1757404497 • პოლიტიკა

თბილისში საქართველოსთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 0:3 წაგების შემდეგ ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიან ილიევი პოსტს დატოვებს და მას ცნობილი სპეციალისტი შეცვლის – ინფორმაციას გამოცემა gol.bg აქვეყნებს.მტკივნეული წაგების გამო მწვრთნელი ილია ილიევი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციამ უკვე მისი შემცვლელი კანდიდატიც მონახა – გუნდს ვარნის „სპარტაკის“ ყოფილი მწვრთნელი დიმიტარ დიმიტროვ-ხერო ჩაიბარებს, რომელიც ამჟამად თავისუფალია. ილიევის კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდეა ძალაში, ხოლო მსოფლიო შესარჩევი ეტაპი ნოემბერში მთავრდება.
1757327706

ორი თამაში, ერთი მარცხი და ერთი ბრძოლით მოპოვებული გამარჯვება, - წერს საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში.მამარდაშვილი ქომაგებს გულშემატკივრობისთვის მადლობას უხდის.„თქვენი მხარდაჭერა, ჩვენი ძალაა. მადლობა, რომ ყოველთვის ჩვენს გვერდით ხართ!“, - წერს გიორგი მამარდაშვილი.2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.
1757325693

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ მოახლოებული სანაკრებო მატჩების შესახებ „დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.„რა თქმა უნდა, ნაკრებში დროში შეზღუდულები ვართ, თუმცა გუშინდელი ვარჯიში ძალიან ნაყოფიერი იყო – ბევრი კარგი რამ შევისწავლეთ. მზადება კარგად მიდის და ხანმოკლე დრო პრობლემად არ გვექცევა.მახსოვს ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან თამაში, სადაც სამი გოლი გავუშვით. ახლა ბევრად უფრო გამოცდილი გუნდი ვართ, საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და ვეცდებით, ქულები ავიღოთ.რეალისტები უნდა ვიყოთ. ესპანეთს ბევრჯერ ვეთამაშეთ და ძალიან რთული მოწინააღმდეგეა, მასთან ქულების დაგეგმვა თითქმის შეუძლებელია. თურქეთსა და ბულგარეთს რაც შეეხება, თუ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა გვინდა, მათთან წარმატებით უნდა ვითამაშოთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველ ორ მატჩს როგორ ჩავატარებთ – ეს არის გასვლის ერთადერთი შანსი. ესაა რეალობა“, – განაცხადა კაშიამ.საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს თურქეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 7 სექტემბერს – ბულგარეთს. ორივე მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩების ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
1756908347

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი პირველი სექტემბრიდან თბილისში შეიკრიბება. საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის საწყის ორ ტურში საკუთარ მოედანზე თურქეთისა და ბულგარეთის ნაკრებებს უმასპინძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ნაკრები ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, მატჩებისთვის მთავარმა მწვრთნელმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ორი დებიუტანტია. 21 წლამდე ნაკრების ყოფილი წევრები, ფრანგული მეცის ფეხბურთელი გიორგი აბუაშვილი და პორტუგალიური ეშტორილის ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა) ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), საბა ხვადაგიანი (მაქაბი-ნეთანია, ისრაელი)ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ლიონი, საფრანგეთი)
1756294577

ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის (70 კგ) ჩემპიონია. ლას ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიის სახელით გამომსვლელი ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა.ბრძოლის შემდეგ თოფურიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ემოციების გადმოცემა ადვილი არ არის. მან ასევე ქართველ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.„ყველა წონის საერთო რეიტინგი არ მაინტერესებს – სადაც უნდა, იქ ჩამწერონ.მარტივი არ არის იმ ემოციების გადმოცემა, რასაც ახლა ვგრძნობ. მაგრამ ფაქტია – ვოლკანოვსკი, ჰოლოუეი და ოლივეირა დავამარცხე, მათ ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა ვერ დაასრულეს. ამით ძალიან ვამაყობ.ჩემ გარშემო ყველა დარწმუნებული იყო, რომ ამას შევძლებდი. ზუსტად ვიცი, ვინ ვარ და რა შემიძლია. შეიძლება, ამპარტავნად მიმიჩნევენ, მაგრამ გულწრფელად გეტყვით – დღეს მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი ვარ.ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლა ემოციურად ცოტა უფრო რთული იყო – ის მართლა კარგი ადამიანია.რაც შეეხება ჩემს ყველაზე დასამახსოვრებელ გამარჯვებებს, პირველ ადგილს ვოლკანოვსკისთან ნოკაუტს მივანიჭებდი, მერე მოდის ჰოლოუეი და ბოლოს – ოლივეირა.უდიდესი მადლობა საქართველოს მხარდაჭერისთვის, იმედი მაქვს, მალე დავბრუნდები და ჩაგეხუტებით ყველას“, – განაცხადა თოფურიამ.
1751188937

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „ინტერთან”, “პარი სენ-ჟერმენმა“ ანგარიშით 5:0 მოიგო. მატჩის ერთ-ერთი, მე-4 გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.თავდაპირველად, შეხვედრის პირველი ნახევარი „პსჟ”-ს უპირატესობით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.კერძოდ, მატჩის მე-13 წუთზე პირველი გოლით ანგარიში „პსჟ”-ს ფეხბურთელმა, აშრაფ ჰაკიმმა გახსნა. მეორე გოლით გუნდის უპირატესობა დეზირე დუემ 21-ე წუთზე მოუტანა.რაც შეეხება შეხვედრის მეორე ნახევარს, 64-ე წუთზე მეტოქის კარში გოლი კვლავ დეზირე დუემ გაიტანა. მატჩის 73-ე წუთზე კი გუნდისთვის მეოთხე გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. 86-ე წუთზე კი შეხვედრის ფინალური გოლი „პსჟ“-ის ფეხბურთელმა, სენი მაიულუმ გაიტანა.ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ფრანგული „პსჟ“ და იტალიური „ინტერი“ მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ დაუპირისპირდნენ.„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგო. გუნდს აქამდე ერთხელ ჰქონდა ფინალში ნათამაშები, 2020 წელს პარიზელები მიუნხენის „ბაიერნთან“ დამარცხდნენ.
1748760818

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ბირმინგემში „ასტონ ვილასთან“ 2:3 დამარცხდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში მოიგო და ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს.პარიზში მოგებული მატჩის (3:1) შემდეგ ფრანგულმა გრანდმა განმეორებითი დაპირისპირება ძალიან კარგად დაიწყო და აშრაფ ჰაკიმისა (11′) და ნუნუ მენდეშის (28′) გოლებით სწრაფად მოიპოვა უპირატესობა.„ასტონ ვილას“ სხვა გზა არ რჩებოდა, მთელი გუნდით შეუტია და მართალია, იური ტილემანსმა (34′) ანგარიში შეამცირა, მაგრამ პარიზელებმა ტაიმი მოიგეს და, საერთო ჯამში, უპირატესობა მათ მხარეს იყო.მაგრამ დაიწყო მეორე ტაიმი და ინგლისელებმა თამაში შემოატრიალეს – 55-ე წუთზე ჯონ მაკგინიმ წონასწორობა აღადგინა, ხოლო სამ წუთში ეზრი კონსამ „ასტონ ვილა“ დააწინაურა. ამის შემდეგ მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და გატანა კიდევ შეეძლოთ, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში პარიზელთა მეკარემ, დონარუმამ შესანიშნავად ითამაშა.საბოლოოდ, პსჟ-მა ორი მატჩის ჯამში 5:4 (3:1, 2:3) გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია.
1744778726

