ნიკა გვარამია - მოსამართლეს იგივე წარმატებით შეეძლო დაედგინა, რომ ნიკა მელია „კაციჭამიაა“, ბავშვებს იტაცებს, სიგიჟეს ვუყურებდით საათების განმავლობაში - ადამიანმა წყალი შეასხა კი არა, საერთოდ, როგორ უძლებს ნერვები ყველა ჩვენგანს

პოლიტიკა 1748614770
ახალი

[მოსამართლეს] იგივე წარმატებით შეეძლო დაედგინა, რომ ნიკა მელია „კაციჭამიაა“, ბავშვებს იტაცებს, არ ვიცი, სიგიჟეს ვუყურებდით საათების განმავლობაში, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა და ნიკა მელიას ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლაზე.

მისივე თქმით, ნიკა მელია უკანონო პატიმარია. ამასთან, გვარამიამ ისაუბრა მელიას მიერ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის სასამართლო პროცესზე წყლის შესხმის ფაქტზე.

„ადამიანმა წყალი შეასხა კი არა, საერთოდ, როგორ უძლებს ნერვები ყველა ჩვენგანს, განსაკუთრებით მოქალაქეებს, რომლებსაც მართლა მართლმსაჯულება სჭირდებათ, პოლიტიკოსები მიჩვეულები მაინც ვართ და ვიცით, რაზეა ლაპარაკი, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ახლა, ეს კაცი არის უკანონო პატიმარი. მოსამართლე შვანგირაძეს ჰყავს უკანონო პატიმარი. ვიმეორებ, არა იმიტომ, რომ არასწორად განმარტა ნორმა, ან მტკიცებულებების გარეშე მიუსაჯა - არა, დაარღვია კანონის ის მოთხოვნა, რომ ადამიანი ამ ვითარებაში პატიმრობაში არ შეიძლება იყოს, წერტილი აქ!

ფაქტი არის ამბავი და ფაქტი არის ის, რომ ადამიანი დააკავეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ იყო შესაძლებლობა, რომ კანონით დადგენილი მოთხოვნები შეესრულებინა“, - განაცხადა გვარამიამ.

მისი განმარტებით, აბსურდია საუბარი იმაზე, რომ ნიკა მელიას შეფარდებული 50 000 ლარის გირაოს გადახდისთვის 29 დღე ჰქონდა განსაზღვრული.

„აბსურდია, 29 დღე ამ მიზნებისთვის უდრის 3 საათს! არანაირი სხვაობა არ არის. თუ 29 დღე შეეძლო გადახდა, 3 საათშიც შეეძლო. 3 საათი იყო გადამწყვეტი მოსამართლისთვის და არა, მელიასთვის. მოსამართლისთვის არის გადამწყვეტი ის, რომ სანამ ეს 3 საათი არ გავა, მანამდე პირი არ შეიძლება პატიმრობაში გაუშვას, წერტილი! არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, რას ფიქრობს, რას აცხადებს და ა.შ. გირაოს გადახდას რომ არ აპირებდა პროკურატურამ იცის, ეს ყველამ იცოდა, შეეცვალათ მაშინ, 29 რატომ ფიგურირებდა?! არაფერი, ეს ტექნიკურად გაეპარა პროკურატურას, მერე მოიგონა, რომ ვითომ არ იყო, მერე სანამ ვადა გავიდოდა უკანონოდ გაიტაცეს. ამას მართლმსაჯულება არ ჰქვია არცერთ ენაზე.

მოსამართლე იჯდა მჩხიბავივით, რაღაცებს ვარაუდობდა, კითხულობდა და მე მკითხავი არ ვარ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი განმარტებით, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს მელიას მიმართ არ გასჩენია შეკითხვა, თუ რატომ დააკავეს ის 29 მაისს.

„ამით არც დაინტერესებულა. ის მაინც გამოეკვლია, ადამიანი მართლა თავისუფლებააღკვეთილი იყო, თუ არა“, - განაცხადა გვარამიამ და აღნიშნა, რომ „ოლიგარქია უნდა დაემხოს, სხვანაირად არაფერი გამოვა“.

უახლესი
ოცნება
ბიძინა ივანიშვილი-ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია! ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით, გუნდთან ერთად მოიპოვა

"ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგებას ულოცავს.ბიძინა ივანიშვილი ამ გამარჯვებას ასევე ულოცავს საქართველოს და კვარაცხელიას უსურვებს, რომ “მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო.“ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია!ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით, გუნდთან ერთად მოიპოვა!ვულოცავ მთელ საქართველოს, ვინაიდან, თითოეული ჩვენგანისთვის ეს გამარჯვება დიდი სიხარულისა და სიამაყის მომტანია.მჯერა, რომ ეს მიღწევა ხვიჩას კარიერულ გზაზე კიდევ უფრო მეტი წარმატებისა და გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენს ღირსეულ ფეხბურთელს ვუსურვებ, რომ მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო”- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.     

