1751622869 • კონფლიქტები
ირაკლი ქადაგიშვილი - ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა გაიმეორა ის, რომ არჩევნები ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა და ამომრჩევლის ნება ასახული იყო - ოპოზიციამ 40%-ზე მეტი მიიღო და როცა ხალხის მონიჭებულ მანდატს არ იყენებ, უგულებელყოფ ამომრჩეველს

ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა გაიმეორა განცხადება, რომ არჩევნები იყო ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებული და ამომრჩევლის ნება იყო ასახული - ოპოზიციამ 40%-ზე მეტი მიიღო და როდესაც შენ არ იყენებ ხალხის მიერ მონიჭებულ ამ მანდატს, შენ უგულებელყოფ შენს ამომრჩეველს, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ეუთო-ს გენერალური მდივნის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეუთო-ს სხდომებზე გაჟღერდა ის, რასაც მმართველი პარტიაში მუდმივად ამბობენ.
„გუშინ ეუთო-ს სხდომებზე გაჟღერდა ის, რასაც ჩვენ მუდმივად ვამბობთ. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-მ ორი დასკვნა გამოაქვეყნა. ერთი იყო შუალედური, სადაც დადებითი შეფასება ჰქონდა. ერთადერთი შენიშვნა ის იყო, რომ პოლარიზებული არის პოლიტიკური ველი და ეს ყველას მოგვეხსენება. მეორე იყო არჩევნების შემდგომი პრესკონფერენცია და ბოლოს შეფასების დოკუმენტი. ეუთო-მ აღიარა, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში, ხალხს ჰქონდა თავისი არჩევანის თავისუფლად დაფიქსირების საშუალება და ამომრჩევლის ნება იყო ასახული. გამომდინარე აქედან, სწორედ ეუთო-ს დამკვირვებელმაც, შვეიცარიის წარმომადგენელმა, რომელიც უშუალოდ იყო ამ პროცესის მონაწილე, სწორედ ეს განცხადება გააკეთა, რომ არჩევნები იყო ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული, ჩატარებული და ამომრჩევლის ნება იყო ასახული. სწორედ ეს გაიმეორა ეუთოს გენერალურმა მდივანმაც, რომელმაც ორი რამ გამოყო. ერთი - მან თქვა, რომ საქართველო ფაქტობრივად, ომის მდგომარეობაში იმყოფება, იმიტომ რომ მისი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ამიტომ საქართველოსთან მიმართებით ცოტა უფრო ღრმა ანალიზი და ღრმა ხედვა სჭირდებათ, ვინც ასეთ ბრტყელ განცხადებას აკეთებს ხოლმე ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში. მეორე, რომ არჩევნები შედგა და არჩევნებზე ხალხის ნება იყო სრულად ასახული. ოპოზიციამ 150 კაციან პარლამენტში, 61 მანდატი მიიღო, ანუ 40%-ზე მეტი და როდესაც შენ არ იყენებ ხალხის მიერ მონიჭებულ ამ მანდატს შენ უგულებელყოფ შენს ამომრჩეველს. ეს არის სიმართლე, რომელიც გაჟღერდა, თუმცა იქვე იქნა იმ შვეიცარიელი დელეგატის მიერ აღნიშნული ერთი რამ, რაც მაშინვე გახდა ცნობილი, რომ ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოს არ მოეწონა არჩევნების შეგები. ჩვენ ვიცით, ვისაც არ მოეწონა - ვინც ჩამოდიოდა აქ და წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა. რაც არ უნდა ზეწოლა მოახდინონ, რაც არ უნდა პროპაგანდისტული მანქანა ჩართონ შიგნით, თუ გარეთ, სიმართლე არ იმალება, იმიტომ რომ ფაქტად დევს ეს ყველაფერი,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ფერიდუნ სინირლიოღლუმ პორტუგალიაში ეუთო-ს ყოველწლიურ სესიაზე განაცხადა, რომ „ქართული ოპოზიციისთვის პარლამენტში 40%-ზე მეტის ქონა და ამის არგამოყენება სამართლიანი არ არის ხალხისთვის, რომელმაც აირჩია“.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) რუსთავის წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა რეხვიაშვილი და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელი პირები. შეხვედრაზე განიხილეს რუსთავში მიმდინარე და დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები, იმსჯელეს წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით საინვესტიციო პროექტების შესრულების პროცესზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ დაჩქარდებ სამუშაოების განხორციელება, რომელსაც მონიტორინგს გაუწევენ რუსთავის მერია და სემეკი.წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე რუსთავში მიმდინარე პროექტები რამდენიმე დღის წინ ასევე განიხილეს რეგიონული განვითარების სამინისტროში. აღსანიშნავია, რომ 2022-2024 წლებში რუსთავის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციისათვის შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
