ვლადიმერ პუტინი უკრაინას 15 მაისს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს

პუტინი ზოგადი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კიევს პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა.

„ჩვენ ვთავაზობთ კიევის ხელისუფლებას, განაახლოს მოლაპარაკებები, რომელიც მათ შეწყვიტეს“, - განაცხადა პუტინმა მედიასთან საუბრისას.

რუსეთის ლიდერმა განმარტა, რომ საუბარია პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დაუყოვნებლივ, 15 მაისს, სტამბოლში უნდა დაიწყოს.

“ვთავაზობთ კიევის რეჟიმთან პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას ხუთშაბათს, 15 მაისს, სტამბოლში, სადაც ის შეწყდა”, - აღნიშნა პუტინმა.

უახლესი
გერმ
ფრიდრიხ მერცი - ველით, რომ მოსკოვი ახლავე დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას - ჯერ იარაღი უნდა გაჩუმდეს და შემდეგ შეიძლება მოლაპარაკებების დაწყება

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის შემდგომ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უნდა უძღოდეს წინ.„ველით, რომ მოსკოვი ახლავე დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას. ეს სერიოზული მოლაპარაკებების შესაძლებლობას გააჩენს. ჯერ იარაღი უნდა გაჩუმდეს და შემდეგ შეიძლება მოლაპარაკებების დაწყება“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ბერლინში უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ.მისი თქმით, უკრაინა დიდი ხნის წინ დათანხმდა აშშ-ის წინადადებას 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.„დადებითი სიგნალია, რომ რუსულმა მხარემ მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ეს საკმარისი არ არის“, - განაცხადა მერცმა.

მსოფლიო 1747029215

უკრ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ხუთშაბათს პუტინს თურქეთში პირადად დაველოდები

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ 15 მაისს, ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს თურქეთში პირადად ელოდება.მისი თქმით, უკრაინა ხვალიდან სრულ და ხანგრძლივ ცეცხლის შეწყვეტას ელოდება დიპლომატიისთვის აუცილებელი საფუძვლის შესაქმნელად."დიპლომატიისთვის აუცილებელი საფუძვლის შესაქმნელად ხვალიდან სრულ და გრძელვადიან ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით. მკვლელობების გაჭიანურებას აზრი არ აქვს. ხუთშაბათს პუტინს თურქეთში დაველოდები. პირადად მე. იმედი მაქვს, რომ ამჯერად რუსები საბაბს არ მოძებნიან", - წერს ზელენსკი X-ზე.შეგახსენებთ, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა მოხდეს უკრაინაში ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი კიევს სტამბოლში 15 მაისს პირდაპირი მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განახლება შესთავაზა.

მსოფლიო 1747029173

დონალდ ტუსკი
დონალდ ტუსკი - ვარშავის სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძარი რუსული სპეცსამსახურების დაკვეთის შედეგია

ვარშავაში, მერივილსკას სავაჭრო ცენტრში 2024 წლის მაისში გაჩენილი ხანძარი რუსული სპეცსამსახურების მიერ იყო შეკვეთილი, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.„ახლა უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ ვარშავაში, მერივილსკას სავაჭრო ცენტრში გაჩენილი დიდი ხანძარი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაკვეთილი ცეცხლის წაკიდების შედეგად გაჩნდა. ზოგიერთი დამნაშავე უკვე დაკავებულია, დანარჩენები იდენტიფიცირებულები და ძებნილები არიან. ყველას მოგძებნით!“ - აცხადებს ტუსკი.შეგახსენებთ, მერივილსკას სავაჭრო ცენტრში ხანძარი 2024 წლის 12 მაისს მოხდა, რის შედეგადაც სავაჭრო ცენტრში 1400 მაღაზია და მომხმარებელთა მომსახურების პუნქტი მთლიანად დაიწვა.

მსოფლიო 1747029113

აშშ
დონალდ ტრამპი - პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის - წინ დიდი კვირა გველოდება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც უკრაინას 15 მაისს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა.„პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის! წარმოიდგინეთ ასობით ათასი სიცოცხლე, რომლებიც გადარჩებიან, როდესაც ეს დაუსრულებელი „სისხლისღვრა“, იმედია, დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი და ბევრად უკეთესი მსოფლიო“, - წერს ტრამპი სოციაირ პლატფორმა TruthSocial-ზე.მისი თქმით, გააგრძელებს მხარეებთან მუშაობას ომის დასრულების საკითხზე.„გავაგრძელებ ორივე მხარესთან მუშაობას, რათა ეს მოხდეს. აშშ-ს სურს, ამის ნაცვლად, ყურადღება გაამახვილოს აღმშენებლობასა და ვაჭრობაზე. წინ დიდი კვირა გველოდება!“- წერს ტრამპი.შეგახსენებთ, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა მოხდეს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი კიევს სტამბოლში 15 მაისს პირდაპირი მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განახლება შესთავაზა.

მსოფლიო 1746945140

ამინდი
14 მაისამდე საქართველოში დროგამოშვებით ზოგან ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარია მოსალოდნელი

საქართველოში ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

საზოგადოება 1746945103

ბრიტ
კიმ სტარმერი - თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, მაშინ სანქციებს გავაძლიერებთ და უკრაინის სამხედრო დახმარებას გავზრდით

თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, მაშინ სანქციებს გავაძლიერებთ და უკრაინის სამხედრო დახმარებას გავზრდით, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა კიევში საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.„დღეს ჩვენ ყველანი აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, პუტინს მივმართავთ. თუ ის სერიოზულად არის განწყობილი მშვიდობის მიმართ, მას აქვს შანსი, რომ ეს ახლავე დაამტკიცოს. ჩვენ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოვითხოვთ და თუ პუტინი უარს იტყვის, მაშინ ჩვენ პასუხს გავცემთ. პრეზიდენტ ტრამპთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან თანამშრომლობის შედეგად სანქციებს გავაძლიერებთ და უკრაინის სამხედრო დახმარებას გავზრდით, რათა რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება ვაიძულოთ“, - განაცხადა კირ სტარმერმა.მისი თქმით, ევროპა და აშშ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეამსუბუქებენ.„ყველანი შევთანხმდით, პროცესის დასრულებამდე უკვე დაწესებული სანქციები არ მოიხსნება. ახლა კი ჩვენ ამ პროცესის დასაწყისში ვიმყოფებით“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

მსოფლიო 1746898814