1757404497 • პოლიტიკა

სახალხო დამცველი 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.ომბუდსმენი მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ერთის მხრივ პროტესტის მონაწილეებს მოუწოდა, აქციის გასამართად იმავე ლოკაციის არჩევის შემთხვევაში ხელი არ შეუშალონ „ქართული ოცნების“ შტაბის მუშაობას, მეორე მხრივ, აღნიშნა, რომ ხელისუფლება ვალდებულია, შექმნას უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემო მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობის მიზნით.ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც დემონსტრანტების წინააღმდეგ რამდენიმე პირმა გამოიყენა სექსუალური კონოტაციის მატარებელი ჟესტიკულაცია. სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ სექსუალური ხასიათის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ქცევა საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელ და რიგ შემთხვევებში დასჯად ქმედებას წარმოადგენს.„8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, დაპირისპირება მოხდა ანტისახელისუფლებო აქციის მონაწილეებსა და ადგილზე მობილიზებულ პირებს შორის. საგულისხმოა, რომ ვრცელდება ინფორმაცია და ვიდეოკადრები ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, მათთვის ტელეფონების წართმევისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ. გარდა ამისა, ძალადობის ადრესატები, სავარაუდოდ, გახდნენ ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავებიც.უპირველეს ყოვლისა სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ ჯანსაღი საარჩევნო გარემო დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტია, რომელსაც მნიშვნელოვნად ასუსტებს ამ პროცესში სხვადასხვა ფორმით ჩართული პირების მხრიდან განხორციელებული სხვადასხვა ტიპის თავდასხმები. მიმდინარე პროცესები და წარსული გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ პოლარიზაცია წინასაარჩევნო პერიოდის თანმდევი სისტემური გამოწვევაა, რომლის გადასაჭრელად, მნიშვნელოვანია, მასში მონაწილე პირებმა ხელი შეუწყონ ისეთი გარემოს ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან, მშვიდობიან და თანასწორ არჩევნებს.შეკრების თავისუფლება თავის თავში მართალია მოიცავს პროტესტის გამართვის ადგილის არჩევის უფლებასაც, თუმცა, უფლების რეალიზებამ არ უნდა გამოიწვიოს სხვა პირთა უფლებებისა და საარჩევნო შტაბის საქმიანობის მომეტებული შეზღუდვა. ამდენად, სახალხო დამცველი შეკრების მონაწილეებს მოუწოდებს, მომავალში აქციის იმავე ლოკაციაზე (მელიქიშვილის გამზირი) გამართვის შემთხვევაში, თავი შეიკავონ იმგვარი ქმედებების განხორციელებისგან, რამაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს (ქართული ოცნება) საარჩევნო შტაბის მუშაობას.ამავდროულად, სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლება ვალდებულია, შექმნას უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემო მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობის მიზნით. ამისთვის, შესაძლოა, საჭირო გახდეს ადგილზე სამართალდამცავების საკმარისი რაოდენობის მობილიზება, მათი მხრიდან ძალადობრივი ქმედებების პრევენციისა და აღკვეთისკენ მიმართული დროული ღონისძიებების გატარება და შეკრების მონაწილეებსა და ადგილზე შეკრებილ სხვა პირებს შორის უსაფრთხო დისტანციის უზრუნველყოფა.“-განაცხადა სახალხო დამცველმა.ომბუდსმენმა შემაშფოთებელი უწოდა ადგილზე მყოფი ჟურნალისტების მისამართით განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები.„საყურადღებოა ისიც, რომ შეკრების მიმდინარეობის დროს კანონმდებლობა ადგილზე მოვლენების გაშუქების მიზნით მყოფი ჟურნალისტებისთვის სპეციალური დაცვის რეჟიმს ითვალისწინებს, რაც გამომდინარეობს მედიის წარმომადგენლების განსაკუთრებული როლიდან, შეკრების შესახებ გაავრცელონ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური ცნობები. შესაბამისად, განსაკუთრებით შემაშფოთებელია მათი მისამართით განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და საქმიანობის ხელშეშლა.ასევე, დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც დემონსტრანტების წინააღმდეგ რამდენიმე პირმა გამოიყენა სექსუალური კონოტაციის მატარებელი ჟესტიკულაცია. სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ სექსუალური ხასიათის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ქცევა საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელ და რიგ შემთხვევებში დასჯად ქმედებას წარმოადგენს. გარდა ამისა ადგილი ჰქონდა ქალების მიმართ დამამცირებელ, დამაკნინებელ და სტერეოტიპულ გამონათქვამებს, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს როგორც ხელისუფლების, ისევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს თავი შეიკავონ ქალების მიმართ ამგვარი გამონათქვამების გამოყენებისგან.სახალხო დამცველი, მანდატის ფარგლებში, განახორციელებს გამოძიებაზე ზედამხედველობას. სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, შემჭიდროებულ ვადებში, პასუხისგებაში მისცეს ყველა დამნაშავე პირი.“- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
1757428130

