1752746084 • მსოფლიო
გიორგი გახარია - მზად ვარ, რომ „ოცნებას“ ასე არ ჩავბარდე - თუ აქ ვარ ეფექტური - აქ ვიბრძოლებ, თუ იქ - იქ ვიბრძოლებ და თუ ციხეში ვარ ეფექტური - ციხეში ვიბრძოლებ - ჯერჯერობით ჩემი ყოფნა ყველაზე ეფექტური არის აქ, ამ ადამიანებთან

საქართველოში დაბრუნებას, რა თქმა უნდა, ვაპირებ, დღევანდელი ხელისუფლება იმიტომ არის სახიფათო, რომ მათი უგუნურობის გაზომვა შეუძლებელია - ბრძოლისთვის ვარ მზად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას. იმისთვისაც მზად ვარ, რომ „ოცნებას“ ასე არ ჩავბარდე, თუ მე აქ ვარ ეფექტური - აქ ვიბრძოლებ, თუ ციხეში ვარ ეფექტური - ციხეში ვიბრძოლებ,- ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ, მის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ბრიუსელში, ჟურნალისტ თამარ ნუცუბიძესთან კომენტარში განაცხადა.
გიორგი გახარიას აზრით, ამ ეტაპზე მისი ყოფნა ყველაზე ეფექტური ბრიუსელშია.
„ვაპირებ თუ არა საქართველოში დაბრუნებას? რა თქმა უნდა ვაპირებ, ვიზიტები ჯერ კიდევ დაგეგმილი მაქვს. სიმართლე , რომ ვთქვა რთულია კონკრეტულად თქმა, დღევანდელი ხელისუფლების უგუნურობა რა სახის ზღვარს გადალახავს, დღევანდელი ხელისუფლება იმიტომ არის სახიფათო, რომ მათი უგუნურობის გაზომვა შეუძლებელია. ხვალ შესაძლოა ვიღაცამ გაიგოს, რომ 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი ბიტკოინი ყოფილა გადამალული, ან რამდენჯერმე მეტი ფული ყოფილა მოპარული „ქოლცენტრებიდან“ და სასწაული მოხდეს. უნდა გვესმოდეს მთავარი დეტერმინანტი - დილით, როცა მთავრობა იღვიძებს, ბიტკოინსა და ფულს ეძებს, ის კი არ აღელვებს ადამიანები როგორ ცხოვრობენ, ევროკავშირში რა ხდება, ინფლაცია... ამათ მოპარული ფული ადარდებთ ვის ხელშია.
ვარ თუ არა ციხისთვის მზად რას ნიშნავს? ბრძოლისთვის ვარ მზად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას. იმისთვისაც მზად ვარ, რომ „ოცნებას“ ასე არ ჩავბარდე. ჩემი ყოველი დღე პოლიტიკური ნაბიჯია და დღეს უბრალოდ ისე მოხდა, რომ მედიას თავი ვერ ავარიდე, თორემ მე რასაც ვაკეთებ, იმის პიარი არასდროს მიცდია. ამიტომ თუ მე აქ ვარ ეფექტური - აქ ვიბრძოლებ, თუ იქ - იქ ვიბრძოლებ და თუ ციხეში ვარ ეფექტური - ციხეში ვიბრძოლებ, რა პრობლემაა.
ჯერჯერობით ჩემი ყოფნა ყველაზე ეფექტური არის აქ, ამ ადამიანებთან. დღეს ფაქტობრივად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის იყო განწყობა, უვიზო მიმოსვლა ჰაერში იყო, მაგრამ ეს გადავავადეთ, ამისთვის კი მარტო მე არ მიმიღწევია, ეს საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შევძელით და გადავავადეთ. ამის [უვიზო მიმოსვლის] დაკარგვა არ შეიძლება, ეს უბრალოდ ბოროტებაა და „ოცნებას“ ეს აწყობს და ძალიან გაუხარდება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ასევე გიორგი გახარია, ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით 15 ივლისს გამართულ მოსმენასაც გამოეხმაურა.
