1753443613 • პოლიტიკა

ევროპარლამენტი აცხადებს, რომ საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში მანამ, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის.„საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს მანამ, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის“, - აღნიშნულია ევროპარლამენტის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას.
1753443718

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 34 პირი დააკავა.როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დააკვებულთა დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია, ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.მისი თქმით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.„ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს.გუშინ სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 34 პირი, რომელთა დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია, ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ფენტანილი“, „ჰეროინი“, „მეტადონი“, „სუბოქსინი“, „მარიხუანა“ და სხვა.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცებად, ასევე ამოღებულია დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები, სავარაუდოდ, ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.გამოძიებით დგინდება, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკების გავრცელებისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ, მათ შორის ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ე.წ. ხელიდან ხელში და დადების გასაღების მეთოდით ახდენდნენ.დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.აქვე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. შესაბამისად, პოლიცია კვლავაც ინტენსიურად განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი ღონისძიებების გატარებას.ჩვენი უწყება, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად კვლავ მიაწვდის“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
1753443662

მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენებით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები დაესწრნენ.მიხეილ ყაველაშვილმა სპორტსმენებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ყველა წარმატება, რომელსაც კალათბურთელებმა თავდადების, თავდაუზოგავი ვარჯიშის, ბრძოლის ჟინის კვალდაკვალ მიაღწიეს, გუნდური სულისკვეთებისა და ქვეყნის სიყვარულიდან გამომდინარეობს. ყაველაშვილმა მათ მთელი საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა.„მინდა გისურვოთ წარმატება ევროპის ჩემპიონატზე. ვიცი, ხვალიდან იწყება მომზადება. მთელი საქართველო თქვენს გვერდით დგას. თქვენ მაგალითს აძლევთ ჩვენს ახალგაზრდა თაობას, ამისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ. მე ვიცი თუ რამხელა შრომის ხარჯზე ხდება ამ შედეგების მიღწევა და როგორი განსაკუთრებულია ჩვენთვის, ამ პატარა ქვეყნისთვის სპორტული შედეგები და ეს აისახება ნებისმიერი სფეროს განწყობაზე. დარწმუნებული ვარ, ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებთ, მაგრამ შეუძლებელი არაფერია და მინდა კიდევ ერთხელ გისურვოთ , რომ ევროპის ჩემპიონატზე დიდ წარმატებას მიაღწიოთ,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.მიხეილ ყაველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაჟღერებული ინიციატივა მთელი საქართველოს მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით.საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები კალათბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების წევრებს ქვეყნის ისტორიაში პირველად კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის, მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისა და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ ასპარეზობის შესაძლებლობისათვის გადაეცათ.უფრო კონკრეტულად, საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდნენ: გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია.საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, სპორტული მიღწევებისა და ღირსეული სამსახურისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენი გადაეცათ: ვიქტორ სანიკიძეს, ლაშა გამყრელიძეს, დავით საყვარელიძეს, ვლადიმერ ბოისას, ნიკოლოზ ცქიტიშვილს, რატი ანდრონიკაშვილს, მიხეილ ბერიშვილს, ბექა ბექაურს, გოგა ბითაძეს, ბექა ბურჯანაძეს, ნიკოლოზ გაფრინდაშვილს, დავით კაკუშაძეს, გიორგი კორსანტიას, ლუკა ლიკლიკაძეს, ილია ლონდარიძეს, ლუკა მაზიაშვილს, გიორგი ოჩხიკიძეს, რევაზ როგავას, დუდა სანაძეს, სანდრო სანაძეს, გიორგი ტურძილაძეს, ალექსანდრე ფევაძეს, ოთარ ფხაკაძეს, კახაბერ ჯინჭარაძეს, ალექსანდრე ირაკლი მამუკელაშვილს, თადუს დევაინ მაქფადენს, მათე ხატიაშვილს, კამარ მალიკ ბოლდუინსა და ჯოზეფ ელიოტ (ჯუნიორ) თომასონს.საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, სპორტული მიღწევებისა და ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ღირსების მედალი პრეზიდენტმა გადასცა: გივი სანაძეს, პაატა ლობჟანიძეს, თორნიკე გოგიჩაიშვილს, თეიმურაზ ხვედელიძეს, ზურაბ სულეიმანაშვილს, ბიაჯიო დი ჯორჯიო ჯიანიტოს, გიორგი ბუცხრიკიძეს, პაატა გურასპაულს, ნინო გურულს, გიორგი ზაბახიძეს, თათია მიმინოშვილს, თამარ რუაძეს, ნინო ხუციშვილს, ირაკლი პერტაიას, ლუკა წიტაიშვილს, გიორგი გაჩეჩილაძეს, ქეთევან კეკელიას, ირინა სომოვას, თათია ბაციაშვილსა და შალვა ონიანს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
1753443613

