1753169725 • სამართალი
რომან გოცირიძე - საგარეო იზოლაციის პირობებში დაიწყება „ფულის შიმშილი“, ამიტომ მიადგებიან ყველას, მათ შორის ბიზნესს - გაჩნდება შევარდნაძის დროინდელი ცნება „გადასახადების ამოღება“

ის, რაც კობახიძემ სამი დღის წინ ივანიშვილის დავალებით განაცხადა, არის პოლიტიკური სითავხედე და პირდაპირი დანაშაული - ანუ, ამერიკას და ევროკავშირს „პატიოსანი რუსეთის“ წინააღმდეგ პირდაპირ აგრესორ ძალად განიხილავს, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
მისი შეფასებით, ვითარება, რომელშიც ახლა სახელმწიფო იმყოფება, პოლიტიკურად რომ შეფასდეს ნიშნავს, რომ საქართველო რუსეთის მოკავშირე, მეგობარი სახელმწიფო გახდა, რომელიც უკრაინის მიმართ მტრულ ქვეყნად იქცა და რომელიც დასავლეთს მტრულ ძალად აღიქვამს.
„ის, რაც კობახიძემ სამი დღის წინ ივანიშვილის დავალებით განაცხადა, არის პოლიტიკური სითავხედე და პირდაპირი დანაშაული. ანუ ევროკავშირის სამხედრო ძლიერების ზრდა რუსეთისადმი საფრთხედ დააკავშირა. ამერიკას და ევროკავშირს „პატიოსანი რუსეთის“ წინააღმდეგ პირდაპირ აგრესორ ძალად განიხილავს. ასეთი განცხადება სერიოზული დაფიქრებისა და პოლიტიკური კონტექსტის გარეშე, არასდროს კეთდება. რუსეთს პირდაპირ უთხრა, რომ ჩვენ თქვენს ორბიტაზე ვბრუნდებითო“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
გოცირიძის შეფასებით, „პოლიტიკური იზოლაციის შედეგად, საქართველო, ფაქტობრივად, დასავლური ეკონომიკური ცხოვრებიდან გაირიყება.“
„პანდემია რომ დამთავრდა, ჯერ კიდევ არ ვიყავით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და მასშტაბური დახმარების შესახებ მოლოდინები არ იყო. მოლაპარაკების რეჟიმში რომ გადავსულიყავით, როგორც მოლდოვა და უკრაინა, უზარმაზარი, მრავალმილიარდიანი პროექტები დაიწყებოდა საქართველოში. ევროკავშირი საქართველოს 2027 წლამდე 4,5 მილიარდს დაჰპირდა, სად არის ეს 4.5 მილიარდი? სამაგიეროდ 2.5 მილიარდს მიიღებს სომხეთი, რომელიც საერთოდ არ არის ევროკავშირის წევრი კვეყანა, არც უვიზო რეჟიმშია და დსთ-ს ქვეყანაა... ასევე დავკარგეთ უზარმაზარი რესურსები, ნახევარი მილიარდი, რაც გამოყოფილი იყო ევროკავშირიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან. ზოგიერთი ამბობს, რატომ არ ეტყობა ან ლარს ან ცხოვრებასო? - ეკონომიკას ინერციის თვისება აქვს. 1-2 დღეში არ გამოჩნდება, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძებთ და ვნახავთ, რომ უფსკრულის ქვეშ გავიღვიძებთ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
პოლიტიკოსის თქმით, საგარეო იზოლაციის პირობებში დაიწყება „ფულის შიმშილი“, რის გამოც „ქართული ოცნება“ „ყველას, მათ შორის ბიზნესს მიადგება“.