„გზავნილი ძალიან მარტივია, იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი ვერ ახერხებს, რომ კონსენსუსს მიაღწიოს, თუ როგორ დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები იმ ადამიანებს, რომლებიც დამნაშავეები არიან საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ორიენტაციის ცვლილებაში, ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დასაჯონ საქართველოს მოქალაქეები. „ოცნება“ ფაქტობრივად საქართველოს მოქალაქეების ზურგს უკან დაიმალა და სხვადასხვა სახელმწიფოს მეშვებით ცდილობს, რომ პერსონალური ფინანსური სანქციები არ დაუწესდეს. ყველაფერი მალე გამოჩნდება, როდესაც ამ საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებები გამჟღავნდება. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები მთავრობას მოსთხოვენ გაასაჯაროოს თუ რა სახის წერილი მიიღო ევროკომისიისგან, თუ რა ვადებსა და პირობებზეა საუბარი. [„ქართული ოცნება“] თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის იღვწის და მათთვის შრომობს, მაშინ გაასაჯაროონ. ჩვენი მიზანია, რომ ის, რასაც ბოლო წლებში მივაღწიეთ და საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით დავიცვათ. „ქართულ ოცნებას“ ძალიან აწყობს თუ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლას შეუჩერებენ. ივანიშვილის ცნობილი ფრაზა ხომ გახსოვთ - „საზღვრები გაიხსნა, ხალხი დადის და ხედავენ ცხოვრება როგორია და მერე თვითონაც უნდებათ კარგი, ნორმალური ცხოვრებაო და მერე აქაც იმავეს მოგვთხოვენო“. თვითონ მზად არიან ყველაფერი გააკეთონ მოპარული ფულის დასაცავად - ერთმანეთს ესვრიან და ქუჩური სისხლიანი გარჩევები აქვთ. დღეს ჩვენ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლება გვყავს, რომელიც წყალს ატანს ყველაფერს, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში გავაკეთეთ, რომ ევროპას დავახლოებოდით. ქვეყანას ბოლო 2 თვის განმავლობაში ფული ამოძრავებს. არარაობები, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერი არ შეუქმნიათ უცხოური ფონდებისგან ხელფასის მიღების გარდა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს და „ლელო - ძლიერ საქართველოსთან“ მემორანდუმის გაფორმებას, გიორგი გახარია აღნიშნულს თანამშრომლობის მხრივ მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებზე „ლელო-ძლიერი საქართველო“ და „გახარია-საქართველოსთვის“ ერთმანეთის კონკურენტები არ იყვნენ.
„ჩვენ უნდა მივიდეთ ყველა ადამიანთან და უნდა ავუხსნათ, რომ „ოცნება“ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივ ძალად ჩამოყალიბდა.
მემორანდუმის არსი იყო თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმანეთთან უნდა ვითანამშრომლოთ, რა აზრი აქვს, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუპირისპირდეთ და კონკურენციაში ვიყოთ? უნდა ვითანამშრომლოთ და ჩვენი კანდიდატები ერთმანეთს არ უნდა დავუპირისპიროთ. სადაც ნეიტრალური კანდიდატებზე შევთანხმდებით, ეს ყველაზე კარგი შედეგი იქნება, ასევე ვაპირებთ საუბარს იმ პატიების ამომრჩევლებთან, რომლებიც დღეს ბოიკოტში არიან, ოღონდ სადაც ნეიტრალური კანდიდატები გვეყოლება წარდგენილი. ჩვენ ყველაფრისთვის ღიად ვართ. პარტიული დაპირისპირებები წარსულში უნდა დავტოვოთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით არის სერიოზული კითხვები. კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიყვანა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება და იკვეთება თუ ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა.„ბუნებრივია, ამაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ. კარგია, რომ სტრასბურგის სასამართლომ ჩვენს ქვეყანას დაავალა ამ საკითხის დამატებით გამოძიება. 20 ივნისთან დაკავშირებით არის სერიოზული კითხვები. კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიყვანა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე. ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. ვნახოთ, რას დაადგენს გამოძიება“, - განაცხადა კობახიძემ.რაც შეეხება გიორგი გახარიას საზღვარგარეთ ყოფნას, კობახიძის შეფასებით, „გახარია ევროპაშია გაპარული“.„ეს კაცი გაპარულია ევროპაში. რაც შეეხება ბრიუსელში, ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების ყოფნას, ამ ადამიანებს ერთადერთი მიზანი აქვთ, ეს არის ის, რომ რამენაირად საბოტაჟი განახორციელონ. ისინი ახორციელებენ კამპანიებს იმისთვის, რომ ქვეყანა ყველა მიმართულებით შეფერხდეს, თუმცა ხედავთ, რომ მათი მცდელობები არის წარუმატებელი. გაპარულია ეს კაცი ქვეყნიდან, რამდენად შეიძლება ამაზე სერიოზულად ვისაუბროთ, არ ვიცი. გაპარული კაცი იქიდან და რაღაც მესიჯებით გველაპარაკება. უბრალოდ, ეს ყველაფერი არასერიოზულია.რა უნდა გააკეთოს გახარიამ ბრიუსელში გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ საბოტაჟით იქნება დაკავებული. აბსოლუტურად არასერიოზულია. შეუძლია, ბრიუსელიდან ამსტერდამში გადავიდეს“, - განაცხადა კობახიძემ.
