1753088473 • საზოგადოება
ბრიანსკის და კურსკის ოლქებში ხიდების ჩამონგრევასთან დაკავშირებულ საქმეებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო დირექტორატი იძიებს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრე ბასტრიკინის დავალებით, ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში მომხდარი ინციდენტების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები მთავარ საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა, - ამის შესახებ დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სვეტლანა პეტრენკომ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის დავალებით, ბრიანსკის და კურსკის ოლქებში მომხდარი ინციდენტების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები სააგენტოს მთავარ საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა“, - აღნიშნა პეტრენკომ.
ცნობისთვის, უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ოლქებში, ბრიანსკსა და კურსკში, ღამით ორი ხიდი ჩამოინგრა. ბრიანსკში ხიდის ჩამონგრევის გამო სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივი და ვაგონები ლიანდაგებიდან გადავიდა. დაიღუპა სულ მცირე შვიდი ადამიანი და დაშავდა 66. მოსკოვის რკინიგზამ Telegram-ზე განაცხადა, რომ ხიდი „უკანონო ჩარევის“ შედეგად ჩამოინგრა. მოგვიანებით, რუსეთის რკინიგზამ განაცხადა, რომ ღამით, კურსკის ოლქში ხიდის ჩანგრევის გამო, დიზელის ლოკომოტივი და სატვირთო მატარებლის სამი სატვირთო ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა. ინციდენტის შედეგად, ლოკომოტივის მძღოლმა ფეხის ტრავმა მიიღო, სხვა არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა რამე კავშირი აღნიშნულ ორ ინციდენტს შორის.

ვნახე ორივე კადრი კარგი განათებით. აქ არც სისხლის შეფერილობა შეგვინიშნავს. სრულიად შემართებით, გამოიყურება [ირაკლი დგებუაძე] წუთ ნახევრის შემდეგ - წამიერი ტკივილი არ განიხილება ტკივილად, - ამის შესახებ ექსპერტმა ნათია ხარატმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პროცესზე განაცხადა, სადაც ის მოწმის სახით იკითხება.როგორც მან აღნიშნა, მომხდარის შემდეგ, ირაკლი დგებუაძეს ფიზიოლოგიური ცვლილება არ აქვს.„სისხლძარღვები თუ დაზიანდა, შეიძლება ფერი შეიცვალოს, ბევრი რამ განსაზღვრავს ტკივილს, მაგრამ ამის დამადასტურებელი ობიექტური ნიშანი არ ჩანს. დგებუაძეს ჩივილი არ აქვს. რეალური დაზიანების ნიშნები ამ მომენტისათვის არ გვაქვს, პოტენციურ საფრთხეს რაც შეეხება, შესაძლოა, ყოფილიყო ჩალურჯება, მაგალითად, თუ წაიქეცი და გეტკინა, ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე საათში ეს ზიანი გამოჩნდა. ასევე, შეიძლება ადამიანი დაიბადოს ისე, რომ არ ჰქონდეს ტკივილი. მწვავე ტკივილს არ მოყვა არანაირი ზიანი, რამდენიმე საათის შემდეგ არ განვითარდა ანთებითი პროცესი. ამ ადამიანის [ირაკლი დგებუაძის] მენტალურ ჯანმრთელობაზე ვერ ვისაუბრებ. ის საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობს. მგონია, რომ გავლილი აქვს შესაბამისი პროცედურები და არ მგონია, ამ მენტალობის ადამიანები მუშაობდნენ.მწვავე ტკივილი ყოველთვის რაღაცით გამოისახება, ყოველთვის მოჰყვება მოტორული აქტივობა. როდესაც სახის ტკივილზე ვსაუბრობთ, მასზე პასუხისმგებელია სამწვერა ნერვი, სამწვერა ნერვის ტკივილი ლათინურად არის „ტოკ დოლორეს“ ანუ ტკივილიანი შეცვლა სახის, სახის ასიმეტრია. ტკივილს აქვს სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები. სუბიექტური შეფასებისთვის, ვსარგებლობთ შემდეგით: ვეუბნებით ადამიანს, როგორ ფიქრობ, სად არის შენი ტკივილი? ათბალიან სკალის ფარგლებში ხდება შეფასება. ტირილიც შეიძლება სუბიექტურად განვსაზღვროთ. განსხვავებული ტკივილის ამტანობა აქვს ქალსა და მამაკაცს, მოხუცსა და ბავშვს. ობიექტური მონაცემებია: ფერი შეეცვალა, იმდენად ეტკინა, რომ გაფითრდა, ან მესამე დღეს გაყვითლდა ან ჩალურჯდა. ობიექტური მონაცემია, რეფლექსური პასუხი ცრემლი, ან დაჯდომა ან გონების კარგვა.