სემეკმა „მტკვარი ჰესზე“ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა

სემ 15

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „მტკვარი ჰესის“ სახელზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა.

 

„მტკვარი ჰესი“ მდებარეობს ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, მისი დადგმული სიმძლავრე 54,1 მგვტ-ს შეადგენს. ჰიდროელექტროსადგური 3 ძირითადი აგრეგატისგან შედგება, რომელთაგან 2 აგრეგატის დადგმული სიმძლავრეა 26,5 მგვტ, ხოლო 1 აგრეგატის – 1,1 მგვტ.

უახლესი
გახარია
გიორგი გახარია - მზად ვარ, რომ „ოცნებას“ ასე არ ჩავბარდე - თუ აქ ვარ ეფექტური - აქ ვიბრძოლებ, თუ იქ - იქ ვიბრძოლებ და თუ ციხეში ვარ ეფექტური - ციხეში ვიბრძოლებ - ჯერჯერობით ჩემი ყოფნა ყველაზე ეფექტური არის აქ, ამ ადამიანებთან

საქართველოში დაბრუნებას, რა თქმა უნდა, ვაპირებ, დღევანდელი ხელისუფლება იმიტომ არის სახიფათო, რომ მათი უგუნურობის გაზომვა შეუძლებელია - ბრძოლისთვის ვარ მზად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას. იმისთვისაც მზად ვარ, რომ „ოცნებას“ ასე არ ჩავბარდე, თუ მე აქ ვარ ეფექტური - აქ ვიბრძოლებ, თუ ციხეში ვარ ეფექტური - ციხეში ვიბრძოლებ,- ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ, მის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ბრიუსელში, ჟურნალისტ თამარ ნუცუბიძესთან კომენტარში განაცხადა.გიორგი გახარიას აზრით, ამ ეტაპზე მისი ყოფნა ყველაზე ეფექტური ბრიუსელშია.„ვაპირებ თუ არა საქართველოში დაბრუნებას? რა თქმა უნდა ვაპირებ, ვიზიტები ჯერ კიდევ დაგეგმილი მაქვს. სიმართლე , რომ ვთქვა რთულია კონკრეტულად თქმა, დღევანდელი ხელისუფლების უგუნურობა რა სახის ზღვარს გადალახავს, დღევანდელი ხელისუფლება იმიტომ არის სახიფათო, რომ მათი უგუნურობის გაზომვა შეუძლებელია. ხვალ შესაძლოა ვიღაცამ გაიგოს, რომ 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი ბიტკოინი ყოფილა გადამალული, ან რამდენჯერმე მეტი ფული ყოფილა მოპარული „ქოლცენტრებიდან“ და სასწაული მოხდეს. უნდა გვესმოდეს მთავარი დეტერმინანტი - დილით, როცა მთავრობა იღვიძებს, ბიტკოინსა და ფულს ეძებს, ის კი არ აღელვებს ადამიანები როგორ ცხოვრობენ, ევროკავშირში რა ხდება, ინფლაცია... ამათ მოპარული ფული ადარდებთ ვის ხელშია.ვარ თუ არა ციხისთვის მზად რას ნიშნავს? ბრძოლისთვის ვარ მზად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას. იმისთვისაც მზად ვარ, რომ „ოცნებას“ ასე არ ჩავბარდე. ჩემი ყოველი დღე პოლიტიკური ნაბიჯია და დღეს უბრალოდ ისე მოხდა, რომ მედიას თავი ვერ ავარიდე, თორემ მე რასაც ვაკეთებ, იმის პიარი არასდროს მიცდია. ამიტომ თუ მე აქ ვარ ეფექტური - აქ ვიბრძოლებ, თუ იქ - იქ ვიბრძოლებ და თუ ციხეში ვარ ეფექტური - ციხეში ვიბრძოლებ, რა პრობლემაა.ჯერჯერობით ჩემი ყოფნა ყველაზე ეფექტური არის აქ, ამ ადამიანებთან. დღეს ფაქტობრივად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის იყო განწყობა, უვიზო მიმოსვლა ჰაერში იყო, მაგრამ ეს გადავავადეთ, ამისთვის კი მარტო მე არ მიმიღწევია, ეს საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შევძელით და გადავავადეთ. ამის [უვიზო მიმოსვლის] დაკარგვა არ შეიძლება, ეს უბრალოდ ბოროტებაა და „ოცნებას“ ეს აწყობს და ძალიან გაუხარდება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.ასევე გიორგი გახარია, ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით 15 ივლისს გამართულ მოსმენასაც გამოეხმაურა.