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) დიაბეტის სამკურნალო GLP-1 კლასის პრეპარატები, ასევე კისტური ფიბროზისა და კიბოს სამკურნალო საშუალებები, აუცილებელ მედიკამენტთა სიაში შეიტანა, რაც ამ ძვირად ღირებულ წამლებზე გლობალური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.სიაში, რომელიც ახლა ზრდასრულებისთვის 523, ხოლო ბავშვებისთვის 374 მედიკამენტს მოიცავს, შეტანილია ის მედიკამენტები, რომლებიც, ჯანმო-ს თანახმად, ყველა ფუნქციურ ჯანდაცვის სისტემაში უნდა იყოს ხელმისაწვდომი. წარსულში, ამ სიაში მედიკამენტების შეტანამ ღარიბ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას შეუწყო ხელი, როგორც ეს 2000-იანი წლების დასაწყისში აივ-ინფექციის სამკურნალო პრეპარატების შემთხვევაში მოხდა.„იმის ნაცვლად, რომ ფასი ერთადერთ ფაქტორად დავტოვოთ, კომიტეტი მიიჩნევს, რომ მათი აუცილებელ მედიკამენტთა სიაში შეტანა ხელმისაწვდომობის კატალიზატორი შეიძლება გახდეს,“ – განაცხადა ჯანმო-ს სიის ზედამხედველი სამდივნოს ხელმძღვანელმა, დოქტორმა ლორენცო მოჰამ.ჯანმო-ს პანელმა Ozempic-ისა და Mounjaro-ს აქტიური ნივთიერებები ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდ სიაში შეიტანა იმ შემთხვევებში, როდესაც მას თან ახლავს გულ-სისხლძარღვთა დაავადება, თირკმლის ქრონიკული დაავადება ან სიმსუქნე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად დიაბეტისთვის შეიქმნა, მათ უდიდესი პოპულარობა მოიპოვეს, როგორც წონის კლების საშუალებებმა სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით. თუმცა, ჯანმო-ს ისინი სიაში მხოლოდ სიმსუქნის სამკურნალოდ არ შეუტანია, როგორც ეს 2023 წელსაც გააკეთა. ჯანმო-ს კომიტეტის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ნათელ მითითებას იძლევა, თუ რომელი პაციენტებისთვის არის ეს მკურნალობა ყველაზე სასარგებლო.„ისეთი პრეპარატების მაღალი ფასი, როგორიცაა სემაგლუტიდი და ტირზეპატიდი, მათზე ხელმისაწვდომობას ზღუდავს,“ – აცხადებენ ჯანმო-ში და დასძენენ, რომ ჯენერიკების მწარმოებლებისთვის ასლების შექმნის წახალისება დაგვეხმარება, მით უმეტეს, რომ პატენტებს ვადა მომავალი წლიდან ეწურება.Novo Nordisk-ის (Ozempic) წარმომადგენლის თქმით, კომპანია თავის პრეპარატებზე ფართო ხელმისაწვდომობის ერთგული რჩება. ამასობაში, რამდენიმე კომპანიამ უკვე დაიწყო ჯენერიკული ვერსიების შემუშავება.ჯანმო-ს მონაცემებით, 2022 წელს მსოფლიოში 800 მილიონზე მეტი ადამიანი დიაბეტით იყო დაავადებული, ხოლო მილიარდზე მეტს სიმსუქნე აღენიშნებოდა. მიმდინარე წლის დასაწყისში, ჯანმო-მ შიდა დოკუმენტში ჩაწერა, რომ ამ პრეპარატების გამოყენების რეკომენდაციას სიმსუქნის სამკურნალოდაც გასცემდა, თუმცა ეს აუცილებელ მედიკამენტთა სიაში შეტანისგან განსხვავებული ნაბიჯია.სიაში ასევე შევიდა Vertex Pharmaceuticals-ის კომბინირებული თერაპია კისტური ფიბროზისთვის (Trikafta/Kaftrio), რომელიც წლების განმავლობაში, მაღალი ფასისა და შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო, მწვავე კრიტიკის ობიექტი იყო. ასევე, დაემატა იმუნოთერაპიული პრეპარატი Keytruda საშვილოსნოს ყელის, კოლორექტალური და ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს გავრცელებული ან მეტასტაზური ფორმების სამკურნალოდ. ამასთან, წარმოდგენილია ამ პრეპარატზე ხელმისაწვდომობის გაზრდის სტრატეგიები.დაბოლოს, ჯანმო-მ სიაში შეიტანა სწრაფი მოქმედების ინსულინის ანალოგები ტიპი 1, ტიპი 2 და გესტაციური დიაბეტის სამკურნალოდ.
1757404157

