1748760818 • სპორტი
„წინააღმდეგობის პლატფორმა“ - ნიკა მელიას დაკავება და დაკავების დეტალები არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი

ნიკა მელიას დაკავება, მისი დაკავების დეტალები არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი. ამის შესახებ ნათქვამია "წინააღმდეგობის პლატფორმის" განცხადებაში.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება კიდევ ერთხელ აჩვენებს როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში ქვეყანაში შეუძლებელია სამართლიანი და მშვიდობიანი გარემოს შექმნა.
"როცა ისმის შეკითხვა, რატომ არ უნდა ითანამშრომლო რეჟიმთან პასუხი ნათელია - ართანამშრომლობის თითოეული აქტი, დაუმორჩილებლობის თითოეული გამოვლინება იწვევს რეჟიმის სისუსტის, შიშის და დანაშაულებრივი ბუნების მეტ ლუსტრაციას. ნიკა მელიას გატაცების შემდეგ საქართველოს საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებისთვის კიდევ უფრო ცხადია, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში შეუძლებელია სამართლიანი და მშვიდობიანი გარემოს, ნორმალურთან მიახლოებული პოლიტიკური ვითარების შექმნა საქართველოში. სოლიდარობა ნიკა მელიას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს !",- ნათქვამია განცხადებაში.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა მელია ლისის ტბასთან დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით არის დაკავებული. შსს-ში განმარტავენ, რომ „ნიკა მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით".

"ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგებას ულოცავს.ბიძინა ივანიშვილი ამ გამარჯვებას ასევე ულოცავს საქართველოს და კვარაცხელიას უსურვებს, რომ “მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო.“ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია!ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით, გუნდთან ერთად მოიპოვა!ვულოცავ მთელ საქართველოს, ვინაიდან, თითოეული ჩვენგანისთვის ეს გამარჯვება დიდი სიხარულისა და სიამაყის მომტანია.მჯერა, რომ ეს მიღწევა ხვიჩას კარიერულ გზაზე კიდევ უფრო მეტი წარმატებისა და გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენს ღირსეულ ფეხბურთელს ვუსურვებ, რომ მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო”- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
საზოგადოება • 1748760941

ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნის მიმართ ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა აუცილებელია, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადებას.„ევროპული კურსის შეჩერებასა და რუსული კანონების დაწესებაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ამაოა. მაგრამ, ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა პროევროპელი საქართველოს მოქალაქეებისა და ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ მათი მოთხოვნის მიმართ აუცილებელია!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.ცნობისთვის, დღეს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნეს, რომ „საქართველოს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს“.„მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ ცოტა ხნის წინ მიღებულ კანონებთან ერთად, ეს განსხვავებული აზრის ჩახშობის, თავისუფლებების შეზღუდვისა და აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის სივრცის კიდევ უფრო შევიწროების მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ კიდევ ერთ აგრესიულ ნაბიჯს წარმოადგენს. ეს რეპრესიული ზომები საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების არსებობასა და მისი მოქალაქეების მომავალს თავისუფალ და ღია საზოგადოებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკა • 1748760918

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მედიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ დაინიშნა, რაც 18 მაისს პირველ ტურში მონაწილე 13 კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ მიიღო ხმების ნახევარზე მეტი.მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი გადავიდა: ვარშავის მერი რაფალ ტრჟასკოვსკი „სამოქალაქო პლატფორმიდან“, რომელმაც ხმების 31.36% მიიღო და ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დირექტორი კაროლ ნავროცკი, 29.54%-ით.პოლონეთის პრეზიდენტი ის კანდიდატი გახდება, რომელიც მეორე ტურში ამომრჩევლების ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.
მსოფლიო • 1748760867

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „ინტერთან”, “პარი სენ-ჟერმენმა“ ანგარიშით 5:0 მოიგო. მატჩის ერთ-ერთი, მე-4 გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.თავდაპირველად, შეხვედრის პირველი ნახევარი „პსჟ”-ს უპირატესობით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.კერძოდ, მატჩის მე-13 წუთზე პირველი გოლით ანგარიში „პსჟ”-ს ფეხბურთელმა, აშრაფ ჰაკიმმა გახსნა. მეორე გოლით გუნდის უპირატესობა დეზირე დუემ 21-ე წუთზე მოუტანა.რაც შეეხება შეხვედრის მეორე ნახევარს, 64-ე წუთზე მეტოქის კარში გოლი კვლავ დეზირე დუემ გაიტანა. მატჩის 73-ე წუთზე კი გუნდისთვის მეოთხე გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. 86-ე წუთზე კი შეხვედრის ფინალური გოლი „პსჟ“-ის ფეხბურთელმა, სენი მაიულუმ გაიტანა.ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ფრანგული „პსჟ“ და იტალიური „ინტერი“ მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ დაუპირისპირდნენ.„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგო. გუნდს აქამდე ერთხელ ჰქონდა ფინალში ნათამაშები, 2020 წელს პარიზელები მიუნხენის „ბაიერნთან“ დამარცხდნენ.
სპორტი • 1748760818

2023 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თქვა, რომ ბრიუსელი, მელიას საქმეზე, ცილს სწამებდა ქართულ სახელმწიფოს - 2025 წელს, ნაცვლად ბოდიშისა, მივიღეთ ახალი ცილისწამება ბრიუსელის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.როგორც ის აღნიშნავს, ბრიუსელი, მაშინ, რაიმე ღირებულებების ერთგული რომ ყოფილიყო, ბოდიშს მოუხდიდა ქართველ ხალხს.,,2021 წელსაც, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ასე ესხმოდა თავს ბრიუსელი კანონის უზენაესობას და დემოკრატიას.2023 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თქვა, რომ ბრიუსელი, მელიას საქმეზე, ცილს სწამებდა ქართულ სახელმწიფოს. ბრიუსელი, მაშინ, რაიმე ღირებულებების ერთგული რომ ყოფილიყო, ბოდიშს მოუხდიდა ქართველ ხალხს.2025 წელს, ნაცვლად ბოდიშისა, მივიღეთ ახალი ცილისწამება ბრიუსელის მხრიდან.ექსტრემიზმის გამართლება და მხარდაჭერა დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება,” - წერს პაპუაშვილი
პოლიტიკა • 1748674610

„ქართული ოცნების“ რეჟიმი „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ შუა დერეფნის კრიტიკულ მინერალებზე წვდომას აძლევს, ამავდროულად კი, აშშ-ს ბლოკავს, - ამის შესახებ კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.„არალეგიტიმური „ქართული კოშმარის“ რეჟიმი აშშ-ს მოთხოვნებს უყენებს მაშინაც კი, როდესაც ის მრავალმილიონიანი კონტრაქტებით „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ მის ინფრასტრუქტურაზე კონტროლს ანიჭებს. ეჭვიც არ შეგეპაროთ, „ქართული ოცნების“ რეჟიმი და მისი თაღლითი თოჯინების მმართველი, ბიძინა ივანიშვილი, „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ შუა დერეფნის კრიტიკულ მინერალებზე წვდომას აძლევს, ამავდროულად კი, აშშ-ს ბლოკავს. პრეზიდენტი ტრამპი არ მოტყუვდება და შეურაცხყოფასაც არ მიიღებს“, - წერს ჯო უილსონი.
მსოფლიო • 1748674589