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი წევრი, ირაკლი კუპრაძე მათი თანაგუნდელის, ლევან ხორავას მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 20-დღიანი პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე კუპრაძე წერს, ხორავას სასამართლომ იარაღის ტარების უფლებაც ჩამოართვა.„ჩვენი ბათუმელი თანამებრძოლი დააკავა რუსულმა რეჟიმმა და გაუშვა ციხეში 20 დღით, მხოლოდ იმიტომ რომ „ქოცების“ პროკურორს უთხრა, თუ რა ბოროტებას ემსახურება. ლევანი ვეტერანი სამხედროა, მოსამართლემ 20-დღიან პატიმრობასთან ერთად, 3 წლით იარაღის ტარების უფლებაც ჩამოართვა“,- წერს კუპრაძე.ცნობისთვის, დემონსტრანტი ლევან ხორავა ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
1753443570

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრი ლევან ხორავა ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მიიღო.„ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, ხორავას 3 წლით იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვა.საქმე ეხება პოლიციის კაპიტნის თეა ლაღაძის სარჩელს, რომელიც ირწმუნება, რომ 27 მაისს, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ლუკა ნაცვლიშვილის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, სადაც ლაღაძე საქმის გამომძიებელი იყო, ხორავამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
1753443525

უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შედეგად გარღვევის მიღწევის მოლოდინი არ გვქონდა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„გარღვევას ნამდვილად არ ველოდით. გარღვევა ნაკლებად მოსალოდნელია. გუშინ, მესამე რაუნდის შემდეგ მედინსკიმ დაადასტურა, რომ ადრე გაცვლილი მემორანდუმების პროექტებთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული მიდგომები არსებობს“, - განაცხადა პესკოვმა.ამასთან, მისი თქმით, აგვისტოს ბოლომდე უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძნელი წარმოსადგენია“.„შეუძლებელია იმის თქმა, რომ რაღაც ნამდვილად არ მოხდება. თუმცა, იმ სამუშაოს გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი პოზიციების დასაახლოებლად უნდა შესრულდეს, ეს ძნელი წარმოსადგენია“, - აღნიშნა პესკოვმა.შეგახსენებთ, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გუშინ, სტამბოლში გაიმართა და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მეცხრე ეტაპი განხორციელდა.
1753361606

