ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპი ხვდება, რომ პუტინი მას ატყუებს - დაინახა, რომ პუტინი ერთს ამბობს, შემდეგ ბომბებს უშვებს და ომის დასრულება არ სურს

უკრ

დონალდ ტრამპი ხვდება, რომ პუტინი მას ატყუებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ეს თავად დაინახოს. ეს არა სხვისგან გაიგოს, არამედ თავად დაინახოს. ჩვენ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით აშშ-ს ყველა ინიციატივას მხარი დავუჭირეთ. პრეზიდენტ ტრამპის ყველა ინიციატივას მხარი დავუჭირე. მან რეალობა დაინახა, რომ პუტინი ერთს ამბობს და შემდეგ ბომბებს უშვებს. მან დაინახა, რომ პუტინს ომის დასრულება არ სურს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აშშ-ს ეშინია.

„გენერალი კელოგი ჩამოვიდა და ზედიზედ ორი ღამის განმავლობაში მასიური იერიშები არ ყოფილა. ამაზე ხუმრობა ხალხმაც დაიწყო, რომ კელოგს უკრაინული პასპორტი მივცეთ და აქ დავიტოვოთ. და რას ნიშნავს ეს? როდესაც ამერიკელები აქ არიან, მაშინ პუტინი მშვიდობიან მოსახლეობას ვერ ბომბავს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

უახლესი
პრემიერი
ირაკლი კობახიძე - 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით არის სერიოზული კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიყვანა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე

2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით არის სერიოზული კითხვები. კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიყვანა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება და იკვეთება თუ ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა.„ბუნებრივია, ამაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ. კარგია, რომ სტრასბურგის სასამართლომ ჩვენს ქვეყანას დაავალა ამ საკითხის დამატებით გამოძიება. 20 ივნისთან დაკავშირებით არის სერიოზული კითხვები. კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიყვანა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე. ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. ვნახოთ, რას დაადგენს გამოძიება“, - განაცხადა კობახიძემ.რაც შეეხება გიორგი გახარიას საზღვარგარეთ ყოფნას, კობახიძის შეფასებით, „გახარია ევროპაშია გაპარული“.„ეს კაცი გაპარულია ევროპაში. რაც შეეხება ბრიუსელში, ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების ყოფნას, ამ ადამიანებს ერთადერთი მიზანი აქვთ, ეს არის ის, რომ რამენაირად საბოტაჟი განახორციელონ. ისინი ახორციელებენ კამპანიებს იმისთვის, რომ ქვეყანა ყველა მიმართულებით შეფერხდეს, თუმცა ხედავთ, რომ მათი მცდელობები არის წარუმატებელი. გაპარულია ეს კაცი ქვეყნიდან, რამდენად შეიძლება ამაზე სერიოზულად ვისაუბროთ, არ ვიცი. გაპარული კაცი იქიდან და რაღაც მესიჯებით გველაპარაკება. უბრალოდ, ეს ყველაფერი არასერიოზულია.რა უნდა გააკეთოს გახარიამ ბრიუსელში გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ საბოტაჟით იქნება დაკავებული. აბსოლუტურად არასერიოზულია. შეუძლია, ბრიუსელიდან ამსტერდამში გადავიდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

პოლიტიკა 1752749124

რ2
„რუსთავი 2“-ის დირექტორად რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე დაინიშნა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორად რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე დაინიშნა. მან ამ პოსტზე ვაკო ავალიანი შეცვალა.„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ავალიანი საქმიანობას დიპლომატიურ სფეროში გააგრძელებს.

