ჯანმომ სიმსუქნის საწინააღმდეგო პრეპარატები აუცილებელ მედიკამენტთა სიაში შეიტანა

janmo

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) დიაბეტის სამკურნალო GLP-1 კლასის პრეპარატები, ასევე კისტური ფიბროზისა და კიბოს სამკურნალო საშუალებები, აუცილებელ მედიკამენტთა სიაში შეიტანა, რაც ამ ძვირად ღირებულ წამლებზე გლობალური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

სიაში, რომელიც ახლა ზრდასრულებისთვის 523, ხოლო ბავშვებისთვის 374 მედიკამენტს მოიცავს, შეტანილია ის მედიკამენტები, რომლებიც, ჯანმო-ს თანახმად, ყველა ფუნქციურ ჯანდაცვის სისტემაში უნდა იყოს ხელმისაწვდომი. წარსულში, ამ სიაში მედიკამენტების შეტანამ ღარიბ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას შეუწყო ხელი, როგორც ეს 2000-იანი წლების დასაწყისში აივ-ინფექციის სამკურნალო პრეპარატების შემთხვევაში მოხდა.

„იმის ნაცვლად, რომ ფასი ერთადერთ ფაქტორად დავტოვოთ, კომიტეტი მიიჩნევს, რომ მათი აუცილებელ მედიკამენტთა სიაში შეტანა ხელმისაწვდომობის კატალიზატორი შეიძლება გახდეს,“ – განაცხადა ჯანმო-ს სიის ზედამხედველი სამდივნოს ხელმძღვანელმა, დოქტორმა ლორენცო მოჰამ.

ჯანმო-ს პანელმა Ozempic-ისა და Mounjaro-ს აქტიური ნივთიერებები ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდ სიაში შეიტანა იმ შემთხვევებში, როდესაც მას თან ახლავს გულ-სისხლძარღვთა დაავადება, თირკმლის ქრონიკული დაავადება ან სიმსუქნე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად დიაბეტისთვის შეიქმნა, მათ უდიდესი პოპულარობა მოიპოვეს, როგორც წონის კლების საშუალებებმა სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით. თუმცა, ჯანმო-ს ისინი სიაში მხოლოდ სიმსუქნის სამკურნალოდ არ შეუტანია, როგორც ეს 2023 წელსაც გააკეთა. ჯანმო-ს კომიტეტის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ნათელ მითითებას იძლევა, თუ რომელი პაციენტებისთვის არის ეს მკურნალობა ყველაზე სასარგებლო.

„ისეთი პრეპარატების მაღალი ფასი, როგორიცაა სემაგლუტიდი და ტირზეპატიდი, მათზე ხელმისაწვდომობას ზღუდავს,“ – აცხადებენ ჯანმო-ში და დასძენენ, რომ ჯენერიკების მწარმოებლებისთვის ასლების შექმნის წახალისება დაგვეხმარება, მით უმეტეს, რომ პატენტებს ვადა მომავალი წლიდან ეწურება.

Novo Nordisk-ის (Ozempic) წარმომადგენლის თქმით, კომპანია თავის პრეპარატებზე ფართო ხელმისაწვდომობის ერთგული რჩება. ამასობაში, რამდენიმე კომპანიამ უკვე დაიწყო ჯენერიკული ვერსიების შემუშავება.

ჯანმო-ს მონაცემებით, 2022 წელს მსოფლიოში 800 მილიონზე მეტი ადამიანი დიაბეტით იყო დაავადებული, ხოლო მილიარდზე მეტს სიმსუქნე აღენიშნებოდა. მიმდინარე წლის დასაწყისში, ჯანმო-მ შიდა დოკუმენტში ჩაწერა, რომ ამ პრეპარატების გამოყენების რეკომენდაციას სიმსუქნის სამკურნალოდაც გასცემდა, თუმცა ეს აუცილებელ მედიკამენტთა სიაში შეტანისგან განსხვავებული ნაბიჯია.

სიაში ასევე შევიდა Vertex Pharmaceuticals-ის კომბინირებული თერაპია კისტური ფიბროზისთვის (Trikafta/Kaftrio), რომელიც წლების განმავლობაში, მაღალი ფასისა და შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო, მწვავე კრიტიკის ობიექტი იყო. ასევე, დაემატა იმუნოთერაპიული პრეპარატი Keytruda საშვილოსნოს ყელის, კოლორექტალური და ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს გავრცელებული ან მეტასტაზური ფორმების სამკურნალოდ. ამასთან, წარმოდგენილია ამ პრეპარატზე ხელმისაწვდომობის გაზრდის სტრატეგიები.

