1753443613 • პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ევროკომისიის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილს ეხმიანება, სადაც რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ შეექმნას, რეკომენდაციებს შორის მოთხოვნილია „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გაუქმება და LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა.დიმიტრი სამხარაძის თქმით, ევროკომისია პირდაპირ და ღიად ითხოვს პატიოსნებისა და ოჯახის ღირსების გაცვლას გარყვნილებასა და ჰომოსექსუალების გაბატონებაზე. ასევე ქართული ისტორიისა და სულისკვეთების დავიწყებას.„პირდაპირ და ღიად ითხოვენ:პატიოსნება და ოჯახის ღირსება - გარყვნილებაში და ჰომოსექსუალების გაბატონებაში გაცვალეთო!ქართული ადათ-წესები, სულისკვეთება, ჩვენი ისტორია, გმირები და წინაპრები დაივიწყეთ - „ტოლერანტული“ LGBT საზოგადოების მომავლის დაცვაზე იზრუნეთ და კანონებით გაამყარეთო!ქართული ეკლესიის გვერდით დგომა და დაცვა- ავტორიტეტის შელახვით და მისი განადგურებით ჩაანაცვლეთო!მშვიდობა - ომით შეცვალეთო!საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები - ევროპელი ბიუროკრატი, კორუმპირებული პოლიტიკოსების მონებად აქციეთო!ქართველებო, კიდევ დაგრჩათ ვინმეს რამე კითხვა ?“ - წერს დიმიტრი სამხარაძე.
1752668548

"მოგესალმებით სრულიად საქართველოს. არ მეგონა, რომ კიდევ დავუბრუნდებოდი ჩემი ოჯახის ბულინგის თემას, თუმცა, როგორც ჩანს, გაუსვრელი არავინ უნდა დარჩეს. დღეს ბიჭები არიან სამიზნეები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ არავის ვუვარდებით სახლში ,არც სცენაზე, არც პირად ცხოვრებაში, არც სამარცხვინო ნაბიჯებით გამოვირჩევით… როცა ყვირი "სირცხვილია" -ს, სულ ცოტა, მისი შინაარსი კარგად უნდა გესმოდეს ადამიანს - "რა არის სირცხვილი და რა - არა".ეს ბიჭები იმ ოჯახში გაიზარდნენ, სადაც ყველაფრის ფასი ძალიან კარგად ვიცით. არც მშიერის დაპურება გვეშლება, არც უსახლკაროს მიღება, არც მრწამსისთვის ჯოჯოხეთის გავლა, არც მდუმარებაში გლოვა, არც უსახლკარობის შიში, არც ერთმანეთის სიყვარული და არც - ქვეყნის. არც გაზის ყლაპვის შეგვშინებია ოდესმე და არც ვინმესთვის სიმართლის თქმის. ასე რომ, შორს ხელები ჩემი ოჯახიდან" - წერს ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში და შვილების, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეების ფოტოს აქვეყნებს.ეს განცხადება მომღერალმა გუშინდელი კონცერტის შემდეგ გააკეთა. როცა გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები სცენაზე ზუკა ხუციშვილთან ერთად სიმღერას ასრულებდნენ, სცენაზე ახალგაზრდა ბიჭი ავიდა, რომელმაც ძმებ ჭოხონელიძეებს სიტყვის თქმის უფლება სთხოვა და თქვა, რომ მათ თანატოლს, 21 წლის მატე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამ თხოვნაზე ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეებისგან მან უარი მიიღო, აუდიტორიიდან კი ისმოდა შეძახილები: "სირცხვილია", "ასე არ შეიძლება..."
1749813210

