1757404497 • პოლიტიკა
ანდრიუს კუბილიუსი: სასწრაფოდ უნდა შევქმნათ „დრონების კედელი“ ევროკავშირის მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე - რუსეთი შეჩერდება

სასწრაფოდ უნდა შევქმნათ „დრონების კედელი“ ევროკავშირის მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე, რაც ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო ფლაგმანური პროექტია, - ასე ეხმაურება ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრას.
მისი თქმით, რუსეთი მოსაზღვრე სახელმწიფოებს, ევროკავშირსა და ნატო-ს ცდის.
„ვითანამშრომლებთ წევრ სახელმწიფოებთან, მოსაზღვრე ქვეყნებთან და უკრაინასთან. რუსეთი შეჩერდება“, - აცხადებს კუბილიუსი.

13 სექტემბერს უნდა გავიდეთ გარეთ და ვიყოთ რაც შეიძლება ბევრი-თუ 13-ში ვიქნებით იმდენი, რომ რეჟიმმა უკან დაიხია ან საერთოდ ჩამოიშალა, ეს მხოლოდ გაგვიხარდება ყველას, მათ შორის იმათაც, ვინც 4 ოქტომბერს აორგანიზებს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ზურაბ ჯაფარიძე „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.მისივე თქმით, “უკვე ბევრჯერ გამოვედი და არაფერი შეიცვალა” მისთვის არასერიოზული არგუმენტია.„რა თქმა უნდა, 13-ში უნდა გავიდეთ გარეთ და ვიყოთ რაც შეიძლება ბევრი.თუ 13-ში ვიქნებით იმდენი, რომ რეჟიმმა უკან დაიხია ან საერთოდ ჩამოიშალა, ეს მხოლოდ გაგვიხარდება ყველას, მათ შორის იმათაც, ვინც 4 ოქტომბერს აორგანიზებს.თუ ასე არ მოხდა (და ბევრჯერ არ მოხდა უკვე ასე), რა თქმა უნდა, 4-ში უნდა გავიდეთ გარეთ და ვიყოთ რაც შეიძლება ბევრი.თუ 4-ში ვიქნებით იმდენი, რომ რეჟიმი ჩამოიშალა, ესეც მხოლოდ გაგვიხარდება ყველას.სიმართლე ისაა, რომ ჩვენ არ ვიცით - ზუსტად როდის „გაასხამს“ ეს რეჟიმი.ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცით ისაა, რომ ეს მოხდება ქუჩიდან ზეწოლით და ამას სჭირდება ქუჩაში ბევრი ხალხი.“უკვე ბევრჯერ გამოვედი და არაფერი შეიცვალა” - ჩემთვის არის არასერიოზული არგუმენტი.1988 წელს, ბავშვები გაგვიყვანეს პირველად მე და ჩემი ძმა რუსთაველზე მამაჩემმა და ბიძაჩემმა და იმის მერე, სულ დავდივართ.თუ არ მოიგე, რა მნიშვნელობა აქვს რამდენჯერ გახვედი ქუჩაში?მე მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს ყველასთან, რაც ადრეც დავწერე.ნუ მოვუკლავთ ერთმანეთს ენთუზიაზმს.პირიქით, ყველა ყველას დავეხმაროთ ისე, როგორც შეგვიძლია, ისე, როგორც ჩვენთვის მისაღებია.ამიტომ, ყველანი გარეთ 13-ში და ყველანი გარეთ 4-ში. ყველანი გარეთ იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება გამარჯვებისთვის.ესენი არიან ქართული სირცხვილი და უნდა ჩამოვიბანოთ, რაც შეიძლება მალე.ჩემი სრული მხარდაჭერა ყველას, ვინც დღეს ამისთვის იბრძვის და არა რუსების მიერ გადმოგდებული საკრებულოს რამდენიმე სკამისთვის“, - ნათქვამია ზურაბ ჯაფარიძის წერილში, რომელიც 2 სექტემბრით თარიღდება.
პოლიტიკა • 1757507127

