1746614012 • პოლიტიკა
არსებული ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი დოდი ხარხელი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი დოდი ხარხელი დააკავეს. მისი ახლობლების განცხადებით, ხარხელი გამრეკელის ქუჩაზე აიყვანეს.
პარალელურად, აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან ხმაურია. ადგილზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
ხარხელის ახლობლების თქმით, სამართალდამცველები აქტივისტის ბინაში ჩხრეკას ატარებენ. მათ საცხოვრებელი კორპუსის შიგნით შესვლის საშუალება არ ეძლევათ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ და სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და ირიგაციის სექტორებში ცოდნა-გამოცდილების გაზიარება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ერთობლივი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის პროექტების მომზადება, თემატური კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოწყობა, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მიზანია ხელი შეეწყოს აკადემიურ წრეებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და სტუდენტების პროფესიულ განვითარებას. „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობა მრავალმხრივ შესაძლებლობას იძლევა მჭიდრო კავშირების ჩამოსაყალიბებლად. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება ვაკანსიების, სტაჟირებისა თუ პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ასევე, სასწავლო და საწარმოო პრაქტიკებისა და სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი უნივერსიტეტის სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, პრაქტიკაში გაეცნონ სექტორის რეგულირების პრინციპებს და მიიღონ მეტი გამოცდილება“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც ფლაგმანი უმაღლესი სკოლის მისიაზე ენერგეტიკისა და მისი მომიჯნავე საინჟინრო დარგებისთვის ახალგაზრდა კადრების მომზადებისა და მათი პროფესიონალებად ფორმირების, ასევე, სექტორში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების მხრივ.„ვიმედოვნებთ, სემეკის ბაზაზე მოქმედ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, პარტნიორობა კი გააძლიერებს აკადემიურ საზოგადოებასა და ინდუსტრიას შორის კავშირს, შექმნის ახალ პლატფორმებს ერთობლივი კვლევისა და ინოვაციისთვის, ხოლო ჩვენს სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ ღირებული პრაქტიკული გამოცდილება და სამომავლოდ, შეძლონ კარიერული განვითარება. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით შევძლებთ ისეთი ეკოსისტემის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციასა და პროგრესს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.
საზოგადოება • 1746624261

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, უნივერსიტეტში გაიმართა ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები და ძირითადი ასპექტები“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების, კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა და დარგის ექსპერტებმა. ღონისძიება გახსნეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა ქეთევან ქუთათელაძემ. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა დაათვალიერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ლაბორატორიები, ადგილზე გაეცნენ პრაქტიკული სწავლების პროცესს.დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის როლზე ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში:„დღეს ჩვენ გავეცანით ენერგეტიკის ფაკულტეტის ლაბორატორიებს, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სწავლების პროცესში. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, ენერგეტიკის ფაკულტეტზე მიიღონ თეორიული და პრაქტიკაზე დამყარებული ფუნდამენტური ცოდნა, რაც უმნიშვნელოვანესია პროფესიონალ ენერგეტიკოსად ჩამოყალიბებისთვის. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის ფაკულტეტს 95-წლიანი ისტორია აქვს და არის ლიდერი ენერგეტიკის დარგის სპეციალისტების მომზადების კუთხით.სემეკი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. კომისიაში დასაქმებული არაერთი პროფესიონალი ენერგეტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. კომისიაში სტაჟირება გაიარა ტექნიკური უნივერსიტეტის 18-მა სტუდენტმა, რომლებიც შემდგომ ეტაპზე წარმატებით დასაქმდნენ არა მარტო კომისიაში, არამედ ენერგეტიკის სექტორში მოქმედ კომპანიებში. ჩემი და ჩემი გუნდის მიზანია, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ენერგეტიკის ფაკულტეტის განვითარებას, ახალგაზრდების მოზიდვას ენერგეტიკის სექტორში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.დავით გურგენიძის განცხადებით, ენერგეტიკის დარგის განვითარების გარეშე შეუძლებელია სხვა საინჟინრო დარგებისა და ქვეყნის ეკონომიკის ეფექტიანი განვითარება, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციებისა და ინდუსტრიების მჭიდრო პარტნიორობით უნდა განხორციელდეს.„ენერგეტიკის სექტორი საქართველოს მდგრადი განვითარების და ტექნოლოგიური წინსვლის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი ენერგეტიკის სისტემაში. ძლიერი, ინოვაციური ენერგეტიკული სისტემის გარეშე შეუძლებელია სხვა საინჟინრო დარგების ეფექტიანი განვითარება და ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი მდგრადობა. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, უნივერსიტეტმა, ენერგეტიკულმა ორგანიზაციებმა და ინდუსტრიებმა, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ და ერთად ჩამოვაყალიბოთ პროფესიონალთა ახალგაზრდა თაობა.უნივერსიტეტის პასუხისმგებლობაა სტუდენტებს მისცეს არა მხოლოდ მყარი თეორიული საფუძველი, არამედ თანამედროვე ინდუსტრიული მოთხოვნების შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება. ჩვენი მისიაა ისეთი სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადება, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, დააკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს და გლობალურ გამოწვევებზეც შეძლებენ რეაგირებას”, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია, სადაც იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებზე, გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე.
საზოგადოება • 1746618105