„გზავნილი ძალიან მარტივია, იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი ვერ ახერხებს, რომ კონსენსუსს მიაღწიოს, თუ როგორ დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები იმ ადამიანებს, რომლებიც დამნაშავეები არიან საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ორიენტაციის ცვლილებაში, ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დასაჯონ საქართველოს მოქალაქეები. „ოცნება“ ფაქტობრივად საქართველოს მოქალაქეების ზურგს უკან დაიმალა და სხვადასხვა სახელმწიფოს მეშვებით ცდილობს, რომ პერსონალური ფინანსური სანქციები არ დაუწესდეს. ყველაფერი მალე გამოჩნდება, როდესაც ამ საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებები გამჟღავნდება. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები მთავრობას მოსთხოვენ გაასაჯაროოს თუ რა სახის წერილი მიიღო ევროკომისიისგან, თუ რა ვადებსა და პირობებზეა საუბარი. [„ქართული ოცნება“] თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის იღვწის და მათთვის შრომობს, მაშინ გაასაჯაროონ. ჩვენი მიზანია, რომ ის, რასაც ბოლო წლებში მივაღწიეთ და საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით დავიცვათ. „ქართულ ოცნებას“ ძალიან აწყობს თუ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლას შეუჩერებენ. ივანიშვილის ცნობილი ფრაზა ხომ გახსოვთ - „საზღვრები გაიხსნა, ხალხი დადის და ხედავენ ცხოვრება როგორია და მერე თვითონაც უნდებათ კარგი, ნორმალური ცხოვრებაო და მერე აქაც იმავეს მოგვთხოვენო“. თვითონ მზად არიან ყველაფერი გააკეთონ მოპარული ფულის დასაცავად - ერთმანეთს ესვრიან და ქუჩური სისხლიანი გარჩევები აქვთ. დღეს ჩვენ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლება გვყავს, რომელიც წყალს ატანს ყველაფერს, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში გავაკეთეთ, რომ ევროპას დავახლოებოდით. ქვეყანას ბოლო 2 თვის განმავლობაში ფული ამოძრავებს. არარაობები, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერი არ შეუქმნიათ უცხოური ფონდებისგან ხელფასის მიღების გარდა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს და „ლელო - ძლიერ საქართველოსთან“ მემორანდუმის გაფორმებას, გიორგი გახარია აღნიშნულს თანამშრომლობის მხრივ მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებზე „ლელო-ძლიერი საქართველო“ და „გახარია-საქართველოსთვის“ ერთმანეთის კონკურენტები არ იყვნენ.„ჩვენ უნდა მივიდეთ ყველა ადამიანთან და უნდა ავუხსნათ, რომ „ოცნება“ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივ ძალად ჩამოყალიბდა.მემორანდუმის არსი იყო თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმანეთთან უნდა ვითანამშრომლოთ, რა აზრი აქვს, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუპირისპირდეთ და კონკურენციაში ვიყოთ? უნდა ვითანამშრომლოთ და ჩვენი კანდიდატები ერთმანეთს არ უნდა დავუპირისპიროთ. სადაც ნეიტრალური კანდიდატებზე შევთანხმდებით, ეს ყველაზე კარგი შედეგი იქნება, ასევე ვაპირებთ საუბარს იმ პატიების ამომრჩევლებთან, რომლებიც დღეს ბოიკოტში არიან, ოღონდ სადაც ნეიტრალური კანდიდატები გვეყოლება წარდგენილი. ჩვენ ყველაფრისთვის ღიად ვართ. პარტიული დაპირისპირებები წარსულში უნდა დავტოვოთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პოლიტიკა 1752668617

ოცნება
დიმიტრი სამხარაძე ევროკომისიის წერილზე - ითხოვენ პატიოსნება და ოჯახის ღირსება - გარყვნილებაში და ჰომოსექსუალების გაბატონებაში გაცვალეთ, ქართული ადათ-წესები, წინაპრები დაივიწყეთ, LGBT საზოგადოების დაცვაზე იზრუნეთ და კანონებით გაამყარეთო