ტკივილის შეფასებას განსაზღვრავს ადამიანის ასაკი, წონა, გამოცდილება. აქ ჩვენ ფიზიოლოგიური ცვლილება არ გვაქვს. არცერთი ობიექტური ნიშანი არ გვაქვს, დარტყმის პროცესში სახე უეცრად გაწითლდა.ვნახე ორივე კადრი კარგი განათებით. აქ არც სისხლის შეფერილობა შეგვინიშნავს. სრულიად შემართებით, გამოიყურება [ირაკლი დგებუაძე] წუთ ნახევრის შემდეგ [სილის გაწვნიდან]. მე მივიღე დასკვნა, რომ მას არ ჰქონია ჩივილი, არც შემდეგ გამოჩენილა, როდესაც სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნა ვიხილეთ.წამიერი ტკივილი არ განიხილება ტკივილად. სიწითლე ჰაერიდან არ მოდის, სიწითლეზე პასუხისმგებელი ჩვენ არ ვართ, ამას ჩვენ ვერ ვმართავთ. ეს სიწითლე არანაირად არ შეიძლება 30 წუთის შემდეგ გაჩნდეს. ფსიქოლოგიურად შეიძლება განვიხილოთ, რომ ამ ადამიანის [ირაკლი დგებუაძის] შესაძლო ფსიქოლოგიურ აშლილობასთან გვაქვს საქმე.ეს შეიძლება აიხსნას ასე: შეიძლება ერთი წლის წინ მოხდა, პოსტტრავმული შედეგია, ბავშვობაში ან შეყვარებულთან…სახეში დარტყმის ხმა იყო სუსტი ტაშის შემოკვრის მსგავსი - ბოლოს როდის იყავით სუხიშვილების კონცერტზე? ტაშის დაკვრა რომ მტკივნეული იყოს, არ დავუკრავდით ტაშს. ტაშის შემდეგ რეაბილიტაცია არ გვჭირდება. ეს ჩემი სუბიექტური პოზიციაა, რომ გავამყარო ობიექტურობა,“ - განაცხადა ნათია ხარატმა.ამასთან, პროკურორი შოთა ჩხაიძე მოწმის, ნათია ხარატისა და მზია ამაღლობელის ადვოკატების მხრიდან მოითხოვდა, ექსპერტის დასკვნაზე ბეჭდის და სარეგისტრაციო ნომრის ჩვენებას.აღნიშნული საკითხი მხარეებს შორის შელაპარაკების მიზეზი გახდა. ამ წუთებში პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული.
პოლიტიკა • 1753099259

გიორგი ბაჩიაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით მოთხოვნა უკვე რამდენიმე დღეა დაყენებულია პენიტენციური სამსახურის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, არ მგონია, რომ რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა ჟურნალისტებთან განაცხადა.რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი ბაჩიაშვილის საკანში შესახლებული პატიმარი კახი მეტრეველი, რომელმაც მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, ქსნის ციხის პატიმარია, ადვოკატი აცხადებს, რომ მან ეს მედიის საშუალებით გაიგო.„გიორგი ბაჩიაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით მოთხოვნა უკვე რამდენიმე დღეა დაყენებულია პენიტენციური სამსახურის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, არ მგონია, რომ რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი.რაც შეეხება, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გასული კვირის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში ვნახულობდით, ის აგრძელებდა მკურნალობას იმ დაზიანებების გათვალისწინებით, რომელიც მას მიაყენეს და შეინიშნებოდა პოზიტიური დინამიკა.{რაც შეეხება კახი მეტრეველის შესახებ ინფორმაციას], ჩვენთვის ეს ცნობილი მედიის საშუალებით გახდა. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია დადგინდეს - ის ნახევრად ღია თუ დახურული რეჟიმის პირობებში იხდიდა სასჯელს და როდის და რომელი დაწესებულებიდან, რა სამართლებრივი საფუძვლით იქნა გადმოყვანილი მე-8 დაწესებულებაში. ეს ინფორმაცია მოგვცემს საშუალებას გავიგოთ, თუ რა იდგა თავდასხმის უკან. ჩვენ მივმართავთ სახალხო დამცველს და მოვითხოვთ ამ საკითხის შესწავლას. ვფიქრობ, რომ გამოძიებაც უნდა დაინტერესდეს. მომავალ დღეებში, როდესაც ჩვენ მოთხოვნას გავაკეთებთ, რომ გიორგი ბაჩიაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ, მოვითხოვთ, რომ მე-8 პენიტენციური, „ვივამედისა“ და საბადრაგო სამსახურის სამხრე კამერები იყოს ამოღებული და დაარქივებული, რის შემდეგაც ჩვენ შეგვეძლება ამ ვიდეო მასალებს გავეცნოთ“,- განაცხადა დავით ჯანდიერმა.