მინდა დაგარწმუნოთ, სამინისტრო მიიღებს ყველა ზომას იმისთვის, რომ 15 სექტემბერს, ყველა საჯარო სკოლაში და მთელი ქვეყნის მასშტაბით 2086 საჯარო სკოლაა, სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში დაიწყოს, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სკოლებში რეაბილიტაციის მიმართულებით გარკვეული შეფერხებები, არაკეთილსინდისიერი შემსრულებლების ბრალია, რომელთაც პასუხი კანონის მიხედვით მოეთხოვებათ.„სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო წლის დაწყებისთვის მაქსიმალურად მზად ვიყოთ. პრემიერ-მინისტრის დაპირება, ინფრასტრუქტურის განახლებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ძალაშია და ეს პროცესები გრძელდება. ამ სასწავლო წლისთვის დაახლოებით 50 სკოლის ფარგლებში სრულიად განახლებული ან ახლად აშენებული შეემატება ჩვენს ქვეყანას. ეს პროცესები მიმდინარეა, გვესმის, რომ, ეს შეიძლება გარკვეული დისკომფორტის მომცემი იყოს მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის, მაგრამ ეს პროცესი მიმდინარეობს იმისთვის, რომ უფრო ჯანსაღ გარემოში, განახლებულ გარემოში შეძლონ ჩვენმა შვილებმა ცოდნის მიღება, აღზრდა. რიგ შემთხვევებში, ჩვენ გვაქვს ვადის გადაცილება, რაც სამწუხაროდ, დაკავშირებულია არაკეთილსინდისიერ შემსრულებელთან. ამ კუთხით, მაქსიმალურად ვდგამთ ნაბიჯებს, რომელიც კანონის ფარგლებიდან გამომდინარეა. რიგ შემთხვევაში ესეც ერთგვარი დაყოვნების კომპონენტია.მინდა დაგარწმუნოთ, რომ სამინისტრო მიიღებს ყველა ზომას იმისთვის, რომ 15 სექტემბერს, ყველა საჯარო სკოლაში, და მთელი ქვეყნის მასშტაბით 2086 საჯარო სკოლაა, სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში დაიწყოს. შესაძლებელია, ერთი-ორი გამონაკლისი იყოს, სადაც გარკვეული ინფრასტრუქტურული კომპონენტები ბოლოსკენ მიდის და შეიძლება რამდენიმე დღიანი დაგვიანება იყოს. ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ახალი სასწავლო წლისთვის. კიდევ ერთი კვირა გვაქვს და ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. მთელი სამინისტრო, შესაბამისი უწყებები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან, რომ 24 - საათიან რეჟიმში ეს მოთხოვნილებები უზრუნველყონ“, - განაცხადა მიქანაძემ.
1757333804

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს:„9 სექტემბრიდან 14 სექტემბრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)".
1757331405

