ლევან სანიკიძე - „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით ისრაელმა გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს, მან და სხვა სახელმწიფოებმა ამ ხელისუფლებას განაჩენი უნდა გამოუტანონ

პოლიტიკა 1751533436
ლევან სანიკიძე

თუ „ლელო“ და გახარიას პარტია გავა, ბიძინა ივანიშვილი ჩაატარებს სანაქებო არჩევნებს, ერთ ხმას არ გააყალბებს და ნულზე მოუგებს ამ ორ პარტიას - ფსევდო ბრძოლაში შეყოლა სისულელეა, ბევრად უფრო მტკიცე დაპირისპირების საშუალება არის ბოიკოტი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ეს ორი პარტია მეორე ადგილისთვის და მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსისთვის იბრძვის.

„რაც შეეხება [ხაზარაძის] წერილში რაცაა აღნიშნული - პირველი - მათზე ზეწოლას არავინ ახდენს. სიტყვა „ბულინგი“ პოლიტიკოსის მხრიდან ჩემთვის მიუღებელია. რას ნიშნავს ბულინგი?! ვინმემ პერსონალური შეურაცხყოფა გაბედა მათ წინააღმდეგ, მოღალატე ეძახა, „ქართული ოცნების“ პროპაგანდას აჰყვა თუ რა?! მათი პოლიტიკური პოზიცია კი არ გაკრიტიკდება, არამედ შესაბამისი სახელი დაერქმევა. „არ შეიძლება ქვეყანა უბრძოლველად ჩავაბაროთო“. ფსევდო ბრძოლით უნდა ჩააბარო?! თუ ეს ორი პარტია გავა, ბიძინა ივანიშვილი ჩაატარებს სანაქებო არჩევნებს, ერთ ხმას არ გააყალბებს, ნულზე მოუგებს ამ ორ პარტიას და მიიღებს ლეგიტიმაციას. არ დასჭირდება გაყალბება. ფსევდო ბრძოლაში შეყოლა სისულელეა. ბევრად უფრო მტკიცე დაპირისპირების საშუალება არის ბოიკოტი და ბევრად უფრო მეტ მსხვერპლზე წასვლა არის, ვიდრე ამ არჩევნებში შესვლა,“ - განაცხადა სანიკიძემ.

მისივე თქმით, საუკეთესო სცენარი იქნებოდა, რომ „ლელო“თავის შეცდომაში არ გაჯიუტებულიყო.

„როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიები არ იღებენ მონაწილეობას, საზოგადოებაში ასეთი განწყობაა, თვითონ ციხეში სხედან, კიდევ იმავეს რომ „აწვებიან“, ეს ჩვენი პრობლემაა თუ მათი?! ეს ხალხი, ჩემი აზრით, დაბრმავებულია მეორე ადგილის პერსპექტივით და მთავარი ოპოზიციური ძალის სურვილით.

რაც შეეხება გახარიას, ის თავისუფალია, ოღონდ ქვეყანაში არ არის და მე რასაც ვუყურებ, შეიძლება, ჩამომსვლელიც არ იყოს,“ - განაცხადა სანიკიძემ.

გარდა ამისა, მან შეაფასა ეუთოს გენერალური მდივნის განცხადება, რომ „ქართული ოპოზიციისთვის პარლამენტში 40%-ზე მეტის ქონა და ამის არგამოყენება სამართლიანი არ არის ხალხისთვის, რომელმაც აირჩია“ და აღნიშნა, რომ „ეუთოს გენერალური მდივნის პოზიცია არის დასავლეთში უკიდურესად საგამონაკლისო პოზიცია“.

მისი თქმით, დასავლელი პარტნიორების უმრავლესობა თვლის, რომ ქვეყანას კოალიციური ოპოზიციური პროდასავლური ხელისუფლება უნდა მართავდეს.