საზოგადოება • 1751631726

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთის ფედერაცია დაინტერესებულია ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნების მიღწევით და უმჯობესია, რომ ეს პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით გახდეს შესაძლებელი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„საუბრის დროს პრეზიდენტმა პუტინმა გაიმეორა, რომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ იმით, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს მივაღწიოთ და უმჯობესია, ეს პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით განხორციელდეს“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.შეგახსენებთ, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით გუშინ ისაუბრეს. დონალდ ტრამპის განცხადებით, პუტინთან სატელეფონო საუბრისას ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია. „მასთან საერთოდ არანაირი პროგრესი არ მქონია. გვქონდა სატელეფონო საუბარი. ეს საკმაოდ ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი იყო. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მათ შორის ირანზე და ასევე, როგორც იცით, უკრაინასთან ომზე და მე ამით არ ვარ კმაყოფილი, არ ვარ კმაყოფილი“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
მსოფლიო • 1751631661

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში, რომელიც განახლებადი ენერგიების განვითარების საკითხებს შეეხებოდა.„ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში მონაწილეობდნენ „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე. დისკუსიას მოდერატორობა გაუწია „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ესკოს, საქრუსენერგოს, ენერგეტიკის განვითარების ფონდის, ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელი პირები, ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. „ეკონომიკურ ფორუმზე“ სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა განახლებადი ენერგიების, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების განვითარების ხელშემწყობ პროგრამებზე. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში სემეკი მიიღებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ახალ რეგულაციას ნეტო დარიცხვის შესახებ.„ენერგეტიკული გაერთიანების რეკომენდაციის შესაბამისად, ევროპის ქვეყნების მსგავსად, საქართველო ნეტო აღრიცხვის სისტემიდან უნდა გადავიდეს ნეტო დარიცხვის სისტემაზე, კერძოდ ქსელში მიწოდებული და ქსელიდან მოხმარებული კილოვატ საათების გაქვითვიდან, მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურით მოხმარებული ელექტროენერგიის გაქვითვაზე. ევროკავშირის შიდა ბაზრების დირექტივა (Directive (EU)2019/944) ითვალისწინებს ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე გადასვლის ვალდებულებას 2027 წლის პირველი იანვრიდან. შესაბამისად, სემეკს მიეცა უფლებამოსილება 2027 წლის 1 იანვრიდან დაადგინოს ახალი მექანიზმი.2027 წლის 1 იანვრის შემდეგ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის მიმწოდებელსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელს შორის ანგარიშსწორება აღარ მოხდება ელექტროენერგიის მოცულობის გაქვითვით. ამასთანავე, სემეკი დაადგენს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურს, ამავე ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის საფასურსა და გადახდის პირობებს. 2027 წლის 1 იანვრამდე გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები 2033 წლამდე ისარგებლებენ ქსელზე მიერთების მომენტისათვის მოქმედი პირობებით - წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის გაქვითვით, შედეგად, შეუნარჩუნდებათ არსებული ანაზღაურების სქემა, რაც გულისხმობს სისტემისა და ბაზრის ოპერირების მომსახურების საფასურისგან გათავისუფლებას“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.