„ბიზნესასოციაცია, სადაც ბობოლა ბიზნესმენები არიან თავმოყრილი, ძოვენ ხელისუფლების ხელიდან - ისინი იღებენ ტენდერებს, აშენებენ გზებს, სპორტის სასახლეებს, ინფრასტრუქტურულ თუ სხვა სახის პროექტებს. ბიუჯეტი იძარცვება - ბიზნესი სასათბურე მდგომარეობაში იღებს სხვადასხვა პროექტს. ყველა ბიზნესმენი, რომელიც ამ ასოციაციაშია, რამდენიმეს გამოკლებით, თბილისში ცათამბჯენებს აშენებს, არიან ივანიშვილის აპოლოგეტები, ფულს უხდიან „ქართულ ოცნებას“ და რეკლამას პროპაგანდისტულ არხებს აძლევენ... დღეს ბიზნესი თუ რაიმეთი დაცულია - ეს არის ქუჩის აქციები, პოლიტიკური ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო პარტნიორები - მათ შორის, ევროპარლამენტის რეზოლუციები. როგორც კი ეს ძალები დასუსტდება, მიადგებიან ყველას, რადგან საგარეო იზოლაციის პირობებში დაიწყება ფულის შიმშილი, ბიუჯეტში ფული არ შემოვა, ინვესტიციები არ შემოდის, კაპიტალის გასვლა დაიწყება. როცა ბიუჯეტი შესავსები იქნება, ჯერ დაბარებული ჰყავდათ პრემიერთან და თხოვნით შეატანინეს, ხვალ თითოეულ ბიზნესთან მივლენ და გაჩნდება შევარდნაძის დროინდელი ცნება - გადასახადების ამოღება... ბიუჯეტი იძარცვება და უკვე მიადგნენ ბიზნესებს, როცა ბიუჯეტში უკმარისობაა. რა შიდა ომიც მიდის, ეს ბიუჯეტის შევსებისთვის არ არის. ეს არის მოპარული ქონებების გადანაწილებისთვის. რაც შეეხება საბიუჯეტო დანაკლისს, ესენი ბიზნესთან ჯერ დიალოგის გზით აკეთებენ, ხვალ მოსთხოვენ და ზეგ ძალით ამოიღებენ - ასეთია ლოგიკა. ასეთი გამონათქვამია - ჯერ შენიანს ურტყი, რომ სხვისიანებს ეშინოდეთ. ახლა თავისიანებს ურტყამენ და ეს გაფრთხილებაა, რომ ვინც რუსული რეჟიმის სამსახურში არ იქნებით, ჩემიანს ვიჭერ და სხვისიანო შენც დაგიჭერო“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
რაც შეეხება კითხვას, რომელიც SWIFT-დან საქართველოს გათიშვის შესახებ ევროკავშირისადმი ევროპარლამენტის მოწოდებას, ასევე ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთა შორისი გადახდების სისტემასთან თანამშრომლობის შესაძლო დაწყებას შეეხებოდა, გოცირიძემ უპასუხა, რომ SWIFT-დან გათიშვას ვერავითარი ჩინური იუანი ვერ უშველის და ეს კატასტროფა იქნება.
„ეს ჩინური სისტემა ანგარიშსწორების გადახდის სისტემაა. ეს ისეთივეა, როგორიც SWIFT-ი. SWIFT მთელ მსოფლიოშია. მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც მასში გაერთიანებული არ არის. ანგარიშსწორება დასავლეთის ქვეყნის ვალუტებში - დოლარსა და ევროში ხდება... რუსეთის 25-მდე ბანკი დასანქცირებულია, ახლა 22 დაემატა, მაგრამ რუსეთში 300 ბანკია და დანარჩენი ბანკები ანგარიშებს ჩინეთში სწორედ ამ საგადასახადო სისტემის მეშვეობით ხსნიან. ჩინური იუანია რუსეთის ეკონომიკის ფინანსური გადამრჩენელი. რა მოხდა საქართველოში? - ეროვნულ ბანკში ამ სისტემის პრეზიდენტი ჩამოვიდა - ეს წარმოუდგენელი რაღაცაა. უპრეცედენტო შემთხვევაა, ასე დააფასეს საქართველოს ეროვნული ბანკი ჩინელებმა, რომ ამ სისტემის პირველი პირი ჩამოდის? უკვე სერიოზული განაცხადია - საქართველოს ეუბნებიან, რომ თუ SWIFT-დან გაითიშე, როგორც რუსეთი, რა გზაც ირანმა გაიარა, იმ გზით დაგეხმარებით ჩვენ. ფაქტობრივად უკვე SWIFT-დან გათიშვისთვის ემზადებიან. SWIFT-დან გათიშვას ვერავითარი ჩინური იუანი ვერ უშველის, ეს კატასტროფა იქნება, ხალხი გამოვა და დაამხობს ხელისუფლებას, რადგან ემიგრანტი 1 თეთრსაც ვერ გადმორიცხავს, ტურისტი ვერ შემოვა და სხვ.“, - აღნიშნა გოცირიძემ.
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებულ კითხვას, გოცირიძემ უპასუხა, რომ „ეს კატასტროფა იქნება“.
„ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ უვიზოდ ხომ ვიყავითო - კი ვიყავით, მაგრამ როცა ვიზაზე განაცხადი შეგქონდა, იქ 70% კმაყოფილდებოდა და 30% უარს ეუბნებოდნენ. თან ისეთი ადამიანები მიდიოდნენ, ვისაც რაიმე გარანტიები და საშუალება ჰქონდა ევროპაში წასასვლელად. ევროპაში ვერავინ ვერ შევა, რადგან ყველა განაცხადი ევროპაში გაპარვის შედეგად იქნება აღქმული... ამას ექნება უმძიმესი პოლიტიკური შედეგი - ვკარგავთ ფულს, ჯანმრთელობის გადარჩენის საშუალებას, ნდობას. ეს იქნება განაცხადი, რომ საქართველო გარიყული ქვეყანაა“, - განმარტა გოცირიძემ.

