1753946369 • პოლიტიკა
ცესკო - ევროპარლამენტის მორიგი განცხადება უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს - წინასაარჩევნო პერიოდში ამ ტიპის განცხადებები, შესაძლოა, განვიხილოთ როგორც საარჩევნო პროცესზე ზემოქმედების და მის მიმართ ნდობის შემცირების მცდელობა

ევროპარლამენტის მორიგი განცხადება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიიჩნევა, როგორც სამართლებრივი პრინციპის - უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. ხოლო იმ ფონზე როცა ქვეყანაში სულ რამდენიმე თვეში მუნიციპალიტეტის არჩევნები უნდა გაიმართოს და ფაქტობრივად წინასაარჩევნო პერიოდია, ამ ტიპის განცხადებები შესაძლოა განვიხილოთ როგორც საარჩევნო პროცესზე ზემოქმედების და მის მიმართ ნდობის შემცირების მცდელობა, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ისინი 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის სახელით გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ.
როგორც ცესკო-ში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია შეშფოთებას გამოთქვამს მოსაზრებებთან დაკავშირებით, სადაც 26 ოქტომბრის არჩევნები მოხსენიებულია „გაყალბებულად“.
„საარჩევნო ადმინისტრაცია შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს ევროპარლამენტის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებებში გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, სადაც 26 ოქტომბრის არჩევნები მოხსენიებულია „გაყალბებულად“.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ დრომდე არაერთი საჯარო განცხადება გააკეთა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით და დეტალურად განმარტა ამ არჩევნებთან დაკავშირებული გარემოებები, მათ შორის არაარგუმენტირებული ბრალდებების საფუძველზე 2024 წლის არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტები. გამართა შეხვედრები ჩართულ მხარეებთან, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან და გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ ღია წერილით მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. ამ აქტივობების მიუხედავად კვლავ ისმის უსამართლო ბრალდებები, რომელიც არ ემყარება არანაირ მტკიცებულებას. ამის მაგალითია ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტის სახელით გამოქვეყნებული განცხადებაც.
საარჩევნო ადმინისტრაციისთვის გაუგებარია ასეთი უპრეცედენტოდ არაობიექტური განცხადების გაკეთება იმ ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც წესით საკუთარი პოზიციების გამოხატვისას ფაქტებს და მყარ არგუმენტებს უნდა ეყრდნობოდეს. ფაქტების და არგუმენტების გარეშე, მხოლოდ აღქმებზე დაფუძნებული განცხადებები კი, ტოვებს მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულის შთაბეჭდილებას, რაც გარკვეულწილად შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავია საარჩევნო ადმინისტრაციის ათიათასობით თანამშრომლისთვის, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებს უწევდნენ ორგანიზებას.
საზოგადოებას და ევროპარლამენტარებს გვინდა შევახსენოთ, რომ 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის შექმნილი 3 111 საუბნო საარჩევნო კომისიის 53 210 წევრიდან 25 261 უფლებამოსილი 9 პარტიის მიერ იყო დანიშნული. კიდევ უფრო რომ დავკონკრეტდეთ თითოეული კომისიის 17 წევრიდან 8 ე.წ. ოპოზიციური პარტიების კვოტით იყო დანიშნული და არჩევნების დღეს შედგენილ შემაჯამებელ ოქმებში განსხვავებული აზრი მათგან მხოლოდ ცხრამ დააფიქსირა. ამ ფონზე სრულიად მიუღებელია კომისიის წევრების პატიოსნების და კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენება. აღნიშნული რიცხვები და ფაქტობრივი გარემოებები კი ასახავს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას და მრავალპარტიულობას.
ცნობილია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, „სავარაუდო გაყალბებასთან“ დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივით მიმართა საქართველოს პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება გავრცელებული ბრალდებების ობიექტურად შესაფასებლად. პროკურატურის შუალედური განცხადებიდან ირკვევა, რომ არავის არ წარუდგენია გახმოვანებული ბრალდებების რაიმე კონკრეტული მტკიცებულებები. მტკიცებულებები არ ყოფილა წარმოდგენილი არც საარჩევნო ადმინისტრაციაში და სასამართლოს შესაბამის ინსტანციაში საარჩევნო დავების განხილვის პროცესში. იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად ადგილი არ ჰქონია გაჟღერებულ ბრალდებებში მოხსენიებულ დარღვევებს ბუნებრივია ვერც იარსებებს შესაბამისი ფაქტები/მტკიცებულებები.
ამასთან, გაუგებარია რატომ არ ითვალისწინებს ევროპარლამენტი ეუთო/ოდირის დასკვნას 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით და უშუალოდ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ 2024 წლის პარლამენტის არჩევნები ჩატარდა მაღალ პროფესიულ დონეზე და იგი ასახავდა ამომრჩევლის ნებას. როგორც უკვე ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ განვაცხადეთ, ეუთო/ოდირის დასკვნაში გამოთქმულია გარკვეული წუხილები და რეკომენდაციები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც ეს ძირითადად სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევაშიც გვხვდება, დამახასიათებელია საარჩევნო პრაქტიკისთვის და არცერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს არჩევნების ლეგიტიმურობის უგულებელყოფის საფუძველს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დასკვნაში არჩევნების გაყალბებაზე საუბარი არ არის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ევროპარლამენტის მორიგი განცხადება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიიჩნევა, როგორც სამართლებრივი პრინციპის - უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. ხოლო იმ ფონზე როცა ქვეყანაში სულ რამდენიმე თვეში მუნიციპალიტეტის არჩევნები უნდა გაიმართოს და ფაქტობრივად წინასაარჩევნო პერიოდია, ამ ტიპის განცხადებები შესაძლოა განვიხილოთ როგორც საარჩევნო პროცესზე ზემოქმედების და მის მიმართ ნდობის შემცირების მცდელობა.
დასასრულს, კიდევ ერთხელ მივმართავთ თხოვნით ყველა შესაბამის პირს ევროპარლამენტში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო მოსაზრების/შეფასების გამოქვეყნებამდე, თქვენთვის მოწოდებული ინფორმაცია გადაამოწმოთ პირველწყაროსთან, ამ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციასთან. ნუ შეხედავთ პროცესს ზედაპირულად და შესაბამისი მტკიცებულების გარეშე ნუ გაიმეორებთ პოლიტიკურად დაინტერესებული მხარეების მოსაზრებებს, რათა არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ამ განცხადებებში გაკეთებული შეფასებები შემთხვევითი შეცდომა ან ინფორმაციის ნაკლებობა კი არა, არამედ საქართველოში არსებულ პოლარიზებულ გარემოზე კიდევ უფრო მეტი გავლენის მოხდენის მცდელობაა.
ჩვენ კვლავაც მზად ვართ სრული თანამშრომლობისთვის, კონსტრუქციული დიალოგისა და ღია კომუნიკაციისთვის, რაც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საერთო ღირებულებებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს ოფიციალურად დღეს წარადგენს. პარტიის ინფორმაციით, ღონისძიება 21:00 საათზე, მთაწმინდის პარკში გაიმართება.აღსანიშნავია, რომ კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებში კენჭს მესამედ იყრის.
პოლიტიკა • 1753946549

