1757404497 • პოლიტიკა

პრეზიდენტი ტრამპი პუტინის მიმართ ზედმეტად მომთმენი იყო, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრე სიბიგა რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ აცხადებს.„კიევში საშინელი დილა გათენდა. რუსეთის სასტიკმა დარტყმებმა საცხოვრებელი შენობები დაანგრია, სკოლები და საავადმყოფოები დააზიანა. ნანგრევების ქვეშ ადამიანები ჯერ კიდევ რჩებიან“, - წერს ანდრეი სიბიგა X-ზე.მისი თქმით, „პუტინი ასე განზრახ მოქმედებს და მას მკვლელოებების დასრულება არ აინტერესებს“.„ალბათ დროა, ნულამდე შევამციროთ ყველა ის ვადა, რომელიც პუტინს მიეცა. პრეზიდენტი ტრამპი პუტინის მიმართ ზედმეტად გულუხვი და მომთმენი იყო, როცა გამოსავლის პოვნას ცდილობდა. დროა, მოსკოვზე მაქსიმალური ზეწოლა მოვახდინოთ“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, რუსების მიერ კიევზე დარტყმის შედეგად 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა.
1753946512

კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ იაპონიაში 1,9 მილიონ ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.იაპონიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ევაკუაციის ბრძანება გასცა, რაც 1,905,596 ადამიანსა და 21 პრეფექტურას მოიცავს, მათ შორის, ჰოკაიდოს, კანაგავასა და ვაკაიამას პრეფექტურებს.კუნძულ ჰოკაიდოზე გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის, რადგან ცუნამის პირველმა ტალღებმა კუნძულს უკვე მიაღწია, თუმცა ტალღების სიმაღლე მცირეა.იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს მონაცემებით, ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე 30-დან 50 სანტიმეტრამდე სიმაღლის ცუნამის ტალღები ფიქსირდება.ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაიცა აშშ-ის დასავლეთ სანაპიროსა და ჰაივაიზე, სადაც გუბერნატორმა, ჯოშ გრინმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.ჰავაის დედაქალაქ ჰონოლულუს მერმა, რიკ ბლანგიარდიმ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.შეგახსენებთ, დღეს რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც 4 მეტრის სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია.
1753859242

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს, რუსეთისთვის მეორადი სანქციების დაწესების 50-დღიანი ვადა შეამციროს.შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ, ყოველ ჯერზე რუსეთი უკრაინის დედაქალაქისა თუ სხვა ქალაქების მისამართით რაკეტებს უშვებს, რის გამოც ის იმედგაცრუებულია.პასუხად კი ტრამპი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს და კრემლისთვის მოსაფიქრებლად მიცემულ ვადას შეამცირებს.„მე ბევრი ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს, მას ძალიან კარგად ვუგებდი... თუმცა ის იწყებს რაკეტების გაშვებას რომელიმე ქალაქში, მაგალითად კიევში და ბევრ ადამიანს კლავს მოხუცებულთა თავშესაფარში ან სადმე სხვაგან - ყველგან გვამებია. ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინით. მე ვაპირებ 50 დღე შევამცირო, რადგან ვფიქრობ, რომ უკვე ვიცი პასუხი, რა მოხდება“, - განაცხადა მან.
1753707826

უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შედეგად გარღვევის მიღწევის მოლოდინი არ გვქონდა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„გარღვევას ნამდვილად არ ველოდით. გარღვევა ნაკლებად მოსალოდნელია. გუშინ, მესამე რაუნდის შემდეგ მედინსკიმ დაადასტურა, რომ ადრე გაცვლილი მემორანდუმების პროექტებთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული მიდგომები არსებობს“, - განაცხადა პესკოვმა.ამასთან, მისი თქმით, აგვისტოს ბოლომდე უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძნელი წარმოსადგენია“.„შეუძლებელია იმის თქმა, რომ რაღაც ნამდვილად არ მოხდება. თუმცა, იმ სამუშაოს გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი პოზიციების დასაახლოებლად უნდა შესრულდეს, ეს ძნელი წარმოსადგენია“, - აღნიშნა პესკოვმა.შეგახსენებთ, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გუშინ, სტამბოლში გაიმართა და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მეცხრე ეტაპი განხორციელდა.
1753361606