დაბოლოს, ჯანმო-მ სიაში შეიტანა სწრაფი მოქმედების ინსულინის ანალოგები ტიპი 1, ტიპი 2 და გესტაციური დიაბეტის სამკურნალოდ.

უახლესი
aiponi
რა ღირს ახალი iPhone 17

Apple-ის ღონისძიება ოფიციალურად დასრულდა და ბრენდმა რვა ახალი პროდუქტი წარადგინა.როგორც აქამდე იყო ცნობილი, მოხდა ოთხი ახალი iPhone-ის პრეზენტაცია - iPhone 17, iPhone 17 Pro და Pro Max და სრულიად ახალი iPhone Air. ასევე Apple Watch-ის სამი განახლება და AirPods Pro 3.ახალ iPhone Air- ში ბრენდმა ორი ახალი უსადენო ჩიპი წარადგინა, რაც იმ სამყაროს პრეისტორიაა, სადაც კომპანიის პროდუქციის ყველა ძირითადი კომპონენტი სპეციალურად არის შექმნილი. C1X და N1 ჩიპები უზრუნველყოფს უსადენო ფუნქციებს, როგორიცაა 5G კავშირი და Wi-Fi 7, რაც დაფუძნებულია ორიგინალ C1 მოდემზე, რომელიც კომპანიამ iPhone 16e-ში წარადგინა.რაც შეეხება ფასებს, iPhone17 799 დოლარი ღირს, iPhone Air – 999, ხოლო iPhone Pro – 1099 დოლარი.ხოლო, AirPods Pro 3-ის ღირებულება 249 დოლარია.

საზოგადოება 1757496653

მერი
კახა კალაძე: ყურადღებას არავინ აქცევს 30 გაუბედურებულ „აკაცუკს“ - თუ აქციაზე მყოფი ნიღბიანები ფიქრობენ, რომ ნიღბებში მათი იდენტიფიცირება ვერ მოხდება, ძალიან ცდებიან!

ხედავთ, რა მდგომარეობაშია 30 გაუბედურებული, გაფარჩაკებული “აკაცუკი” - არანაირი მხარდაჭერა და არანაირი თანადგომა! თუ აქციაზე მყოფი ნიღბიანები ფიქრობენ, რომ ნიღბებში მათი იდენტიფიცირება ვერ მოხდება, ძალიან ცდებიან! - ეს განცხადება დღეს თბილისის მერმა ბოლო ორი დღის განმავლობაში მელიქიშვილის გამზირზე, მის საარჩევნო შტაბის წინ განვითარებული პროცესების შეფასებისას გააკეთა.მისი თქმით, მის საარჩევნო შტაბთან “ძალადობრივი ორგანიზებული დაჯგუფება იკრიბება, რომლის მიზანი საარჩევნო კამპანიის პროცესში დაძაბულობის შეტანაა“.“მოძალადე დაჯგუფების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები პირველი შემთხვევა არ არის. გუშინაც საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა, თუ რას წარმოადგენენ ეს ადამიანები და რა არის მათი მთავარი მიზანი. ძალიან სამწუხაროა, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მათ ქმედებებს შესაბამისს პასუხს გასცემს.სასაცილოა, როცა კითხვას ძალადობაზე სვამთ - თქვენ ხართ პირველი მოძალადეები! თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც აღვივებთ შუღლსა და დაპირისპირებას საზოგადოებაში! თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც თქვენი ბინძური პროპაგანდისტული ტელევიზიით ცდილობთ, რომ საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროთ. არ მახსოვს, გამოსულიყავით და ერთხელ დაგეგმოთ ძალადობა - პირიქით, ყოველთვის ახალისებდით, ყოველთვის ხელს უწყობდით და ტაშს უკრავდით. ხართ ძალიან ბინძურები და აწარმოებთ ბინძურ პროპაგანდისტულ კამპანიას, რაც საზოგადოების გახლეჩის მცდელობას და დაპირისპირებას ემსახურება.ჩვენს საარჩევნო შტაბს მობილიზებული არავინ ჰყავს. საარჩევნო შტაბი საარჩევნო რეჟიმში ყოველდღიურად მუშაობს და შტაბში არის ჩვეულებრივი საარჩევნო პროცესი.ჩვენ ყოველდღიურად ვაანონსებთ გზების დამთავრებას, სიახლეებს - ისინი აანონსებენ აქციებს! ჩვენ ყოველდღიურად საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას ახალ პარკებთან, დამთავრებულ სკვერებთან, რეაბილიტირებულ-რეკრეაციულ ადგილებთან დაკავშირებით - ისინი კეტავენ ქუჩებს და ადამიანებს უდიდესს დისკომფორტს უქმნიან. ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ამომრჩეველს და ვესაუბრებით ქვეყნის მომავალზე, თბილისთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე. ისინი მხოლოდ ერთმანეთს ხვდებიან - შეიკრიბება 30 “აკაცუკი”, აგინებენ ყველას, ვინც მათ გვერდით არ არის, მერე უკვირთ “ქართულ ოცნებას“ და პირადაც მე ამხელა მხარდაჭერა და თანადგომა რატომ გვაქვს“, - განაცხადა კალაძემ.კალაძე ამბობს იმასაც, რომ მისი საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთებას კანონის ფარგლებში რეაგირება უნდა მოჰყვეს. მისივე თქმით, ნიღბის ტარება დანაშაულია, რაც ჯარიმას ითვალისწინებს და ამასაც შესაბამისად რეაგირება უნდა მოჰყვეს. რა შეეხება გუშინწინდელ თემას,“საარჩევნო კამპანიის დროს შტაბთან მივარდნის და საარჩევნო პროცესში ხელის შეშლის უფლება არავის აქვს.ჩვენი საარჩევნო შტაბი არავისთან მისულა, არავის მყუდროება არ დაურღვევია და საარჩევნო პროცესში არავისთვის შეუშლია ხელი“, - განაცხადა კალაძემ.