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის საირიგაციო წყლის მიწოდებაზე გრძელვადიანი ხელშეკრულების“ სტანდარტულ ფორმაში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების შესაბამისად, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების დაფუძნებისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით, ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმაში გათვალისწინებული იქნა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის მიწოდებული წყლის მოცულობის აღრიცხვის და საბითუმო მიწოდების საფასურის განსაზღვრის გარდამავალი პირობები. კერძოდ, 2026 წლის 1 იანვრამდე შპს „საქართველოს მელიორაციას“ მიეცა უფლებამოსილება, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის განსაზღვროს სხვადასხვა სახის საბითუმო მიწოდების საფასური, საირიგაციო მიწის ფართობის (ჰა), მოხმარებული წყლის მოცულობის (მ3), სეზონურობის ან/და სხვა სახით. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში თუ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ყველა მიწოდების წერტილზე, ვერ მოხდება მრიცხველების მოწყობა წესების გათვალისწინებულ ერთი თვის ვადაში ტექნიკური შეუძლებლობის გამო, ამ შემთხვევაში ხელშეკრულების სტანდარტული ფორმა ითვალისწინებს მხარეების შესაძლებლობას შეთანხმდნენ მაგისტრალური არხის მონაკვეთზე დასაშვებ ტექნიკურ დანაკარგზე და მოხმარებული წყლის მოცულობის კონტროლის დროებით წესზე. ამ შემთხვევაში, მიწოდების წერტილებზე მრიცხველები უნდა მოეწყოს 2026 წლის საირიგაციო პერიოდში წყლის მიწოდების დაწყებამდე. მანამდე მიმწოდებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის წყლის მოცულობის კონტროლი განხორციელდება მაგისტრალურ არხში გატარებული წყლის მოცულობის აღრიცხვით.სემეკი მიმართავს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებს გაითვალისწინონ, რომ შპს „მელიორაციის კომპანიის“ მიერ განაცხადზე რეაგირების გარეშე დატოვების ან/და მომსახურე კომპანიის მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვთ მიმართონ სემეკს უშუალოდ ან იუსტიციის სახლის ნებისმიერი ფილიალის მეშვეობით.
1746694938

ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკესთანაა, რომლებიც აღდგომის ორშაბათს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.„მქონდა პატივი, საქართველოს პრეზიდენტის რანგში ოფიციალური ვიზიტით ვატიკანს ვწვეოდი და ჩვენს სახელმწიფოებსა და კულტურებს შორის კავშირების გასაძლიერებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებზე შევთანხმებულიყავი“, - წერს ზურაბიშვილი.
1745232037

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. მას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება, რის შესახებაც პოსტს სოციალურ ქსელში თვითონვე აქვეყნებს.ხათუნა სამნიძე:"უჰ, გამომწერეს მორიგი ოპერაციის მერე და სახლში ვარ ერთკვირიანი პალატაში მარტოობის შემდეგ მადლობა კლინიკა ინოვა-ს უსაყვარლეს მედდებს და გამორჩეული პროფესიონალიზმის ქირურგ ირაკლი თოდუას მაგრამ წინ კიდევ ერთ დიდ ბრძოლას, სერიოზულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებასთან ერთად, ეს პოსტიც დასჭირდა მიჭირს, მაგრამ გწერთ, ვინც აქამდე სიყვარულით და უდიდესი ენერგიით მგულშემატკივრობდით, გჯეროდათ ჩემი, ვგრძნობ, ისევ გვერდში დამიდგებით და ამიტომაც. არც მაქვს სხვა გამოსავალი, ისეთი რამ დამჭირდა.23:35 / 19-04-2025 საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. მას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება, რის შესახებაც პოსტს სოციალურ ქსელში თვითონვე აქვეყნებს.ხათუნა სამნიძე:"უჰ, გამომწერეს მორიგი ოპერაციის მერე და სახლში ვარ ერთკვირიანი პალატაში მარტოობის შემდეგ მადლობა კლინიკა ინოვა-ს უსაყვარლეს მედდებს და გამორჩეული პროფესიონალიზმის ქირურგ ირაკლი თოდუას. მაგრამ წინ კიდევ ერთ დიდ ბრძოლას, სერიოზულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებასთან ერთად, ეს პოსტიც დასჭირდა მიჭირს, მაგრამ გწერთ, ვინც აქამდე სიყვარულით და უდიდესი ენერგიით მგულშემატკივრობდით, გჯეროდათ ჩემი, ვგრძნობ, ისევ გვერდში დამიდგებით და ამიტომაც. არც მაქვს სხვა გამოსავალი, ისეთი რამ დამჭირდა. მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში კეთდება ის მასშტაბური და რამდენიმე ათეული ათასი ევროს ღირებულების ოპერაცია, რომელიც გადამარჩენს.ეს უნდა შევძლო ახლობლების დახმარებით, მოვიძიო ეს თანხები და შევიდე კიდევ ერთ რთულ ბრძოლაში. მოვიგებ? კი, ამ ომს მოვიგებ მე. მაგრამ თქვენი დახმარებით და სიყვარულით, როგორც წინა ბრძოლაში ერთი წუთითაც არ მიგვრძვნია თავი მარტოდ მიუხედავად იმისა, რომ ასე შორს ვიყავიოპერაცია სასწრაფოაო ონკოლოგებმა და სამშაბათს მეტი დეტალი მეცოდინება.ბედნიერი და სიყვარულით სავსე აღდგომაჩემი ანგარიშია თიბისი ბანკში#GE52TB7129045068100001ჩემი შვილის საქართველოს ბანკში#GE46BG0000000545865833 - სალომე დიასამიძე"
1745115194