ამასთან, სანიკიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ამერიკის პრეზიდენტები და სახელმწიფო მდივნები 6 თვეში ერთხელ ჩამოდიოდნენ და ახლა საგარეო საქმეთა სამინისტრო დაკავებულია კუნძულოვანი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებთან „დაკრეჭილი ფოტოების დადებით“.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს კომუნიკაცია გვექნება, მაგრამ ეუთოს გენერალური მდივნის პოზიცია არის დასავლეთში უკიდურესად საგამონაკლისო პოზიცია და ჩემი აზრით, ძალიან იშვიათ განცხადებას მიეკუთვნება. ეს არ ნიშნავს, რომ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ჩემი აზრით, დამატებით ახსნა-განმარტებები ჩვენი მხრიდანაც უნდა გაკეთდეს და მასთან შეხვედრა აუცილებელია.

ხომ ნახეთ მაკა ბოჭორიშვილი ვის ართმევს ხელს და რა ფოტოებს დებენ?! ეს იყო ქვეყანა, სადაც ამერიკის პრეზიდენტები და სახელმწიფო მდივნები 6 თვეში ერთხელ ჩამოდიოდნენ და ახლა საგარეო საქმეთა სამინისტრო დაკავებულია კუნძულოვანი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებთან დაკრეჭილი ფოტოების დადებით. ეს ნორმალურია?! ამიტომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების უმრავლესობა თვლის, რომ ქართველი ხალხის ნების გათვალისწინება ის კი არ არის, ბიძინა მე რას დამიწერს და მერე შევგოგმანდე პარლამენტში, არამედ ის, რომ ჩვენ 76 მანდატზე მეტი მივიღეთ და ამ ქვეყანას უნდა მართავდეს კოალიციური ოპოზიციური პროდასავლური ხელისუფლება. ეს არის მთავარი უსამართლობა, რის გამოც ამ ქვეყანაში 500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და 60-ზე მეტი ადამიანი ახლაც პოლიტპატიმარია,“ - განაცხადა სანიკიძემ.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა შეაფასა ისრაელის საელჩოს განცხადება, სადაც აღნიშნულია, „შევშფოთდით, როცა გავიგეთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირანის საელჩოში სოლიდარობის ღონისძიებას დაესწრო - ეს მორალურად არასწორია“. სანიკიძის თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით ისრაელმა გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს.

„ჩემი აზრით, ჩვენი, პროდასავლური პარტიების მხრიდან დამატებითი საუბარი უნდა შედგეს ისრაელის საელჩოსთან, იმიტომ, რომ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობთ, რომ როდესაც ქვეყანას ფორმალურად მართავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ირანში დაესწრო მნიშვნელოვან ცერემონიას, სადაც მიმდინარეობდა სკანდირება - „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“, იმის შემდეგ, არაფერი უნდა გაუკვირდეთ. მე ის მიკვირს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რამდენჯერმე მიიღეს ისრაელში, ამიტომ ისრაელმაც ჩემი აზრით, გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით. ჩვენ გვექნება ამასთან დაკავშირებით დამატებითი კომუნიკაცია. სახელმწიფოებმა ამ ხელისუფლებას განაჩენი უნდა გამოუტანონ.

დღეს ირანს ტერორისტული რეჟიმი მართავს და მათ უცხადებენ სოლიდარობას. მაშინ ისრაელის საელჩოშიც უფრო აქტიურად უნდა დაბრძანდებოდნენ, მაგრამ როდესაც ირაკლი კობახიძეს ისეთი განცხადება აქვს მოსმენილი და არ დაუგმია განცხადება „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“, იმის შემდეგ, საერთოდ არაფერი უნდა გაუკვირდეს,“ - განაცხადა სანიკიძემ.