რამდენიმე დღეა პროპაგანდისტული მედია „არკვევს", გვთხოვს თუ არა ბრიუსელი კაცების ძალად დათხოვებას და ყოველ წელს ასი ნარჩევი გოგო-ბიჭის მიგვრას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ის აღნიშნავს, „სერიოზული საკითხის არამოტივირებულ ღლიცინში გადატანა ნაცადი პროპაგანდისტული ხერხია, რათა მთავარი საკითხი ყურადღების მიღმა დარჩეს“.„რამდენიმე დღეა პროპაგანდისტული მედია „არკვევს“, გვთხოვს თუ არა ბრიუსელი კაცების ძალად დათხოვებას და ყოველ წელს ასი ნარჩევი გოგო-ბიჭის მიგვრას. ამ ვითომდა „გამორკვევის“ მიზანი, სინამდვილეში, მათი პროპაგანდით ნაკვები აუდიტორიისთვის ემოციური შოკის დღიური რაციონის მიცემაა. სერიოზული საკითხის არამოტივირებულ ღლიცინში გადატანა ხომ ნაცადი პროპაგანდისტული ხერხია, რათა მთავარი საკითხი ყურადღების მიღმა დარჩეს.მთავარი კი ისაა, რომ ბრიუსელმა, რატომღაც (?), რეფერენდუმად გამოცხადებულ საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის მიერ ხმამიცემული და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად, ყველა ტრადიციული რელიგიის მიერ მხარდაჭერილი კანონის სრული გაუქმება მოითხოვა. იმ კანონისა, რომელზეც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ერიც და ბერიც შეთანხმებულია და რომელსაც, უვიზო მიმოსვლასთან, წესით, არანაირი კავშირი არ აქვს.ბრიუსელის მაამებელი პროპაგანდის კვალი ჩანს მედიის ქცევაშიც, რომლებიც არაფრის ძალით არ მიმართავენ ამ საკითხში „გარკვევის" ყველაზე სწრაფ გზას, ევროკავშირის ელჩისთვის მარტივი კითხვების დასმას. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის ელჩი, როგორც სხვა დროს, არ დაზარდებათ და პასუხს გასცემს მათ კითხვებს: უნდა გაუქმდეს თუ არა, ერთნაირსქესიანთა ქორწინების და ქორწინების ალტერნატიული სამართლებრივი კავშირის აკრძალვა? უნდა გაუქმდეს თუ არა სქესის სამართლებრივად შეცვლის აკრძალვა? უნდა გაუქმდეს თუ არა ოფიციალურ დოკუმენტებში ბიოლოგიურისგან განსხვავებული სქესის მითითების აკრძალვა? უნდა გაუქმდეს თუ არა ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა?“, - წერს პაპუაშვილი.
პოლიტიკა • 1753169864

რა აერთიანებს პროდასავლურ ოპოზიციას? - ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და ივანიშვილის რუსული რეჟიმის გასტუმრება, რა უშლის ამას ხელს? - თავდასხმები, შეურაცხყოფა და ბულინგი ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიის გამო,- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის წერილშია ნათქვამი, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, „არა რუსულ არჩევნებს” არის ფოკუსის დაკარგვა.„არა რუსულ არჩევნებს“ არის ფოკუსის დაკარგვა! მოთხოვნა უნდა იყოს - “კი ახალ საპარლამენტო არჩევნებს!” და “თავისუფლება სინდისის პატიმრებს!”არ შეიძლება ორჯერ მოიპოვო ის, რაც ერთხელ უკვე მოპოვებული გაქვს. “ქართული ოცნების”არალეგიტიმურობა დამტკიცებული და განცხადებულია საერთაშორისო დონეზე.რეგიონების დონეზე არჩევნების ბოიკოტი ნიშნავს „ქართული ოცნების” სრულად ჩაბეტონებას ყველა დონეზე.რა აერთიანებს პროდასავლურ ოპოზიციას? - ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და ივანიშვილის რუსული რეჟიმის გასტუმრება!რა უშლის ამას ხელს? - თავდასხმები, შეურაცხყოფა და ბულინგი ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიის გამო“,- წერს მამუკა ხაზარაძე.