გადარჩენისა და მშვიდობის აღდგენის ერთადერთი შანსი შებრძოლებაა. დიქტატორები არასდროს ჩერდებიან თავისი ნებით. დაშოშმინება მხოლოდ კიდევ უფრო დიდ ომებამდე მიგვიყვანს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.მისი თქმით, საფრთხე მხოლოდ რუსეთის მეზობლებს არ ემუქრება და მთელი კაცობრიობა რისკის ქვეშაა.“თუ აგრესორების ახალი ღერძი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ის აქ არ გაჩერდება. სწორედ ამიტომ, საფრთხე მხოლოდ რუსეთის მეზობლებს არ ემუქრება - მთელი ევროპა რისკის ქვეშაა, ისევე როგორც გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები და მთელი კაცობრიობა”, - აცხადებს ერმაკი.
1753088648

დონალდ ტრამპი ხვდება, რომ პუტინი მას ატყუებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.„მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ეს თავად დაინახოს. ეს არა სხვისგან გაიგოს, არამედ თავად დაინახოს. ჩვენ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით აშშ-ს ყველა ინიციატივას მხარი დავუჭირეთ. პრეზიდენტ ტრამპის ყველა ინიციატივას მხარი დავუჭირე. მან რეალობა დაინახა, რომ პუტინი ერთს ამბობს და შემდეგ ბომბებს უშვებს. მან დაინახა, რომ პუტინს ომის დასრულება არ სურს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აშშ-ს ეშინია.„გენერალი კელოგი ჩამოვიდა და ზედიზედ ორი ღამის განმავლობაში მასიური იერიშები არ ყოფილა. ამაზე ხუმრობა ხალხმაც დაიწყო, რომ კელოგს უკრაინული პასპორტი მივცეთ და აქ დავიტოვოთ. და რას ნიშნავს ეს? როდესაც ამერიკელები აქ არიან, მაშინ პუტინი მშვიდობიან მოსახლეობას ვერ ბომბავს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
1752668477

არის კარგი სიგნალები შეერთებული შთატებისგან და ევროპელი მეგობრებისგან,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.„არის მაღალი დონის პოლიტიკური სიგნალები - კარგი სიგნალები, მათ შორის შეერთებული შტატებისგან, ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან. ყველა მხრივ [სამხედრო დახმარების] მიწოდებები აღდგენილია. გავაგრძელებთ მომდევნო კვირას ამერიკულ მხარესთან მუშაობას სამხედრო დონეზე, კერძოდ ჩვენი სამხედროები გენერალ კელოგთან [ტრამპის სპეცწარმომადგენელი]. ვამზადებთ ახალ ევროპულ თავდაცვით პაკეტებსაც. უახლოეს მომავალში ძლიერ ნაბიჯებს ველით რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზეც ამ ომისთვის: ზეწოლამ უნდა იმუშაოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
1752255962

აბუ-დაბიში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.გავრცელებული ინფორმაციით, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრის მიზანს სამშვიდობო შეთანხმების დასრულებაზე მუშაობა წარმოადგენს.ცნობისთვის, ეს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების პირველი ოფიციალური შეხვედრაა მას შემდეგ, რაც მხარეები სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე შეთანხმდნენ.სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აბუ-დაბიში გუშინ, 9 ივლისს ჩავიდა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს შეხვდა.
1752129772

რუსების მიერ კიევზე განხორციელებული მასიური იერიშის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 10 ივლისის ღამეს, რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, ორი ქალბატონი დაიღუპა, 68 წლის ადგილობრივი მცხოვრები და 22 წლის პოლიციის კაპრალი.ასევე, უკრაინის შინაგან საქმეთა უწყებაში განაცხადეს, რომ ქვეყნის დედაქალაქის 8 რაიონში საცხოვრებელი, სამედიცინო, საგანმანათლებლო, კომერციული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.„ექიმებმა 10 მათგანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენებს დახმარება ადგილზე გაუწიეს“, - წერს ვიტალი კლიჩკო „ტელეგრამის“ არხზე.
1752129725