გარდა ზემოაღნიშნულისა, სემეკის თავმჯდომარემ განმარტა, რომ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული ჯამური სიმძლავრის 20%-ის ამოწურვის მიუხედავად, სემეკს აქვს უფლებამოსილება 2027 წლამდე დაუშვას 100 კვტ დადგმული სიმძლავრის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ქსელზე მიერთება. მისივე თქმით, ასეთი ელექტროსადგური, ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიისთვის მიიღებს სემეკის მიერ დადგენილ საფასურს, ხოლო მოხმარებულ ელექტროენერგიაზე გადაიხდის როგორც ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების საფასურს, ისე ელექტროენერგიის სისტემის მომსახურებისა და ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების მომსახურების საფასურს დადგენილი წესის შესაბამისად.„პროექტის მიხედვით, ბოლო ალტერნატივის ან საჯარო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული იქნება შეისყიდოს ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგია, ამასთანავე მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ თავისუფალ მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულების მიუხედავად, თავისუფალი მიმწოდებელი არ შეისყიდის ჭარბ ელექტროენერგიას. რაც შეეხება შესყიდვის ფასს საჯარო მომსახურების ფარგლებში - გამანაწილებელ ქსელში ჭარბად გადადინებულ ელექტროენერგიას მიმწოდებელი შეისყიდის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის საშუალო შეწონილი ფასით, ხოლო თავისუფალი მიმწოდებელი თავად განსაზღვრავს ჭარბი ელექტროენერგიის შესასყიდ ფასს საჯარო შეთავაზებით.საჯარო მომსახურების ფარგლებში - მიწოდების მომსახურების საფასური და ჭარბი ელექტროენერგიის საფასური გაიქვითება ერთმანეთში ყოველთვიურად, ხოლო დადებითი ნაშთი გამოყენებული იქნება მომდევნო საანგარიშო პერიოდის მომსახურების საფასურის დასაფარად. თავისუფალი მიმწოდებლის შემთხვევაში მხარეებს უფლებამოსილება ექნებათ თავად განსაზღვრონ ანგარიშსწორების პირობები. ორივე სახით მიწოდების ფარგლებში, მომხმარებელს წელიწადში ერთხელ ექნება საშუალება გამოიტანოს საბანკო ანგარიშზე დაგროვილი დადებითი ნაშთი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.სემეკის თავმჯდომარემ ასევე დეტალურად ისაუბრა გამანაწილებელ ქსელზე ჯგუფურად მიერთებისა და გამომუშავებული ელექტროენერგიის განაწილების საკითხზეც. მისი თქმით, ჯგუფის წევრები შეძლებენ გამანაწილებელ ქსელზე მიერთებას, თუმცა მიერთების არეალი შეიზღუდება სატრანსფორმატორო ქვეპუნქტით.„ჯგუფის წევრები შეძლებენ შეთანხმდნენ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ქსელში ჭარბად გადადინებული ელექტროენერგიის მოცულობის განაწილებაზე. ასეთ შემთხვევაში, ანგარიშსწორების პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ მომხმარებელს რომელ მიმწოდებელთან ექნება დადებული მიწოდების ხელშეკრულება. კერძოდ, თუ მიწოდების ხელშეკრულება დადებული იქნება თავისუფალ მიმწოდებელთან, მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდებიან შესასყიდი ელექტროენერგიის ფასსა და ანგარიშსწორების მექანიზმზე, ხოლო თუ მიწოდების ხელშეკრულება დადებული იქნება საჯარო ვალდებულების მქონე მიმწოდებელთან, გაიქვითება მომსახურების საფასური“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
საზოგადოება • 1751623050

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის გეგმავს, რომ UFC-ის ბრძოლას თეთრი სახლის ტერიტორიაზე უმასპინძლოს.„ჩვენ გვექნება UFC-ის ბრძოლა თეთრი სახლის ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ტრამპმა.ტრამპის მიერ გაჟღერებული გეგმა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმაც დაადასტურა და დასძინა, რომ პრეზიდენტი ამ საკითხისადმი სრულიად სერიოზულად არის განწყობილი.UFC-ის ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ UFC-ის ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით თეთრ სახლთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.„UFC-ის ღონისძიების ადგილზე ჩატარების შესახებ თეთრ სახლთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, - განაცხადა UFC-ის ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ ამ დროისთვის დამატებითი დეტალების გაზიარება არ შეუძლია.CNN-ი იუწყება, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდა, რომელიც UFC-ის ღონისძიებას დაესწრო, როდესაც ის აპრილში, მაიამიში გამართულ ბრძოლას დაესწრო. აშშ-ის პრეზიდენტი UFC-ის ღონისძიებას გასულ თვეში ნიუ-ჯერსიშიც დაესწრო.