პოლიტიკა • 1753169832

გათხოვილ კაცებზე „ღადაობით“ უნდა გაგვაუქმებინონ ოჯახური ღირებულებების კანონი? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“ წერს.მდინარაძის თქმით, „დიპ-სტეიტის“ აგენტურა კალაპოტიდანაა ამოვარდნილი.„გათხოვილ კაცებზე „ღადაობით“ უნდა გაგვაუქმებინონ ოჯახური ღირებულებების კანონი?ასეთი გოიმური დავალების შესრულება როგორ შეიძლება?!ძალიან ამოვარდა დიფ აგენტურა კალაპოტიდან“, - წერს მამუკა მდინარაძე.
პოლიტიკა • 1753169808

„გლობალ მედის“ რეანიმაციის ხელმძღვანელის, კობა ბალიაშვილის განცხადებით, ქალი, რომელიც 14 ივლისს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე კორპუსის სახურავის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, სავარაუდოდ, დღეს კლინიკიდან გაეწერება.როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.„პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დიდი გონივრული ეჭვი მაქვს, რომ დღეს გავწერ სახლში. კვლავ რეანიმაციაშია და რეანიმაციიდან გაეწერება. საკონტროლო კვლევებიც გავუკეთეთ გუშინ“, - განაცხადა კობა ბალიაშვილმა.ცნობისთვის, 14 ივლისს, საღამოს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთი პირი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.ასევე, მომხდარიდან მალევე, საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთა გასახლებაც დაიწყო, რომლებიც ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადაიყვანეს.
საზოგადოება • 1753169778

დააკავეს პაციენტი, რომელიც გუშინ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ექთანს თავს დაესხა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) არის დაკავებული.ინფორმაციისთვის, გუშინ დილით, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში, პაციენტი ექთანს თავს დაესხა. როგორც „ინტერპრესნიუსს“კლინიკაში განუცხადეს, ექთანს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება და მის სიცოცხლეა საფრთხე არ ემუქრება.„შემოყვანილი იქნა პაციენტი, 37 წლის ქალბატონი. მას უტარდებოდა ყველა საჭირო ღონისძიება, რაც საჭირო იყო. მოულოდნელად თავს დაესხა ჩვენს ექთანს, საბედნიეროდ, დაზიანებები ზედაპირულია, მის სიცოცხლეა საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი მხრიდან მყისიერად გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება. გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია და აღნიშნული პიროვნება შესაბამის უწყებაში გადაიყვანეს“, - აღნიშნავენ კლინიკაში.
სამართალი • 1753169725

მეტი ერთიანობა არის მეტი ძალა, მეტი ძალა არის მეტი ნდობა და მეტი რეალური შესაძლებლობა გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, პატიმრობაში მყოფი გიორგი ვაშაძის წერილშია ნათქვამი, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.გიორგი ვაშაძე საპატიმრო დაწესებულებიდან ავრცელებს საკუთარ მოსაზრებას, თუ რა არის საჭირო გამარჯვების მისაღწევად.ვაშაძის შეფასებით, კარგია ე.წ. არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტიის ფორმატი, თუმცა არასაკმარისია.„მეგობრებო, საპატიმრო დაწესებულებიდან გიგზავნით ჩემს ხედვას, როგორ მივაღწიოთ გამარჯვებას.მოკლედ რომ ვთქვათ, ეს დოკუმენტი არის იმის შესახებ, რომ მეტი ერთიანობა არის მეტი ძალა, მეტი ძალა არის მეტი ნდობა და მეტი რეალური შესაძლებლობა გამარჯვებისთვის.ჩვენმა მოქალაქეებმა ეს კარგად იციან, უბრალოდ პირველ ნაბიჯს ჩვენგან ელოდებიან.გამარჯვების გზა - ძალა ერთობაშია. გამარჯვების გზა ჩვენს ერთიანობაზე, მძლავრი ალტერნატივის ფორმირებაზე გადის. 