საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სემ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ და სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.
მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს  ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და ირიგაციის სექტორებში ცოდნა-გამოცდილების გაზიარება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ერთობლივი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის პროექტების მომზადება, თემატური კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოწყობა,  ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა. 

 

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მიზანია ხელი შეეწყოს აკადემიურ წრეებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და  სტუდენტების პროფესიულ განვითარებას.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობა მრავალმხრივ შესაძლებლობას იძლევა მჭიდრო კავშირების ჩამოსაყალიბებლად.  აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება ვაკანსიების, სტაჟირებისა თუ პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდება  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის,  ასევე, სასწავლო და საწარმოო პრაქტიკებისა და სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი უნივერსიტეტის სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, პრაქტიკაში გაეცნონ სექტორის რეგულირების პრინციპებს და მიიღონ მეტი გამოცდილება“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.  

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ  ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც ფლაგმანი უმაღლესი სკოლის მისიაზე ენერგეტიკისა და მისი მომიჯნავე საინჟინრო დარგებისთვის ახალგაზრდა კადრების მომზადებისა და მათი პროფესიონალებად ფორმირების, ასევე, სექტორში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების მხრივ.

„ვიმედოვნებთ, სემეკის ბაზაზე მოქმედ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, პარტნიორობა კი გააძლიერებს აკადემიურ საზოგადოებასა და ინდუსტრიას შორის კავშირს, შექმნის ახალ პლატფორმებს ერთობლივი კვლევისა და ინოვაციისთვის, ხოლო ჩვენს სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ ღირებული პრაქტიკული გამოცდილება და სამომავლოდ, შეძლონ კარიერული განვითარება. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით შევძლებთ ისეთი ეკოსისტემის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციასა და პროგრესს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.

უახლესი
პუტინი ზოგადი
ვლადიმერ პუტინი უკრაინას 15 მაისს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კიევს პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა.„ჩვენ ვთავაზობთ კიევის ხელისუფლებას, განაახლოს მოლაპარაკებები, რომელიც მათ შეწყვიტეს“, - განაცხადა პუტინმა მედიასთან საუბრისას.რუსეთის ლიდერმა განმარტა, რომ საუბარია პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დაუყოვნებლივ, 15 მაისს, სტამბოლში უნდა დაიწყოს.“ვთავაზობთ კიევის რეჟიმთან პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას ხუთშაბათს, 15 მაისს, სტამბოლში, სადაც ის შეწყდა”, - აღნიშნა პუტინმა.

კონფლიქტები 1746945170

აშშ
დონალდ ტრამპი - პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის - წინ დიდი კვირა გველოდება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც უკრაინას 15 მაისს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა.„პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის! წარმოიდგინეთ ასობით ათასი სიცოცხლე, რომლებიც გადარჩებიან, როდესაც ეს დაუსრულებელი „სისხლისღვრა“, იმედია, დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი და ბევრად უკეთესი მსოფლიო“, - წერს ტრამპი სოციაირ პლატფორმა TruthSocial-ზე.მისი თქმით, გააგრძელებს მხარეებთან მუშაობას ომის დასრულების საკითხზე.„გავაგრძელებ ორივე მხარესთან მუშაობას, რათა ეს მოხდეს. აშშ-ს სურს, ამის ნაცვლად, ყურადღება გაამახვილოს აღმშენებლობასა და ვაჭრობაზე. წინ დიდი კვირა გველოდება!“- წერს ტრამპი.შეგახსენებთ, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა მოხდეს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი კიევს სტამბოლში 15 მაისს პირდაპირი მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განახლება შესთავაზა.

მსოფლიო 1746945140

ამინდი
14 მაისამდე საქართველოში დროგამოშვებით ზოგან ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარია მოსალოდნელი

საქართველოში ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

საზოგადოება 1746945103

ბრიტ
კიმ სტარმერი - თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, მაშინ სანქციებს გავაძლიერებთ და უკრაინის სამხედრო დახმარებას გავზრდით

თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, მაშინ სანქციებს გავაძლიერებთ და უკრაინის სამხედრო დახმარებას გავზრდით, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა კიევში საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.„დღეს ჩვენ ყველანი აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, პუტინს მივმართავთ. თუ ის სერიოზულად არის განწყობილი მშვიდობის მიმართ, მას აქვს შანსი, რომ ეს ახლავე დაამტკიცოს. ჩვენ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოვითხოვთ და თუ პუტინი უარს იტყვის, მაშინ ჩვენ პასუხს გავცემთ. პრეზიდენტ ტრამპთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან თანამშრომლობის შედეგად სანქციებს გავაძლიერებთ და უკრაინის სამხედრო დახმარებას გავზრდით, რათა რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება ვაიძულოთ“, - განაცხადა კირ სტარმერმა.მისი თქმით, ევროპა და აშშ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეამსუბუქებენ.„ყველანი შევთანხმდით, პროცესის დასრულებამდე უკვე დაწესებული სანქციები არ მოიხსნება. ახლა კი ჩვენ ამ პროცესის დასაწყისში ვიმყოფებით“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

მსოფლიო 1746898814

უკრ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრამპს ვესაუბრეთ და 12 მაისიდან უპირობო ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთი შეხედულება გვაქვს, რუსეთის პასუხს ველოდებით

ტრამპს ვესაუბრეთ, 12 მაისიდან უპირობო ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთი შეხედულება გვაქვს, რუსეთის პასუხს ველოდებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში “მსურველთა კოალიციის” სამიტის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.„კიევში სამიტის დასრულების შემდეგ ყველამ აშშ-ის პრეზიდენტთან ვილაპარაკეთ. კარგი საუბარი იყო - პოზიტიური და კონკრეტული. მადლობელი ვარ პრეზიდენტი ტრამპის.საერთო შეხედულებას ვიზიარებთ: დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა საჭიროა მინიმუმ 30 დღით. წინადადებით გამოვდივართ, ის ორშაბათს, 12 მაისს დაიწყოს. რუსეთის პასუხს ველოდებით.წინადადება მაგიდაზე იყო საუდის არაბეთში საუბრების დაწყებიდანვე, როდესაც ის პირველად შეერთებულმა შტატებმა წამოწია წინ. მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტა დაიწყება, საუკეთესო მომენტი იქნება დიპლომატიისთვის. უკრაინა მზად არის შეხვედრებისთვისა და მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში“, - წერს ზელენსკი.

მსოფლიო 1746898746

სამ
გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო

„რამზეს იახტების“ დამფუძნებელმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მსჯავრდებულმა გიორგი ჩიკვაძიემ სრული შიმშილობა დაიწყო.აღნიშნულის შესახებ ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი „ფეისბუქზე“ წერს.„პოლიტპატიმარმა გიორგი ჩიკვაიძემ დღეს 18:00 საათიდან გამოაცხადა სრული შიმშილობა და სრული უნდობლობა პენიტენციური სამსახურის მიმართ“,- აცხადებს ეკა წერეთელი.ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ “რამზეს იახტების“ დამფუძნებელს გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის პარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს კი - 8 წლით.გამოძიება კომპანია “ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე - კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაიწყო.

სამართალი 1746898707