საზოგადოება 1752749056

ოცნება
შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელი გვეუბნება, რომ ავყვეთ ცრუ იდეოლოგიას და ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი და ქალი შეიძლება გახდეს კაცი - ეს იგივეა, ბრიუსელს მოეთხოვა გვეღიარებინა, რომ დედამიწა არის ბრტყელი

ბრიუსელი კვლავ ყალბი დილემის წინაშე გვაყენებს, თითქოს, უნდა იყოს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა და ამისთვის უნდა ვთქვათ, რომ დედამიწა არის ბრტყელი. ეს კავშირში არაა ევროპულ ღირებულებებთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ევროკომისიიდან მაკა ბოჭორიშვილისადმი გამოგზავნილ წერილს გამოეხმაურა, სადაც ისინი ხელისუფლებისგან 8 რეკომენდაციის შესრულებას მოითხოვენ.მისივე თქმით, „ბრიუსელი ხელისუფლებას სთხოვს, აღიარონ, რომ დედამიწა არის ბრტყელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცრუ იდეოლოგიურ კოცონზე დაწვავენ“.„მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ, რა მოთხოვნები იქნა წამოყენებული ბრიუსელის მხრიდან. ერთი საკითხი ეხება „ოჯახური ღირებულებების და ბავშვთა უფლებები დაცვის“ კანონს. ამ კანონში მთავარი საკითხი რაც არის, არის ის, რომ ქალი ვერ გახდება კაცი და კაცი ვერ გახდება ქალი ანუ ბრიუსელი გვეუბნება, რომ ჩვენ ავყვეთ ცრუ იდეოლოგიას და ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი. ეს არის სინამდვილეში, რაც არის მოწოდებული ამ კანონთან დაკავშირებით. ეს იგივეა, რომ ბრიუსელს მოეთხოვა გვეღიარებინა, დედამიწა არის ბრტყელი. იმავე განზომილების ცრუ იდეოლოგიაა იმის თქმა, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი, როგორც იმის მოთხოვნა, თქვა, რომ დედამიწა არის არა მრგვალი, არამედ არის ბრტყელი.ევროპაში გვახსოვს პერიოდი, როცა ამტკიცებდნენ, რომ დედამიწა არის ბრტყელი და ვინც ამბობდა, რომ დედამიწა ბრტყელი არ არის, კოცონზე წვავდნენ. სწორედ ამას მაგონებს მე ბრიუსელის დღევანდელი ქცევა. რომელიც ითხოვს, რომ ვთქვათ, დედამიწა მრგვალი კი არაა ბრტყელი ან ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი. თუ ამას არ ვიტყვით, გვპირდებიან, რომ მათ ცრუ იდეოლოგიურ კოცონზე დაგვწვავენ. ჯერ ეს უნდა შეაფასოთ იმისთვის, რომ გავიაზროთ რასთან გვაქვს საქმე.მოთხოვნებიდან მეორე საკითხი ეხება გამჭვირვალობას. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის ფულით საქართველოში ფინანსდებოდა რადიკალიზმი, ექსტრემიზმი, პარტიები, პარტიული მედიები და ა.შ. ეს ყველაფერი დადასტურებულად ვიცით. ზუსტად ეს არ უნდა, როგორც ჩანს, ბრიუსელს, რომ ვიცოდეთ, სად მიდის მათი ფული. ევროპა ვართ მათ შორის, ჩვენ. ბრიუსელი ცდილობს ყალბი ცრუ იდეოლოგიები მოახვიოს თავს სხვა საზოგადოებებს.ბრიუსელის ბიუროკრატიამ გადაუხვია ევროპულ ღირებულებებს. მოვუწოდებთ ამდენი ხანი, რომ დაუბრუნდნენ ადამიანის უფლებების პატივისცემას, დაუბრუნდნენ სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის პატივისცემას. დღეს ბრიუსელმა გადაუხვია იმ კალაპოტს, რაზეც დამყარებულია ევროკავშირი. ამის მოწოდებაა, რომ დაუბრუნდნენ ევროპულ ღირებულებს და თქვან, რომ დედამიწა არის მრგვალი და არა ბრტყელი. ბრიუსელი კვლავ ყალბი დილემის წინაშე გვაყენებს და ყალბი დილემა მდგომარეობს შემდეგში, რომ, თითქოს, უნდა იყოს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა და ამისთვის უნდა ვთქვათ, რომ დედამიწა არის ბრტყელი. ეს არის ყალბი დილემა, რომელსაც აყენებს ბრიუსელი. ეს კავშირში არაა ევროპულ ღირებულებებთან.ასევე, ამ წერილში ფაქტობრივად აღიარებულია, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის ვიზის შეჩერება იყო საერთაშორისო სამართლისა და ხელშეკრულების დარღვევა. დაარღვია 2010 წლის ხელშეკრულება და გვაქვს ფაქტი, რომ ევროკავშირი ბრიუსელის სახით არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი, ბეატე გმინდერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის, სადაც მოთხოვნილია, რომ კომისიას მიეწოდოს ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ან სათანადო ზომების მიღებას კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. კომისიამ გამოსცა არაერთი რეკომენდაცია, მათ შორისაა მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლებისადმი, გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ, ასევე შეიტანოს ცვლილებები ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლგბტქ პირთა უფლებების სრული დაცვა.