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა რეფორმაზე, რომელიც ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს უკავშირდება.მისი თქმით, ცალკეულ იმპორტიორებს ჰქონდათ დიდი კომერციული ინტერესი, რაც შეიძლება მეტი ყოფილიყო მედიკამენტების მოხმარება.„ესეც ერთ-ერთი მიმდინარე პროექტი, რეფორმაა. ამ შემთხვევაში საკითხი ეხება ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. მიზანია, მაქსიმალურად შეიზღუდოს კომერციული ინტერესი. არ შეიძლება, სისტემა იმგვარად იყოს ჩამოყალიბებული, რომ კომერციული ინტერესი წინააღმდეგობაში მოდიოდეს პაციენტის, ჯანდაცვის ინტერესთან. ცალკეულ იმპორტიორებს ჰქონდათ დიდი კომერციული ინტერესი, რაც შეიძლება მეტი ყოფილიყო მედიკამენტების მოხმარება. მეტი რეალიზაციის შემთხვევაში, მათი კომერციული ინტერესი მზარდია. ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, აბსოლუტურად მართებულია გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია და რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ჩაანაცვლებს ამ კატეგორიის მედიკამენტების იმპორტს, ამ შემთხვევაში, კერძო კომპანიებს. არავინ უნდა იყოს დაინტერესებული, მედიკამეტები გამოიყენებოდეს არა დანიშნულებისამებრ, სამკურნალოდ, არამედ ბოროტად. ეს კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა სარკველაძემ.მისივე თქმით, ფსიქოტროპული ნივთიერებების ბრუნვის მიმართულებით მონიტორინგი მიმდინარეობს.„მოგეხსენებათ, მხოლოდ იმპორტიორები არ წარმოადგენს საკითხთან დაკავშირებულ პირთა წრეს. აქ არიან ექიმები, აფთიაქები, გარკვეული წრე, რომელიც მედიკამენტებთან დაკავშირებით ბრუნვაში არიან ჩართული. ამ კუთხით, სამწუხაროდ, სერიოზული ნაკლოვანებებია. ალბათ ახლო მომავალში საზოგადოებას კონკრეტულად მივაწვდით ინფორმაციას, როგორია პრაქტიკა, მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები იქნება გამოკვეთილი, გვექნება მოწოდება თითოეული ექიმის, აფთიაქის, ადამიანის მიმართ, რომელიც შეიძლება, გარკვეულ შემხებლობაში იმყოფებოდეს ამ სამკურნალო საშუალებებთან. ყველასთან გვექნება მოწოდება, მაქსიმალურად თავი შეიკავონ ბოროტმოქმედებისგან, ფრთხილად იყვნენ. ეს იქნება ჩემი თხოვნაც და გაფრთხილებაც. არავითარი უფლება არ გვაქვს, არ ვიყოთ შეურიგებელნი ასეთ მოვლენებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.კითხვაზე, „შესაძლოა თუ არა ვიხილოთ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა?“, სარჯველაძემ აღნიშნა:„შევეცდებით, მაქსიმალურად გამოვავლინოთ ყველა სამართალდარღვევა. ამას შედეგად მოჰყვება რელევანტური სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმები. უმრავლეს შემთხვევაში, შეიძლება იყოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ვერ გამოვრიცხავ, რომ ცალკეული სამართალდარღვევის შემთხვევაში ადგილი ჰქონდეს სისხლის სამართლებრივ დევნას“, – განაცხადა სარჯველაძემ.
1757331249