უახლესი
სემ 7 ივნ
დავით ნარმანიამ „ეკონომიკურ ფორუმზე“ განახლებადი ენერგიების ხელშემწყობი მექანიზმების შესახებ ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში, რომელიც განახლებადი ენერგიების განვითარების საკითხებს შეეხებოდა.„ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში მონაწილეობდნენ „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე.  დისკუსიას მოდერატორობა გაუწია „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების,  საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ესკოს, საქრუსენერგოს, ენერგეტიკის განვითარების ფონდის, ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელი პირები, ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისა და  ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. „ეკონომიკურ ფორუმზე“ სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა განახლებადი ენერგიების, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების განვითარების ხელშემწყობ პროგრამებზე. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში სემეკი მიიღებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების  ახალ რეგულაციას ნეტო დარიცხვის შესახებ.„ენერგეტიკული გაერთიანების რეკომენდაციის შესაბამისად, ევროპის ქვეყნების მსგავსად, საქართველო ნეტო აღრიცხვის სისტემიდან უნდა გადავიდეს ნეტო დარიცხვის სისტემაზე, კერძოდ ქსელში მიწოდებული და ქსელიდან მოხმარებული კილოვატ საათების გაქვითვიდან, მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურით მოხმარებული ელექტროენერგიის გაქვითვაზე. ევროკავშირის შიდა ბაზრების დირექტივა (Directive (EU)2019/944) ითვალისწინებს ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე გადასვლის ვალდებულებას 2027 წლის პირველი იანვრიდან. შესაბამისად, სემეკს მიეცა უფლებამოსილება 2027 წლის 1 იანვრიდან დაადგინოს ახალი მექანიზმი.2027 წლის 1 იანვრის შემდეგ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის მიმწოდებელსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელს შორის ანგარიშსწორება აღარ მოხდება ელექტროენერგიის მოცულობის გაქვითვით. ამასთანავე, სემეკი დაადგენს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურს, ამავე ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის საფასურსა და გადახდის პირობებს. 2027 წლის 1 იანვრამდე გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები 2033 წლამდე ისარგებლებენ ქსელზე მიერთების მომენტისათვის მოქმედი პირობებით - წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის გაქვითვით, შედეგად, შეუნარჩუნდებათ არსებული ანაზღაურების სქემა, რაც გულისხმობს სისტემისა და ბაზრის ოპერირების მომსახურების საფასურისგან გათავისუფლებას“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.გარდა ზემოაღნიშნულისა, სემეკის თავმჯდომარემ განმარტა, რომ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული ჯამური სიმძლავრის 20%-ის ამოწურვის მიუხედავად, სემეკს აქვს უფლებამოსილება 2027 წლამდე დაუშვას 100 კვტ დადგმული სიმძლავრის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ქსელზე მიერთება. მისივე თქმით, ასეთი ელექტროსადგური, ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიისთვის მიიღებს სემეკის მიერ დადგენილ საფასურს, ხოლო მოხმარებულ ელექტროენერგიაზე გადაიხდის როგორც ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების საფასურს, ისე ელექტროენერგიის სისტემის მომსახურებისა და ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების მომსახურების საფასურს დადგენილი წესის შესაბამისად.„პროექტის მიხედვით, ბოლო ალტერნატივის ან საჯარო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული იქნება შეისყიდოს ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგია, ამასთანავე მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ თავისუფალ მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულების მიუხედავად, თავისუფალი მიმწოდებელი არ შეისყიდის ჭარბ ელექტროენერგიას.  რაც შეეხება შესყიდვის ფასს საჯარო მომსახურების ფარგლებში - გამანაწილებელ ქსელში ჭარბად გადადინებულ ელექტროენერგიას მიმწოდებელი შეისყიდის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის საშუალო შეწონილი ფასით, ხოლო თავისუფალი მიმწოდებელი თავად განსაზღვრავს ჭარბი ელექტროენერგიის შესასყიდ ფასს საჯარო შეთავაზებით.საჯარო მომსახურების ფარგლებში - მიწოდების მომსახურების საფასური და ჭარბი ელექტროენერგიის საფასური გაიქვითება ერთმანეთში ყოველთვიურად, ხოლო დადებითი ნაშთი გამოყენებული იქნება მომდევნო საანგარიშო პერიოდის მომსახურების საფასურის დასაფარად. თავისუფალი მიმწოდებლის შემთხვევაში მხარეებს უფლებამოსილება ექნებათ თავად განსაზღვრონ ანგარიშსწორების პირობები. ორივე სახით მიწოდების ფარგლებში, მომხმარებელს წელიწადში ერთხელ ექნება საშუალება გამოიტანოს საბანკო ანგარიშზე დაგროვილი დადებითი ნაშთი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.სემეკის თავმჯდომარემ ასევე დეტალურად ისაუბრა გამანაწილებელ ქსელზე ჯგუფურად მიერთებისა და გამომუშავებული ელექტროენერგიის განაწილების საკითხზეც. მისი თქმით, ჯგუფის წევრები შეძლებენ გამანაწილებელ ქსელზე მიერთებას, თუმცა მიერთების არეალი შეიზღუდება სატრანსფორმატორო ქვეპუნქტით.„ჯგუფის წევრები შეძლებენ შეთანხმდნენ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ქსელში ჭარბად გადადინებული ელექტროენერგიის მოცულობის განაწილებაზე. ასეთ შემთხვევაში, ანგარიშსწორების პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ მომხმარებელს რომელ მიმწოდებელთან ექნება დადებული მიწოდების ხელშეკრულება. კერძოდ, თუ მიწოდების ხელშეკრულება დადებული იქნება თავისუფალ მიმწოდებელთან, მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდებიან შესასყიდი ელექტროენერგიის ფასსა და ანგარიშსწორების მექანიზმზე, ხოლო თუ მიწოდების ხელშეკრულება დადებული იქნება საჯარო ვალდებულების მქონე მიმწოდებელთან, გაიქვითება მომსახურების საფასური“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