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ იმის მაჩვენებელია, რომ საქართველო მთავარ პარტნიორებთან იზოლაციაში შედის.მისივე თქმით, ქვეყანაში არსებულ ღრმა პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია.„ეს მაჩვენებელია იმის, რომ ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია. კრიზისი ექვსი თვეა გრძელდება და ქვეყანა პარალიზებულია, მაგრამ „MEGOBARI აქტი“და ის სია, რომელიც გამოქვეყნდა (რომელიც პრაქტიკულად, „ქართული ოცნების” ყველა მაღალჩინოსანს ეხება და ალბათ, ამით არ მთავრდება) ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იზოლაციაში შევდივართ. ქვეყანა ჩვენს მთავარ პარტნიორებთან იზოლაციაში შედის. ერთი მხრივ, ევროკავშირთან, რომელსაც ყოველდღიურად „ქართული ოცნების” წარმომადგენლები ლანძღავენ, შეურაცხყოფას აყენებენ. მეორე მხრივ, ამერიკასთან. ეს სია უკვე მოქმედებს, იმიტომ, რომ ასეთ სიაში აღმოჩენა ნიშნავს, რომ ყველა ქვეყნის საზღვრებზე, ეს გვარები და სახელები ცნობილია. ზოგადად, ეს ქვეყნისთვის კრიზისია.ქვეყანაში არსებულ კრიზისზე მთლიანად პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი და არა ჩვენი პარტნიორები. არავინ არ არის პასუხისმგებელი, გარდა იმ ადამიანის, რომელიც ამ ქვეყანას ერთპიროვნულად (შეიძლება რუსეთის ინსტრუქციებით) მართავს და ჩიხში, უფსკრულში მიჰყავს. აქედან გამოსვლის [გზა] ახალი არჩევნებია. ეს ყველა ქვეყანაში გამოცდილი ფორმაა, თუ როგორ გამოდიხარ ღრმა კრიზისიდან, ისე რომ ეს გამოსვლა მშვიდობიანი იყოს, ახალი დესტაბილიზაცია არ გამოიწვიოს, რომელიც ამ ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება. ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ექვსი თვეა გაჩერებულია…ამ ქვეყნისთვის დღეს საჭიროა, რომ სწრაფად ახალი არჩევნები დაინიშნოს, ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ და ყველა საჭირო გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც ამ ქვეყანას გააცოცხლებს.ეს ქვეყანა დღეს გაყინულია. ამის მაჩვენებელია „MEGOBARI აქტი“. ასევე, მაჩვენებელია იმის, თუ დღევანდელი „ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი რას უკეთებენ ქვეყანას, [რომელიც] უკვე ყველამ დაინახა და ეს ასე ვერ გაგრძელდება.ამიტომ, ყველა გონს უნდა მოეგოს, ყველამ უნდა გამოიყენოს მისთვის არსებული საშუალება, ვინც რაღაცაში პასუხისმგებელია და თანამდებობაზეა, შეიძლება თავს უშველოს, ვინც თავს ვერ უშველის, მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ქვეყანას უნდა ვუშველოთ და ამას ერთად უნდა ვუშველოთ იმით, რომ ყველა ერთად დავდგეთ და ვთქვათ, რომ არჩევნები სასწრაფოდ დასანიშნია. იმიტომ, რომ ქვეყანას დრო უკვე აღარ ჰყოფნის იმისთვის, რომ ამ ღრმა ჩიხიდან გამოვიდეს”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პოლიტიკა • 1746617246