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და კომერციულ მოსყიდვასა და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტების დამზადება-გასაღებაში ბრალდებულს, კახეთის რეგიონში მოქმედი შპს „ფსიქო-დიაგნოსტიკის და ფსიქო-კორექციის ცენტრის“ დირექტორს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 5000 ლარის ოდენობის გირაო პატიმრობით შეუცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ კახეთის რეგიონში მოქმედი შპს „ფსიქო-დიაგნოსტიკის და ფსიქო-კორექციის ცენტრის“ დირექტორი თანხის სანაცვლოდ უკანონოდ ამზადებდა და გასცემდა ფსიქტროპული ნივთიერების შესაძენად განკუთვნილ რეცეპტებს.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით (კომერციული მოსყიდვა) და 268-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადება, გასაღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს 5000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. პროკურატურის საჩივრის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თელავის რაიონული სასამართლოს განჩინება და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.საქართველოს პროკურატურა მსგავსი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას და მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
სამართალი • 1757506996

შეიძლებოდა თუ არა უფრო ადრე მოწვევა? - რა თქმა უნდა, არა, რადგან „ქართული ოცნების“ გარდა არცერთ სხვა პარტიას არ ჰქონდა დადასტურებული, რომ მონაწილეობდნენ არჩევნებში - ერთმანეთში ჭიდაობდნენ, მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას, აბულინგებდნენ ერთმანეთს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ეუთო/ოდირის განცხადებას გამოეხმაურა.მისი თქმით, იმ აგრესიის და თავდასხმების ფონზე, რომელიც ეუთო\ოდორმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შემდგომ გამოიარეს, მათი მხრიდან მოსალოდნელი იყო, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვებას მოერიდებოდნენ.„გავიხსენოთ, მათი უმაღლესი წარმომადგენლის, პია კაუმას ვიზიტისას როგორი ტალღა იყო აგორებული, მათ შორის მოღალატე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი წერილიც გაუგზავნეს, რომ არ ჩამოსულიყო. ეუთო\ოდირის მიმართ იყო თავდასხმები, რომელიც არამხოლოდ საქართველოდან, არამედ ქვეყნის გარედანაც იგზავნებოდა და არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი აკეთებდა დაუმსახურებელ და დამაკნინებელ განცხადებებს - ამის ფონზე მოსალოდნელი იყო, რომ ისინი თავს შეიკავებდნენ ამ ყველაფრისგან. რაც შეეხება ვადას, რომელიც მათ წერილშია მოცემული, ეს არის ფორმალური პასუხი, ისინი ვერ იტყოდნენ, რომ ადგილობრივი „ორკების“ და აქ არსებული არაჯანსაღი სიტუაციის შეეშინდათ, მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიაში იმ უხეში ჩარევის, რომელსაც აორგანიზებენ ეს ფაშისტური ჯგუფები. რა თქმა უნდა, ეუთო\ოდირს ამაზე თავის ანგარიშში აუცილებლად ექნებოდა მინიშნება იმ კანონდარღვევებთან დაკავშირებით, რომელსაც ამ ორი დღის განმავლობაში ვხედავთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მათიც უნდა გავიგოთ, რომ თავი აარიდეს მისიაში მონაწილეობას. რა თქმა უნდა, თვითმმართველობის არჩევნები არ არის იმ მასშტაბის და დატვირთვის, რომელშიც ეუთო/ოდირი ერთვება ხოლმე. ჩვენ ეს ადრეც განვაცხადეთ და ამავდროულად ვთქვით, რომ სპეკულაციებისგან თავის ასარიდებლად მოვიწვევდით მათ. შეიძლებოდა თუ არა უფრო ადრე მოწვევა? - რა თქმა უნდა, არა, რადგან „ქართული ოცნების“ გარდა არცერთ სხვა პარტიას არ ჰქონდა დადასტურებული, რომ მონაწილეობდნენ არჩევნებში - ერთმანეთში ჭიდაობდნენ, მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას, აბულინგებდნენ ერთმანეთს. დაკვირვების ობიექტი თუ მარტო „ქართული ოცნება“ იქნებოდა, დამკვირვებლების მოწვევა გარკვეულწილად, აზრსაც კარგავდა. ამ შემთხვევაში, როცა ჩვენი რადიკალი მოწინააღმდეგეებიც გამოვიდნენ ველზე, ლოგიკური იყო ჩვენი მხრიდან ეუთო/ოდირის მოწვევა. პრემიერმა მყისიერად გააკეთა განცხადება, თუმცა მანაც გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა ეუთო/ოდირმა თავი შეიკავოს იმ მიზეზების გამო, რაც ამ არაჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებს უკავშირდება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.ცნობისთვის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ოდირი) დირექტორმა, მარია ტელალიანმა განაცხადა, რომ საქართველოსგან არჩევნებამდე მოკლე დროში მოწვევა ეფექტიან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის.
პოლიტიკა • 1757506147