პოლიტიკა • 1753099187

სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფად მიიჩნევა ჯგუფი, რომელიც არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და რომელშიც არ არის აუცილებელი, ფორმალურად იყოს განაწილებული როლები მის წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა. ამას თუ პროკურორები დაამტკიცებენ, ყოჩაღ ამათ, - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.მან სხდომაზე სისხლის სამართლის კოდექსიდან ის მუხლი წაიკითხა, რომელთაც დაკავებულებს ბრალი აქვთ წაყენებული.„ხელში მიჭირავს სისხლის სამართლის კოდექსი, ჩვენ ვდავობთ 225-ე მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს... თქვენ გვედავებით ამ ჯგუფში მონაწილეობას ხომ?.. ამავე სისხლის სამართლის კოდექსში წერია ჯგუფური ძალადობის განმარტება. რომ დადასტურდეს, რასაც გვედავება პროკურატურა, უნდა აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს: „დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად ან რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება“.აქვე შენიშვნაა: სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფად მიიჩნევა ჯგუფი, რომელიც არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და რომელშიც არ არის აუცილებელი, ფორმალურად იყოს განაწილებული როლები მის წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა. ამას თუ პროკურორები დაამტკიცებენ, ყოჩაღ ამათ“, - განცხადა ჭიჭინაძემ.ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალი • 1753099144

გადარჩენისა და მშვიდობის აღდგენის ერთადერთი შანსი შებრძოლებაა. დიქტატორები არასდროს ჩერდებიან თავისი ნებით. დაშოშმინება მხოლოდ კიდევ უფრო დიდ ომებამდე მიგვიყვანს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.მისი თქმით, საფრთხე მხოლოდ რუსეთის მეზობლებს არ ემუქრება და მთელი კაცობრიობა რისკის ქვეშაა.“თუ აგრესორების ახალი ღერძი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ის აქ არ გაჩერდება. სწორედ ამიტომ, საფრთხე მხოლოდ რუსეთის მეზობლებს არ ემუქრება - მთელი ევროპა რისკის ქვეშაა, ისევე როგორც გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები და მთელი კაცობრიობა”, - აცხადებს ერმაკი.
