თემურ ჭყონია - მე იმდენი რამ მაწუხებს, ერთი შეხვედრა არ ეყოფა - არ მგონია, კრიზისზე ერთ საათში წყდებოდეს თემა

 ბიზნესმენი

მე იმდენი რამ მაწუხებს, რომ ამას ერთი შეხვედრა არ ეყოფა. არ მგონია, კრიზისზე ერთ საათში წყდებოდეს თემა, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრამდე განუცხადა.

„ჩემი სათქმელისთვის არ ვარ, მე მგონი, დაბარებული. მე იმდენი რამ მაწუხებს, რომ ამას ერთი შეხვედრა არ ეყოფა. არ მგონია, კრიზისზე ერთ საათში წყდებოდეს თემა“,-აღნიშნა ჭყონიამ.

კითხვაზე, როგორ იმოქმედებს „ლელოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაკავება, ჭყონია აღნიშანვს, რომ „ცუდად“.

„ჩემი ორი მეგობარი რომ არის დაკავებული, შეწუხებული ვარ“, - აღნიშნა ჭყონიამ.

მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებისა და პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის შეხვედრა მიმდინარეობს.

უახლესი
მტავრობა
მთავრობის ადმინისტრაცია ირაკლი კობახიძისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით ტენდენციებსა და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპზე, რომლითაც საქართველო ფართო რეგიონსა და ევროპაში პირველ ადგილზეა.პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვანია მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის პოზიციების გასამყარებლად და ამ მიმართულებას მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.„მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ქვეყანაში სიღარიბის შემცირებისა და დასაქმების ზრდის კუთხით არსებულ პოზიტიურ მაჩვენებლებზე. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გასულ წელს 68 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაშიც დიდია ბიზნესის წვლილი, ვინაიდან სწორედ ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს და ბიზნესმენებს მადლობა გადაუხადა.პრემიერი ასევე შეეხო ფისკალური კუთხით არსებულ დადებით მაჩვენებლებს, დაბალ ინფლაციას, ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობას და განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დასაჩქარებლად მთავრობა აქტიურად მუშაობს.ბიზნესთან შეხვედრისას ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა კორუფციის მაქსიმალურად შემცირების მიზნით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებებზე. აღინიშნა, რომ კორუფცია აფერხებს ეკონომიკის განვითარებას და ყველაფერი გაკეთდება კორუფციის დონის მაქსიმალურად შესამცირებლად. პრემიერის თქმით, ეს პოლიტიკური ნება არსებობს და საკადრო ცვლილებებშიც უპირატესობა კეთილსინდისიერებას ენიჭება.მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში გადაიდგა, მათ შორის - მთავრობის ყველა სამართლებრივი აქტის გამჭვირვალობა, უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკის აღკვეთა, აგრეთვე მსხვილი შესყიდვების დეტალური კონტროლი, რასაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი ახორციელებს.პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას ბიზნესის სხვადასხვა სფეროს 80-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ეკონომიკა 1751648901

ხალხის ძალა
მიხეილ ყაველაშვილი - ვთავაზობ ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შეწყალების თაობაზე

მიხეილ ყაველაშვილი მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს სთავაზობს, მიმართონ შეწყალების შესახებ განცხადებით და დაადასტურონ საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რის შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს მათი შეწყალების თაობაზე.ყაველაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და ყველა პარტიამ შეძლოს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება.„ზუსტად სამ თვეში, 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც საქართველოს მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულო უნდა აირჩიოს. მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის რეგისტრირებული და არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს. ასევე მნიშვნელოვანია, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს.როგორც საზოგადოებას მოეხსენება, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის კონკრეტული ლიდერები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იხდიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამ გარემოების გათვალისწინებით, ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე”, - წერს ყაველაშვილი "ფეისბუქზე".