საზოგადოება 1748760941

პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი კაია კალასისა და მარტა კოსის განცხადებაზე - ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნის მიმართ ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა აუცილებელია

ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნის მიმართ ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა აუცილებელია, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადებას.„ევროპული კურსის შეჩერებასა და რუსული კანონების დაწესებაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ამაოა. მაგრამ, ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა პროევროპელი საქართველოს მოქალაქეებისა და ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ მათი მოთხოვნის მიმართ აუცილებელია!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.ცნობისთვის, დღეს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნეს, რომ „საქართველოს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს“.„მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ ცოტა ხნის წინ მიღებულ კანონებთან ერთად, ეს განსხვავებული აზრის ჩახშობის, თავისუფლებების შეზღუდვისა და აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის სივრცის კიდევ უფრო შევიწროების მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ კიდევ ერთ აგრესიულ ნაბიჯს წარმოადგენს. ეს რეპრესიული ზომები საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების არსებობასა და მისი მოქალაქეების მომავალს თავისუფალ და ღია საზოგადოებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

პოლიტიკა 1748760918

პოლონეთი
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მედიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ დაინიშნა, რაც 18 მაისს პირველ ტურში მონაწილე 13 კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ მიიღო ხმების ნახევარზე მეტი.მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი გადავიდა: ვარშავის მერი რაფალ ტრჟასკოვსკი „სამოქალაქო პლატფორმიდან“, რომელმაც ხმების 31.36% მიიღო და ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დირექტორი კაროლ ნავროცკი, 29.54%-ით.პოლონეთის პრეზიდენტი ის კანდიდატი გახდება, რომელიც მეორე ტურში ამომრჩევლების ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

მსოფლიო 1748760867

პარი სენ-ჟერმენი
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „ინტერთან”, “პარი სენ-ჟერმენმა“ ანგარიშით 5:0 მოიგო. მატჩის ერთ-ერთი, მე-4 გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.თავდაპირველად, შეხვედრის პირველი ნახევარი „პსჟ”-ს უპირატესობით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.კერძოდ, მატჩის მე-13 წუთზე პირველი გოლით ანგარიში „პსჟ”-ს ფეხბურთელმა, აშრაფ ჰაკიმმა გახსნა. მეორე გოლით გუნდის უპირატესობა დეზირე დუემ 21-ე წუთზე მოუტანა.რაც შეეხება შეხვედრის მეორე ნახევარს, 64-ე წუთზე მეტოქის კარში გოლი კვლავ დეზირე დუემ გაიტანა. მატჩის 73-ე წუთზე კი გუნდისთვის მეოთხე გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. 86-ე წუთზე კი შეხვედრის ფინალური გოლი „პსჟ“-ის ფეხბურთელმა, სენი მაიულუმ გაიტანა.ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ფრანგული „პსჟ“ და იტალიური „ინტერი“ მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ დაუპირისპირდნენ.„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგო. გუნდს აქამდე ერთხელ ჰქონდა ფინალში ნათამაშები, 2020 წელს პარიზელები მიუნხენის „ბაიერნთან“ დამარცხდნენ.

სპორტი 1748760818

პარლ თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი - 2023 წელს, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ბრიუსელი, მელიას საქმეზე, ცილს სწამებდა ქართულ სახელმწიფოს - 2025 წელს, ნაცვლად ბოდიშისა, ბრიუსელის მხრიდან ახალი ცილისწამება მივიღეთ

2023 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თქვა, რომ ბრიუსელი, მელიას საქმეზე, ცილს სწამებდა ქართულ სახელმწიფოს - 2025 წელს, ნაცვლად ბოდიშისა, მივიღეთ ახალი ცილისწამება ბრიუსელის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.როგორც ის აღნიშნავს, ბრიუსელი, მაშინ, რაიმე ღირებულებების ერთგული რომ ყოფილიყო, ბოდიშს მოუხდიდა ქართველ ხალხს.,,2021 წელსაც, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ასე ესხმოდა თავს ბრიუსელი კანონის უზენაესობას და დემოკრატიას.2023 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თქვა, რომ ბრიუსელი, მელიას საქმეზე, ცილს სწამებდა ქართულ სახელმწიფოს. ბრიუსელი, მაშინ, რაიმე ღირებულებების ერთგული რომ ყოფილიყო, ბოდიშს მოუხდიდა ქართველ ხალხს.2025 წელს, ნაცვლად ბოდიშისა, მივიღეთ ახალი ცილისწამება ბრიუსელის მხრიდან.ექსტრემიზმის გამართლება და მხარდაჭერა დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება,” - წერს პაპუაშვილი

პოლიტიკა 1748674610

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე - 26 ოქტომბერი გადამწყვეტი მომენტია
ჯო უილსონი - „ქართული ოცნების“ რეჟიმი და მისი თაღლითი თოჯინების მმართველი, ბიძინა ივანიშვილი, „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ შუა დერეფნის კრიტიკულ მინერალებზე წვდომას აძლევს, აშშ-ს კი ბლოკავს - ტრამპი არ მოტყუვდება

„ქართული ოცნების“ რეჟიმი „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ შუა დერეფნის კრიტიკულ მინერალებზე წვდომას აძლევს, ამავდროულად კი, აშშ-ს ბლოკავს, - ამის შესახებ კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.„არალეგიტიმური „ქართული კოშმარის“ რეჟიმი აშშ-ს მოთხოვნებს უყენებს მაშინაც კი, როდესაც ის მრავალმილიონიანი კონტრაქტებით „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ მის ინფრასტრუქტურაზე კონტროლს ანიჭებს. ეჭვიც არ შეგეპაროთ, „ქართული ოცნების“ რეჟიმი და მისი თაღლითი თოჯინების მმართველი, ბიძინა ივანიშვილი, „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ შუა დერეფნის კრიტიკულ მინერალებზე წვდომას აძლევს, ამავდროულად კი, აშშ-ს ბლოკავს. პრეზიდენტი ტრამპი არ მოტყუვდება და შეურაცხყოფასაც არ მიიღებს“, - წერს ჯო უილსონი.

მსოფლიო 1748674589