1751800470 • კონფლიქტები
მარტა კოსი - უკრაინის გზა ევროკავშირისკენ შორეული მიზანი არ არის - ეს სტრატეგიული იმპერატივია, შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ

ბოლო დღეებში უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების ესკალაცია საგანგაშოა: გუშინდელი ღამე ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი იყო,- ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, იმ ფონზე, როცა რუსეთი აძლიერებს სისასტიკეს, ევროკავშირმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს.
„უკრაინის გზა ევროკავშირისკენ შორეული მიზანი არ არის: ეს სტრატეგიული იმპერატივია. შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ“, - აცხადებს მარტა კოსი.
შეგახსენებთ, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე განხორციელებული რეკორდული მასშტაბის კომბინირებული თავდასხმის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 60 დაშავდა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე თავდასხმა 367 დრონით და რაკეტით განახორციელეს.

ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი დააკავეს.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბიზნესმენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
სამართალი • 1751817529

აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისადმი იყო „მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში“. ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.როგორც ელჩმა აღნიშნა, ხალხი ძალიან გაოცებული იყო მსგავსი წერილის გამოგზავნით.„სამი დღის შემდეგ - და ხაზს ვუსვამ, ჩვეულებრივ ამაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა თავად თქვა ამის შესახებ - „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის, პირადი წერილი. ეს არ არის საჯარო წერილი, რომელიც, გულწრფელად გეტყვით, იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში. უკიდურესად ცუდად…. ამიტომ, დაგვჭირდა გარკვეული დრო პასუხის მოსაფიქრებლად. ეს მართალია. ვფიქრობ, გარკვეული დრო დაგვჭირდა იმიტომ, რომ ხალხი ძალიან გაოცებული იყო ასეთი წერილის გამოგზავნით ერთი ქვეყნის მიერ ჩემი ქვეყნისთვის“, -აღნიშნა ელჩმა.მან ასევე ისაუბრა, თუ როგორ წარიმართა მოლაპარაკებები ივანიშვილთან შეხვედრაზე, რაზეც საელჩომ უარი მიიღო:„ამასობაში, სანამ ჩვენ პასუხზე ვფიქრობდით, პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა ღია წერილი. მაშინ მე მივედი პრემიერ-მინისტრთან და ვუთხარი, რომ მაქვს პასუხი სახელმწიფო მდივან რუბიოსგან, რომელმაც მთხოვა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს გადავცე. ბიძინა ივანიშვილმა თქვა უარი“, - აღნიშნა ელჩმა.რობინ დანიგანი ასევე აცხადებს, რომ „პრემიერ-მინისტრს ნებისმიერ დროს სიამოვნებით“ შეხვდება, თუმცა „ცალკე მას არ უთხოვია მასთან შეხვედრა“.„რადიო თავისუფლების“ დამაზუსტებელ კითხვაზე, იკითხა თუ არა რობინ დანიგანმა ვაშინგტონში, რატომ უნდა გადაეცა აღნიშნული გზავნილი ბიძინა ივანიშვილისთვის და არა ირაკლი კობახიძისათვის, ელჩმა განაცხადა:„ვფიქრობ, მსოფლიოში ადამიანების უმრავლესობამ იცის, რომ მთავრობას მართავს ბიძინა ივანიშვილი“.გარდა აღნიშნულისა, რობინ დანიგანმა განაცხადა ისიც, რომ ის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, ადმინისტრაციის პირველ დღეებში ვაშინგტონში გაემგზავრა, რათა შეხვედროდა ახალი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს, დალაპარაკებდა საქართველოს მიმართ პოლიტიკაზე და ჰქონოდა გზამკვლევი, კერძოდ, „რა სურდათ, რომ ყოფილიყო მათი პირველი გზავნილი საქართველოს მთავრობისთვის.„მე დავბრუნდი ამ შეხვედრებიდან და შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრს [მაკა ბოჭორიშვილს] და ძალიან მკაფიოდ წარვუდგინე ორი თუ სამი ნაბიჯი, რომელთა გადადგმითაც „ქართული ოცნება“ ხელს შეუწყობდა ურთიერთობების სწორ გზაზე დაბრუნებას“, - აღნიშნავს ელჩი.ელჩი, რომელიც ივლისში საქართველოს ტოვებს, ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ურთიერთობების „სწორ გზაზე დაბრუნება არც ისე რთულია“ და ამას, პირველ რიგში, სჭირდება „ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა“.„ქართული ოცნება“ ამბობს უამრავ რამეს აშშ-ზე, რაც არ არის სიმართლე, კერძოდ ის, რომ ჩვენ ვცდილობდით აქ მეორე ფრონტის დაწყებას - არ არის სიმართლე; რომ ჩემი წინამორბედი ცდილობდა აქ რევოლუციის გაღვივებას - არ არის სიმართლე; რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არის პარტნიორობა მხოლოდ ქაღალდზე - არ არის სიმართლე; რომ მე ჩემმა მთავრობამ გამიწვია - არ არის სიმართლე. შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო ჩამოთვლა“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
პოლიტიკა • 1751817377

