„ლელო - ძლიერი საქართველო“ - ხელისუფლება და იუსტიციის სამინისტრო ტყუის, როცა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს ვაშინგტონის არბიტრაჟთან მიმართებით - ეს იყო ინვესტორ ბობ მეერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ

პოლიტიკა 1753946413
პორტი

რაც არ უნდა იყოს არბიტრაჟის პასუხი, ფაქტი ერთია, ხელისუფლებამ მოკლა ანაკლიის პროექტი რუსეთის დავალებით 6 წლის წინ და არანაირი პროგრესი არ აქვს აქამდე, როცა 2020 ში პირველი გემი უნდა მიეღო ქვეყანას,-ასე ეხმაურება პარტია „ლელო-ძლიერი საქართველო“ იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს.

პარტიის განცხადებით, ხელისუფლება ტყუის, როცა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს ამ არბიტრაჟთან მიმართებით.

„ხელისუფლება და იუსტიციის სამინისტრო ტყუის, როცა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს ამ არბიტრაჟთან მიმართებით. ეს იყო ინვესტორ, ბობ მეერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუმცა, რაც არ უნდა იყოს არბიტრაჟის პასუხი, ფაქტი ერთია, ხელისუფლებამ მოკლა ანაკლიის პროექტი რუსეთის დავალებით 6 წლის წინ და არანაირი პროგრესი არ აქვს აქამდე, როცა 2020 ში პირველი გემი უნდა მიეღო ქვეყანას. დანარჩენს ანაკლიის კონსორციუმის განცხადებაში ნახავთ და ინვესტორები თავად გააკეთებენ განმარტებებს“,-აღნიშნავენ პარტია „ლელო-ძლიერ საქართველოში“.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს.

„ვაშინგტონის არბიტრაჟმა (მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი - ICSID) ანაკლიის პორტის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა. ამჯერად უკვე ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მთლიანად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია",- ნათქვამია განცხადებაში.

უახლესი
კახა კალაძე
„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს ოფიციალურად დღეს წარადგენს

„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს ოფიციალურად დღეს წარადგენს. პარტიის ინფორმაციით, ღონისძიება 21:00 საათზე, მთაწმინდის პარკში გაიმართება.აღსანიშნავია, რომ კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებში კენჭს მესამედ იყრის.

პოლიტიკა 1753946549

უკრ
ანდრეი სიბიგა კიევზე თავდასხმაზე - ალბათ დროა, ნულამდე შევამციროთ ყველა ის ვადა, რომელიც პუტინს მიეცა - პრეზიდენტი ტრამპი პუტინის მიმართ ზედმეტად მომთმენი იყო

პრეზიდენტი ტრამპი პუტინის მიმართ ზედმეტად მომთმენი იყო, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრე სიბიგა რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ აცხადებს.„კიევში საშინელი დილა გათენდა. რუსეთის სასტიკმა დარტყმებმა საცხოვრებელი შენობები დაანგრია, სკოლები და საავადმყოფოები დააზიანა. ნანგრევების ქვეშ ადამიანები ჯერ კიდევ რჩებიან“, - წერს ანდრეი სიბიგა X-ზე.მისი თქმით, „პუტინი ასე განზრახ მოქმედებს და მას მკვლელოებების დასრულება არ აინტერესებს“.„ალბათ დროა, ნულამდე შევამციროთ ყველა ის ვადა, რომელიც პუტინს მიეცა. პრეზიდენტი ტრამპი პუტინის მიმართ ზედმეტად გულუხვი და მომთმენი იყო, როცა გამოსავლის პოვნას ცდილობდა. დროა, მოსკოვზე მაქსიმალური ზეწოლა მოვახდინოთ“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, რუსების მიერ კიევზე დარტყმის შედეგად 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა.

კონფლიქტები 1753946512

აშშ
დონალდ ტრამპი - კანადის განცხადება, რომ პალესტინის სახელმწიფოებრივ სტატუსს მხარს უჭერს, მათთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევას გაართულებს

კანადამ ახლახან გამოაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოებრივ სტატუსს მხარს უჭერს - ეს მათთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევას გაართულებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.„კანადამ ახლახან გამოაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოებრივ სტატუსს მხარს უჭერს. ეს მათთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევას გაართულებს. ოჰ, კანადა!!!“, - წერს დონალდ ტრამპი.ცნობისთვის, კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კერნიმ განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს.„ადგილზე არსებული რეალობა, მათ შორის ღაზაში მოსახლეობის შიმშილი, ნიშნავს, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა ჩვენს თვალწინ ფაქტობრივად ქრება, ამიტომაც მოქმედება ახლაა საჭირო. კანადა გმობს იმ ფაქტს, რომ ისრაელის მთავრობამ ღაზაში კატასტროფის გაგრძელება დაუშვა“, - განაცხადა მარკ კერნიმ.

