1757404497 • პოლიტიკა
ავღანეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, „თალიბანი“ 600-ზე მეტი დაღუპულის შესახებ იუწყება

ავღანეთის აღმოსავლეთში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. „თალიბანის“ მთავრობა ასეულობით დაღუპულის შესახებ იუწყება.
ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, ზოგიერთი სოფელი მთლიანად განადგურებულია.
„თალიბანის“ მიერ კონტროლირებული შსს-ს მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 622 და დაშავდა 1500-ზე მეტი ადამიანი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
მიწისძვრა იგრძნობოდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულსა და პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადშიც.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვისა და გავრცელების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, რომლის გავრცელების მუქარით, კვლავ აიძულებდა იგივე შინაარსის ფოტოსურათების გაგზავნას.„ბრალდებული 9 სექტემბერს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გამოყენება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურა, მსგავსი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სამართალი • 1757490587

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის რესპუბლიკის 2 მოქალაქე 1964 წელს დაბადებული ი.პ. და 2004 წელს დაბადებული ბ.ვ. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობის - 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორი.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.
სამართალი • 1757490338

სახალხო დამცველი 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.ომბუდსმენი მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ერთის მხრივ პროტესტის მონაწილეებს მოუწოდა, აქციის გასამართად იმავე ლოკაციის არჩევის შემთხვევაში ხელი არ შეუშალონ „ქართული ოცნების“ შტაბის მუშაობას, მეორე მხრივ, აღნიშნა, რომ ხელისუფლება ვალდებულია, შექმნას უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემო მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობის მიზნით.ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც დემონსტრანტების წინააღმდეგ რამდენიმე პირმა გამოიყენა სექსუალური კონოტაციის მატარებელი ჟესტიკულაცია. სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ სექსუალური ხასიათის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ქცევა საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელ და რიგ შემთხვევებში დასჯად ქმედებას წარმოადგენს.„8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, დაპირისპირება მოხდა ანტისახელისუფლებო აქციის მონაწილეებსა და ადგილზე მობილიზებულ პირებს შორის. საგულისხმოა, რომ ვრცელდება ინფორმაცია და ვიდეოკადრები ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, მათთვის ტელეფონების წართმევისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ. გარდა ამისა, ძალადობის ადრესატები, სავარაუდოდ, გახდნენ ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავებიც.უპირველეს ყოვლისა სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ ჯანსაღი საარჩევნო გარემო დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტია, რომელსაც მნიშვნელოვნად ასუსტებს ამ პროცესში სხვადასხვა ფორმით ჩართული პირების მხრიდან განხორციელებული სხვადასხვა ტიპის თავდასხმები. მიმდინარე პროცესები და წარსული გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ პოლარიზაცია წინასაარჩევნო პერიოდის თანმდევი სისტემური გამოწვევაა, რომლის გადასაჭრელად, მნიშვნელოვანია, მასში მონაწილე პირებმა ხელი შეუწყონ ისეთი გარემოს ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან, მშვიდობიან და თანასწორ არჩევნებს.შეკრების თავისუფლება თავის თავში მართალია მოიცავს პროტესტის გამართვის ადგილის არჩევის უფლებასაც, თუმცა, უფლების რეალიზებამ არ უნდა გამოიწვიოს სხვა პირთა უფლებებისა და საარჩევნო შტაბის საქმიანობის მომეტებული შეზღუდვა. ამდენად, სახალხო დამცველი შეკრების მონაწილეებს მოუწოდებს, მომავალში აქციის იმავე ლოკაციაზე (მელიქიშვილის გამზირი) გამართვის შემთხვევაში, თავი შეიკავონ იმგვარი ქმედებების განხორციელებისგან, რამაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს (ქართული ოცნება) საარჩევნო შტაბის მუშაობას.ამავდროულად, სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლება ვალდებულია, შექმნას უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემო მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობის მიზნით. ამისთვის, შესაძლოა, საჭირო გახდეს ადგილზე სამართალდამცავების საკმარისი რაოდენობის მობილიზება, მათი მხრიდან ძალადობრივი ქმედებების პრევენციისა და აღკვეთისკენ მიმართული დროული ღონისძიებების გატარება და შეკრების მონაწილეებსა და ადგილზე შეკრებილ სხვა პირებს შორის უსაფრთხო დისტანციის უზრუნველყოფა.“-განაცხადა სახალხო დამცველმა.ომბუდსმენმა შემაშფოთებელი უწოდა ადგილზე მყოფი ჟურნალისტების მისამართით განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები.„საყურადღებოა ისიც, რომ შეკრების მიმდინარეობის დროს კანონმდებლობა ადგილზე მოვლენების გაშუქების მიზნით მყოფი ჟურნალისტებისთვის სპეციალური დაცვის რეჟიმს ითვალისწინებს, რაც გამომდინარეობს მედიის წარმომადგენლების განსაკუთრებული როლიდან, შეკრების შესახებ გაავრცელონ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური ცნობები. შესაბამისად, განსაკუთრებით შემაშფოთებელია მათი მისამართით განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და საქმიანობის ხელშეშლა.ასევე, დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც დემონსტრანტების წინააღმდეგ რამდენიმე პირმა გამოიყენა სექსუალური კონოტაციის მატარებელი ჟესტიკულაცია. სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ სექსუალური ხასიათის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ქცევა საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელ და რიგ შემთხვევებში დასჯად ქმედებას წარმოადგენს. გარდა ამისა ადგილი ჰქონდა ქალების მიმართ დამამცირებელ, დამაკნინებელ და სტერეოტიპულ გამონათქვამებს, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს როგორც ხელისუფლების, ისევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს თავი შეიკავონ ქალების მიმართ ამგვარი გამონათქვამების გამოყენებისგან.სახალხო დამცველი, მანდატის ფარგლებში, განახორციელებს გამოძიებაზე ზედამხედველობას. სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, შემჭიდროებულ ვადებში, პასუხისგებაში მისცეს ყველა დამნაშავე პირი.“- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
საზოგადოება • 1757428130