1. რა დაამარცხებს იმედგაცრუებას? - ჩვენი გაერთიანება; 2. რა გაააქტიურებს პროტესტს? - ჩვენი გაერთიანება; 3. რა დააჩქარებს პარტნიორების ქმედებებს? - ჩვენი გაერთიანება, ძლიერი ალტერნატივის და წინააღმდეგობის დანახვება; 4. რა ჩამოშლის „ქართულ ოცნებას“? - ჩვენი გაერთიანება; 5. რა დააჩქარებს გამარჯვებას? -ჩვენი გაერთიანება.როგორი გაერთიანება გვჭირდება?პროდასავლური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები ერთიანდებიან სისტემურ, პარიტეტულ პრინციპზე დაფუძნებულ ფორმატში, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანასა და ეფექტურ მართვაზე.გაერთიანება მოქმედებს ერთიანი სახელით - საერთო ბრენდის ქვეშ, რაც მკაფიოდ აჩვენებს საზოგადოებას რომ არსებობს არა დაქსაქსული და ერთმანეთთან დაპირისპირებული, არამედ ერთიანი, ძლიერი გრავიტაციის ცენტრი, ამასთან, ყველა ჯგუფი ინარჩუნებს საკუთარ იდენტობას.ამ დოკუმენტის შესაბამისად ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებებს, ერთად მონაწილეობენ მომავალ ახალ საპარლამენტო არჩევნებში და საზოგადოებას სთავაზობენ ძლიერ, რეალურ ალტერნატივას.კარგი იქნება თუ ეს ერთობა თავდაპირველად შეიქმნება ე.წ. არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტიისა და „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ბაზაზე.შესავალი - ფაქტია, ერთად უფრო ძლიერები ვართ. ერთიანობას სჭირდება კომპრომისი, კომპრომისის გარეშე გაგვიჭირდება. დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი ფუნდამენტიც კომპრომისია.დროა, აბსტრაქტული საუბრიდან გადავიდეთ კონკრეტულ ქმედებებზე. კარგია ე.წ. არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტიის ფორმატი, თუმცა არ არის საკმარისი.ეს დოკუმენტი გამიზნულია შინაარსობრივი დისკუსიისთვის, წარმოდგენილი გადაწყვეტები, მექანიზმები ჩვენი მოსაზრებაა. მზად ვართ მოვისმინოთ რეკომენდაციები ან ალტერნატივები, რომ მოკლე დროში საბოლოო დოკუმენტამდე/შეთანხმებამდე მივიდეთ.რეალურად ჩვენ მართლა მეტნი ვართ და როგორც კი ჩვენი აქტიურობით და სწორი კამპანიით ეს ციფრებში გამოიხატება, (მაგალითად ობიექტურ კვლევებში ჩვენ ვიქნებით პირველ ადგილზე, „ქოცი“ მეორეზე) უსწრაფესად დაიწყება ცვლილებების პროცესი და ყველას მოუწევს ამ რეალობისთვის ანგარიშის გაწევა.დღეს არ არის არჩევანი პოლიტიკურ გემოვნებებს შორის, მემარცხენე თუ მემარჯვენე, ლიბერალურ თუ კონსერვატიულ მიდგომას შორის, დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყნის გადარჩენის არჩევანი: ღარიბი, სუსტი, დაუცველი, კორუფციული, ოლიგარქიული საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ - რასაც რეჟიმი გვთავაზობს თუ მდიდარი, ძლიერი, ერთიანი, დაცული, დემოკრატიული, რეგიონის ლიდერი საქართველო, ძლიერი ევროკავშირის წევრი და ძლიერი ამერიკის ღირსეული პარტნიორი - რასაც ჩვენ ვთავაზობთ.ვიმეორებ, კომპრომისის გარეშე ერთიანობას ვერ მივაღწევთ. კომპრომისი პროდასავლურ, პატრიოტულ ფლანგზე, უკომპრომისობა - „ოცნებასთან“ მიმართებაში!„ქართული ოცნების“ პროპაგანდა არც „დიფ სთეითის“, არც ომის, არც „ნაცების“ შიშის ყალბ პროპაგანდაზე არ დგას - ესენი მხოლოდ დამხმარეა. მათი პროპაგანდის მთავარი ღერძი ჩვენი სისუსტე, დაქსაქსულობა და ურთიერთ თავდასხმებია.ის რეიტინგი რაც „ოცნებას“ უფიქსირდება 30 თუ 35%, იმიტომ კი არ აქვთ რომ ამდენ ხალხს ტვინი გამოურეცხეს და ხალხი ანტი ევროპელი, ანტი დემოკრატი, ანტიამერიკელი, პრორუსი გახდა ან კიდევ მოსწონთ ახალგაზრდების ცემა, დაჭერა და ა.შ. არამედ ისინი ჩვენთან შედარებით უფრო კონსოლიდირებულები და ძლიერები ჩანან.შესაბამისად, ჩვენი ამოცანა ნომერი ერთი არის ძალის ჩვენება, არა გაფანტული უმრავლესობა, არამედ კონსოლიდირებული, ძლიერი ერთობა, რაც გაცილებით მეტია (მათ შორის ციფრებით) ვიდრე რეჟიმი.რატომ ვერ ვერთიანდებით?