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ევროკომისიის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილს ეხმიანება, სადაც რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ შეექმნას, რეკომენდაციებს შორის მოთხოვნილია „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გაუქმება და LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა.დიმიტრი სამხარაძის თქმით, ევროკომისია პირდაპირ და ღიად ითხოვს პატიოსნებისა და ოჯახის ღირსების გაცვლას გარყვნილებასა და ჰომოსექსუალების გაბატონებაზე. ასევე ქართული ისტორიისა და სულისკვეთების დავიწყებას.„პირდაპირ და ღიად ითხოვენ:პატიოსნება და ოჯახის ღირსება - გარყვნილებაში და ჰომოსექსუალების გაბატონებაში გაცვალეთო!ქართული ადათ-წესები, სულისკვეთება, ჩვენი ისტორია, გმირები და წინაპრები დაივიწყეთ - „ტოლერანტული“ LGBT საზოგადოების მომავლის დაცვაზე იზრუნეთ და კანონებით გაამყარეთო!ქართული ეკლესიის გვერდით დგომა და დაცვა- ავტორიტეტის შელახვით და მისი განადგურებით ჩაანაცვლეთო!მშვიდობა - ომით შეცვალეთო!საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები - ევროპელი ბიუროკრატი, კორუმპირებული პოლიტიკოსების მონებად აქციეთო!ქართველებო, კიდევ დაგრჩათ ვინმეს რამე კითხვა ?“ - წერს დიმიტრი სამხარაძე.

ფეისბუქ ამბები 1752668548

უკრ
ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპი ხვდება, რომ პუტინი მას ატყუებს - დაინახა, რომ პუტინი ერთს ამბობს, შემდეგ ბომბებს უშვებს და ომის დასრულება არ სურს

დონალდ ტრამპი ხვდება, რომ პუტინი მას ატყუებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.„მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ეს თავად დაინახოს. ეს არა სხვისგან გაიგოს, არამედ თავად დაინახოს. ჩვენ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით აშშ-ს ყველა ინიციატივას მხარი დავუჭირეთ. პრეზიდენტ ტრამპის ყველა ინიციატივას მხარი დავუჭირე. მან რეალობა დაინახა, რომ პუტინი ერთს ამბობს და შემდეგ ბომბებს უშვებს. მან დაინახა, რომ პუტინს ომის დასრულება არ სურს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აშშ-ს ეშინია.„გენერალი კელოგი ჩამოვიდა და ზედიზედ ორი ღამის განმავლობაში მასიური იერიშები არ ყოფილა. ამაზე ხუმრობა ხალხმაც დაიწყო, რომ კელოგს უკრაინული პასპორტი მივცეთ და აქ დავიტოვოთ. და რას ნიშნავს ეს? როდესაც ამერიკელები აქ არიან, მაშინ პუტინი მშვიდობიან მოსახლეობას ვერ ბომბავს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

კონფლიქტები 1752668477

ქადაგიშვილი დროშა
ირაკლი ქადაგიშვილი - ევროკომისიის წერილში ორი მთავარი საკითხია: გამჭვირვალობაზე წუხილი, რაზეც გვექნება დისკუსია და ლგბტ თემის პროპაგანდის მოზარდებში გავრცელების შეუფერხებლობა, რაზეც ასევე ჩვენი პოზიციები გვაქვს