პოლიტიკა • 1752749124

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორად რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე დაინიშნა. მან ამ პოსტზე ვაკო ავალიანი შეცვალა.„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ავალიანი საქმიანობას დიპლომატიურ სფეროში გააგრძელებს.
საზოგადოება • 1752749056

ბრიუსელი კვლავ ყალბი დილემის წინაშე გვაყენებს, თითქოს, უნდა იყოს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა და ამისთვის უნდა ვთქვათ, რომ დედამიწა არის ბრტყელი. ეს კავშირში არაა ევროპულ ღირებულებებთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ევროკომისიიდან მაკა ბოჭორიშვილისადმი გამოგზავნილ წერილს გამოეხმაურა, სადაც ისინი ხელისუფლებისგან 8 რეკომენდაციის შესრულებას მოითხოვენ.მისივე თქმით, „ბრიუსელი ხელისუფლებას სთხოვს, აღიარონ, რომ დედამიწა არის ბრტყელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცრუ იდეოლოგიურ კოცონზე დაწვავენ“.„მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ, რა მოთხოვნები იქნა წამოყენებული ბრიუსელის მხრიდან. ერთი საკითხი ეხება „ოჯახური ღირებულებების და ბავშვთა უფლებები დაცვის“ კანონს. ამ კანონში მთავარი საკითხი რაც არის, არის ის, რომ ქალი ვერ გახდება კაცი და კაცი ვერ გახდება ქალი ანუ ბრიუსელი გვეუბნება, რომ ჩვენ ავყვეთ ცრუ იდეოლოგიას და ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი. ეს არის სინამდვილეში, რაც არის მოწოდებული ამ კანონთან დაკავშირებით. ეს იგივეა, რომ ბრიუსელს მოეთხოვა გვეღიარებინა, დედამიწა არის ბრტყელი. იმავე განზომილების ცრუ იდეოლოგიაა იმის თქმა, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი, როგორც იმის მოთხოვნა, თქვა, რომ დედამიწა არის არა მრგვალი, არამედ არის ბრტყელი.ევროპაში გვახსოვს პერიოდი, როცა ამტკიცებდნენ, რომ დედამიწა არის ბრტყელი და ვინც ამბობდა, რომ დედამიწა ბრტყელი არ არის, კოცონზე წვავდნენ. სწორედ ამას მაგონებს მე ბრიუსელის დღევანდელი ქცევა. რომელიც ითხოვს, რომ ვთქვათ, დედამიწა მრგვალი კი არაა ბრტყელი ან ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი. თუ ამას არ ვიტყვით, გვპირდებიან, რომ მათ ცრუ იდეოლოგიურ კოცონზე დაგვწვავენ. ჯერ ეს უნდა შეაფასოთ იმისთვის, რომ გავიაზროთ რასთან გვაქვს საქმე.მოთხოვნებიდან მეორე საკითხი ეხება გამჭვირვალობას. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის ფულით საქართველოში ფინანსდებოდა რადიკალიზმი, ექსტრემიზმი, პარტიები, პარტიული მედიები და ა.შ. ეს ყველაფერი დადასტურებულად ვიცით. ზუსტად ეს არ უნდა, როგორც ჩანს, ბრიუსელს, რომ ვიცოდეთ, სად მიდის მათი ფული. ევროპა ვართ მათ შორის, ჩვენ. ბრიუსელი ცდილობს ყალბი ცრუ იდეოლოგიები მოახვიოს თავს სხვა საზოგადოებებს.ბრიუსელის ბიუროკრატიამ გადაუხვია ევროპულ ღირებულებებს. მოვუწოდებთ ამდენი ხანი, რომ დაუბრუნდნენ ადამიანის უფლებების პატივისცემას, დაუბრუნდნენ სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის პატივისცემას. დღეს ბრიუსელმა გადაუხვია იმ კალაპოტს, რაზეც დამყარებულია ევროკავშირი. ამის მოწოდებაა, რომ დაუბრუნდნენ ევროპულ ღირებულებს და თქვან, რომ დედამიწა არის მრგვალი და არა ბრტყელი. ბრიუსელი კვლავ ყალბი დილემის წინაშე გვაყენებს და ყალბი დილემა მდგომარეობს შემდეგში, რომ, თითქოს, უნდა იყოს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა და ამისთვის უნდა ვთქვათ, რომ დედამიწა არის ბრტყელი. ეს არის ყალბი დილემა, რომელსაც აყენებს ბრიუსელი. ეს კავშირში არაა ევროპულ ღირებულებებთან.ასევე, ამ წერილში ფაქტობრივად აღიარებულია, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის ვიზის შეჩერება იყო საერთაშორისო სამართლისა და ხელშეკრულების დარღვევა. დაარღვია 2010 წლის ხელშეკრულება და გვაქვს ფაქტი, რომ ევროკავშირი ბრიუსელის სახით არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი, ბეატე გმინდერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის, სადაც მოთხოვნილია, რომ კომისიას მიეწოდოს ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ან სათანადო ზომების მიღებას კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. კომისიამ გამოსცა არაერთი რეკომენდაცია, მათ შორისაა მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლებისადმი, გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ, ასევე შეიტანოს ცვლილებები ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლგბტქ პირთა უფლებების სრული დაცვა.