საზოგადოება 1751623050

აშშ
დონალდ ტრამპი - UFC-ის ბრძოლა თეთრი სახლის ტერიტორიაზე გვექნება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის გეგმავს, რომ UFC-ის ბრძოლას თეთრი სახლის ტერიტორიაზე უმასპინძლოს.„ჩვენ გვექნება UFC-ის ბრძოლა თეთრი სახლის ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ტრამპმა.ტრამპის მიერ გაჟღერებული გეგმა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმაც დაადასტურა და დასძინა, რომ პრეზიდენტი ამ საკითხისადმი სრულიად სერიოზულად არის განწყობილი.UFC-ის ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ UFC-ის ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით თეთრ სახლთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.„UFC-ის ღონისძიების ადგილზე ჩატარების შესახებ თეთრ სახლთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, - განაცხადა UFC-ის ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ ამ დროისთვის დამატებითი დეტალების გაზიარება არ შეუძლია.CNN-ი იუწყება, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდა, რომელიც UFC-ის ღონისძიებას დაესწრო, როდესაც ის აპრილში, მაიამიში გამართულ ბრძოლას დაესწრო. აშშ-ის პრეზიდენტი UFC-ის ღონისძიებას გასულ თვეში ნიუ-ჯერსიშიც დაესწრო.

მსოფლიო 1751622921

გერმანია
„საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის“ თავმჯდომარე - 2024 წელს ავარიის შედეგად 101 ქვეითი გარდაიცვალა, 2025 წლის პირველ კვარტალში კი - 50 - საჭიროა, ურბანული სიჩქარეები დაბალანსდეს, სიჩქარეზე ვიდეოჯარიმები კი ქულებს მიებას