პრეზიდენტი ტრამპი პუტინის მიმართ ზედმეტად მომთმენი იყო, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრე სიბიგა რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ აცხადებს.„კიევში საშინელი დილა გათენდა. რუსეთის სასტიკმა დარტყმებმა საცხოვრებელი შენობები დაანგრია, სკოლები და საავადმყოფოები დააზიანა. ნანგრევების ქვეშ ადამიანები ჯერ კიდევ რჩებიან“, - წერს ანდრეი სიბიგა X-ზე.მისი თქმით, „პუტინი ასე განზრახ მოქმედებს და მას მკვლელოებების დასრულება არ აინტერესებს“.„ალბათ დროა, ნულამდე შევამციროთ ყველა ის ვადა, რომელიც პუტინს მიეცა. პრეზიდენტი ტრამპი პუტინის მიმართ ზედმეტად გულუხვი და მომთმენი იყო, როცა გამოსავლის პოვნას ცდილობდა. დროა, მოსკოვზე მაქსიმალური ზეწოლა მოვახდინოთ“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, რუსების მიერ კიევზე დარტყმის შედეგად 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა.
კონფლიქტები • 1753946512

კანადამ ახლახან გამოაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოებრივ სტატუსს მხარს უჭერს - ეს მათთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევას გაართულებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.„კანადამ ახლახან გამოაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოებრივ სტატუსს მხარს უჭერს. ეს მათთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევას გაართულებს. ოჰ, კანადა!!!“, - წერს დონალდ ტრამპი.ცნობისთვის, კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კერნიმ განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს.„ადგილზე არსებული რეალობა, მათ შორის ღაზაში მოსახლეობის შიმშილი, ნიშნავს, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა ჩვენს თვალწინ ფაქტობრივად ქრება, ამიტომაც მოქმედება ახლაა საჭირო. კანადა გმობს იმ ფაქტს, რომ ისრაელის მთავრობამ ღაზაში კატასტროფის გაგრძელება დაუშვა“, - განაცხადა მარკ კერნიმ.
მსოფლიო • 1753946440