მარკ რუტემ რუსული უნდა ისწავლოს, შეიძლება ციმბირის ბანაკში გამოადგეს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა პლატფორმა X-ზე დაწერა."გენერალურმა მდივანმა რუტემ აშკარად ძალიან ბევრი მაგიური სოკო შესანსლა, რომელიც ნიდერლანდელებს უყვართ. ის ჩინეთსა და რუსეთს შორის შეთქმულებას ხედავს ტაივანის გამო, შემდეგ კი რუსეთის თავდასხმას ევროპაზე. თუმცა, ერთ რამეში მართალია: მან რუსული უნდა ისწავლოს, ეს შეიძლება ციმბირის ბანაკში გამოადგეს", - დაწერა მედვედევმა.
მსოფლიო • 1751800513

რუსეთი ესტონეთს ახლა არ დაესხმება თავს, მაგრამ შეიძლება ეს ხუთ-შვიდ წელიწადში გააკეთოს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა New Yorker-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომელშიც აღწერილია ესტონეთში ჩატარებული წვრთნები, რათა შემოწმებულიყო მისი მზადყოფნა რუსეთის შესაძლო შეჭრისთვის. სტატიის ავტორები აცხადებენ, რომ ესტონეთს არ ჰყავს საჰაერო ძალები და საზღვაო ფლოტი. წვრთნებში, დამპყრობელი არმიის გუნდს „შესაძლებლობების უპირატესობა“ ჰქონდა - მეტი მძიმე ჯავშანი, მეტი შორ მანძილზე სროლა. სტატიაში აღნიშნულია, რომ წვრთნები, ძირითადად, ესტონეთისთვის კარგად არ წარიმართა.„ყველაფერი, რაც New Yorker-შია აღწერილი, სწორია. თუმცა ეს არ არის „გამოსაღვიძებელი ზარი“, რადგან ჩვენ გვაქვს ყველა გეგმა, რომ თუ ესტონეთს თავს დაესხმებიან - და რუსებმა ეს იციან - ჩვენი რეაქცია გამანადგურებელი იქნება. დეტალებში ვერ შევალ, რადგან ვიცი, რომ ვლადიმერ პუტინი ამ პროგრამებს აკვირდება. თუმცა, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ არა მხოლოდ ეს გეგმები გვაქვს, არამედ გვყავს ხალხი და სამხედრო აღჭურვილობაც, რომელიც ამას მხარს დაუჭერს. სწორედ ამიტომ გვჭირდება მეტის დახარჯვა. თუმცა, საქმე იმაში არ არის, რომ ესტონელები მარტო დარჩნენ. ნატო-ს სრული ძალა, მათ შორის შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა, მოვა დასახმარებლად. პუტინმა ეს იცის. სწორედ ამიტომ არ დაესხმება თავს დღეს ესტონეთს. თუმცა, შესაძლოა, ხუთ ან შვიდ წელიწადში დაესხას თავს, თუ ყველა ამ დამატებით ინვესტიციას არ განვახორციელებთ“, - აღნიშნა რუტემ.
კონფლიქტები • 1751800470

სამძებრო-სამაშველო ჯგუფები კვლავ ცდილობენ 27 დაკარგული ბავშვის პოვნას აშშ-ის ტეხასის შტატში, მდინარე გვადალუპეს მახლობლად მდებარე გოგონების საზაფხულო ბანაკში, რომელიც ძლიერი წვიმების შემდეგ ადიდდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 51 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი დაიღუპა.ტეხასის გუბერნატორმა გრეგ აბოტმა განაცხადა, რომ ბანაკი საშინლად განადგურდა და პირობა დადო, რომ სამაშველო ჯგუფები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, ყველა დაკარგულ გოგონას იპოვნიან. გუბერნატორმა ყველა ჩართულ სახელმწიფო უწყებას დაავალა, რომ პრიორიტეტი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის ძალისხმევას მიანიჭონ.
მსოფლიო • 1751800444

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მირზა კეზევაძემ სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.მისივე თქმით, მირზა კეზევაძე „არავის გაუშვია სამსახურიდან“.„ბატონი მირზა კეზევაძე არავის გაუშვია სამსახურიდან. მან საკუთარი სურვილით მიმართა მინისტრს და ის წავიდა სამსახურიდან. არანაირ გაშვებას არ ჰქონია ადგილი, საკუთარი სურვილით დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგები“, -აღნიშნა დარახველიძემ.
პოლიტიკა • 1751800409