისა და კომუნიკაციების მიმართულება, სადაც თითქმის 56%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ასევე დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და დასაწყობება“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის შეფასებით, ბიზნეს სექტორის ზრდის მაჩვენებლებში ყველაზე მნიშვნელოვანი დასაქმების პარამეტრია - სამუშაო ადგილების რაოდენობა 3.3%-ით - 25.8 ათასით გაიზარდა და შესაბამისი კვარტალის ჭრილში რეკორდული რაოდენობა - 795.6 ათასი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მეორე კვარტალში, ასევე გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 212.1 ლარით (10.1%) და 2,317.6 ლარს გაუტოლდა.„ეს ყველაფერი ერთობლიობაში კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის, სახელმწიფოს სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგებს“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
1756899172

წლევანდელი წელი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, არის საუკეთესო, საერთაშორისო რეზერვების შევსების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, წლევანდელი წელი იქნება რეკორდული რეზერვების შესყიდვის და შევსების თვალსაზრისით."ჩვენი წესის თანახმად, ივლისის მდგომარეობით გამოვაქვეყნეთ სტატისტიკა და აქაც უკვე ჩანს, რომ 5 მილიარდს გადააჭარბა საერთაშორისო რეზერვებმა. მაგრამ, აგვისტოშიც, მინდა გითხრათ, რომ ასევე გრძელდებოდა რეზერვების შევსება. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ წლევანდელი წელი იქნება რეკორდული რეზერვების შესყიდვის და შევსების თვალსაზრისით. აქ ძირითად როლს ასრულებს მზარდი ეკონომიკა და პირველ რიგში ის საექსპორტო დარგები, რომლებიც არიან ძირითადი შემომტანები საქართველოში უცხოური ვალუტის. ეს არის ტურიზმი, ეს არის მომსახურების და სასაქონლო ექსპორტის სხვა დარგები. და, რა თქმა უნდა, ზოგადად სტაბილური ვითარება, რაც ძალიან მიმზიდველია ამ თვალსაზრისით - სიმშვიდე სავალუტო ბაზარზე, სიმშვიდე ზოგადად ბიზნეს სუბიექტებს შორის, ვინც ვალუტის ყიდვა-გაყიდვით არის დაკავებული და ამ კუთხით, კეთილსაიმედო პროგნოზი გვაქვს," - აცხადებს ნათია თურნავა.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. სებ-მა წლის დასაწყისიდან საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მილიარდ 300 მილიონი დოლარით გაზარდა. ივლისის მდგომარეობით, რეზერვების მოცულობა, ჯამში, 5 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
1756209311

სექტემბრის ბოლოდან თურქეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AJet - ი თბილისსა და ანკარას შორის რეგულარულ ფრენებს კვირაში 4 სიხშირით განახორციელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ქვეყნის პირდაპირი დაკავშირებადობის განვითარების მიმართულებით, თბილისი - ანკარა - თბილისის ფრენების დაწყება კი ამის მაგალითია."თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია. შესაბამისად, თბილისსა და ანკარას შორის პირდაპირი რეისები ხელს შეუწყობს როგორც ბიზნესის და ეკონომიკის, ისე ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყნებს შორის," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.აღსანიშნავია, რომ გასული წლის მონაცემებით, საქართველოსა და თურქეთს შორის ავიამიმოსვლით მილიონ ორასი ათასზე მეტი მგზავრია გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 47%-ი შეადგინა. რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას: 2025 წლის პირველი შვიდი თვის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის, ოცი ათასზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა. იანვარ-ივლისში შესრულებული სამგზავრო და სატვირთო ავიარეისების რაოდენობა 16%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობას. ამ ეტაპზე, ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში ფრენები კვირაში დაახლოებით 745 სიხშირით სრულდება, ასევე 13%-ით არის გაზრდილი მგზავრთნაკადი.ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
1756132078

სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოში ამერიკელი და ბრიტანელი კინოპროდიუსერების საქმიანი ტური გაიმართა. პროდიუსერებმა დაათვალიერეს კინოგადაღებისთვის საინტერესო ლოკაციები, გაეცნენ საქართველოში კინო და ტელე-წარმოების პროცესს და ადგილობრივი კინოსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი კინოპროექტები ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის ზრდას, როგორც ლამაზი ბუნების და უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ტურიზმის ინდუსტრიაზე.„მნიშვნელოვანია, რომ მოწვეულ პროდიუსერებს შორის იყო კომპანია HBO East Coast Production-ის ვიცე-პრეზიდენტი. იმედი გვაქვს, რომ საქართველოში ჰოლივუდურ პროექტებს მალე ვიხილავთ“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში 65 კინოპროექტია მხარდაჭერილი, განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა კი 200 მლნ ლარს აღემატება.პროგრამას სააგენტო „აწარმოე საქართველოში" 2016 წლიდან ახორციელებს. მიხეილ ხიდურელის განცხადებით, პროგრამის პოპულარიზაცია აქტიურად ხდება სხვადასხვა წამყვან საერთაშორისო კინოფესტივალებსა თუ კინომარკეტებზე, მათ შორისაა: კანის და ბერლინის კინოფესტივალები, ანსის ანიმაციური ფილმების ფესტივალი და ამერიკული კინო ბაზრობა. შედეგად, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი, სულ უფრო აქტუალური ხდება და უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაც მატულობს.როგორც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა აღნიშნა, პროგრამა ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი კინოინდუსტრიის განვითარებას, რადგან პროგრამის მიერ მხარდაჭერილ კინოპროექტებში, ძირითადად, ადგილობრივი კადრები არიან დასაქმებულნი.
1755865714

მეწარმეობის განვითარება და ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცირე და საშუალო სექტორის განვითარებას, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ფუნდამენტს წარმოადგენს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.მისი თქმით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, ჯამში, მცირე და საშუალო სექტორში 3000 პროექტზე მეტი არის მხარდაჭერილი, რაც, საინვესტიციო თვალსაზრისით, სამ მილიარდ ლარს აღემატება.ეკონომიკის სამინისტრო სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეებისთვის მხარდაჭერის შესაძლებლობებს აფართოებს – უნივერსალურ ინდუსტრიულ ნაწილში ცვლილებები შეეხო სესხისა და ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებას და იგი ორი პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილებები პირველი სექტემბრიდან შევა ძალაში. თანადაფინანსებასთან ერთად, ბენეფიციარებს შეუძლიათ, ისარგებლონ ახალი საგრანტო კომპონენტებით: მაღალმთიანი, აგროტურისტული, მწვანე, გაციფრულების, კვლევა და განვითარების (R&D) მიმართულებებით. ამასთან, ქალი მეწარმეებისთვის ჩამოთვლილ ყველა კომპონენტში იზრდება გრანტის ოდენობა. ცვლილებები განხორციელდა მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაშიც, რომელსაც ემატება ახალი ეკონომიკური საქმიანობები, მათ შორის: კვების პროდუქტების წარმოება, სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების რამდენიმე კატეგორია და სხვა ერთწლიანი კულტურების მოყვანა.„შესაბამისად, სახეზე გვაქვს ის შედეგები, რომლებიც გამოარჩევს მცირე და საშუალო სექტორის განვითარებას – ეს არის თითქმის გაოთხმაგებული პროდუქციის გამოშვება, ასევე სამნახევარჯერ გაზრდილი დამატებითი ღირებულება, ორნახევარჯერ გაზრდილია ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში და დაახლოებით 30 პროცენტით არის გაზრდილი დასაქმება ამ სექტორში“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების მუდმივი ადაპტირება ბიზნესის საჭიროებების მიხედვით პრიორიტეტად რჩება და მომავალშიც გაგრძელდება.
1755517944

ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემასთან (CIPS) თანამშრომლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, იგი არ წარმოადგენს SWIFT - ის ალტერნატივას, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.მათივე ინფორმაციით, ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც უკავშირდება SWIFT - ის რომელიმე სისტემით, მათ შორის CIPS-ით ჩანაცვლებას, სრული დეზინფორმაციაა.„ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემასთან (CIPS) თანამშრომლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ახალ შესაძლებლობებს ქმნის სისტემაში ჩართული ბანკებისთვის, გააუმჯობესონ გადარიცხვების ეფექტიანობა საქართველოსა და ჩინეთს შორის ვაჭრობით დაკავებული კომპანიებისთვის. კერძოდ, CIPS სისტემით შესაძლებელია შუამავალი ფინანსური ინსტიტუტების გარეშე პირდაპირი ტრანზაქციები იუანით, რაც ამცირებს ხარჯებს გადახდის განხორციელების დროს. ეს იქნება დამატებითი არხი, რომ ქართული და ჩინური ბანკების ურთიერთგადარიცხვები იუანით გახდეს უფრო გამჭვირვალე, პირდაპირი და ხარჯთეფექტური, ხოლო თავად გადახდების პროცესი კიდევ უფრო მდგრადი და საიმედო. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს იქნება დამატებითი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია.რაც შეეხება ამ თემასთან დაკავშირებით გავრცელებულ სპეკულაციურ განცხადებებს, რომ CIPS - ი თითქოსდა SWIFT - ის ალტერნატივაა და მას ჩაანაცვლებს, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ იგი არ წარმოადგენს SWIFT - ის ალტერნატივას. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ივნისის მონაცემებით, CIPS - ის ქსელში ჩართულია 189 ქვეყნის 4 900 - ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტი. მათ შორის, ევროპის - 261, ჩრდილოეთ ამერიკის - 34, სამხრეთ ამერიკის - 34, ავსტრალია/ოკეანეთის - 22 საბანკო დაწესებულება, რომელთა უმრავლესობაც ერთდროულად სარგებლობს SWIFT-ით და CIPS-ით ისევე როგორც შესაძლოა სხვა რეგიონალური საგადახდო სისტემებით.CIPS - ი ძირითადად ჩინური იუანით გადარიცხვებზეა ორიენტირებული, ხოლო SWIFT - ი მრავალ ვალუტას მოიცავს. შესაბამისად, CIPS - ს განვიხილავთ მხოლოდ როგორც გადახდების დამატებით საშუალებას, რეგიონალური დივერსიფიკაციის მექანიზმს და არა - SWIFT-ის ჩამნაცვლებელ სისტემას. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც უკავშირდება SWIFT - ის რომელიმე სისტემით, მათ შორის CIPS-ით ჩანაცვლებას, სრული დეზინფორმაციაა.აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის SWIFT - თან ურთიერთობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ეს ურთიერთობა ბოლო პერიოდში უფრო და უფრო ღრმავდება. საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობს SWIFT - ის ახალი ფორმატის - ISO 20022 დანერგვას ქართულ საბანკო სისტემაში, ხელმძღვანელობს SWIFT - ის ეროვნული ჯგუფს საქართველოში და აქტიურად მონაწილეობს SWIFT - ის ახალი პროდუქტებისა და ფუნქციონალობის საპილოტე პროგრამებში. ეს პარტნიორობა ათწლეულებს მოიაცავს და მომავალშიც უცვლელად გაგრძელდება, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის მაღალი ხარისხის ინტეგრირებულობას გლობალურ საფინანსო ინფრასტრუქტურასთან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
1752836105

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით ტენდენციებსა და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპზე, რომლითაც საქართველო ფართო რეგიონსა და ევროპაში პირველ ადგილზეა.პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვანია მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის პოზიციების გასამყარებლად და ამ მიმართულებას მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.„მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ქვეყანაში სიღარიბის შემცირებისა და დასაქმების ზრდის კუთხით არსებულ პოზიტიურ მაჩვენებლებზე. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გასულ წელს 68 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაშიც დიდია ბიზნესის წვლილი, ვინაიდან სწორედ ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს და ბიზნესმენებს მადლობა გადაუხადა.პრემიერი ასევე შეეხო ფისკალური კუთხით არსებულ დადებით მაჩვენებლებს, დაბალ ინფლაციას, ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობას და განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დასაჩქარებლად მთავრობა აქტიურად მუშაობს.ბიზნესთან შეხვედრისას ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა კორუფციის მაქსიმალურად შემცირების მიზნით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებებზე. აღინიშნა, რომ კორუფცია აფერხებს ეკონომიკის განვითარებას და ყველაფერი გაკეთდება კორუფციის დონის მაქსიმალურად შესამცირებლად. პრემიერის თქმით, ეს პოლიტიკური ნება არსებობს და საკადრო ცვლილებებშიც უპირატესობა კეთილსინდისიერებას ენიჭება.მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში გადაიდგა, მათ შორის - მთავრობის ყველა სამართლებრივი აქტის გამჭვირვალობა, უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკის აღკვეთა, აგრეთვე მსხვილი შესყიდვების დეტალური კონტროლი, რასაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი ახორციელებს.პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას ბიზნესის სხვადასხვა სფეროს 80-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
1751648901