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მაჭავარიანმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან განვითარებული მოვლენები შეაფასა.მაჭავარიანის თქმით, ოპოზიციას არჩევნებამდე არეულობის მოწყობა სურს.„მათ სურთ, არეულობა მოხდეს არჩევნებამდე, იქიდან გამომდინარე, რომ განწირულები არიან. ჩვენ ვაგრძელებთ საშტაბო მუშაობას და ვიღებთ ძალიან ბევრ მოქალაქეს. ბევრი მხარდამჭერი მოდის ჩვენთან შტაბში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ ბიჭებს, რომლებიც გუშინ შტაბში იმყოფებოდნენ, იმ ვაჟკაც, ნამდვილ ქართველ ბიჭებს, რომლებსაც, ფაქტობრივად, ხელები ექავებოდათ, ისე უნდოდათ გარეთ გასვლა და პასუხის გაცემა, მაგრამ მათ მოახერხეს თავის შეკავება. ეს იყო ნამდვილად ქართული, ღირსეული საქციელი. რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევის შედეგად დაგვიჯდა ეს ყველაფერი, როგორც ჩვენს მოქალაქეებს დავპირდით. მინდა, ყველას შევახსენო, რომ ქართველებისთვის ძალიან რთულია ამ შეურაცხყოფის მოთმენა, თუმცა კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მხარდამჭერებს, ჩვენი პარტიის წევრებს, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი. ნებისმიერ პროვოკაციაზე წამოგება მათსავე წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავს, სხვანაირად განწირული არიან არჩევნებში. ესენი არიან, ჩვეულებრივად, ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები საქართველოში, რომლებსაც არც კულტურა აქვთ, არც მორალი და აბსოლუტურად არანაირი ღირებულებები“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
პოლიტიკა • 1757499086

Apple-ის ღონისძიება ოფიციალურად დასრულდა და ბრენდმა რვა ახალი პროდუქტი წარადგინა.როგორც აქამდე იყო ცნობილი, მოხდა ოთხი ახალი iPhone-ის პრეზენტაცია - iPhone 17, iPhone 17 Pro და Pro Max და სრულიად ახალი iPhone Air. ასევე Apple Watch-ის სამი განახლება და AirPods Pro 3.ახალ iPhone Air- ში ბრენდმა ორი ახალი უსადენო ჩიპი წარადგინა, რაც იმ სამყაროს პრეისტორიაა, სადაც კომპანიის პროდუქციის ყველა ძირითადი კომპონენტი სპეციალურად არის შექმნილი. C1X და N1 ჩიპები უზრუნველყოფს უსადენო ფუნქციებს, როგორიცაა 5G კავშირი და Wi-Fi 7, რაც დაფუძნებულია ორიგინალ C1 მოდემზე, რომელიც კომპანიამ iPhone 16e-ში წარადგინა.რაც შეეხება ფასებს, iPhone17 799 დოლარი ღირს, iPhone Air – 999, ხოლო iPhone Pro – 1099 დოლარი.ხოლო, AirPods Pro 3-ის ღირებულება 249 დოლარია.
საზოგადოება • 1757496653