პოლიტიკა 1757492963

ევროკავშირი
ანდრიუს კუბილიუსი: სასწრაფოდ უნდა შევქმნათ „დრონების კედელი“ ევროკავშირის მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე - რუსეთი შეჩერდება

სასწრაფოდ უნდა შევქმნათ „დრონების კედელი“ ევროკავშირის მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე, რაც ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო ფლაგმანური პროექტია, - ასე ეხმაურება ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრას.მისი თქმით, რუსეთი მოსაზღვრე სახელმწიფოებს, ევროკავშირსა და ნატო-ს ცდის.„ვითანამშრომლებთ წევრ სახელმწიფოებთან, მოსაზღვრე ქვეყნებთან და უკრაინასთან. რუსეთი შეჩერდება“, - აცხადებს კუბილიუსი.

მსოფლიო 1757492683

დონალდ ტუსკი
დონალდ ტუსკი: პოლონეთი მზადაა, ნებისმიერ თავდასხმას ან პროვოკაციას უპასუხოს

პოლონეთი მზადაა, ნებისმიერ თავდასხმას ან პროვოკაციას უპასუხოს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ქვეყანამ მის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული დრონები ჩამოაგო.„საქმე გვაქვს მასშტაბურ პროვოკაციასთან. მზად ვართ მოვიგერიოთ ასეთი პროვოკაციები. სიტუაცია სერიოზულია და არავის ეპარება ეჭვი, რომ ჩვენ სხვადასხვა სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ“, - აღნიშნა ტუსკმა.მანამდე, პოლონეთის პრემიერმა სოციალურ პლატფორმა X-ში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე დიდი რაოდენობით რუსულმა დრონებმა დაარღვია.

მსოფლიო 1757492207

dakaveba
პროკურატურის თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვისა და გავრცელების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვისა და გავრცელების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, რომლის გავრცელების მუქარით, კვლავ აიძულებდა იგივე შინაარსის ფოტოსურათების გაგზავნას.„ბრალდებული 9 სექტემბერს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გამოყენება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურა, მსგავსი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამართალი 1757490587

narkotiki
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის რესპუბლიკის 2 მოქალაქე 1964 წელს დაბადებული ი.პ. და 2004 წელს დაბადებული ბ.ვ. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობის - 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორი.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.

სამართალი 1757490338