რუსეთი ესტონეთს ახლა არ დაესხმება თავს, მაგრამ შეიძლება ეს ხუთ-შვიდ წელიწადში გააკეთოს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა New Yorker-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომელშიც აღწერილია ესტონეთში ჩატარებული წვრთნები, რათა შემოწმებულიყო მისი მზადყოფნა რუსეთის შესაძლო შეჭრისთვის. სტატიის ავტორები აცხადებენ, რომ ესტონეთს არ ჰყავს საჰაერო ძალები და საზღვაო ფლოტი. წვრთნებში, დამპყრობელი არმიის გუნდს „შესაძლებლობების უპირატესობა“ ჰქონდა - მეტი მძიმე ჯავშანი, მეტი შორ მანძილზე სროლა. სტატიაში აღნიშნულია, რომ წვრთნები, ძირითადად, ესტონეთისთვის კარგად არ წარიმართა.„ყველაფერი, რაც New Yorker-შია აღწერილი, სწორია. თუმცა ეს არ არის „გამოსაღვიძებელი ზარი“, რადგან ჩვენ გვაქვს ყველა გეგმა, რომ თუ ესტონეთს თავს დაესხმებიან - და რუსებმა ეს იციან - ჩვენი რეაქცია გამანადგურებელი იქნება. დეტალებში ვერ შევალ, რადგან ვიცი, რომ ვლადიმერ პუტინი ამ პროგრამებს აკვირდება. თუმცა, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ არა მხოლოდ ეს გეგმები გვაქვს, არამედ გვყავს ხალხი და სამხედრო აღჭურვილობაც, რომელიც ამას მხარს დაუჭერს. სწორედ ამიტომ გვჭირდება მეტის დახარჯვა. თუმცა, საქმე იმაში არ არის, რომ ესტონელები მარტო დარჩნენ. ნატო-ს სრული ძალა, მათ შორის შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა, მოვა დასახმარებლად. პუტინმა ეს იცის. სწორედ ამიტომ არ დაესხმება თავს დღეს ესტონეთს. თუმცა, შესაძლოა, ხუთ ან შვიდ წელიწადში დაესხას თავს, თუ ყველა ამ დამატებით ინვესტიციას არ განვახორციელებთ“, - აღნიშნა რუტემ.
1751800470

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც გუშინ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა, დღეს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.„პრეზიდენტ ზელენსკისთან ვისაუბრებ. ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტ პუტინთან გამართული საუბრით. არ მგონია, რომ ის შეჩერებას აპირებდეს და ეს ძალიან ცუდია“, - აღნიშნა ტრამპმა.შეგახსენებთ, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით გუშინ ისაუბრეს. დონალდ ტრამპის განცხადებით, პუტინთან სატელეფონო საუბრისას ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია.„მასთან საერთოდ არანაირი პროგრესი არ მქონია. გვქონდა სატელეფონო საუბარი. ეს საკმაოდ ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი იყო. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მათ შორის ირანზე და ასევე, როგორც იცით, უკრაინასთან ომზე და მე ამით არ ვარ კმაყოფილი, არ ვარ კმაყოფილი“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
1751636043

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული ძალების მიერ უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინას თავდაცვისთვის მეტი დახმარება სჭირდება და არა ნაკლები.„თავდასხმა საცხოვრებელ შენობებზე, ტერორი დრონებით და აფეთქებები მთელი ღამის განმავლობაში. პუტინსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის საუბრისთანავე კიევზე მასობრივი დარტყმა კიდევ ერთხელ ადასტურებს: რუსეთი კვლავ სასტიკ ძალადობაზე დებს ფსონს. უკრაინას თავდაცვისთვის მეტი სჭირდება და არა ნაკლები”, - აღნიშნულია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა უკრაინას რაკეტებით და დრონებით შეუტია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კიევში 23 ადამიანი დაშავდა.
1751622869