საქართველოს ნაკრებისა და „ლევანტეს“ ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას ლისაბონის „სპორტინგში“ გააგრძელებს, – ვალენსიურმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურ გვერდზე დაადასტურა.„„ლევანტემ“ და პორტუგალიურმა „სპორტინგმა“ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს. ფეხბურთელი მიმდინარე წლის 30 ივნისამდე „ლევანტეში“ იჯარით დარჩება.შაბათ-კვირას დაჩქარებული მოლაპარაკებების შემდეგ, „ლევანტემ“ დღეს ოფიციალურად მოაწერა ხელი დოკუმენტს ნახევარმცველის ტრანსფერის შესახებ, თუმცა ქოჩორაშვილი სეზონის ბოლომდე კვლავ ვალენსიურ კლუბში ითამაშებს.ქოჩორაშვილმა კონტრაქტი „სპორტინგთან“ გააფორმა, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კლუბთან პორტუგალიაში“, – აღნიშნულია „ლევანტეს“ ოფიციალურ განცხადებაში.გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ მაისურით 57 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. გუნდს 2019 წელს შეუერთდა და თავდაპირველად სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა. იმავე წელს შედგა მისი დებიუტი ლა ლიგაში „ატლეტიკის“ წინააღმდეგ.მომდევნო სეზონებში ქოჩორაშვილი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და პარალელურად „ატლეტიკო ლევანტეს“ შემადგენლობაში თამაშობდა. 2022/2023 წლების სეზონში ის იჯარით „კასტელიონში“ გადავიდა, სადაც მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა.ქართველი ნახევარმცველი „ლევანტეში“ 2023 წლის ზაფხულში დაბრუნდა და იმავე წლის მაისში კლუბთან კონტრაქტი ორი სეზონით გაახანგრძლივა.
1743486712

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტი შესაძლოა, უეფას მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს.როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მიუღებელია მსგავსი ქმედება სტუმარი გუნდის ქომაგის მიმართ.„მადლობა ჩვენი ნაკრების ერთგულ გულშემატკივარს, რომელმაც „დინამო არენაზე“ მთელი მატჩის განმავლობაში საუცხოო ატმოსფერო შექმნა. თქვენი უდიდესი მხარდაჭერა ნამდვილად იგრძნობოდა სტადიონზე და ტრადიციულად უდიდეს მოტივაციას აძლევდა გუნდს, რისთვისაც, მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა.თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტი, როდესაც მაყურებლის მცირე ნაწილი სტადიონზე შეიჭრა და უსიამოვნო ფაქტს ჰქონდა ადგილი როგორც მოედანზე, ისე სტუმართა გუნდის ტრიბუნასთან.მიუღებელია მსგავსი ქმედება სტუმარი გუნდის ქომაგის მიმართ. ამ სრულიად მიუღებელი ქმედების გამო, შეურაცხყოფა მივაყენეთ როგორც სტუმარი გუნდის გულშემატკივარს, ისე საშუალება არ მიეცა ჩვენს ნაკრებს, ერთგულ ქომაგებთან ერთად ეზეიმა გამარჯვება.მსგავსი ქმედება აზარალებს ფეხბურთს და ჩრდილს აყენებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. აღნიშნული შემთხვევა შესაძლოა უეფას მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს, შესაბამისად დააზარალოს ჩვენი ნაკრები და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი.მადლობა სტუმართა გუნდს და ასევე მათ გულშემატკივარს, რომლებმაც როგორც თბილისში, ისე ერევანში მეგობრული გარემო შექმნეს. ასევე განსაკუთრებული მადლობა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და ჩვენ კოლეგებს უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის. ორ ქვეყანას შორის ახლო ურთიერთობის სპორტულ კავშირს ასევე ადასტურებს, საქართველო-სომხეთის ერთობლივი განაცხადი, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის მასპინძლობაზე. იმედი მაქვს როგორც საქართველო, ისე სომხეთი 2029 წელს 20- წლამდე ნაკრებთა ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი იქნება.ფეხბურთი გვაერთიანებს და ქმნის წარმატებას. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი საფეხბურთო ნაკრების თითოეულ წევრს, გუნდის სრულ შემადგენლობას, სამწვრთნელო შტაბს, რომლებმაც პლეი-ოფის ორივე შეხვედრაში საოცარი თავდადება და გამარჯვებულის მენტალიტეტი გამოავლინეს“,- წერს ლევან კობიაშვილი.
1742815193