STEAM ინიციატივების გულშემატკივარის როლსაც თამაშობდა, მაგრამ რაც დრო გადის კარგად გამოაჩინა თავის სახე, კლასიკური აგენტი და ლგბტ პროპაგანდისტია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მარიამ ლაშხი სოციალურ ქსელში წერს, სადაც აქტივისტ ნანა დიხამინჯიას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ, მამუკა მდინარაძესთან დაპირისპირებას ეხმაურება.მისი თქმით, ნანა დიხამინჯია „ნახევარ დროს ქვეყნის გარეთ ატარებს, როგორც ჩანს დავალებებით დახუნძლული ბრუნდება უკან“.„ამ ვიდეოში ამბობს, მარიამ ლაშხს კითხე, ვინ ვარ და რა მიკეთებიაო... STEAM ინიციატივების გულშემატკივარის როლსაც თამაშობდა, მაგრამ რაც დრო გადის კარგად გამოაჩინა თავის სახე, კლასიკური აგენტი და ლგბტ პროპაგანდისტია. ნახევარ დროს ქვეყნის გარეთ ატარებს, როგორც ჩანს დავალებებით დახუნძლული ბრუნდება უკან.როგორი არაქართული და ბინძურია აგენტ მეზობელს რომ ახვედრებენ ადამიანს“, - წერს მარიამ ლაშხი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, ნანა დიხამინჯიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ როდესაც სახლში მიდიოდა, ლიფტიდან გამოსული მამუკა მდინარაძე შეხვდა. ნანა დიხამინჯია სოციალურ ქსელში ვიდეოსაც აქვეყნებს.„ძალიან მრცხვენია. სახლში ავდიოდი დილის ეთერის შემდეგ, ნახევრად მძინარე, შემეფეთა ლიფტიდან გამოსული მამუკა და ისე ავღელდი და დავიბენი, უცებ ვერც გადაღება დავიწყე და ვერც ვუთხარი ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი.ამ უტიფრობასთან სწორად გამკლავებას სხვა უნარები სჭირდება თურმე.მეზობლები მეუბნებიანო, ეგო ძალიან აქტიურობსო. სამარცხვინოები.ბოდიში, ხალხო, შემდეგ ჯერზე უფრო ზუსტად ვეტყვი ყველაფერს, ვერ გამოვიყენე კარგად ეს შესაძლებლობა“, - წერს ნანა დიხამინჯია.
1735124428

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გზის უკანონო გადაკეტვისთვის, 5000 ლარით დააჯარიმა.აღნიშნულის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს.„თბილისის საქალაქო სასამართლომ, გზის უკანონო გადაკეტვისთვის, 5000 ლარი ჯარიმა მომისაჯა“, - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
1734941575

შეუძლებელია ამის ყურება. შეუძლებელია ამის ატანა. შეუძლებელია ამის „გაპრავება”. შეუძლებელია ამის მოთმენა. შეუძლებელია გაჩუმება! - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.მისივე თქმით, ეს ქვეყანა არასდროს შეგუებია და არც ახლა შეეგუება რუსეთის მონობას.„სამწუხაროდ, შორიდან მიწევს იმ ყველაფრისთვის თვალის დევნება, რაც ჩემს სამშობლოში ხდება.შეუძლებელია ამის ყურება. შეუძლებელია ამის ატანა. შეუძლებელია ამის „გაპრავება”. შეუძლებელია ამის მოთმენა. შეუძლებელია გაჩუმება.შეუძლებელია სხვა რამეზე ფიქრი, ფეხბურთის თამაში ან ნებისმიერი სხვა, ყოველდღიური საქმის კეთება მაშინ, როდესაც უყურებ, როგორ უსწორდებიან თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში.ეს ქვეყანა არასდროს შეგუებია და არც ახლა შეეგუება რუსეთის მონობას.ჰიმნს, რომელსაც თამაშის წინ, ჩვენს ათი ათასობით გულშემატკივართან ერთად ვმღერით, თავისუფლება ჰქვია, თუმცა უკვე მე-11 დღეა, ეს ჰიმნი ჩემთვის ასე ჟღერს: თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს! თავისუფლება სასტიკად ნაცემ ჟურნალისტებს! თავისუფლება საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს! დიდება თავისუფლებას! თავისუფლებას დიდება!“, - წერს ქოჩორაშვილი.ცნობისთვის, გუშინ, „ტვ პირველის“ ოპერატორს, გიორგი შეწირულს და ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ. ამ დროისთვის, ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.
1733664359