პოლიტიკა • 1752746207

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი და იყრის თუ არა ის მესამე ვადით კენჭს, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.„უახლოეს დღეებში, მომავალ კვირას გაიგებთ ვინ იქნება [თბილისის მერობის] კანდიდატი. გინდათ, რომ ისევ ისე გითხრათ, რომ „აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ?“ - გეუბნებით! დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ მალე! რაც შეეხება ოპოზიციას, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს გაერთიანებულები იქნებიან, დაშლილები იქნებიან, ვინ ვისთან იქნება. ბევრი ასეთი გაერთიანება გვინახავს ახლო წარსულში. შედეგი ნული. ვიცით ეს ადამიანები, გინდ ცალ-ცალკე აღებული, გინდ გაერთიანებულები რას წარმოადგენენ, ვის და რას ემსახურებიან. საქართველოსთან, ქართველ ხალხთან და ქართველი ხალხის ინტერესებთან გინდ გაერთიანებულებს და გინდ დაშლილებს, ამ რადიკალურ დაჯგუფებას არანაირი საერთო არ აქვს“,- განაცხადა კალაძემ.
პოლიტიკა • 1752746168

სიგიჟის ზღვარზე ხართ, არცერთი არ ეკუთვნით თქვენს თავს, ცოტა წინ ან უკან გაიხედეთ, ძალიან მძიმედ ამთავრებენ ყველაფერში მართალი და ყველასთან მებრძოლი რეჟიმები,- ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ “ქართულ ოცნებას“.როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მიხედვით, ყველაფერი კარგად არის და ისინი ყველაფერში მართლები არიან.„ვუსმენ „ქოც“ პროპაგანდას, სრულ აბსურდში არიან. მათი თქმით, ევროკავშირი და მისი ყველა წევრი ქვეყანა დამნაშავეა.აშშ და მისი მოკავშირეები დამნაშავეები არიან, ტრამპთან ერთად, სენატიან-კონგრესიანად. გაერო, ნატო, ეუთო და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, დამნაშავეა.ქვეყნის შიგნით? მემარჯვენე, მემარცხენე, ლიბერალი, კონსერვატორი, ღარიბი, მდიდარი ყველა დამნაშავეა!კორუფცია ყვავის, ნარკომაფია ყვავის, ხალხი გარბის, ქვეყანა იცლება…პროპაგანდის მიხედვით, ყველაფერი კარგად არის და აქაც მართლები „ქოცები“ არიან.სინამდვილეში, სიგიჟის ზღვარზე ხართ, არცერთი არ ეკუთვნით თქვენს თავს, ცოტა წინ ან უკან გაიხედეთ, ძალიან მძიმედ ამთავრებენ ყველაფერში მართალი და ყველასთან მებრძოლი რეჟიმები”,- აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე.
პოლიტიკა • 1752746136

უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იულია სვირიდენკოს კანდიდატურას ქვეყნის უმაღლესი რადას 262-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 22-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 26-მა თავი შეიკავა.იულია სვირიდენკომ აღნიშნულ თანამდებობაზე დენის შმიგალი შეცვალა.
მსოფლიო • 1752746084