ხედავთ, რა მდგომარეობაშია 30 გაუბედურებული, გაფარჩაკებული “აკაცუკი” - არანაირი მხარდაჭერა და არანაირი თანადგომა! თუ აქციაზე მყოფი ნიღბიანები ფიქრობენ, რომ ნიღბებში მათი იდენტიფიცირება ვერ მოხდება, ძალიან ცდებიან! - ეს განცხადება დღეს თბილისის მერმა ბოლო ორი დღის განმავლობაში მელიქიშვილის გამზირზე, მის საარჩევნო შტაბის წინ განვითარებული პროცესების შეფასებისას გააკეთა.მისი თქმით, მის საარჩევნო შტაბთან “ძალადობრივი ორგანიზებული დაჯგუფება იკრიბება, რომლის მიზანი საარჩევნო კამპანიის პროცესში დაძაბულობის შეტანაა“.“მოძალადე დაჯგუფების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები პირველი შემთხვევა არ არის. გუშინაც საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა, თუ რას წარმოადგენენ ეს ადამიანები და რა არის მათი მთავარი მიზანი. ძალიან სამწუხაროა, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მათ ქმედებებს შესაბამისს პასუხს გასცემს.სასაცილოა, როცა კითხვას ძალადობაზე სვამთ - თქვენ ხართ პირველი მოძალადეები! თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც აღვივებთ შუღლსა და დაპირისპირებას საზოგადოებაში! თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც თქვენი ბინძური პროპაგანდისტული ტელევიზიით ცდილობთ, რომ საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროთ. არ მახსოვს, გამოსულიყავით და ერთხელ დაგეგმოთ ძალადობა - პირიქით, ყოველთვის ახალისებდით, ყოველთვის ხელს უწყობდით და ტაშს უკრავდით. ხართ ძალიან ბინძურები და აწარმოებთ ბინძურ პროპაგანდისტულ კამპანიას, რაც საზოგადოების გახლეჩის მცდელობას და დაპირისპირებას ემსახურება.ჩვენს საარჩევნო შტაბს მობილიზებული არავინ ჰყავს. საარჩევნო შტაბი საარჩევნო რეჟიმში ყოველდღიურად მუშაობს და შტაბში არის ჩვეულებრივი საარჩევნო პროცესი.ჩვენ ყოველდღიურად ვაანონსებთ გზების დამთავრებას, სიახლეებს - ისინი აანონსებენ აქციებს! ჩვენ ყოველდღიურად საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას ახალ პარკებთან, დამთავრებულ სკვერებთან, რეაბილიტირებულ-რეკრეაციულ ადგილებთან დაკავშირებით - ისინი კეტავენ ქუჩებს და ადამიანებს უდიდესს დისკომფორტს უქმნიან. ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ამომრჩეველს და ვესაუბრებით ქვეყნის მომავალზე, თბილისთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე. ისინი მხოლოდ ერთმანეთს ხვდებიან - შეიკრიბება 30 “აკაცუკი”, აგინებენ ყველას, ვინც მათ გვერდით არ არის, მერე უკვირთ “ქართულ ოცნებას“ და პირადაც მე ამხელა მხარდაჭერა და თანადგომა რატომ გვაქვს“, - განაცხადა კალაძემ.კალაძე ამბობს იმასაც, რომ მისი საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთებას კანონის ფარგლებში რეაგირება უნდა მოჰყვეს. მისივე თქმით, ნიღბის ტარება დანაშაულია, რაც ჯარიმას ითვალისწინებს და ამასაც შესაბამისად რეაგირება უნდა მოჰყვეს. რა შეეხება გუშინწინდელ თემას,“საარჩევნო კამპანიის დროს შტაბთან მივარდნის და საარჩევნო პროცესში ხელის შეშლის უფლება არავის აქვს.ჩვენი საარჩევნო შტაბი არავისთან მისულა, არავის მყუდროება არ დაურღვევია და საარჩევნო პროცესში არავისთვის შეუშლია ხელი“, - განაცხადა კალაძემ.
პოლიტიკა • 1757492963