მსოფლიო • 1751622921

2024 წელს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 101 ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში 50 - ფაქტობრივად, გამოდის რომ წელს, სამი თვის განმავლობაში, ყოველი მეორე ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა - ამის შესახებ „საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის" თავმჯდომარე, ირაკლი იზორიამ განაცხადა.მისივე თქმით, მარტო სანქციების გამკაცრებით ვერ მოხერხდება სიცოცხლის გადარჩენა, კერძოდ, უნდა მოხდეს ურბანული სიჩქარეების დაბალანსება, აუცილებელია ქულათა სისტემის გადახედვა და ის, რომ ვიდეოჯარიმები სიჩქარეზე ქულებს მიებას.„2024 წელს 101 ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში 50. ფაქტობრივად, გამოდის რომ წელს, სამი თვის განმავლობაში, ყოველი მეორე ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა. ძალიან არის გაზრდილი ამ მიმართულებით სტატისტიკა. წლებია ვაკვირდებით ფეხით მოსიარულეების პრობლემებს და წლიდან წლამდე იმატებს. აღსრულების კომპონენტი ძალიან სუსტი იყო ამ მიმართულებით.2019 წელს იყო მაღალი აღსრულება. დაახლოებით 33 000 ფეხით მოსიარულე დაჯარიმდა საქართველოს მასშტაბით. ამ მაჩვენებელმა წლების განმავლობაში დაიკლო. 2024 წლის მონაცემებით, 2300-მდე ჩამოვიდა. 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, მხოლოდ 58 ადამიანია დაჯარიმებული, როდესაც 3 თვეში 50 ადამიანი დავკარგეთ. აუცილებელი გახდა კანონმდებლობა გამკაცრებულიყო. სანქციების ასე გახუთმაგება მიზანშეწონილი არ იყო, მარტო სანქციების გამკაცრებით ვერ მოვახერხებთ სიცოცხლის გადარჩენას, მთელი რიგი მიმართულებაა, რაც გამოიხატება იმაში, რომ უნდა მოხდეს ურბანული სიჩქარეების დაბალანსება. აუცილებელია ქულათა სისტემის გადახედვა, ვიდეოჯარიმები სიჩქარეზე ქულებს უნდა მიებას, მძღოლებს ქულები უნდა აკლდებოდეთ“,- აღნიშნა იზორიამ მედიჰოლდინგ „კვირაში“.
სამართალი • 1751622896

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული ძალების მიერ უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინას თავდაცვისთვის მეტი დახმარება სჭირდება და არა ნაკლები.„თავდასხმა საცხოვრებელ შენობებზე, ტერორი დრონებით და აფეთქებები მთელი ღამის განმავლობაში. პუტინსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის საუბრისთანავე კიევზე მასობრივი დარტყმა კიდევ ერთხელ ადასტურებს: რუსეთი კვლავ სასტიკ ძალადობაზე დებს ფსონს. უკრაინას თავდაცვისთვის მეტი სჭირდება და არა ნაკლები”, - აღნიშნულია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა უკრაინას რაკეტებით და დრონებით შეუტია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კიევში 23 ადამიანი დაშავდა.
კონფლიქტები • 1751622869