მსოფლიო 1753946440

პარლ თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე - პორტი ვერ ააშენეს და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ დასანგრევად - ის უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც, დღეიდან, ამათ ხელს ჩამოართმევენ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ამათი თაღლითობის მფარველები არიან

პორტი ვერ ააშენეს და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ დასანგრევად - უნდა ვიცოდეთ, რომ ის უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც, დღეიდან, ამათ ხელს ჩამოართმევენ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ამათი თაღლითობის მფარველები არიან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ეხმაურება იუსტიციის სამინისტროს განცხადებას, რომ , მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს.ამასთან, პაპუაშვილი როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სასამართლოების მიერ ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებებს ასახელებს.„პორტი ვერ ააშენეს და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ დასანგრევად.ითხოვდნენ 1,5 მილიარდ დოლარს მოქალაქეების ჯიბიდან, მაგრამ მოუწიათ თავად 7,1 მილიონი დოლარის დაბრუნება ბიუჯეტში, აღარაფერი რომ ვთქვათ იმ მილიონებზე, რომელიც ფუჭად ხარჯეს, როგორც აღმოჩნდა დაბალი კვალიფიკაციის ადვოკატებზე. ასეთი ბოლო ექნება ყველა თაღლითის საქმეს.მანამდე კი იყო სხვა თაღლითობაც, რომელიც სასამართლოს განაჩენით დასრულდა, როდესაც ბანკიდან 17 მილიონი დოლარი თაღლითურად გააქრეს. ამ სქემის გამო ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 7-7 წელი მიესაჯათ, ბანკმა კი 3 მილიონი დოლარი ჯარიმა აღიარა და გადაიხადა.სამი წლის წინ, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის (ALDE), ეს თაღლითები, წევრებად მიიღო. ამითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ ალიანსის მორალზე.ახლა, მნიშვნელოვანია, ვნახოთ, ერთი ეროვნული და ორი საერთაშორისო სასამართლოს მიერ, ამ თაღლითების მხილების შემდეგ, თუ დაიტოვებენ წევრებად, თუ დადასტურდება საზოგადოებაში არსებული ეჭვი, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ALDE-ს წევრობა, უბრალოდ, იყიდეს.ჩვენ კი, უნდა ვიცოდეთ, რომ ის უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც, დღეიდან, ამათ ხელს ჩამოართმევენ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ამათი თაღლითობის მფარველები არიან”,- წერს პაპუაშვილი.ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს.„ვაშინგტონის არბიტრაჟმა (მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი - ICSID) ანაკლიის პორტის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა. ამჯერად უკვე ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მთლიანად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია“,- ნათქვამია განცხადებაში.

პოლიტიკა 1753946369

ბრიტ
კირ სტარმერი - დიდი ბრიტანეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს თუ ისრაელი სექტემბრამდე ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება

დიდი ბრიტანეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს თუ ისრაელი სექტემბრამდე ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.„გამიზნული გვაქვს ორი სახელმწიფოს პრინციპის სიცოცხლისუნარიანობის დაცვა და პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში გაერო-ს გენერალურ ასამბლეის წინაშე ვაღიარებთ, თუ ისრაელის მთავრობა არსებით ნაბიჯებს არ გადადგამს ღაზაში საშინელი ვითარების დასასრულებლად და ხანგრძლივი მდგრადი მშვიდობის ერთგული არ გახდება, მათ შორის შიმშილის დასასრულებლად, გაერო-სთვის ღაზის ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაუყოვნებლივ აღდგენით, ცეცხლის შეთანხმებაზე დათანხმებით და იმის ცხადად გახდომით, რომ დასავლეთ სანაპიროზე ანექსირება არ იქნება“, - განაცხადა სტარმერმა.განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპამდე მისვლას ღაზის სექტორიდან ისრაელის შეიარაღებული ძალების გასვლა და „ჰამასის” ხელმძღვანელობის მოშორება სჭირდება.„ჰამასმა” დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მძევლები, დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას მოაწეროს ხელი, მიიღოს ის ფაქტი, რომ ღაზის მთავრობაში არანაირ როლს არ ითამაშებენ და განიარაღდეს“, - განაცხადა სტარმერმა.პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეამდე დიდი ბრიტანეთი შეაფასებს მხარეებმა რამდენად შეასრულეს ეს ნაბიჯები.

მსოფლიო 1753859351

აშშ
დონალდ ტრამპი - აშშ-ში მყოფი უკრაინის მოქალაქეები ომის დასრულებამდე აქ დარჩენას შეძლებენ

აშშ-ში მყოფი უკრაინის მოქალაქეები ომის დასრულებამდე აქ დარჩენას შეძლებენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.კითხვაზე, შეძლებენ თუ არა ის უკრაინელები აშშ-ში დარჩენას, რომლებმაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო ქვეყანა დატოვეს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „დიახ“.„დიახ. ვფიქრობ, რომ ამას გავაკეთებთ. უკრაინიდან ბევრი ადამიანი გვყავს და მათთან ერთად ვმუშაობთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მარტში ცნობები ვრცელდებოდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ში მყოფი 240 000 უკრაინელისთვის დროებითი ლეგალური სტატუსის გაუქმებას გეგმავდა.

მსოფლიო 1753859316