მარკ რუტე - რუსეთი ესტონეთს, შესაძლოა 5-7 წელიწადში თავს დაესხას

ნატო

რუსეთი ესტონეთს ახლა არ დაესხმება თავს, მაგრამ შეიძლება ეს ხუთ-შვიდ წელიწადში გააკეთოს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა New Yorker-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომელშიც აღწერილია ესტონეთში ჩატარებული წვრთნები, რათა შემოწმებულიყო მისი მზადყოფნა რუსეთის შესაძლო შეჭრისთვის. სტატიის ავტორები აცხადებენ, რომ ესტონეთს არ ჰყავს საჰაერო ძალები და საზღვაო ფლოტი. წვრთნებში, დამპყრობელი არმიის გუნდს „შესაძლებლობების უპირატესობა“ ჰქონდა - მეტი მძიმე ჯავშანი, მეტი შორ მანძილზე სროლა. სტატიაში აღნიშნულია, რომ წვრთნები, ძირითადად, ესტონეთისთვის კარგად არ წარიმართა.

„ყველაფერი, რაც New Yorker-შია აღწერილი, სწორია. თუმცა ეს არ არის „გამოსაღვიძებელი ზარი“, რადგან ჩვენ გვაქვს ყველა გეგმა, რომ თუ ესტონეთს თავს დაესხმებიან - და რუსებმა ეს იციან - ჩვენი რეაქცია გამანადგურებელი იქნება. დეტალებში ვერ შევალ, რადგან ვიცი, რომ ვლადიმერ პუტინი ამ პროგრამებს აკვირდება. თუმცა, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ არა მხოლოდ ეს გეგმები გვაქვს, არამედ გვყავს ხალხი და სამხედრო აღჭურვილობაც, რომელიც ამას მხარს დაუჭერს. სწორედ ამიტომ გვჭირდება მეტის დახარჯვა. თუმცა, საქმე იმაში არ არის, რომ ესტონელები მარტო დარჩნენ. ნატო-ს სრული ძალა, მათ შორის შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა, მოვა დასახმარებლად. პუტინმა ეს იცის. სწორედ ამიტომ არ დაესხმება თავს დღეს ესტონეთს. თუმცა, შესაძლოა, ხუთ ან შვიდ წელიწადში დაესხას თავს, თუ ყველა ამ დამატებით ინვესტიციას არ განვახორციელებთ“, - აღნიშნა რუტემ.

უახლესი
ოცნება
ლევან მაჭავარიანი: დიდი მადლობა ნამდვილ ქართველ ბიჭებს, რომლებიც საარჩევნო შტაბში იმყოფებოდნენ და თავის შეკავება მოახერხეს, რთულია შეურაცხყოფის მოთმენა, თუმცა მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მაჭავარიანმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან განვითარებული მოვლენები შეაფასა.მაჭავარიანის თქმით, ოპოზიციას არჩევნებამდე არეულობის მოწყობა სურს.„მათ სურთ, არეულობა მოხდეს არჩევნებამდე, იქიდან გამომდინარე, რომ განწირულები არიან. ჩვენ ვაგრძელებთ საშტაბო მუშაობას და ვიღებთ ძალიან ბევრ მოქალაქეს. ბევრი მხარდამჭერი მოდის ჩვენთან შტაბში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ ბიჭებს, რომლებიც გუშინ შტაბში იმყოფებოდნენ, იმ ვაჟკაც, ნამდვილ ქართველ ბიჭებს, რომლებსაც, ფაქტობრივად, ხელები ექავებოდათ, ისე უნდოდათ გარეთ გასვლა და პასუხის გაცემა, მაგრამ მათ მოახერხეს თავის შეკავება. ეს იყო ნამდვილად ქართული, ღირსეული საქციელი. რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევის შედეგად დაგვიჯდა ეს ყველაფერი, როგორც ჩვენს მოქალაქეებს დავპირდით. მინდა, ყველას შევახსენო, რომ ქართველებისთვის ძალიან რთულია ამ შეურაცხყოფის მოთმენა, თუმცა კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მხარდამჭერებს, ჩვენი პარტიის წევრებს, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი. ნებისმიერ პროვოკაციაზე წამოგება მათსავე წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავს, სხვანაირად განწირული არიან არჩევნებში. ესენი არიან, ჩვეულებრივად, ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები საქართველოში, რომლებსაც არც კულტურა აქვთ, არც მორალი და აბსოლუტურად არანაირი ღირებულებები“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