თითქოს ყველა ვთანხმდებით, რომ საჭიროა ერთიანობა, მაგრამ ზოგადი საუბარი საკმარისი არ არის. თუ ყველას გვინდა და მხარს ვუჭერთ ერთიანობას, მაშინ რატომ ვერ ვერთიანდებით? - ამას მეკითხებოდნენ მოქალაქეებიც და პასუხი საჭიროა ჩვენი ერთიანობით.ხშირად მეც (და ალბათ საზოგადოებასაც) მიჩნდება განცდა, რომ:ზოგს ნამდვილად სურს ერთიანობა; ზოგი უბრალოდ საუბრობს ერთიანობაზე.მე შევეცდები, ერთიანობის ჩემეული ხედვა შემოგთავაზოთ.ერთიანობის საფუძვლები - ერთიანობისთვის აუცილებელია: 1. მიზანი, რის გარშემოც ვერთიანდებით; 2. ამოცანები - მიზნის მისაღწევად; 3. პრინციპები, რაზეც ვთანხმდებით; 4. გაერთიანების სტრუქტურა; 5. გადაწყვეტილებების მიღების წესი; 6. ერთიანობის შტაბი - მექანიზმი, რითაც ვახდენთ ამ ერთიანობის რეალიზებას; 7. ფინანსები (ფანდრაიზინგი); 8. ქართული დამოუკიდებელი მედია.ვფიქრობ, სწორედ ამ მექანიზმით უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებზეც, რაც პოზიციის მიუხედავად, ყველასთვის სავალდებულო უნდა ყოფილიყო შესასრულებლად.1. მიზანი: საქართველოს დაბრუნება დემოკრატიული განვითარების გზაზე; • ძალაუფლების დაბრუნება ხალხისთვის; ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის აღდგენა; დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრულყოფა;2. ამოცანები: ახალი წესებით საპარლამენტო არჩევნების ჩატარება; ყველა სინდისის პატიმრის გათავისუფლება; რეჟიმის ცვლილება;3. პრინციპები: ვივიწყებთ განსხვავებებს – ერთიანობა მოქმედებს საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით; ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ ერთად; კონსენსუსის არ არსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე; გადაწყვეტილება რევიზიას აღარ ექვემდებარება; გადაწყვეტილება სავალდებულოა გაერთიანების ყველა წევრისთვის.4. გაერთიანების სტრუქტურა: პარიტეტული პრინციპით შედგება გაერთიანების საბჭო:4.1. პოლიტიკური პარტიები4.1.1. 8 პარტია, რომელიც არ მონაწილეობს ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში. (თითო პარტიას თითო ადგილი)“,- წერს ვაშაძე.ამასთან, მისი შეფასებით, თუ „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ უარს იტყვიან ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, შეიძლება მათი შემოერთება ამ გაერთიანებაში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ უარს იტყვიან პოზიციის გადახედვაზე და სისტემურ ერთიანობაში მონაწილეობაზე, გაერთიანება უნდა შეიქმნას მათ გარეშე.„ლელოს“ და გახარიას რაც შეეხება, თუ ისინი გადახედავენ პოზიციას და უარს იტყვიან ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, შეიძლება მათი შემოერთება ამ გაერთიანებაში.თუ გახარია, „ლელო“ და ელისაშვილი უარს იტყვიან პოზიციის გადახედვაზე და სისტემურ ერთიანობაში მონაწილეობაზე, (მაგალითად გახარია ყოველთვის ასე იქცევა) გაერთიანება უნდა შეიქმნას მათ გარეშე;4.1.2 გაერთიანებაში ერთი წარმომადგენლით შეუძლია ასევე შევიდეს პარტიას, რომელსაც არ მიუღია არჩევნებში მონაწილეობა ან ვერ გადალახეს ბარიერი, ამისთვის ისინი:ა. უნდა იზიარებდნენ გაერთიანების მიზნებსა და ამოცანებს;ბ. შეუერთდნენ ქართულ ქარტიას, რომელიც ერთად უნდა განვაახლოთ;გ. უნდა იყვნენ რეგისტრირებული როგორც პოლიტიკური პარტია;დ. პარტიის გაერთიანებაში შეყვანა წყდება ხმათა უმრავლესობით, გარდა „წინააღმდეგობის პლატფორმაში“ და სხვა უკვე შექმნილ სტრუქტურაში წარმოდგენილი პარტიებისა. ისინი ავტომატურად შევლენ.4.2. საზოგადოებრივი/საპროტესტო/სამოქალაქო ჯგუფებიგაერთიანების საბჭოში ხმის უფლებით წარმოდგენილნი უნდა იყვნენ ის ჯგუფები, რომლებიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.მათი წარმომადგენლების ჯამური რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს პარტიული სუბიექტების რაოდენობას.