პრემიერმა თქვა „მართალია დასანანია, მაგრამ აუცილებელი გახდა ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაახლოებით 50 ადამიანის დაკავება, სწორედ პრევენციული მიზნებისთვის დაკავებულია მხოლოდ 30 ადამიანი 1000-მდე ადამიანიდან“ - როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირი სასამართლო განხილვების პარალელურად აკეთებს კომენტარებს და რომელიც შეიცავს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, ეს არის პირდაპირი ზეწოლა სასამართლოს და ჩვენ მიმართ,- ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, ირაკლი კობახიძე თავისი განცხადებით, მოსამართლეს პირდაპირ მითითებას აძლევს.„პრემიერმა თქვა - „მართალია დასანანია, მაგრამ აუცილებელი გახდა ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაახლოებით 50 ადამიანის დაკავება, სწორედ პრევენციული მიზნებისთვის დაკავებულია მხოლოდ 30 ადამიანი 1000-მდე ადამიანიდან. თუ არ იყო ადამიანი იდენტიფიცირებადი და კონკრეტულად ძალადობრივი ქმედება ამ შემთხვევაში, არ ხდებოდა ადამიანის დაკავება“.ჩემი აზრი ასეთია - როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირი სასამართლო განხილვების პარალელურად აკეთებს კომენტარებს და რომელიც შეიცავს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, ეს არის პირდაპირი ზეწოლა სასამართლოს და ჩვენ მიმართ. ეს ნიშნავს იმას, რომ ის პირდაპირ აძლევს მოსამართლეს მითითებას, რომ ჩვენ მიმართ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი.საზოგადოებისთვის მინდა განვმარტო, თუ ვინმე დაზიანდა, მნიშვნელობა არ აქვს პოლიციელია თუ არა, ეს არის ძალიან ცუდი და ეს არავის უხარია, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც აქ დაზარალებულის სტატუსით მოდიან და ამბობენ, რომ არ დავუნახივართ, არ იციან, ვინ დააზიანა და ჩვენ მიმართ პრეტენზია არ აქვთ - ასე არ დგინდება სამართალი.ის ადამიანები, რომლებიც პოლიციის ფორმით გოგონებს ურტყამდნენ, ისინი სად არიან, გაუგებარია, რატომ არ არიან აქ? ეს არის პირდაპირი ზეწოლა სასამართლოზე და იმედი მაქვს რომ ამ მარწუხებს გაუმკლავდებით“,- განაცხადა სასამართლო სხდომაზე ანდრო ჭიჭინაძემ.ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1753361584

ის, რაც რეჟიმს დაამარცხებს, არის ძლიერი, მწყობრი გაერთიანება, რომელიც აჩვენებს საზოგადოებას, რომ არსებობს რეალური ალტერნატივა - რეკომენდებულია, რომ ამ ერთობის ბირთვი იყოს ე.წ. არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტია და „წინააღმდეგობის პლატფორმა“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, საპატიმროში მყოფი გიორგი ვაშაძის წერილშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.მისი თქმით, საჭიროა „პროდასავლური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების სისტემური, პარიტეტული გაერთიანება, სადაც ყველა ინარჩუნებს იდენტობას, მაგრამ მოქმედებს ერთიანი სახელით, საერთო ბრენდის ქვეშ“.„ქართული ოცნების“ ძალა ჩვენი დაქსაქსულობა და ურთიერთ თავდასხმებია. ის, რაც რეჟიმს დაამარცხებს, არის ძლიერი, მწყობრი გაერთიანება, რომელიც აჩვენებს საზოგადოებას, რომ არსებობს რეალური ალტერნატივა. როცა ეს გაერთიანება გამოჩნდება კვლევებში პირველ ადგილზე, ცვლილების პროცესი დაჩქარდება, მერყევ, გადაუწყვეტელ მოქალაქესაც უფრო მეტი მოტივაცია გაუჩნდება უარი უთხრას „ქართულ ოცნებას“ და დასავლელი პარტნიორებიც უფრო ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ.გვჭირდება, პროდასავლური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების სისტემური, პარიტეტული გაერთიანება, სადაც ყველა ინარჩუნებს იდენტობას, მაგრამ მოქმედებს ერთიანი სახელით, საერთო ბრენდის ქვეშ.გაერთიანება იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანასა და ეფექტურ მართვაზე.რეკომენდებულია, რომ ამ ერთობის ბირთვი იყოს ე.წ. არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტია და „წინააღმდეგობის პლატფორმა".გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსით, ხოლო კონსენსუსის არქონისას – ხმათა უმრავლესობით. გადაწყვეტილება სავალდებულოა ყველა წევრისთვის.განსაკუთრებულ საკითხებზე შესაძლებელია სახალხო ჩართულობით – ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული აპლიკაციით, სადაც საქართველოს მოქალაქეები პირდაპირ მონაწილეობენ.აქტიური კამპანია, ერთიანი ბრენდი და შეთანხმებული მოქმედებები გააძლიერებს ჩვენს მხარდაჭერას.გზა გამარჯვებამდე გადის ნამდვილ ერთიანობაზე. თუ ამას შევძლებთ, რეჟიმი დამარცხდება და ქვეყანა დაუბრუნდება განვითარებას, თავისუფლებას და ევროპულ მომავალს“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
1753361563