პოლიტიკა 1752746207

თბილისის მერი
კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მერობის კანდიდატს მომავალ კვირას დაასახელებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი და იყრის თუ არა ის მესამე ვადით კენჭს, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.„უახლოეს დღეებში, მომავალ კვირას გაიგებთ ვინ იქნება [თბილისის მერობის] კანდიდატი. გინდათ, რომ ისევ ისე გითხრათ, რომ „აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ?“ - გეუბნებით! დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ მალე! რაც შეეხება ოპოზიციას, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს გაერთიანებულები იქნებიან, დაშლილები იქნებიან, ვინ ვისთან იქნება. ბევრი ასეთი გაერთიანება გვინახავს ახლო წარსულში. შედეგი ნული. ვიცით ეს ადამიანები, გინდ ცალ-ცალკე აღებული, გინდ გაერთიანებულები რას წარმოადგენენ, ვის და რას ემსახურებიან. საქართველოსთან, ქართველ ხალხთან და ქართველი ხალხის ინტერესებთან გინდ გაერთიანებულებს და გინდ დაშლილებს, ამ რადიკალურ დაჯგუფებას არანაირი საერთო არ აქვს“,- განაცხადა კალაძემ.

პოლიტიკა 1752746168

სტრატეგია
პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ - სიგიჟის ზღვარზე ხართ, არცერთი არ ეკუთვნით თქვენს თავს, ცოტა წინ ან უკან გაიხედეთ, ძალიან მძიმედ ამთავრებენ ყველაფერში მართალი და ყველასთან მებრძოლი რეჟიმები

სიგიჟის ზღვარზე ხართ, არცერთი არ ეკუთვნით თქვენს თავს, ცოტა წინ ან უკან გაიხედეთ, ძალიან მძიმედ ამთავრებენ ყველაფერში მართალი და ყველასთან მებრძოლი რეჟიმები,- ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ “ქართულ ოცნებას“.როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მიხედვით, ყველაფერი კარგად არის და ისინი ყველაფერში მართლები არიან.„ვუსმენ „ქოც“ პროპაგანდას, სრულ აბსურდში არიან. მათი თქმით, ევროკავშირი და მისი ყველა წევრი ქვეყანა დამნაშავეა.აშშ და მისი მოკავშირეები დამნაშავეები არიან, ტრამპთან ერთად, სენატიან-კონგრესიანად. გაერო, ნატო, ეუთო და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, დამნაშავეა.ქვეყნის შიგნით? მემარჯვენე, მემარცხენე, ლიბერალი, კონსერვატორი, ღარიბი, მდიდარი ყველა დამნაშავეა!კორუფცია ყვავის, ნარკომაფია ყვავის, ხალხი გარბის, ქვეყანა იცლება…პროპაგანდის მიხედვით, ყველაფერი კარგად არის და აქაც მართლები „ქოცები“ არიან.სინამდვილეში, სიგიჟის ზღვარზე ხართ, არცერთი არ ეკუთვნით თქვენს თავს, ცოტა წინ ან უკან გაიხედეთ, ძალიან მძიმედ ამთავრებენ ყველაფერში მართალი და ყველასთან მებრძოლი რეჟიმები”,- აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე.

პოლიტიკა 1752746136

უკრ
უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო გახდა

უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იულია სვირიდენკოს კანდიდატურას ქვეყნის უმაღლესი რადას 262-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 22-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 26-მა თავი შეიკავა.იულია სვირიდენკომ აღნიშნულ თანამდებობაზე დენის შმიგალი შეცვალა.

მსოფლიო 1752746084