ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრამპს ვესაუბრეთ და 12 მაისიდან უპირობო ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთი შეხედულება გვაქვს, რუსეთის პასუხს ველოდებით

მსოფლიო 1746898746
უკრ

ტრამპს ვესაუბრეთ, 12 მაისიდან უპირობო ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთი შეხედულება გვაქვს, რუსეთის პასუხს ველოდებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში “მსურველთა კოალიციის” სამიტის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„კიევში სამიტის დასრულების შემდეგ ყველამ აშშ-ის პრეზიდენტთან ვილაპარაკეთ. კარგი საუბარი იყო - პოზიტიური და კონკრეტული. მადლობელი ვარ პრეზიდენტი ტრამპის.

საერთო შეხედულებას ვიზიარებთ: დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა საჭიროა მინიმუმ 30 დღით. წინადადებით გამოვდივართ, ის ორშაბათს, 12 მაისს დაიწყოს. რუსეთის პასუხს ველოდებით.

წინადადება მაგიდაზე იყო საუდის არაბეთში საუბრების დაწყებიდანვე, როდესაც ის პირველად შეერთებულმა შტატებმა წამოწია წინ. მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტა დაიწყება, საუკეთესო მომენტი იქნება დიპლომატიისთვის. უკრაინა მზად არის შეხვედრებისთვისა და მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში“, - წერს ზელენსკი.

უახლესი
გერმ
ფრიდრიხ მერცი - ველით, რომ მოსკოვი ახლავე დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას - ჯერ იარაღი უნდა გაჩუმდეს და შემდეგ შეიძლება მოლაპარაკებების დაწყება

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის შემდგომ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უნდა უძღოდეს წინ.„ველით, რომ მოსკოვი ახლავე დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას. ეს სერიოზული მოლაპარაკებების შესაძლებლობას გააჩენს. ჯერ იარაღი უნდა გაჩუმდეს და შემდეგ შეიძლება მოლაპარაკებების დაწყება“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ბერლინში უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ.მისი თქმით, უკრაინა დიდი ხნის წინ დათანხმდა აშშ-ის წინადადებას 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.„დადებითი სიგნალია, რომ რუსულმა მხარემ მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ეს საკმარისი არ არის“, - განაცხადა მერცმა.

მსოფლიო 1747029215

უკრ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ხუთშაბათს პუტინს თურქეთში პირადად დაველოდები

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ 15 მაისს, ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს თურქეთში პირადად ელოდება.მისი თქმით, უკრაინა ხვალიდან სრულ და ხანგრძლივ ცეცხლის შეწყვეტას ელოდება დიპლომატიისთვის აუცილებელი საფუძვლის შესაქმნელად."დიპლომატიისთვის აუცილებელი საფუძვლის შესაქმნელად ხვალიდან სრულ და გრძელვადიან ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით. მკვლელობების გაჭიანურებას აზრი არ აქვს. ხუთშაბათს პუტინს თურქეთში დაველოდები. პირადად მე. იმედი მაქვს, რომ ამჯერად რუსები საბაბს არ მოძებნიან", - წერს ზელენსკი X-ზე.შეგახსენებთ, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა მოხდეს უკრაინაში ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი კიევს სტამბოლში 15 მაისს პირდაპირი მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განახლება შესთავაზა.

მსოფლიო 1747029173

დონალდ ტუსკი
დონალდ ტუსკი - ვარშავის სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძარი რუსული სპეცსამსახურების დაკვეთის შედეგია

ვარშავაში, მერივილსკას სავაჭრო ცენტრში 2024 წლის მაისში გაჩენილი ხანძარი რუსული სპეცსამსახურების მიერ იყო შეკვეთილი, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.„ახლა უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ ვარშავაში, მერივილსკას სავაჭრო ცენტრში გაჩენილი დიდი ხანძარი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაკვეთილი ცეცხლის წაკიდების შედეგად გაჩნდა. ზოგიერთი დამნაშავე უკვე დაკავებულია, დანარჩენები იდენტიფიცირებულები და ძებნილები არიან. ყველას მოგძებნით!“ - აცხადებს ტუსკი.შეგახსენებთ, მერივილსკას სავაჭრო ცენტრში ხანძარი 2024 წლის 12 მაისს მოხდა, რის შედეგადაც სავაჭრო ცენტრში 1400 მაღაზია და მომხმარებელთა მომსახურების პუნქტი მთლიანად დაიწვა.

მსოფლიო 1747029113

პუტინი ზოგადი
ვლადიმერ პუტინი უკრაინას 15 მაისს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კიევს პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა.„ჩვენ ვთავაზობთ კიევის ხელისუფლებას, განაახლოს მოლაპარაკებები, რომელიც მათ შეწყვიტეს“, - განაცხადა პუტინმა მედიასთან საუბრისას.რუსეთის ლიდერმა განმარტა, რომ საუბარია პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დაუყოვნებლივ, 15 მაისს, სტამბოლში უნდა დაიწყოს.“ვთავაზობთ კიევის რეჟიმთან პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას ხუთშაბათს, 15 მაისს, სტამბოლში, სადაც ის შეწყდა”, - აღნიშნა პუტინმა.

კონფლიქტები 1746945170

აშშ
დონალდ ტრამპი - პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის - წინ დიდი კვირა გველოდება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც უკრაინას 15 მაისს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა.„პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის! წარმოიდგინეთ ასობით ათასი სიცოცხლე, რომლებიც გადარჩებიან, როდესაც ეს დაუსრულებელი „სისხლისღვრა“, იმედია, დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი და ბევრად უკეთესი მსოფლიო“, - წერს ტრამპი სოციაირ პლატფორმა TruthSocial-ზე.მისი თქმით, გააგრძელებს მხარეებთან მუშაობას ომის დასრულების საკითხზე.„გავაგრძელებ ორივე მხარესთან მუშაობას, რათა ეს მოხდეს. აშშ-ს სურს, ამის ნაცვლად, ყურადღება გაამახვილოს აღმშენებლობასა და ვაჭრობაზე. წინ დიდი კვირა გველოდება!“- წერს ტრამპი.შეგახსენებთ, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა მოხდეს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი კიევს სტამბოლში 15 მაისს პირდაპირი მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განახლება შესთავაზა.

მსოფლიო 1746945140

ამინდი
14 მაისამდე საქართველოში დროგამოშვებით ზოგან ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარია მოსალოდნელი

საქართველოში ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

საზოგადოება 1746945103