პოლიტიკა 1757499086

aiponi
რა ღირს ახალი iPhone 17

Apple-ის ღონისძიება ოფიციალურად დასრულდა და ბრენდმა რვა ახალი პროდუქტი წარადგინა.როგორც აქამდე იყო ცნობილი, მოხდა ოთხი ახალი iPhone-ის პრეზენტაცია - iPhone 17, iPhone 17 Pro და Pro Max და სრულიად ახალი iPhone Air. ასევე Apple Watch-ის სამი განახლება და AirPods Pro 3.ახალ iPhone Air- ში ბრენდმა ორი ახალი უსადენო ჩიპი წარადგინა, რაც იმ სამყაროს პრეისტორიაა, სადაც კომპანიის პროდუქციის ყველა ძირითადი კომპონენტი სპეციალურად არის შექმნილი. C1X და N1 ჩიპები უზრუნველყოფს უსადენო ფუნქციებს, როგორიცაა 5G კავშირი და Wi-Fi 7, რაც დაფუძნებულია ორიგინალ C1 მოდემზე, რომელიც კომპანიამ iPhone 16e-ში წარადგინა.რაც შეეხება ფასებს, iPhone17 799 დოლარი ღირს, iPhone Air – 999, ხოლო iPhone Pro – 1099 დოლარი.ხოლო, AirPods Pro 3-ის ღირებულება 249 დოლარია.

საზოგადოება 1757496653

მერი
კახა კალაძე: ყურადღებას არავინ აქცევს 30 გაუბედურებულ „აკაცუკს“ - თუ აქციაზე მყოფი ნიღბიანები ფიქრობენ, რომ ნიღბებში მათი იდენტიფიცირება ვერ მოხდება, ძალიან ცდებიან!