პოლიტიკა 1751648751

მთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციას მთავრობა საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს

უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციას მთავრობა საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს დღეს უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.„უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციასთან დაკავშირებით კომისიის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე პოზიციები საბოლოოდ შეაჯერეს. დოკუმენტი შემდგომი სრულყოფის მიზნით, დარგის სპეციალისტებთან, უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებთან და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განიხილება, რის შემდეგაც საბოლოო დოკუმენტი ფართო საზოგადოებას წარედგინება. უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციაზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ კონცეფცია მოიცავს იმ საკითხებს, რაც შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში მოაგვარებს გამოწვევებს, რომლის წინაშეც უმაღლესი განათლების სისტემა დგას.როგორც სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, კონცეფციის საფუძველზე შესაძლებელი იქნება, რომ ქვეყანაში გაუმჯობესდეს უმაღლესი განათლების ხარისხი და შეიქმნას სისტემა, რომლის პირობებშიც, ახალგაზრდები ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლების მიღებას საქართველოში შეძლებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლიტიკა 1751636081

აშშ
დონალდ ტრამპი - ზელენსკისთან ვისაუბრებ, ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინთან საუბრით - არ მგონია, რომ ის შეჩერებას აპირებდეს და ეს ძალიან ცუდია

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც გუშინ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა, დღეს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.„პრეზიდენტ ზელენსკისთან ვისაუბრებ. ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტ პუტინთან გამართული საუბრით. არ მგონია, რომ ის შეჩერებას აპირებდეს და ეს ძალიან ცუდია“, - აღნიშნა ტრამპმა.შეგახსენებთ, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით გუშინ ისაუბრეს. დონალდ ტრამპის განცხადებით, პუტინთან სატელეფონო საუბრისას ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია.„მასთან საერთოდ არანაირი პროგრესი არ მქონია. გვქონდა სატელეფონო საუბარი. ეს საკმაოდ ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი იყო. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მათ შორის ირანზე და ასევე, როგორც იცით, უკრაინასთან ომზე და მე ამით არ ვარ კმაყოფილი, არ ვარ კმაყოფილი“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

კონფლიქტები 1751636043

სემ
სემეკში რუსთავის წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) რუსთავის წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხებთან დაკავშირებით  შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე,  რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა რეხვიაშვილი და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელი პირები. შეხვედრაზე განიხილეს რუსთავში მიმდინარე და დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები, იმსჯელეს წყალმომარაგებისა და წყალარინების  მომსახურების გაუმჯობესების მიზნით საინვესტიციო პროექტების შესრულების პროცესზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ დაჩქარდებ სამუშაოების განხორციელება, რომელსაც მონიტორინგს გაუწევენ რუსთავის მერია და სემეკი.წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე რუსთავში მიმდინარე პროექტები რამდენიმე დღის წინ ასევე განიხილეს რეგიონული განვითარების სამინისტროში. აღსანიშნავია, რომ 2022-2024 წლებში რუსთავის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციისათვის  შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. 

საზოგადოება 1751631726

პუტინი ზოგადი
დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ რუსეთს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა სურს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთის ფედერაცია დაინტერესებულია ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნების მიღწევით და უმჯობესია, რომ ეს პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით გახდეს შესაძლებელი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„საუბრის დროს პრეზიდენტმა პუტინმა გაიმეორა, რომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ იმით, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს მივაღწიოთ და უმჯობესია, ეს პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით განხორციელდეს“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.შეგახსენებთ, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით გუშინ ისაუბრეს. დონალდ ტრამპის განცხადებით, პუტინთან სატელეფონო საუბრისას ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია. „მასთან საერთოდ არანაირი პროგრესი არ მქონია. გვქონდა სატელეფონო საუბარი. ეს საკმაოდ ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი იყო. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მათ შორის ირანზე და ასევე, როგორც იცით, უკრაინასთან ომზე და მე ამით არ ვარ კმაყოფილი, არ ვარ კმაყოფილი“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

მსოფლიო 1751631661