1751869718 • სამართალი
შს მინისტრის მოადგილე - მირზა კეზევაძე არავის გაუშვია სამსახურიდან, საკუთარი სურვილით მიმართა მინისტრს და წავიდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მირზა კეზევაძემ სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
მისივე თქმით, მირზა კეზევაძე „არავის გაუშვია სამსახურიდან“.
„ბატონი მირზა კეზევაძე არავის გაუშვია სამსახურიდან. მან საკუთარი სურვილით მიმართა მინისტრს და ის წავიდა სამსახურიდან. არანაირ გაშვებას არ ჰქონია ადგილი, საკუთარი სურვილით დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგები“, -აღნიშნა დარახველიძემ.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, აჭარის ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაციენტს ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უტარდება.„ყველაფერი უტარდება, რაც სჭირდება. მდგომარეობა მძიმეა. [ქირურგიული ჩარევა] ჩვენთან არ დასჭირვებია. იმყოფება მართვით სუნთქვაზე“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.ცნობისთვის, დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მოგვიანებით კი, რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.
საზოგადოება • 1751877872

უმართავი ქაოსი და განუკითხაობა შეგვეხება ყველას, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის საქმეს ეხმაურება.როგორ გახარია აღნიშნავს, მხოლოდ გონიერი მოქმედებით და სიმართლით გავიყვანთ საქართველოს სამშვიდობოს.„უმართავი ქაოსი და განუკითხაობა შეგვეხება ყველას. სისხლიანი გარჩევები - ხალხისთვის მოპარული ფულის განაწილებისთვის. მხოლოდ გონიერი მოქმედებით და სიმართლით გავიყვანთ საქართველოს სამშვიდობოს“,- წერს გახარია სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მოგვიანებით კი, რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.
პოლიტიკა • 1751877816

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსიდან“, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 7 ივლისს, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.„შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
საზოგადოება • 1751870013

ექიმების განმარტებით, აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.„7 ივლისს, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
სამართალი • 1751869850

სამართალი • 1751869718

ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი დააკავეს.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბიზნესმენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
სამართალი • 1751817529