კონფლიქტები • 1753088648

ის, რაც კობახიძემ სამი დღის წინ ივანიშვილის დავალებით განაცხადა, არის პოლიტიკური სითავხედე და პირდაპირი დანაშაული - ანუ, ამერიკას და ევროკავშირს „პატიოსანი რუსეთის“ წინააღმდეგ პირდაპირ აგრესორ ძალად განიხილავს, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.მისი შეფასებით, ვითარება, რომელშიც ახლა სახელმწიფო იმყოფება, პოლიტიკურად რომ შეფასდეს ნიშნავს, რომ საქართველო რუსეთის მოკავშირე, მეგობარი სახელმწიფო გახდა, რომელიც უკრაინის მიმართ მტრულ ქვეყნად იქცა და რომელიც დასავლეთს მტრულ ძალად აღიქვამს.„ის, რაც კობახიძემ სამი დღის წინ ივანიშვილის დავალებით განაცხადა, არის პოლიტიკური სითავხედე და პირდაპირი დანაშაული. ანუ ევროკავშირის სამხედრო ძლიერების ზრდა რუსეთისადმი საფრთხედ დააკავშირა. ამერიკას და ევროკავშირს „პატიოსანი რუსეთის“ წინააღმდეგ პირდაპირ აგრესორ ძალად განიხილავს. ასეთი განცხადება სერიოზული დაფიქრებისა და პოლიტიკური კონტექსტის გარეშე, არასდროს კეთდება. რუსეთს პირდაპირ უთხრა, რომ ჩვენ თქვენს ორბიტაზე ვბრუნდებითო“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.გოცირიძის შეფასებით, „პოლიტიკური იზოლაციის შედეგად, საქართველო, ფაქტობრივად, დასავლური ეკონომიკური ცხოვრებიდან გაირიყება.“„პანდემია რომ დამთავრდა, ჯერ კიდევ არ ვიყავით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და მასშტაბური დახმარების შესახებ მოლოდინები არ იყო. მოლაპარაკების რეჟიმში რომ გადავსულიყავით, როგორც მოლდოვა და უკრაინა, უზარმაზარი, მრავალმილიარდიანი პროექტები დაიწყებოდა საქართველოში. ევროკავშირი საქართველოს 2027 წლამდე 4,5 მილიარდს დაჰპირდა, სად არის ეს 4.5 მილიარდი? სამაგიეროდ 2.5 მილიარდს მიიღებს სომხეთი, რომელიც საერთოდ არ არის ევროკავშირის წევრი კვეყანა, არც უვიზო რეჟიმშია და დსთ-ს ქვეყანაა... ასევე დავკარგეთ უზარმაზარი რესურსები, ნახევარი მილიარდი, რაც გამოყოფილი იყო ევროკავშირიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან. ზოგიერთი ამბობს, რატომ არ ეტყობა ან ლარს ან ცხოვრებასო? - ეკონომიკას ინერციის თვისება აქვს. 1-2 დღეში არ გამოჩნდება, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძებთ და ვნახავთ, რომ უფსკრულის ქვეშ გავიღვიძებთ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.პოლიტიკოსის თქმით, საგარეო იზოლაციის პირობებში დაიწყება „ფულის შიმშილი“, რის გამოც „ქართული ოცნება“ „ყველას, მათ შორის ბიზნესს მიადგება“.„ბიზნესასოციაცია, სადაც ბობოლა ბიზნესმენები არიან თავმოყრილი, ძოვენ ხელისუფლების ხელიდან - ისინი იღებენ ტენდერებს, აშენებენ გზებს, სპორტის სასახლეებს, ინფრასტრუქტურულ თუ სხვა სახის პროექტებს. ბიუჯეტი იძარცვება - ბიზნესი სასათბურე მდგომარეობაში იღებს სხვადასხვა პროექტს. ყველა ბიზნესმენი, რომელიც ამ ასოციაციაშია, რამდენიმეს გამოკლებით, თბილისში ცათამბჯენებს აშენებს, არიან ივანიშვილის აპოლოგეტები, ფულს უხდიან „ქართულ ოცნებას“ და რეკლამას პროპაგანდისტულ არხებს აძლევენ... დღეს ბიზნესი თუ რაიმეთი დაცულია - ეს არის ქუჩის აქციები, პოლიტიკური ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო პარტნიორები - მათ შორის, ევროპარლამენტის რეზოლუციები. როგორც კი ეს ძალები დასუსტდება, მიადგებიან ყველას, რადგან საგარეო იზოლაციის პირობებში დაიწყება ფულის