წარმომადგენლების არჩევის მექანიზმზე თვითონ უნდა ჩამოყალიბდნენ.აქ ჩამოვწერ იმ ჯგუფებს, რომლებსაც ყოველდღე ვხედავთ, შეიძლება ვინმე გამომრჩეს რისთვისაც ბოდიშს ვიხდი:4.2.1 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი - ბევრი საინტერესო ჯგუფი და ადამიანია გაერთიანებული. კარგად შეძლეს 26 მაისს მრავალი სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება. (თავად შეთანხმდნენ რამდენი დელეგატით იქნებიან წარმოდგენილი)4.2.2 დაიტოვე - აქტიური წინააღმდეგობისა და პროტესტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფი;4.2.3 რუსთაველის გამზირი - პაატა ბურჭულაძესთან ერთად „რუსთაველის გამზირი“ აქტიურად მოქმედებს. ბატონმა პაატამ არაერთხელ საკუთარ თავზეც აიღო რისკიანი გადაწყვეტილება, მაგალითად 9 აპრილს. ის დიდი ნდობით სარგებლობს და მნიშვნელოვანია მისი გაერთიანებაში მონაწილეობა.4.2.4 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები - უმნიშვნელოვანესი ცოდნა და გამოცდილებაა დაგროვილი სამოქალაქო სექტორში. მათი მანდატიდან გამომდინარე, შესაძლოა უარი თქვან თუმცა, ის ვინც დათანხმდება აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი ხოლო ვინც ამ ფორმატში არ იქნება მათთან გაერთიანება გააგრძელებს თანამშრომლობას.4.2.5 საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა - აქტიურად მუშაობენ საარჩევნო და სხვა თემებზე ამიტომ კარგი იქნება ისინიც თუ იქნებიან წარმოდგენილები გაერთიანებაში.4.2.6 სინდისის პატიმრების მშობლები - მნიშვნელოვანია მათი აქტიური ჩართულობა;4.2.7 კულტურის სფეროს წარმომადგენლები - კარგად ორგანიზებული და საზოგადოებისთვის პატივსაცემი ჯგუფია, პროტესტის წინა ხაზზე არიან;4.2.8 სტუდენტური ორგანიზაციები - აუცილებელია ახალგაზრდების ჩართულობა, ბევრი საინტერესო ახალგაზრდული ჯგუფი და ორგანიზაციაა, მათი აქტიურობა გადამწყვეტია;4.2.9 ასევე წარმომადგენელი ემიგრანტების ჯგუფებიდან.4.3. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის როლიქალბატონ სალომეს ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია აქვს როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ეს გაერთიანება მიზანშეწონილია ჩამოყალიბდეს მის მიერ ინიცირებული „წინააღმდეგობის პლატფორმის“ და ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტიის ბაზაზე.უფრო მეტიც, ვფიქრობ, ამ გაერთიანებას სალომე ზურაბიშვილმა უნდა უხელმძღვანელოს, მესმის, ბევრი აკრიტიკებს მაგრამ ჩვენც უნდა მივეხმაროთ.მე მასთან ბოლო 2 თვის მანძილზე მქონდა ურთიერთობა და დავრწმუნდი მის გულწრფელ სურვილში დააბრუნოს საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე.ეს დოკუმენტი არ ეწინააღმდეგება ქალბატონი სალომეს ბოლო განცხადებას, პირიქით, ავსებს მას.შენიშვნა: შესაძლოა გარკვეული ინტერეს ჯგუფი გამომრჩა რისთვისაც ბოდიშს გიხდით. მთავარია დავიწყოთ, კარი რა თქმა უნდა ყველასთვის ღია იქნება.5. გადაწყვეტილებების მიღების წესი: გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის საფუძველზე; კონსენსუსის არარსებობის შემთხვევაში – ხმათა უმრავლესობით; თანაბარ ხმებზე – სალომე ზურაბიშვილის ხმა გადამწყვეტია; გადაწყვეტილება სავალდებულოა ყველა წევრისთვის; თუ პირი ვერ დაესწრო გადაწყვეტილების მიღების პროცესს, მიღებული გადაწყვეტილების შესრულება მაინც სავალდებულოა.5.1. სახალხო ჩართულობით მიღებული გადაწყვეტილებები: ზურაბ ჯაფარიძის შემოთავაზებაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებები შეიძლება მიღებულ იქნას საერთო სახალხო ჩართულობით, პირდაპირი დემოკრატიის წესით:* ამისთვის იქმნება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა/აპლიკაცია;* აპლიკაციაში რეგისტრაცია შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს;* ხმის მიცემის წესს ამტკიცებს გაერთიანების საბჭო;* აპლიკაცია კეთდება ბლოკჩეინის ბაზაზე, (ეს არ არის ჩემი ახირება) რაც უზრუნველყოფს რეგისტრირებულის ანონიმურობას, ხმის მიცემის კონფიდენციალურობას და სისტემის დაცულობას.