ევროკომისიის წერილში, ზოგადად, ორი მთავარი საკითხია: ერთი - საჯაროობასა და გამჭვირვალობაზე წუხილი, რაზეც, ალბათ, გვექნება კონკრეტული დისკუსია - მეორე საკითხი ეხება ლგბტ თემს და მოზარდ თაობაში ამ პროპაგანდის გავრცელების შეუფერხებლობას - აქაც ჩვენი პოზიციები გვექნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი ევროკომისიის წერილს, რომელზეც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ისაუბრა.მისი შეფასებით, ევროკავშირის მხრიდან მიდგომა მძიმეა.„წერილში, ზოგადად, ორი მთავარი საკითხია: ერთი - საჯაროობასა და გამჭვირვალობაზე წუხილი, რაზეც, ალბათ, გვექნება კონკრეტული დისკუსია თუ რატომ ბღალავს საჯაროობა და ღიაობა ვიზალიბერალიზაციას. მეორე საკითხი, როგორც ვიცით, ეხება ლგბტ თემს და მოზარდ თაობაში ამ პროპაგანდის გავრცელების შეუფერხებლობას. აქაც ჩვენი პოზიციები გვექნება. ვფიქრობ, ეს არის ის ორი ძირითადი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენი არგუმენტირებული პოზიცია გაგვაჩნია. ზოგადად მიდგომა მძიმეა იმ გაგებით, რომ ღიაობა, რომელიც ევროკავშირისთვის ყველა მიმართულებით N1 მოთხოვნა უნდა იყოს, რატომღაც ამ მიმართულებით მათ ყველაზე დიდი პრობლემა აქვთ. მეორე - რატომღაც ლგბტ პროპაგანდის გავრცელება ითვლება ვიზალიბერალიზაციის პირობად. ვფიქრობ, ასეთი თემების საზოგადოებაზე ძალით თავზე მოხვევა არ შეიძლება, მით უმეტეს, როცა საქართველოში დისკრიმინაციის წინააღმდეგ დახვეწილი კანონმდებლობა მოქმედებს, სადაც მათ შორის, ყველა ასეთი პირის უფლებები დაცულია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.შეგახსენებთ, ბრიუსელში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ისაუბრა საქართველოსადმი გაგზავნილ წერილზე და განაცხადა, რომ საქართველოს აგვისტოს ბოლომდე აქვს “დედლაინი“ შეასრულოს რეკომენდაციები. კალასის თქმით, ეს არის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ანგარიშშია მოცემული. რაც შეეხება ევროკავშირის რეაგირებას, თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, კალასის თქმით, ამას შედეგები მოყვება, რათა საზოგადოებამაც დაინახოს, რომ "მისი მთავრობა ევროპულ გზაზე არ არის და კანდიდატის სტატუსს სერიოზულად არ აღიქვამს".

პოლიტიკა 1752668437

რუს საგარეო
დიმიტრი პესკოვი - ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ უკრაინაზე ზეწოლა გააძლიერონ, რათა რუსეთთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდი შედგეს

ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ უკრაინაზე ზეწოლა გააძლიერონ, რათა რუსეთთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდი შედგეს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი მოლაპარაკებებისთვის კვლავ მზად არის, თუმცა უკრაინას მესამე რაუნდის ჩატარების შესახებ შეთავაზება არ გაუკეთებია.„მთავარი აშშ-ის, პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის ძალისხმევაა. იმედგაცრუების შესახებ ბევრი რამ ითქვა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამის პარალელურად ზეწოლა უკრაინაზეც ხორციელდება“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.მისი თქმით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გეგმა „ბიზნესია“.„იარაღის მიწოდება ადრეც გრძელდებოდა. ეს არავის შეუჩერებია. ახლა კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ ვინ იხდის მასში ფულს. ჯერჯერობით რასაც ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ ევროპელები მილიტარისტულ დამოკიდებულებას ავლენენ და მზად არიან იარაღის შესყიდვის მიზნით უამრავი ფული დახარჯონ, რათა ომის გაგრძელებას ხელი შეუწყონ“, - აღნიშნა პესკოვმა.

მსოფლიო 1752660514

გერმანია
შსს-ს ინფორმაციით, გორში, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ - 3 სამართალდამცავი, სხვადასხვა დაზიანებით, საავადმყოფოშია გადაყვანილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს რამდენიმე მოქალაქე თავს დაესხა.უწყების ცნობითვე, სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის სამ პოლიციელს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სამივე პოლიციელი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.„მიმდინარე წლის 15 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე, რამდენიმე მოქალაქის მხრიდან თავდასხმა განხორციელდა.მომხდარის შედეგად, სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის სამ პოლიციელს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ამ ეტაპზე, სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.თავდასხმამდე, სამართალდამცველებმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ერთ-ერთი ავტომობილი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. გაირკვა, რომ ავტომობილს მართვის მოწმობის უფლების არმქონე, არასრულწლოვანი - 2009 წელს დაბადებული ს.ს. მართავდა. ს.ს.-მ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. დაპირისპირებაში ასევე ჩაერთნენ არასრულწლოვნის მამა და მათი ნათესავები, რა დროსაც ს.ს.-მ და მისმა თანმხლებმა პირებმა სამართალდამცველებს დაზიანებები მიაყენეს.პოლიციელზე ჯგუფურად განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით სამართალდამცველებმა 1979 წელს დაბადებული გ.ს., 2009 წელს დაბადებული ს.ს., 1989 წელს დაბადებული ს.ს., 1961 წელს დაბადებული ვ.ს. და 1989 წელს დაბადებული მ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს.მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.პოლიციელებზე თავდასხმის თითოეულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოჰყვება შესაბამისი, უმკაცრესი სამართლებრივი რეაგირება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სამართალი 1752659752