შიმშილი, ბიუჯეტში ფული არ შემოვა, ინვესტიციები არ შემოდის, კაპიტალის გასვლა დაიწყება. როცა ბიუჯეტი შესავსები იქნება, ჯერ დაბარებული ჰყავდათ პრემიერთან და თხოვნით შეატანინეს, ხვალ თითოეულ ბიზნესთან მივლენ და გაჩნდება შევარდნაძის დროინდელი ცნება - გადასახადების ამოღება... ბიუჯეტი იძარცვება და უკვე მიადგნენ ბიზნესებს, როცა ბიუჯეტში უკმარისობაა. რა შიდა ომიც მიდის, ეს ბიუჯეტის შევსებისთვის არ არის. ეს არის მოპარული ქონებების გადანაწილებისთვის. რაც შეეხება საბიუჯეტო დანაკლისს, ესენი ბიზნესთან ჯერ დიალოგის გზით აკეთებენ, ხვალ მოსთხოვენ და ზეგ ძალით ამოიღებენ - ასეთია ლოგიკა. ასეთი გამონათქვამია - ჯერ შენიანს ურტყი, რომ სხვისიანებს ეშინოდეთ. ახლა თავისიანებს ურტყამენ და ეს გაფრთხილებაა, რომ ვინც რუსული რეჟიმის სამსახურში არ იქნებით, ჩემიანს ვიჭერ და სხვისიანო შენც დაგიჭერო“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.რაც შეეხება კითხვას, რომელიც SWIFT-დან საქართველოს გათიშვის შესახებ ევროკავშირისადმი ევროპარლამენტის მოწოდებას, ასევე ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთა შორისი გადახდების სისტემასთან თანამშრომლობის შესაძლო დაწყებას შეეხებოდა, გოცირიძემ უპასუხა, რომ SWIFT-დან გათიშვას ვერავითარი ჩინური იუანი ვერ უშველის და ეს კატასტროფა იქნება.„ეს ჩინური სისტემა ანგარიშსწორების გადახდის სისტემაა. ეს ისეთივეა, როგორიც SWIFT-ი. SWIFT მთელ მსოფლიოშია. მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც მასში გაერთიანებული არ არის. ანგარიშსწორება დასავლეთის ქვეყნის ვალუტებში - დოლარსა და ევროში ხდება... რუსეთის 25-მდე ბანკი დასანქცირებულია, ახლა 22 დაემატა, მაგრამ რუსეთში 300 ბანკია და დანარჩენი ბანკები ანგარიშებს ჩინეთში სწორედ ამ საგადასახადო სისტემის მეშვეობით ხსნიან. ჩინური იუანია რუსეთის ეკონომიკის ფინანსური გადამრჩენელი. რა მოხდა საქართველოში? - ეროვნულ ბანკში ამ სისტემის პრეზიდენტი ჩამოვიდა - ეს წარმოუდგენელი რაღაცაა. უპრეცედენტო შემთხვევაა, ასე დააფასეს საქართველოს ეროვნული ბანკი ჩინელებმა, რომ ამ სისტემის პირველი პირი ჩამოდის? უკვე სერიოზული განაცხადია - საქართველოს ეუბნებიან, რომ თუ SWIFT-დან გაითიშე, როგორც რუსეთი, რა გზაც ირანმა გაიარა, იმ გზით დაგეხმარებით ჩვენ. ფაქტობრივად უკვე SWIFT-დან გათიშვისთვის ემზადებიან. SWIFT-დან გათიშვას ვერავითარი ჩინური იუანი ვერ უშველის, ეს კატასტროფა იქნება, ხალხი გამოვა და დაამხობს ხელისუფლებას, რადგან ემიგრანტი 1 თეთრსაც ვერ გადმორიცხავს, ტურისტი ვერ შემოვა და სხვ.“, - აღნიშნა გოცირიძემ.რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებულ კითხვას, გოცირიძემ უპასუხა, რომ „ეს კატასტროფა იქნება“.„ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ უვიზოდ ხომ ვიყავითო - კი ვიყავით, მაგრამ როცა ვიზაზე განაცხადი შეგქონდა, იქ 70% კმაყოფილდებოდა და 30% უარს ეუბნებოდნენ. თან ისეთი ადამიანები მიდიოდნენ, ვისაც რაიმე გარანტიები და საშუალება ჰქონდა ევროპაში წასასვლელად. ევროპაში ვერავინ ვერ შევა, რადგან ყველა განაცხადი ევროპაში გაპარვის შედეგად იქნება აღქმული... ამას ექნება უმძიმესი პოლიტიკური შედეგი - ვკარგავთ ფულს, ჯანმრთელობის გადარჩენის საშუალებას, ნდობას. ეს იქნება განაცხადი, რომ საქართველო გარიყული ქვეყანაა“, - განმარტა გოცირიძემ.