ხედავთ, რა მდგომარეობაშია 30 გაუბედურებული, გაფარჩაკებული “აკაცუკი” - არანაირი მხარდაჭერა და არანაირი თანადგომა! თუ აქციაზე მყოფი ნიღბიანები ფიქრობენ, რომ ნიღბებში მათი იდენტიფიცირება ვერ მოხდება, ძალიან ცდებიან! - ეს განცხადება დღეს თბილისის მერმა ბოლო ორი დღის განმავლობაში მელიქიშვილის გამზირზე, მის საარჩევნო შტაბის წინ განვითარებული პროცესების შეფასებისას გააკეთა.მისი თქმით, მის საარჩევნო შტაბთან “ძალადობრივი ორგანიზებული დაჯგუფება იკრიბება, რომლის მიზანი საარჩევნო კამპანიის პროცესში დაძაბულობის შეტანაა“.“მოძალადე დაჯგუფების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები პირველი შემთხვევა არ არის. გუშინაც საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა, თუ რას წარმოადგენენ ეს ადამიანები და რა არის მათი მთავარი მიზანი. ძალიან სამწუხაროა, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მათ ქმედებებს შესაბამისს პასუხს გასცემს.სასაცილოა, როცა კითხვას ძალადობაზე სვამთ - თქვენ ხართ პირველი მოძალადეები! თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც აღვივებთ შუღლსა და დაპირისპირებას საზოგადოებაში! თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც თქვენი ბინძური პროპაგანდისტული ტელევიზიით ცდილობთ, რომ საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროთ. არ მახსოვს, გამოსულიყავით და ერთხელ დაგეგმოთ ძალადობა - პირიქით, ყოველთვის ახალისებდით, ყოველთვის ხელს უწყობდით და ტაშს უკრავდით. ხართ ძალიან ბინძურები და აწარმოებთ ბინძურ პროპაგანდისტულ კამპანიას, რაც საზოგადოების გახლეჩის მცდელობას და დაპირისპირებას ემსახურება.ჩვენს საარჩევნო შტაბს მობილიზებული არავინ ჰყავს. საარჩევნო შტაბი საარჩევნო რეჟიმში ყოველდღიურად მუშაობს და შტაბში არის ჩვეულებრივი საარჩევნო პროცესი.ჩვენ ყოველდღიურად ვაანონსებთ გზების დამთავრებას, სიახლეებს - ისინი აანონსებენ აქციებს! ჩვენ ყოველდღიურად საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას ახალ პარკებთან, დამთავრებულ სკვერებთან, რეაბილიტირებულ-რეკრეაციულ ადგილებთან დაკავშირებით - ისინი კეტავენ ქუჩებს და ადამიანებს უდიდესს დისკომფორტს უქმნიან. ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ამომრჩეველს და ვესაუბრებით ქვეყნის მომავალზე, თბილისთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე. ისინი მხოლოდ ერთმანეთს ხვდებიან - შეიკრიბება 30 “აკაცუკი”, აგინებენ ყველას, ვინც მათ გვერდით არ არის, მერე უკვირთ “ქართულ ოცნებას“ და პირადაც მე ამხელა მხარდაჭერა და თანადგომა რატომ გვაქვს“, - განაცხადა კალაძემ.კალაძე ამბობს იმასაც, რომ მისი საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთებას კანონის ფარგლებში რეაგირება უნდა მოჰყვეს. მისივე თქმით, ნიღბის ტარება დანაშაულია, რაც ჯარიმას ითვალისწინებს და ამასაც შესაბამისად რეაგირება უნდა მოჰყვეს. რა შეეხება გუშინწინდელ თემას,“საარჩევნო კამპანიის დროს შტაბთან მივარდნის და საარჩევნო პროცესში ხელის შეშლის უფლება არავის აქვს.ჩვენი საარჩევნო შტაბი არავისთან მისულა, არავის მყუდროება არ დაურღვევია და საარჩევნო პროცესში არავისთვის შეუშლია ხელი“, - განაცხადა კალაძემ.

პოლიტიკა 1757492963

ევროკავშირი
ანდრიუს კუბილიუსი: სასწრაფოდ უნდა შევქმნათ „დრონების კედელი“ ევროკავშირის მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე - რუსეთი შეჩერდება

სასწრაფოდ უნდა შევქმნათ „დრონების კედელი“ ევროკავშირის მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე, რაც ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო ფლაგმანური პროექტია, - ასე ეხმაურება ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრას.მისი თქმით, რუსეთი მოსაზღვრე სახელმწიფოებს, ევროკავშირსა და ნატო-ს ცდის.„ვითანამშრომლებთ წევრ სახელმწიფოებთან, მოსაზღვრე ქვეყნებთან და უკრაინასთან. რუსეთი შეჩერდება“, - აცხადებს კუბილიუსი.

მსოფლიო 1757492683

დონალდ ტუსკი
დონალდ ტუსკი: პოლონეთი მზადაა, ნებისმიერ თავდასხმას ან პროვოკაციას უპასუხოს

პოლონეთი მზადაა, ნებისმიერ თავდასხმას ან პროვოკაციას უპასუხოს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ქვეყანამ მის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული დრონები ჩამოაგო.„საქმე გვაქვს მასშტაბურ პროვოკაციასთან. მზად ვართ მოვიგერიოთ ასეთი პროვოკაციები. სიტუაცია სერიოზულია და არავის ეპარება ეჭვი, რომ ჩვენ სხვადასხვა სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ“, - აღნიშნა ტუსკმა.მანამდე, პოლონეთის პრემიერმა სოციალურ პლატფორმა X-ში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე დიდი რაოდენობით რუსულმა დრონებმა დაარღვია.

მსოფლიო 1757492207

dakaveba
პროკურატურის თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვისა და გავრცელების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვისა და გავრცელების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, რომლის გავრცელების მუქარით, კვლავ აიძულებდა იგივე შინაარსის ფოტოსურათების გაგზავნას.„ბრალდებული 9 სექტემბერს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გამოყენება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურა, მსგავსი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამართალი 1757490587