რაც არ უნდა იყოს არბიტრაჟის პასუხი, ფაქტი ერთია, ხელისუფლებამ მოკლა ანაკლიის პროექტი რუსეთის დავალებით 6 წლის წინ და არანაირი პროგრესი არ აქვს აქამდე, როცა 2020 ში პირველი გემი უნდა მიეღო ქვეყანას,-ასე ეხმაურება პარტია „ლელო-ძლიერი საქართველო“ იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს.პარტიის განცხადებით, ხელისუფლება ტყუის, როცა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს ამ არბიტრაჟთან მიმართებით.„ხელისუფლება და იუსტიციის სამინისტრო ტყუის, როცა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს ამ არბიტრაჟთან მიმართებით. ეს იყო ინვესტორ, ბობ მეერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუმცა, რაც არ უნდა იყოს არბიტრაჟის პასუხი, ფაქტი ერთია, ხელისუფლებამ მოკლა ანაკლიის პროექტი რუსეთის დავალებით 6 წლის წინ და არანაირი პროგრესი არ აქვს აქამდე, როცა 2020 ში პირველი გემი უნდა მიეღო ქვეყანას. დანარჩენს ანაკლიის კონსორციუმის განცხადებაში ნახავთ და ინვესტორები თავად გააკეთებენ განმარტებებს“,-აღნიშნავენ პარტია „ლელო-ძლიერ საქართველოში“.ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს.„ვაშინგტონის არბიტრაჟმა (მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი - ICSID) ანაკლიის პორტის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა. ამჯერად უკვე ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მთლიანად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია",- ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკა • 1753946413

პორტი ვერ ააშენეს და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ დასანგრევად - უნდა ვიცოდეთ, რომ ის უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც, დღეიდან, ამათ ხელს ჩამოართმევენ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ამათი თაღლითობის მფარველები არიან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ეხმაურება იუსტიციის სამინისტროს განცხადებას, რომ , მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს.ამასთან, პაპუაშვილი როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სასამართლოების მიერ ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებებს ასახელებს.„პორტი ვერ ააშენეს და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ დასანგრევად.ითხოვდნენ 1,5 მილიარდ დოლარს მოქალაქეების ჯიბიდან, მაგრამ მოუწიათ თავად 7,1 მილიონი დოლარის დაბრუნება ბიუჯეტში, აღარაფერი რომ ვთქვათ იმ მილიონებზე, რომელიც ფუჭად ხარჯეს, როგორც აღმოჩნდა დაბალი კვალიფიკაციის ადვოკატებზე. ასეთი ბოლო ექნება ყველა თაღლითის საქმეს.მანამდე კი იყო სხვა თაღლითობაც, რომელიც სასამართლოს განაჩენით დასრულდა, როდესაც ბანკიდან 17 მილიონი დოლარი თაღლითურად გააქრეს. ამ სქემის გამო ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 7-7 წელი მიესაჯათ, ბანკმა კი 3 მილიონი დოლარი ჯარიმა აღიარა და გადაიხადა.სამი წლის წინ, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის (ALDE), ეს თაღლითები, წევრებად მიიღო. ამითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ ალიანსის მორალზე.ახლა, მნიშვნელოვანია, ვნახოთ, ერთი ეროვნული და ორი საერთაშორისო სასამართლოს მიერ, ამ თაღლითების მხილების შემდეგ, თუ დაიტოვებენ წევრებად, თუ დადასტურდება საზოგადოებაში არსებული ეჭვი, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ALDE-ს წევრობა, უბრალოდ, იყიდეს.ჩვენ კი, უნდა ვიცოდეთ, რომ ის უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც, დღეიდან, ამათ ხელს ჩამოართმევენ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ამათი თაღლითობის მფარველები არიან”,- წერს პაპუაშვილი.ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს.„ვაშინგტონის არბიტრაჟმა (მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი - ICSID) ანაკლიის პორტის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა. ამჯერად უკვე ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მთლიანად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია“,- ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკა • 1753946369

დიდი ბრიტანეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს თუ ისრაელი სექტემბრამდე ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.„გამიზნული გვაქვს ორი სახელმწიფოს პრინციპის სიცოცხლისუნარიანობის დაცვა და პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში გაერო-ს გენერალურ ასამბლეის წინაშე ვაღიარებთ, თუ ისრაელის მთავრობა არსებით ნაბიჯებს არ გადადგამს ღაზაში საშინელი ვითარების დასასრულებლად და ხანგრძლივი მდგრადი მშვიდობის ერთგული არ გახდება, მათ შორის შიმშილის დასასრულებლად, გაერო-სთვის ღაზის ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაუყოვნებლივ აღდგენით, ცეცხლის შეთანხმებაზე დათანხმებით და იმის ცხადად გახდომით, რომ დასავლეთ სანაპიროზე ანექსირება არ იქნება“, - განაცხადა სტარმერმა.განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპამდე მისვლას ღაზის სექტორიდან ისრაელის შეიარაღებული ძალების გასვლა და „ჰამასის” ხელმძღვანელობის მოშორება სჭირდება.„ჰამასმა” დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მძევლები, დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას მოაწეროს ხელი, მიიღოს ის ფაქტი, რომ ღაზის მთავრობაში არანაირ როლს არ ითამაშებენ და განიარაღდეს“, - განაცხადა სტარმერმა.პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეამდე დიდი ბრიტანეთი შეაფასებს მხარეებმა რამდენად შეასრულეს ეს ნაბიჯები.
მსოფლიო • 1753859351