პოლიტიკა • 1753088612

„ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რას სთხოვს ბრიუსელი - ქართველი კაცების გათხოვებას, თუ ომში დახოცვას - ჯერ ამაზე ჩამოყალიბდნენ და მერე შევეცდები პასუხი გავცე იმიტომ, რომ ისინი ყოველ დღე ჩვენებას ცვლიან , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, ევროპარლამენტი, ბოლო გზავნილით, „ქართულ ოცნებას“ მოუწოდეს, რომ სამართლიანი, ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს.„თუკი ვინმე არაფერ შუაშია ევროკავშირთან, ეს არის „ქართული ოცნება“. საკითხი ძალიან მარტივად დგას, თუკი „ქართული ოცნება“ საქართველოს ხელისუფლებას არ მმართავს, ჩვენი გზა ევროპისკენ ხსნილია. იქამდე, სანამ მათ კონსტიტუციური გადატრიალების გზით ხელისუფლება მიტაცებული აქვთ, მანამდე საქართველოს არავითარი შანსი ევროპულ გზაზე არ აქვს.ჩვენ ევროპარლამენტის ბოლო გზავნილიც ვნახეთ, სადაც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდეს, რომ სამართლიანი, ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იქამდე ქართული სახელმწიფო არის მმართული, იმ ორგანიზაციის მიერ, რომელიც ევროპარლამენტის მიერ აღიარებული არ არის, როგორც ხელისუფლება.როდესაც კონკრეტულ ოჯახში გაწევრიანება გსურს, რომელსაც ცივილიზაციურად ვეკუთვნით, ხომ? - მიმაჩნია, რომ შოთა რუსთაველი და უილიამ შექსპირი ერთი ცივილიზაციის ნაწილი არიან, ასევე, მიმაჩნია, რომ როგორც გელათი, ბაგრატის ტაძრები, ისე პარიზის ღვითისშობლის ტაძარი არის ერთი ცივილიზაციის ნაწილი. როდესაც ამ ცივილიზაციას საბჭოთა უბედურების შემდეგ უბრუნდები, მას შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ ის წესები [დაიცვა], რაც არსებობს. მაგალითად: არჩევნები არ უნდა გააყალბო, ადამიანის უფლებები უნდა დაიცვა - ამ პრინციპებს თუ არ უღალატებ, მარტივად ამ ცივილიზაციის სრულფასოვანი ნაწილი ხდები. „ქართულ ოცნებას“ ეს ფეხებზე ჰკიდი, ამაშია მთელი საქმე. აქედან გამომდინარე, საკითხი მარტივად დგას, ან სრულფასოვანი ევროპული ცივილიზაციის ნაწილია ჩვენი ხელისუფლებაც, ან არა“, - განაცხადა სანიკიძემ.გარდა ამისა, სანიკიძე ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. სანიკიძის განმარტებით, „ქართულ ოცნებას“ არავითარი გამოძიება იმ განცხადებებებზე არ უწარმოებია, რასაც მიხეილ სააკაშვილი მის მოწამვლასთნ დაკავშირებით აკეთებდა, საპირისპირო მათ ვერ და არ დაამტკიცეს“.„ის სამედიცინო დასკვენები არსად გამქრალა, „ქართულ ოცნებას“ არავითარი გამოძიება იმ განცხადებებებზე არ უწარმოებია, რასაც მიხეილ სააკაშვილი მის მოწამვლასთნ დაკავშირებით აკეთებდა, საპირისპირო მათ ვერ და არ დაამტკიცეს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ბუნებრივია, იმ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო დასკვნებს ეყრდნობიან, რომელიც უცხოელი ექსპერტების მხრიდან აქამდეც გაკეთებული იყო“, - აღნიშნა სანიკიძემ.ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „როდესაც საქართველოს მიმართ ბრიუსელის პრეტენზიებში ვინმე სამართლიანობის რაიმე მარცვალს ეძებს, არ დაგვავიწყდეს, ეს ის ბრიუსელია, რომელმაც სააკაშვილის დემენცია გამოიგონა და დემარშებით ციხიდან მის დახსნას ცდილობდა, სანამ სტრასბურგის სასამართლომ, ამ აფერას, ბოლო არ მოუღო”.
პოლიტიკა • 1753088576