ამ ნაწილზე საკუთარ წერილში ბევრი ისაუბრა ზურა ჯაფარიძემ, ჩვენც ბევრი გვისაუბრია ამაზე, რამდენიმე არსებული გადაწყვეტაც განვიხილეთ და ვფიქრობ, ამის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვებისთვის.ამ სისტემის დანერგვა გამოიწვევს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ფართო ჩართულობას რაც გაზრდის ჩვენს მხარდაჭერას, გადაწყვეტილებასაც მეტი ლეგიტიმაცია და ხალხის ნდობა ექნება, უფრო მეტიც, ჩვენ ვაჩვენებთ რეჟიმისგან სრულიად განსხვავებულ არაერთპიროვნული მართვის მოდელს, მმართველობის ახალ კულტურას.6. ერთიანობის შტაბი - მექანიზმი, რითაც ვახდენთ ამ ერთიანობის რეალიზებასგაერთიანების საბჭოს პარალელურად იქმნება შტაბი, რომელიც:* უზრუნველყოფს გაერთიანების ყოველდღიურ მუშაობას.* დაკომპლექტებულია სრული განაკვეთით მომუშავე პროფესიონალებისგან.* მუშაობს საარჩევნო კამპანიის შტაბის სტილში.შტაბის სტრუქტურაზე მოგვიანებით გაგაცნობთ ჩემს ხედვას, დადებითი გამოხმაურების შემთხვევაში.7. ფინანსები: რაღა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ფინანსების მობილიზება. ვფიქრობ, ძირითადი ნაწილი შეიძლება იყოს ე.წ. ქრაუდფანდინგი. დეტალურად შეგვიძლია მოგვიანებით ვიმსჯელოთ შეთანხმების პარალელურად.8. ქართული დამოუკიდებელი მედია: მედია ურთულეს მდგომარეობაშია. ამასთან მისი როლი გადამწყვეტია, რომ ხმა მივაწვდინოთ თანამემამულეებს. მედიის წარმომადგენლებს მინდა გთხოვოთ, დავიწყოთ ამ დოკუმენტში არსებული გაერთიანების კონკრეტული მოდელის ფართო განხილვა და გაშუქება რათა ერთიანობა არ იყოს ეფემერული.დასკვნა:1. შესაძლოა რთული ჩანს, მაგრამ თუ ვითარებას რეალურად შევაფასებთ, ვფიქრობ, გზა გამარჯვებამდე ნამდვილ ერთიანობაზე გადის;2. ყველა საკითხი ვერ მოვიცავი დოკუმენტში, შევეცადე ყოფილიყო მაქსიმალურად მოკლე. ერთად შეგვიძლია დავხვეწოთ და დავამუშაოთ;3. წარმოდგენილი გადაწყვეტები რაოდენობებზე, გადაწყვეტილებების მიღების წესზე და ა.შ. ვფიქრობ მაქსიმალურად ითვალისწინებს არსებულ ვითარებას, რა თქმა უნდა ცვლილებები შესაძლებელია;4. ვფიქრობ, გაერთიანების ფორმირებაზე რაც შეიძლება მალე უნდა მოვახერხოთ შეთანხმება;5. ჩვენი გამარჯვების დაჩქარება პირდაპირ დამოკიდებულია გაერთიანების ჩამოყალიბებაზე. ეს დაანახებს საზოგადოებას მოძალადე რეჟიმის ალტერნატივას, გააძლიერებს პროტესტს და დააჩქარებს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ქმედით ნაბიჯებს;6. გთხოვთ, სრულად გაეცნოთ და ვისაც სურვილი გექნებათ შეგიძლიათ მომწეროთ თქვენი მოსაზრებები საპატიმრო დაწესებულებაში;7. ვფიქრობ, ეს მექანიზმი უკვე რომ გვქონოდა, უფრო მარტივად მივიღებდით გადაწყვეტილებას, მათ შორის ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებზე თუმცა, მომავალში კიდევ ბევრი სტრატეგიული და ტაქტიკური საკითხი გვექნება გადასაწყვეტი და გაგვიმარტივდება გადაწყვეტილების მიღება;8. დარწმუნებული ვარ, ამ გაერთიანების ფორმირების და მწყობრი წინააღმდეგობის შემდგომ ნებისმიერი კვლევა აჩვენებს, რომ მეტი მხარდაჭერა გვაქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ და დიდი უპირატესობით ვართ პირველ ადგილზე, ეს კი კიდევ უფრო შეამცირებს მათ რეიტინგს, რადგან ხალხი დაინახავს რეალურ ალტერნატივას და ძალას ჩვენში;9. ვფიქრობ, ეს მიგვიყვანს გამარჯვებამდე. დისკუსიისას გთხოვთ არსებობის შემთხვევაში, შემოგვთავაზოთ ამ გზის ალტერნატიული ვარიანტი“,-წერს ვაშაძე სოციალურ ქსელში.
პოლიტიკა • 1753169698