დღეს, საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება და ამავდროულად, ჩვენ პირველები ვართ ევროპაში ეკონომიკური განვითარების ტემპითაც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე განაცხადა.მან ასევე, ყრილობის მონაწილეებს პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება გააცნო და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარუდგინა.„ქართულმა ოცნებამ“, რა თქმა უნდა, ქართველ ხალხთან ერთად, მიაღწია ქვეყნის დამოუკიდებლობის იმ ხარისხს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამაყად ვთქვათ: დღეს, საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება და ამავდროულად, ჩვენ პირველები ვართ ევროპაში ეკონომიკური განვითარების ტემპითაც.კიდევ ერთხელ, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ერთ ოჯახად შეკრულ გუნდს, ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს საკუთარი სამშობლოსა და მისი განვითარებისთვის ბრძოლის ამ პრინციპულ გზაზე“, - განაცხადა მდინარაძემ.„ქართული ოცნების“ ყრილობამ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე აირჩია.
პოლიტიკა • 1746617212

პარტია სრულად იქნება მობილიზებული მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის - ქართველი ხალხის მხარდაჭერით, ჩვენ მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც, როდესაც საქმე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხებოდა, არასდროს არცერთი ნაბიჯით არ დაუხევია უკან.„ქართველი ხალხის მხარდაჭერით, შარშან ჩვენ გავიმარჯვეთ რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებში, რამაც საქართველოს მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობა შეუნარჩუნა. დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს თითოეულ პატრიოტ თანამოქალაქეს საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცედ დაცვისთვის. „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც, როდესაც საქმე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხებოდა, არასდროს არცერთი ნაბიჯით არ დაუხევია უკან. ჩვენი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში, საქართველოს მთავრობაში და ადგილობრივ ხელისუფლებაში, ერთგულად და უშიშრად ემსახურებიან და იცავენ საქართველოს ინტერესებს ყველგან და ყოველთვის. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისათვის! ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. არჩევნებისთვის სამზადისი დაწყებული გვაქვს და რამდენიმე კვირაში უკვე ოფიციალურად გავხსნით საარჩევნო კამპანიას. პარტია სრულად იქნება მობილიზებული მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის და ეს გამარჯვება იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო წელში გამართული, კიდევ უფრო განვითარებული საქართველოსკენ. ქართველი ხალხის მხარდაჭერით, ჩვენ მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, რათა არცერთ მუნიციპალიტეტში არცერთი დღით არ შეჩერდეს განვითარება და სრულად დავიცვათ საქართველოს თითოეული მხარის, თითოეული კუთხის ინტერესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პოლიტიკა • 1746614699

პარტია “ქართულ ოცნებას“ ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. მმართველი პარტიის ყრილობამ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე ერთხმად აირჩია.კობახიძემ პარტიის თამჯდომარის პოსტი მეორედ დაიკავა.“ქართული ოცნების“ რიგით IX ყრილობა თავმჯდომარის არჩევით დაიწყო. ყრილობას მხარდასაჭერად ასევე “ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა წარედგინა.პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განცხადება ღარიბაშვილმა 25 აპრილს გააკეთა.
პოლიტიკა • 1746614012