2024 წელს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 101 ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში 50 - ფაქტობრივად, გამოდის რომ წელს, სამი თვის განმავლობაში, ყოველი მეორე ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა - ამის შესახებ „საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის" თავმჯდომარე, ირაკლი იზორიამ განაცხადა.მისივე თქმით, მარტო სანქციების გამკაცრებით ვერ მოხერხდება სიცოცხლის გადარჩენა, კერძოდ, უნდა მოხდეს ურბანული სიჩქარეების დაბალანსება, აუცილებელია ქულათა სისტემის გადახედვა და ის, რომ ვიდეოჯარიმები სიჩქარეზე ქულებს მიებას.„2024 წელს 101 ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში 50. ფაქტობრივად, გამოდის რომ წელს, სამი თვის განმავლობაში, ყოველი მეორე ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა. ძალიან არის გაზრდილი ამ მიმართულებით სტატისტიკა. წლებია ვაკვირდებით ფეხით მოსიარულეების პრობლემებს და წლიდან წლამდე იმატებს. აღსრულების კომპონენტი ძალიან სუსტი იყო ამ მიმართულებით.2019 წელს იყო მაღალი აღსრულება. დაახლოებით 33 000 ფეხით მოსიარულე დაჯარიმდა საქართველოს მასშტაბით. ამ მაჩვენებელმა წლების განმავლობაში დაიკლო. 2024 წლის მონაცემებით, 2300-მდე ჩამოვიდა. 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, მხოლოდ 58 ადამიანია დაჯარიმებული, როდესაც 3 თვეში 50 ადამიანი დავკარგეთ. აუცილებელი გახდა კანონმდებლობა გამკაცრებულიყო. სანქციების ასე გახუთმაგება მიზანშეწონილი არ იყო, მარტო სანქციების გამკაცრებით ვერ მოვახერხებთ სიცოცხლის გადარჩენას, მთელი რიგი მიმართულებაა, რაც გამოიხატება იმაში, რომ უნდა მოხდეს ურბანული სიჩქარეების დაბალანსება. აუცილებელია ქულათა სისტემის გადახედვა, ვიდეოჯარიმები სიჩქარეზე ქულებს უნდა მიებას, მძღოლებს ქულები უნდა აკლდებოდეთ“,- აღნიშნა იზორიამ მედიჰოლდინგ „კვირაში“.

სამართალი 1751622896

უკრ
გერმანიის საგარეო უწყება - პუტინსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის საუბრისთანავე კიევზე მასობრივი დარტყმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი კვლავ სასტიკ ძალადობაზე დებს ფსონს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული ძალების მიერ უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინას თავდაცვისთვის მეტი დახმარება სჭირდება და არა ნაკლები.„თავდასხმა საცხოვრებელ შენობებზე, ტერორი დრონებით და აფეთქებები მთელი ღამის განმავლობაში. პუტინსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის საუბრისთანავე კიევზე მასობრივი დარტყმა კიდევ ერთხელ ადასტურებს: რუსეთი კვლავ სასტიკ ძალადობაზე დებს ფსონს. უკრაინას თავდაცვისთვის მეტი სჭირდება და არა ნაკლები”, - აღნიშნულია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა უკრაინას რაკეტებით და დრონებით შეუტია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კიევში 23 ადამიანი დაშავდა.

კონფლიქტები 1751622869

რეზოლუცია
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული „პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები“ საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს სახელწოდებით „რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიისა და ეუთოს ღირებულებების მხარდაჭერის შესახებ“.რეზოლუციის მიხედვით ეუთო:1. გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიამ საარჩევნო პროცესში მრავალი დარღვევა აღმოაჩინა,2. შეშფოთებულია საარჩევნო პროცედურების დარღვევებით და ადმინისტრაციული რესურსების უპრეცედენტო მასშტაბით, რაც ძირს უთხრის საქართველოში არჩევნების პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპებს და თავად შედეგებს,3. გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, რომლებიც მტკიცედ დგანან საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის,4. შეშფოთებულია ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების დაპატიმრებებითა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გამო,5. გამოხატავს იმედგაცრუებას იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაძლო საშუალებას იყენებს თავისი ძალაუფლების გასამყარებლად „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“, „რადიოსა და ტელევიზიის“ და „გრანტების“ შესახებ ახალი კანონების მიღებით.6. აღნიშნავს, რომ საქართველოში სიტუაცია კვლავ უარესდება, ხელისუფლება სულ უფრო მეტად შორდება ევროპული ინტეგრაციის გზას,7. ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წინააღმდეგ მზარდი [ნეგატიური] რიტორიკისა და მისი სრულიად მიუღებლად მიჩნევის გამო,8. უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთის ფედერაციასთან და ჩინეთთან კავშირების გამყარება შეშფოთებას იწვევს საქართველოს დეკლარირებული ევროპული მისწრაფებების კონტექსტში.ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა:9. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:ა. შეამსუბუქოს სიტუაცია და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა იპოვოს გამოსავალი არსებული სიტუაციიდან და აღადგინოს საზოგადოების ნდობა ქართული დემოკრატიის მიმართ;ბ. პატივი სცეს შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ; დაგ. დაუბრუნდეს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზას;10. აგრძელებს ქართული საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას, დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულების დემონსტრირებით და საკუთარი ქვეყნის მომავლის ევროპაში დანახვით;11. ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში;12. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი საქართველოს დანარჩენი ნაწილისგან ძალის გამოყენებით გამოყოფის მცდელობები.