ქალაქის ქუჩებში ნიღბიან, ამოუცნობ პირთა ჯგუფის მხრიდან სასტიკი, ფიზიკური ანგარიშსწორება მოქალაქეებზე, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია სამოქალაქო ცხოვრებაში, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება.მისივე თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, შეძლოს ყველა ზომის მიღება იმისათვის, რომ მოხდეს ფაქტის სწრაფი გამოძიება და მსგავსი შემთხვევის განმეორება მომავალში სრულიად გამოირიცხოს.„უკანასკნელ პერიოდში საზოგადოებაში ურთიერთ სიძულვილის ენამ და დაუნდობელმა დაპირისპირებამ გადაფარა საღი აზრი და ერთობის გრძნობა. ეს საერთო პრობლემად უნდა აღიქმებოდეს და ერთად ვფიქრობდეთ ამის გამოსწორებაზე.დღეს საღამოს ვიხილეთ ფიზიკური ანგარიშსწორების უმძიმესი კადრები, რომელმაც მთელი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.მრავალი ვერსია ისმის მომხდარის შესახებ, თუმცა საბოლოოდ, რაც არ უნდა გაირკვეს, ქალაქის ქუჩებში ნიღბიან, ამოუცნობ პირთა ჯგუფის მხრიდან სასტიკი, ფიზიკური ანგარიშსწორება მოქალაქეებზე, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია სამოქალაქო ცხოვრებაში.თავისი სიმძიმით, ეს ფაქტი სცილდება პოლიტიკური შეხედულებების მიმართ განსხვავებულობას, სრულიად აპოლიტიკური საზოგადოების შეშფოთებასაც იწვევს და ზოგადად აჩენს დაუცველობის განცდას.სახელმწიფოს ვალდებულებაა, შეძლოს ყველა ზომის მიღება, იმისათვის რომ მოხდეს ფაქტის სწრაფი გამოძიება და სრულიად გამოირიცხოს მსგავსი შემთხვევის განმეორება მომავალში.ვფიქრობ, ჩვენ, საზოგადოებას გვმართებს, მეტი მოთმინება ერთმანეთისადმი, თითოეულმა უნდა ვიზრუნოთ დაძაბულობის ჩაცხრობაზე, ნუ წავაქეზებთ ჩვენს შვილებს ერთმანეთის წინააღმდეგ. სიძულვილით ნათქვამი ყოველი სიტყვა, ჩვენს გარემოშივე ითესება და უკანვე გვიბრუნდება ამა თუ იმ სახით.იესო ქრისტე გვასწავლის ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვას. ღვარძლს ნუ დავთესავთ, თორემ ამასვე მოვიმკით.ჩემი თაობა შიშით ვუყურებთ წარსულს და გვახსოვს დედაქალაქში სამოქალაქო ომის დღეები, ოჯახების დაყოფა, ძმების დაპირისპირება, რომლის შედეგებიც წლების განმავლობაში არ განელებულა. დღეს ურთიერთგაუტანლობა საზოგადოებაში იმაზე ნაკლები არაა. რაღაცამ უნდა დაგვაფიქროს, ვიკმაროთ ამ მიმართულებით სვლა.დღეს ზედმეტია თავის მართლების და რადიკალური პოზიციის დაკავება. რაც არ უნდა სხვაობა იყოს შეხედულებებში. როგორ ვართ მართალები, თუ ერთმანეთისადმი გამოქვაბულის სიძულვილი გვიპყრობს?პასუხისმგებლიანი საზოგადოება ერთმანეთზე ზრუნვის ნიშნებს არ უნდა კარგავდეს.ღმერთმა ინებოს მშვიდობა ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს ქვეყანაში,სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს“, - წერს ჯაღმაიძე.
1733642386

ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს, ასე ყოფილა ისტორიულად! სხვა იმპულსი აქვთ, ტვინით კი არა, გულით გრძნობენ, რაც უნდათ. ამიტომაც ისინი ყოველთვის მართლები არიან. დაჩოქილი ვუხდი მადლობას, ასეთი კარგები რომ არიან, - ამის შესახებ მსახიობმა, მურმან ჯინორიამ განაცხადა, რითაც თბილისში მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა.მსახიობის თქმით, ახალგაზრდები იდეურები და გულწრფელები არიან.„მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, იმიტომ, რომ მათი ცხოვრება ახლა იწყება. უნდათ ისეთი ცხოვრება ჰქონდეთ, როგორიც თვითონ უნდათ. იმიტომ მეცოდებიან, ყველაფერი იქითკენ, მათი სურვილებისკენ რომ არ მიდის. ჩვენ არ ვიცოდით სხვა ქვეყნებში როგორი ცხოვრება იყო, იმათმა იციან და აქაც იგივე უნდათ. ძალიან გულწრფელები, იდეურები არიან. ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა... მათი ცხოვრება უნდა იყოს სხვანაირი, აბა, ჩემი ცხოვრება აწი რაღა არის? მე რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე ამ 50 წლის მანძილზე...მინდა ჩემი ახალგაზრდობა ბედნიერი იყოს! კარგი ცხოვრება ჰქონდეთ. თუ საზღვარგარეთ ისწავლიან, აქ მოვიდნენ და თავის ცოდნა, განათლება და სიყვარული თავის ქვეყანას მოახმარონ. ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს, ასე ყოფილა ისტორიულად! სხვა იმპულსი აქვთ, ტვინით კი არა, გულით გრძნობენ, რაც უნდათ. ამიტომაც ისინი ყოველთვის მართლები არიან. დაჩოქილი ვუხდი მადლობას, ასეთი კარგები რომ არიან. გაუმარჯოს ჩვენს ახალგაზრდობას! ღმერთმა სიკეთე მოგვცეს, მშვიდობიანი შობა და ახლი წელი“ - განაცხადა მურმან ჯინორიამ ambebi.ge-სთან.
1733594746