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ონკოპაციენტების მხარდაჭერის თვალსაზრისით, სახელმწიფო მართლაც ძალიან აქტიურია და ამას საზოგადოებაც კარგად ხედავს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადამისი თქმით, ამის დასტურია ონკოლოგიური პაციენტებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტის ზრდაც.„რამდენიმე წლის წინ ონკოლოგიური პაციენტებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი 50 მილიონს არ აჭარბებდა, დღეისთვის 300 მილიონს უტოლდება. ეს საზოგადოებისთვის თვალსაჩინო შედეგია. ინიციატივები, რომლებიც ცალკეულ გაუმჯობესებებს უკავშირდება, ყოველგვარი ხელოვნურად მოგონილი აქციების გარეშე გვაქვს ყურადღების ქვეშ. ონკოლოგია ის თემა არ არის, სადაც გარკვეულმა პოლიტიკოსებმა ხელის მოთბობა უნდა სცადონ, ეს ძალიან ცუდი საქმეა, მათ შორის ეთიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა სარჯველაძემ.ამასთან, სარჯველაძე ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამინისტრო მუდმივად მართავს შეხვედრებს პროგრამების ბენეფიციარებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.„არასდროს მათ შეხვედრის პრობლემა არ ჰქონიათ და არ ვიცი, რისთვის შეიძლება, სჭირდებოდეთ თქმა, რომ მოთხოვნა აქვთ სამინისტროსთან შეხვედრის. ეს შეხვედრები ისედაც იმართება. არ მგონია, სადმე დახურულ კარს წააწყდნენ. ამ თვალსაზრისით, ჩვენი სამინისტროს კარი ყოველთვის ღიაა. რაც შეეხება თვითონ საკითხის შინაარსს, ალბათ, კონკრეტულად უნდა ითქვას, რა მოთხოვნებია, რა საკითხებია და როგორ იქნეს მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები სწორი მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
1757327420

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს.„7 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 8 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით ზოგან ძლიერი, ელჭექი და სეტყვა. სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო“, - წერია ინფორმაციაში.
1757072814

26 წლის მეგი ფირცხელიანი გახდა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პირველი სერტიფიცირებული ქალი მფრინავი საქართველოში, - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის რეგულირების ახალი წესების შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირველად გასცა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობა ქალ მფრინავზე. მეგიმ პილოტ-კურსანტის საფრენოსნო მომზადების კურსის გავლა გასული წლის ნოემბერში დაიწყო. პირველი დამოუკიდებელი ფრენა წელს, Aeroprakt A-22LS ტიპის საჰაერო ხომალდზე შეასრულა და წარმატებით ჩააბარა თეორიული გამოცდა სააგენტოში. მინიჭებული მოწმობის ფარგლებში, მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მეორე კლასის (თვითმფრინავის) ექსპლუატაცია მეთაურის რანგში.სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის მარეგულირებელი წესები 2024 წელს მიიღო. ნორმატიული აქტების მიღებამდე, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია დიდი ზომის საჰაერო ხომალდების (Boeing, Airbus და სხვ.) მიმართ დადგენილი სტანდარტების ქვეშ ექცეოდა. ახალი რეგულაციების მიღებით, საქართველოში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების წარმოება, აღრიცხვა, ექსპლუატაცია და საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის მოპოვება გაცილებით მარტივი პირობებით არის შესაძლებელი. მათ შორის, უნდა აღინიშნოს, რომ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის ინსტრუქტორებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად მოამზადონ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდით ფრენის სურვილის მქონე პილოტ-კურსანტები.ახალი წესების ამოქმედებიდან დღემდე, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში ირიცხება 5 ერთეული ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულია 14 ერთეული ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობა, აქედან 5 პირს აქვს ფრენის ინსტრუქტორის დაშვება.
1757068377

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაკავებული, ანუკი ჩრდილელი ამბობს, რომ ექსპერტ, თამთა მეგრელიშვილს უჩივლებს.მისივე თქმით, ექსპერტმა თამთა მეგრელიშვილმა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.მისი თქმით, დაკავებისას სამართალდამცველებმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მიუთითეს და დააკავეს, მიუხედავად იმისა, რომ ტროტუარზე იდგა.“თითით ანიშნეს ჩემზე, ეს დააკავეთო. ტროტუარზე ვიდექი, შესაბამისად არ ყოფილა არანაირი გაფრთხილება, ან მოწოდება. ფიზიკურად ვერ იქნებოდა, რადგან დღისით ვიდექი რუსთაველის თეატრთან , არ ვიცი, რა დავაშავე ტროტუარზე დგომით. ოქმში ჩამიწერეს, რომ ვილანძღებოდი და ვიგინებოდი, ასეთი არაფერი ყოფილა. ასევე, ვინც მანქანაში შემაგდო სხვა ადამიანია, ხოლო დამკავებლად სრულიად სხვა ადამიანი გამიფორმეს.არ ვიცი მეგრელიშვილს რატომ ჰგონია , რომ მე „ნაცებს“ ან „ქოცებს“ ვარ მიბმული და ამ ჩემ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ადვოკატმა ქალმა ისაუბროს. აუცილებლად ვუჩივლებ სამართლებრივად. ცრუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოტანა ასე არ ხდება. რამე ფსიქიკური პრობლემები მე არ მქონია და თუ ეს საჯაროა ეს ყველაფერი,ამაზე მე დასკვნას გამოვიტან“,- აცხადებს ჩრდილელი.ცნობისთვის, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, 23 პირი დააკავეს.
1756995862

კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე ბექა ოდიშარიასთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.„თქვენ, სიმსივნიან პაციენტებს გუშინდელი გამოხტომით განაჩენი გამოუტანეთ. ერთი წუთით წარმოიდგინეთ ამ დიაგნოზიანი ბავშვების მშობლები, არ მიკვირს, თქვენმა ერთ-ერთმა ლიდერმა ონკოპაციენტებზე დახარჯულ ფულს წყალში გადაყრილი უწოდა. ბოროტები და საშიშები ხართ", - წერს ნინო ნადირაძე.„ქართული ოცნების" საკრებულოს წევრობის კანდიდატს, ბექა ოდიშარიას მელიქიშვილის ქუჩაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ჯერ წყალი შეასხეს, შემდეგ კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხნენ. "მოკვდები, ისედაც კიბო გაქვს" - უყვიროდნენ ოდიშარიას აქციის მონაწილეები. დაპირისპირება კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ მოხდა, როდესაც ოდიშარია ოფისს ტოვებდა.
1756988572

ევროპის ნაწილში Google-ის სერვისები ხელმიუწვდომელი იყო. Downdetector-ის ცნობით, რომელიც ვებგვერდებისა და სერვისების მუშაობის მონიტორინგს აწარმოებს, პრობლემები შეექმნათ მომხმარებლებს საქართველოში, სომხეთში, თურქეთში, რუსეთში, პოლონეთსა და ბულგარეთში.მომხმარებლები ვერ შედიოდნენ Google-ის სერვისებსა და Youtube-ზე.
1756979979

ყველაფერი ჩალაგებული მაქვს, ყველაფერი გამზადებული მაქვს, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს დღე მოვიდოდა. ყველაფერი ჩალაგებული მაქვს, - ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა, ნიკა კაციამ გამამართლებელი განაჩენის შემდეგ მედიასთან განაცხადა.ის მოსამართლის განაჩენს სამართლიანად არ მიიჩნევს რადგან თვლის, რომ უკანონოდ იყო დაკავებული.„ვერ ვიტყვი, რომ სამართლიანი განაჩენია, რადგან უკანონოდ მამყოფეს. უკანონოდ რომ მამყოფეს, მაგის ნიშანია ის პატარა გამარჯვება, რომელიც გიორგი ახობაძეს ჰქონდა. პირველი შემთხვევაა, როდესაც ვნერვიულობ, რადგან თავს უხერხულად ვგრძნობ, რადგან ბიჭებზე ვნერვიულობ. ყველაზე, ვისაც მიუსაჯეს. ჩემ კოლეგა მზია ამაღლობელზეც.ყველაფერი ჩალაგებული მაქვს, ყველაფერი გამზადებული მაქვს, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს დღე მოვიდოდა. ყველაფერი ჩალაგებული მაქვს. არ გავჩერდები, ვიდრე არ დავიხსნით! მედიამ საუკეთესო მაგალითი აჩვენა“,- განაცხადა კაციამ.ნიკა კაცია, რომელიც ნარკოდანაშაულში იყო ბრალდებული, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. მისი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლებას ახლობლები, მეგობრები ტაშითა და შეძახილებით: „ნიკა თავისუფალია“ შეხვდნენ.სასამართლოს ეზოში გამოსვლის შემდეგ მან საქართველოს დროშა შემოიხვია და აქციაზე დაკავებულ სხვა პირებს, რომლებსაც სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, სოლიდარობა გამოუცხადა.
1756911375