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, ადმინისტრაციული წესით 4 პირია დაკავებული.აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.დაკავებას წინ უძღოდა ადგილობრივების პროტესტი, რომელიც საცხოვრებელ კორპუსთან ავეჯის გადასატანი მანქანის გამოჩენას მოჰყვა, რომელსაც კორპუსთან შესვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. პოლიციამ მათ ტერიტორიის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, რასაც ისინი შეეწინააღმდეგნენ, შედეგად კი რამდენიმე პირი საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.ცნობისთვის, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება მიმდინარეობს - ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები. ადგილობრივები გასახლების პროცესს აპროტესტებენ. ადგილზე ხმაური რამდენჯერმე იყო. როგორც მცხოვრებლები აღნიშნავენ, კერძო მესაკუთრის საფუძველზე ხდება გამოსახლება, რომელიც ადგილობრივების თქმით, აცხადებს, რომ შენობა ავარიულია და მისი დაცლა უნდა მოხდეს.
1753361538

„ქოც“ ექიმს კაბინეტში მთელი საათი გაუჩერებლად ვამცირებდი, დავცინოდი და გაუნათლებელ, უვიცებად ვნათლავდი ყველას, ვისაც 16-წლიანი ერთპარტიულობა და დიქტატურა ნორმალურად მიაჩნდა, ოლიგარქი ბიძინა უყვარდა. ექიმმა იმით დამსაჯა, რომ წამალი არ მომცა, მაგრამ სახეზე რომ შევხდე, დასჯილს ის უფრო ჰგავდა,- ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებული რეზო კიკნაძის წერილშია ნათქვამი, რომელსაც ის საპატიმროდან ავრცელებს.როგორც წერილშია აღნიშნული, მას საკანში ხელჩართული ჩხუბი მოუვიდა „ქოცური“ არხების ინტენსიურად ჩართვისა და რუსული სიმღერების მოსმენის გამო, შედეგად კი დასაჯეს და ორი კვირაა თანამესაკნე აღარ ჰყავს.„უსამართლობის და სიბნელის წინააღმდეგ იბრძოლეთ ყველგან, სადაც ხელი მიგიწვდებათ: სამსახურში, ტრანსპორტში, მაღაზიაში...მე სამოქმედო არეალი შემიმცირეს, მაგრამ როგორც და სადაც შემიძლია, ვცდილობ ამოვიღო ხმა იმაზე, რაც არასწორია, თუნდაც ამისთვის ბევრს შევძულდე. აქაური „ქოც“ ექიმს კაბინეტში მთელი საათი გაუჩერებლად ვამცირებდი, დავცინოდი და გაუნათლებელ, უვიცებად ვნათლავდი ყველას, ვისაც 16-წლიანი ერთპარტიულობა და დიქტატურა ნორმალურად მიაჩნდა, ოლიგარქი ბიძინა უყვარდა. ექიმმა იმით დამსაჯა, რომ წამალი არ მომცა, მაგრამ სახეზე რომ შევხდე, დასჯილს ის უფრო ჰგავდა. საკანში ხელჩართული ჩხუბი მომივიდა „ქოცურ“ არხებზე ინტენსიურად გადართვისა და რუსული სიმღერების მოსმენის გამო. რა თქმა უნდა, ეს ორივე ამორალური რაღაც მე ავკრძალე. დამსაჯეს იმით, რომ ორი კვირაა თანამესაკნე აღარ მყავს. რთულია, მაგრამ გადავიტან“,-წერს კიკნაძე.ამასთან, წერილში აღნიშნავს, რომ ანწუხელიძისნაირი პატრიოტები აძლევენ მოტივაციას და ძალას. მისივე თქმით, არ შეიძლება, იმ ქვეყანაში, სადაც მერაბ კოსტავა და ანწუხელიძე ცხოვრობდნენ რუსებმა გაიმარჯვონ.„ბოლოს სასამართლოდან იმის გამო გამომაძევეს, რომ ამბროსი ხელაია ვახსენე, შენს პროცესთან კავშირში არ არისო. ამბროსი იყო კათოლიკოსი, რომელმაც მთელი ცხოვრება ქართული ეკლესიის გარუსების წინააღმდეგ ბრძოლაში გაატარა...ზოგჯერ შემომიტევს ხოლმე ნიჰილიზმი და დაწუწუნება მინდება, მაგრამ მაშინვე მერაბ კოსტავა მახსენდება, თუ რა გამოიარა, რამდენს გაუძლო და დაწუწუნების და ჩივილის უფლებას არ ვაძლევ თავს. სწორედ მერაბის და ანწუხელიძისნაირი პატრიოტები მაძლევენ მოტივაციას და ძალას. არ შეიძლება, იმ ქვეყანაში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, რუსებმა გაიმარჯვონ და ვერც გაიმარჯვებენ! ის ალქაჯი ამბობს: „უაზროდ განწირული სიცოცხლეო“, უაზრო მისი ცხოვრებაა. სიცოცხლის შემდეგადაც მხოლოდ წყევლით გაიხსენებენ, არც სადღეგრძელოს იტყვის ვინმე მასზე და ყვავილებსაც არავინ მიიტანს მის საფლავზე. კოსტავა და ანწუხელიძე ყოველთვის უკვდავები იქნებიან“, - წერს რეზო კიკნაძე წერილში, რომელიც 17 ივლისით თარიღდება.ინფორმაციისთვის, რეზო კიკნაძე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1753269376

ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები გუშინ თავს დაესხნენ საქართველოს საპატრიარქოს, ჰერჩინსკი ან გაემიჯნება ან ეს იქნება განხილული, როგორც პირადად ჰერჩინსკის თავდასხმა ეკლესიაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ის აღნიშნავს, საქმე ეხება „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას და მასზე ცალკეული ორგანიზაციების შეფასებას.„ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები გუშინ თავს დაესხნენ საქართველოს საპატრიარქოს, რომელმაც „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა - ჰერჩინსკი ან გაემიჯნება, ან ეს იქნება განხილული, როგორც პირადად ჰერჩინსკის თავდასხმა ეკლესიაზე“, - წერს პაპუაშვილი.
1753269325

რატომ არ დანიშნეთ [ხმის ექსპერტიზა], რატომ ვზივარ ციხეში?- ამ კითხვით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ გამომძიებელ ლევან აბესაძეს მიმართა.აბესაძეს კითხვები კასრაძის ადვოკატმა, არჩილ ჭავჭანიძემაც დაუსვა. კერძოდ კი ის, ვიდეომასალა, რომელიც მან დაათვალიერა, იყო თუ არა ორიგინალი.„თუ მეკითხებით, ვინ გადაიღო, ვერ გიპასუხებთ“, - განაცხადა აბესაძემ.კითხვაზე, რა იცის, რომ ჩანაწერში კასრაძის ხმაა, ან ჩაატარა თუ არა მან ხმის ექსპერტიზა, გამომძიებელმა უპასუხა, რომ არა. თან, დასძინა, რომ ვიზუალური დათვალიერებისას მონტაჟის კვალი არ ეტყობოდა.ბრალდებულმა კასრაძემ ხმამაღალი ტონით მიმართა გამომძიებელს.„რატომ არ დანიშნეთ [ხმის ექსპერტიზა], რატომ ვზივარ ციხეში?“ - მიმართა კასრაძემ აბესაძეს.მას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ხმის ტონის გამო შენიშვნა მისცა.„ძალიან გთხოვთ, დამშვიდდით და დაბრძანდით, მესმის თქვენი, ამიტომ ახლა რეაგირებას არ ვახდენ, მხოლოდ შენიშვნით შემოვიფარგლები",- განაცხადა მოსამართლემ.მან დღეს მოწმის სახით დაბარებულ გამომძიებელს, ლევან აბესაძეს შენიშვნა რამდენჯერმე მისცა.ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
1753269303