პოლიტიკა 1751557223

გეგელია ზოგადი
გრიგოლ გეგელია - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ძალიან მკაცრი დასკვნა არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განცდილი კიდევ ერთი კრახი საერთაშორისო ასპარეზზე

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ძალიან მკაცრი დასკვნა არის კიდევ ერთი განცდილი კრახი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ასპარეზზე , - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტს ეხმაურება.გრიგოლ გეგელიას თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნა მოუწოდებს „ქართული ოცნებას“, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ.„ეს არის დასკვნა, რომელიც სრულიად მკაფიოდ, შავით თეთრზე მოუწოდებს „ქართული ოცნების“ რუსულ რეჟიმს, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ, რომელიც უნდა ჩატარდეს თავისუფალ პირობებში და რომელიც ამბობს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის პროცესი და შედეგები ვერ იქნება აღქმული, როგორც დემოკრატიული პროცესი და შესაბამისად, ამბობს, რომ ეს არ იყო ლეგიტიმური არჩევნები, რომელიც ტარდება დემოკრატიულ სახელმწიფოებში“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული „პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები“ საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს სახელწოდებით „რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიისა და ეუთოს ღირებულებების მხარდაჭერის შესახებ“.რეზოლუციის მიხედვით ეუთო:1. გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიამ საარჩევნო პროცესში მრავალი დარღვევა აღმოაჩინა,2. შეშფოთებულია საარჩევნო პროცედურების დარღვევებით და ადმინისტრაციული რესურსების უპრეცედენტო მასშტაბით, რაც ძირს უთხრის საქართველოში არჩევნების პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპებს და თავად შედეგებს,3. გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, რომლებიც მტკიცედ დგანან საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის,4. შეშფოთებულია ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების დაპატიმრებებითა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გამო,5. გამოხატავს იმედგაცრუებას იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაძლო საშუალებას იყენებს თავისი ძალაუფლების გასამყარებლად „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“, „რადიოსა და ტელევიზიის“ და „გრანტების“ შესახებ ახალი კანონების მიღებით.6. აღნიშნავს, რომ საქართველოში სიტუაცია კვლავ უარესდება, ხელისუფლება სულ უფრო მეტად შორდება ევროპული ინტეგრაციის გზას,7. ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წინააღმდეგ მზარდი [ნეგატიური] რიტორიკისა და მისი სრულიად მიუღებლად მიჩნევის გამო,8. უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთის ფედერაციასთან და ჩინეთთან კავშირების გამყარება შეშფოთებას იწვევს საქართველოს დეკლარირებული ევროპული მისწრაფებების კონტექსტში.ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა:9. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:ა. შეამსუბუქოს სიტუაცია და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა იპოვოს გამოსავალი არსებული სიტუაციიდან და აღადგინოს საზოგადოების ნდობა ქართული დემოკრატიის მიმართ;ბ. პატივი სცეს შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ; დაგ. დაუბრუნდეს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზას;10. აგრძელებს ქართული საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას, დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულების დემონსტრირებით და საკუთარი ქვეყნის მომავლის ევროპაში დანახვით;11. ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში;12. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი საქართველოს დანარჩენი ნაწილისგან ძალის გამოყენებით გამოყოფის მცდელობები.

პოლიტიკა 1751557174