„დინამო არენაზე“ "ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა და B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.დღევანდელ მატჩში გოლების ავტორები არიან: 1:0 აროიანი (საკუთარ კარში, მეოთხე წუთზე), 2:0 მიქაუტაძე (14-ე წუთზე), 3:0 ჩაკვეტაძე (23-ე წუთზე), 4:0 კიტეიშვილი (27-ე წუთზე), 5:0 მიქაუტაძე (35-ე წუთზე). 5:1 სევიკიანი (48-ე წუთზე). 6:1 კვარაცხელია (63 წუთზე).შეგახსენებთ, პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანში 0:3 დაამარცხა. ამრიგად, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთთან ორმატჩიანი "პლეი ოფის" მოგების შემდეგ უეფა-ს "ერთა ლიგის" B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. ივნისში ამხანაგური მატჩები შედგება, სექტემბრიდან კი საქართველოს გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება.
1742746867

"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" განმეორებით მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება.შეხვედრას "დინამო არენა" უმასპინძლებს, მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანში 0:3 დაამარცხა.საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისომხეთთან ორმატჩიანი "პლეი ოფის" მოგების შემდეგ უეფა-ს "ერთა ლიგის" B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. ივნისში ამხანაგური მატჩები შედგება, სექტემბრიდან კი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება.
1742718101

სომხეთის ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, „არარატ-არმენიის“ მოთამაშე ოგანეს ჰარუთუნიანი ტრავმირებულია. იგი საქართველოს ნაკრებთან მატჩებს გამოტოვებს – ინფორმაციას გამოცემა „სპორტარანი“ ავრცელებს.25 წლის ნახევარმცველს „არარატ-არემენიის“ ბოლო ორ შეხვედრაში არ უთამაშია – ჩემპიონატში „პიუნიკთან“ (2:1) 1 მარტს და 5 მარტს „ურარტუსთან“ (1:0) სომხეთის თასის მეოთხედფინალის პირველ მატჩში. მისი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვარდან მინასიანმა განაცხადა, რომ უთამაშებლობის მიზეზი კუნთის ტრავმაა და ამით გაამხილა, რომ ჰარუთუნიანი სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს.„ჰარუთუნიანს კუნთის ტრავმა აქვს. ვიმედოვნებთ, რომ ის გუნდში სანაკრებო მატჩებთან დაკავშირებული საერთაშორისო შესვენების შემდეგ დაბრუნდება“, – განაცხადა მინასიანმა.ეს სომხეთის ნაკრებისთვის დიდი დანაკლისია, რადგან საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთა ლიგის პლეი ოფის უმნიშვნელოვანეს შეხვედრამდე გუნდს უკვე მეორე ცენტრალური ნახევარმცველი დააკლდა – პირველი გუნდის ლიდერი, „კრასნოდარის“ მოთამაშე ედუარდ სპერციანი იყო.ჰარუთუნიანი სომხეთის ნაკრებში პირველად 2022 წელს, „პიუნიკში“ თამაშის დროს მიიწვიეს და მას შემდეგ ეროვნულ გუნდში პოზიციები თანდათან გაიმყარა. მან გუნდის ფორმა 25-ჯერ მოირგო, თუმცა გოლი არ გაუტანია. ჰარუტუნიანი 2022 წელს საუკეთესო სომეხი ფეხბურთელების ხუთეულშიც მოხვდა.უეფას ერთა ლიგის პლეი ოფის მატჩები საქართველოსა და სომხეთს შორის 20 (ერევანში) და 23 მარტს (თბილისში) გაიმართება. ეს იქნება სომხეთის ნაკრების პირველი მატჩები ახალი მწვრთნელის, იოჰან ვან სხიპის ხელმძღვანელობით.
1741504999