აუცილებელია, ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვახსენოს საზოგადოებას, რომელი კონკრეტული ქიმიური აგენტებია გამოყენებული ძალოვანი სტრუქტურების მიერ,- ამის შესახებ ინფექციონისტი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, გიორგი კამკამიძე სოციალურ ქსელში წერს.როგორც ის აღნიშნავს, „ხელნაკეთი“ ქიმიური იარაღის ზემოქმედება ერთ ადამიანზე შეიძლება არ იყოს მძიმე, მაგრამ იგივე დოზა მეორე ადამიანისათვის შესაძლოა სიკვდილის ან დაინვალიდების მიზეზი გახდეს.ამასთან, კამკამიძე აცხადებს, რომ კიდევ უფრო სავალალოა ძალოვნების მიერ დაკავებული ადამიანების მდგომარეობა, რომელთაც არ ეძლევათ საშუალება, მოიშორონ კონტამინირებული ტანსაცმელი და ჩამოირეცხონ ტოქსიკური ქიმიური აგენტები.„ამ დღეებში „ლაივში“ ვხედავთ ძალოვანი სტრუქტურების მიერ საქართველოს მცველების წინააღმდეგ ფაქტობრივად ქიმიური იარაღის გამოყენებას. ქიმიურ იარაღად შეკრებების დასაშლელად განკუთვნილ ნივთიერებებს აქცევს მათი შერევა წყალთან, რომელიც მაღალი წნევის ნაკადით, დამიზნებით მიემართება მშვიდობიანი მიტინგის დაუცველი მონაწილეებისაკენ. ამგვარად, წყლის ნაკადი წარმოადგენს ქიმიური ტოქსიკური ნივთიერების გადამტანს, ხოლო ქიმიური იარაღის განმარტება სხვა რა არის თუ არა „ტოქსიკური ნივთიერება + გადამტანი საშუალება ადამიანების მასიური დაზარალებისათვის“.ასეთ შემთხვევაში მსგავსი თვითნაკეთი ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგების პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია და ეს კარგად უნდა მოეხსენებოდეს ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც პერმანენტულად უნდა აფრთხილებდეს ძალოვან სტრუქტურებს, ღიად ეწინააღმდეგებოდეს ამ კატასტროფულ პრაქტიკას და მუდმივად უნდა აცხადებდეს ამას მასიური საინფორმაციო საშუალებებით, ვინაიდან ადამიანის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების პრევენცია ზუსტად რომ ამ უწყების მოვალეობაა! თუმცა ჯანდაცვის ოფიციალური სტრუქტურებიდან მხოლოდ დაზარალებულთა რაოდენობების სისხლიან სტატისტიკას თუ ვიგებთ.CDC-ს ინსტრუქციებში ხაზგასმით არის ჩაწერილი, რომ მსგავსი ქიმიური აგენტების მიერ ადამიანისათვის მიყენებული ზიანის სიმძიმე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მეთოდით არის ეს ქიმიური ნივთიერებები გამოყენებული და რა დროის განმავლობაში იყო ადამიანი მათი ზემოქმედების ქვეშ. ყოველდღიურად ვხედავთ „წიწაკის სპრეის“ პირდაპირ სახეში შესხურებას, ამ და, შესაძლოა, სხვა ნივთიერებებდამატებული წყლის ნაკადით ადამიანების დასველებას, ტანსაცმლის გაჟღენთას, რომელიც დიდი ხნის მანძილზე რჩება დემონსტრანტის სხეულზე. კიდევ უფრო სავალალოა ძალოვნების მიერ დაკავებული ადამიანების მდგომარეობა, რომელთაც არ ეძლევათ საშუალება, მოიშორონ კონტამინირებული ტანსაცმელი და ჩამოირეცხონ ტოქსიკური ქიმიური აგენტები.ასევე აუცილებელია, ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვახსენოს საზოგადოებას, რომელი კონკრეტული ქიმიური აგენტებია გამოყენებული ძალოვანი სტრუქტურების მიერ. ყველაზე ხშირად გამოყენებული აგენტები შემდეგია:Chloroacetophenone (CN)Chlorobenzylidenemalononitrile (CS)Chloropicrin (PS)Bromobenzylcyanide (CA)Dibenzoxazepine (CR)აღნიშნული ნივთიერებების კომბინაციები დაუყოვნებელ ეფექტზე ბევრი დაიწერა და პირდაპირ „ლაივშიც“ ვხედავთ, რა ემართება ხალხს. აქ ჩამოვთვლი მძიმე და შორეულ შედეგებს, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ასეთი ქიმიური ნივთიერებების არასწორ, მათ შორის მათი მაღალი დოზით გამოყენებასა და ადამიანის ხანგრძლივ ექსპოზირებას მათ მიმართ:სიბრმავეგლაუკომა - თვალის მძიმე პათოლოგია, რომელმაც ასევე შეიძლება განაპირობოს სიბრმავე,უეცარი სიკვდილი ხორხისა და ფილტვების ლორწოვანის დამწვრობის გამო,სუნთქვის უკმარისობა, რომელმაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.„ხელნაკეთი“ ქიმიური იარაღის ზემოქმედება ერთ ადამიანზე შეიძლება არ იყოს მძიმე, მაგრამ იგივე დოზა მეორე ადამიანისათვის შეიძლება სიკვდილის ან დაინვალიდების მიზეზი გახდეს. განსაკუთრებით საშიშია ძლიერი ალერგიული წინასწარგანწყობის, ბრონქული ასთმის, სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების და ბევრი სხვა დაავადების მქონე ადამიანების ექსპოზირება ამ „თითქოსდა სწრაფი და მსუბუქი“ მოქმედების ტოქსინების მიმართ, რომელიც რიგ შემთხვევაში (და განსაკუთრებით მათი არასწორი გამოყენების დროს) შეიძლება სასიკვდილო ქიმიურ იარაღად იქცეს“, - წერს გიორგი კამკამიძე.
1733294448

„სირცხვილია!“- ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი წერს.მამარდაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აზიარებს ვიდეოს, სადაც ჩანს თუ როგორ ურტყამენ სპეცრაზმელები წაქცეულ მოქალაქეს.
1732963249