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება კიდევ ერთი მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახი კალაძის საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.გარდა აღნიშნულისა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე, გამოძიება დამატებით, კიდევ ერთ საქმეზე-სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას თავი შეიკავონ ძალადობის, ძალადობის პროვოცირების და სხვა ისეთი მოქმედებებისგან, რომელიც აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს და ხელს უშლის საარჩევნო სუბიექტებს კამპანიის წარმოებაში, რაც თავის მხრივ კანონით დასჯადი ქმედებაა“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალი • 1757423587

მოძალადე ჯგუფებში გამოჰყოფთ ქალებს, რომლებიც ყველაზე ომახიანად აგინებდნენ ჩვენს მხარდამჭერებს და ყველაზე უმსგავსოდ იქცეოდნენ. ამით გინდათ, რომ ეს ყველაფერი როგორც ქალთა ძალადობა ისე გაიტანოთ - რეალურად, ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ იმ ქალებს აყენებთ, ვინც მართლა ძალადობის ქვეშ არიან ოჯახებში თუ სხვადასხვა პარტნიორულ ურთიერთობებში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.მისი თქმით, „სამწუხაროა, რომ ეს ფაშისტური დაჯგუფება ქალებითაც არის დაკომპლექტებული“.„ან გაერკვიეთ საქმეში, ან ისწავლეთ, რომ იცოდეთ, როგორი სტანდარტი უნდა დაიცვათ, როცა მოძალადე, ფაშისტურ აქტივიზმში ჩართული ადამიანები, მათ შორის ქალები, მსხვერპლებად არ გამოიყვანოთ. ისინი მსხვერპლები არ იყვნენ, ისინი იყვნენ მოძალადეები. თავიდან ბოლომდე მაქვს ყველაფერი ნანახი… ფაშისტები იყვნენ ქალებიც და კაცებიც - სამწუხაროა, რომ ჩვენს რეალობაშიც ეს ფაშისტური დაჯგუფება ქალებითაც არის დაკომპლექტებული“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.კითხვაზე, უნდა დაისაჯოს თუ არა კაცი, რომელმაც მელიქიშვილზე მიმდინარე აქციაზე ქალს ხელი დაარტყა, წილოსანმა უპასუხა, რომ ის არ არის სამართალდამცავი სტრუქტურა და სამართლებრივ შეფასებას ვერ გააკეთებს.„პოლიტიკურად შევაფასებ და ვიტყვი, რომ ფაშისტური დაჯგუფება, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გადაადგილდება დედაქალაქში, ყველა ადამიანს ავიწროებს - განურჩევლად სქესისა და ასაკისა, მოქალაქეებს უზღუდავენ გადაადგილებას და ამას სპეციალურად აკეთებენ იმისთვის, რომ რაღაცით პასუხგაცემული იყოს. ზუსტად ეს ფაშისტური დაჯგუფება მიუვარდა ჩვენს ჯგუფს, აგინებდნენ და შეურაცხყოფდნენ, მოუწყვეს პატარა აგრესიული მიტინგი. ამ ყველაფრის ფონზე, როცა ადამიანებმა საკუთარი ემოციით გამოხატეს მოქმედება, ჩემთვის ეს პოლიტიკური შეფასება გასაგებია. ეს ფაშისტური დაჯგუფება, როგორც ჩანს, დაკომპლექტებულია ქალებისგან, რომლებიც სამწუხაროდ, კარგად არიან დატრენინგებული, როგორ გამოიყვანონ ადამიანი წყობიდან“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.
პოლიტიკა • 1757422828

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი, რათა უმოკლეს ვადებში გათავისუფლდეს დაკავებული საქართველოს მოქალაქე, რაზეც პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საოკუპაციო ძალას.“ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი, რათა უმოკლეს ვადებში გათავისუფლდეს დაკავებული საქართველოს მოქალაქე, რაზეც პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საოკუპაციო ძალას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სამართალი • 1757422499