შალვა პაპუაშვილი - დღეს 20 ივნისია, დღე, როდესაც სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა - ყველა ამ ქცევის დასაწყისად, რასაც დღეს ქუჩაში ვხედავთ, სამართლიანად შეგვიძლია მივიჩნიოთ 20 ივნისის ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე

პოლიტიკა 1750423367
პარლამენტი

დღეს 20 ივნისია. დღე, როდესაც საქართველოში, 2012 წლის შემდეგ, სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ეს არის დღე, როდესაც „წლების განმავლობაში ზიზღის რიტორიკით ნაკვები აქტივისტები, განსაკუთრებით კი მათი მოწყვლადი და ეგზალტირებული ნაწილი „ნაცმოძრაობის“ რევანშისტმა პოლიტიკოსებმა ბრძოლის ველზე გამოიყვანეს და პარლამენტის ასაღებად მიუშვეს”.

მისი თქმით, როგორც საზოგადოებას ახსოვს, პარლამენტზე განხორციელებული შტურმი, შიდა და გარე რადიკალებმა, „ხალხის გულწრფელ პროტესტად“ მონათლეს და მას შემდეგ, ეს პროპაგანდისტული ხრიკი, ძალადობრივი რევოლუციის ყოველი მცდელობისას გამოიყენება.

,,ის, რომ 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი განხორციელდა, ხუთი წლის თავზე, სტრასბურგის სასამართლომ, მის გადაწყვეტილებაში, საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სრულად დაადასტურა.

20 ივნისს ჩვენ დავინახეთ, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ვერ ახერხებენ არჩევნებში ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას, 2003 წლის ინსტრუქციით მოქმედება და ხელისუფლებაში ქუჩიდან მოსვლა გადაწყვიტეს.

ქუჩის ძალადობრივი პროცესის ინსპირირებისთვის „ნაცმოძრაობა“ და მათი პარტიული მედია, წლების განმავლობაში, მსმენელთა ტვინებს რეცხავდა, მოვლენების ადეკვატურად გააზრების უნარს უდუნებდა და ზიზღით ავსებდა. ჩვენ გვახსოვს მათი მოძღვრება, რომ „21-ე საუკუნეში ფაქტები კი არა, აღქმები წყვეტს ყველაფერს“ და მათი დაუღალავი მცდელობა, მცდარი, მათთვის სასურველი აღქმების გასაღვივებლად.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს ეს წინაპირობები - ფაქტებზე აღქმების გაბატონება - რითაც გავრილოვის ინციდენტის ფონი შემზადდა, რათა ნაცვლად ტრივიალური ექსცესისა, ამბავი წინასწარ დაგეგმილ ბოროტ განზრახვად შერაცხილიყო. შედეგად ჩვენ ბევრი ემოცია, ისტერია, აგიზგიზებული ცეცხლი, მისხმული ნავთი, ველური ქცევა და გიორგი გახარიას სამწუხარო როლიც ვიხილეთ.

ეს ყველაფერი გვახსოვს. მაგრამ ექვსი წლის თავზე გადმოსახედიდან ყველაფერი გაცილებით ცხადად და აშკარად ჩანს. მთავარი, რაც ჩვენ 20 ივნისს ვნახეთ, ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ნაკვები აქტივისტების შერწყმა და მონაწილეობა რადიკალურ პოლიტიკურ სცენარში; ჩვენ ვნახეთ უცხოელების ჩართულობა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, მათ მიერ არამხოლოდ მხარის არჩევა, არამედ დადასტურებულად დამნაშავე მხარის არჩევა და, ისევე როგორც დღეს, ძალადობისა და ექსტრემიზმის გამართლება. მეტიც, ამ მოძალადე ჯგუფების შემდგომი დაფინანსების უზრუნველყოფა. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას გირაო, სწორედ 20 ივნისის საქმეზე, ევროკავშირის ინსტიტუციამ გადაიხადა. მოგვიანებით, იმასაც შევიტყობთ, რომ 20 ივნისის მოძალადეების - „სირცხვილია“, „დროა“ და სხვები - ორგანიზებულ ჯგუფებად ქცევა და ქუჩის კამპანიების უზრუნველყოფა მთლიანად უცხოურმა დონორულმა ორგანიზაციებმა მოახდინეს.

20 ივნისის მთელი მორალი მდგომარეობს იმაში, რომ ყველაფერი, რასაც დღეს ქუჩაში ვხედავთ, ოდიოზურ გამოსვლებს, ფსევდო-პროტესტის მარაზმატულ ფორმებს, რომლებიც ჩვენი, თუნდაც საპროტესტო ტრადიციის არც ეთიკას და არც ესთეტიკას არ შეესაბამება, აბსოლუტურ რადიკალიზაციას, ექსტრემიზმს, კულტურისა და ცივილიზაციის გაუქმებას, ყველა ამ ქცევის დასაწყისად სამართლიანად შეგვიძლია მივიჩნიოთ 2019 წლის 20 ივნისის ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე.

საქართველოს აქვს სამოქალაქო ომის უმძიმესი გამოცდილება. საქართველოს აქვს ვითომ ხავერდოვანი რევოლუციის ასევე მძიმე გამოცდილება, რომლის ტალღაზე მოსულმა ავანტიურისტებმა ქვეყანას აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენეს. მიუხედავად ამ წარსულისა, სიცრუითა და აღქმებით მანიპულატორი თუ მავნებელი აქტორები უკვე მერამდენე წელია ქვეყნის იგივე უფსკრულში გადაჩეხას ლამობენ.

იმიტომ, რომ ისინი არიან გაკოტრებულები, ზნისგან დაცლილნი და სასოწარკვეთილები; იმიტომ, რომ მათ სურთ მხოლოდ რევანში და ამისთვის შეუძლიათ იკადრონ ყველაფერი; იმიტომ, რომ არიან უმცირესობა და სურთ აგრესიით დათრგუნონ უმრავლესობა; იმიტომ, რომ არ აქვთ შიდა დასაყრდენი და დაუფიქრებლად ეკვრებიან უცხოს, გარეშეს, სხვა დღის წესრიგის მქონე ძალებს; იმიტომ, რომ მათ არ უყვართ თავიანთი ქვეყანა, საიდანაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, თუ ისინი არ იქნებიან სასურველ ადგილას“, - წერს პაპუაშვილი.

უახლესი
სემ
დავით ნარმანიამ სემეკის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სემეკის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. დავით ნარმანიამ პარლამენტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია 2024 წელს დანერგილი გამარტივებული მომსახურებების, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით შემუშავებული მექანიზმების, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებში არსებული მდგომარეობისა და რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტების შესახებ. სემეკის თავმჯდომარის თქმით, 2024 წელს კომისია ინტენსიურად მუშაობდა როგორც რეგულირების გაუმჯობესების, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით.„2024 წლის განმავლობაში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით კომისიამ განიხილა 3000-ზე მეტი განცხადება/საჩივარი. მათ შორის, ისეთი საჩივრები, რომლებიც შეეხებოდა კომუნალური კომპანიების მხრიდან უსაფუძვლო დარიცხვებს. სემეკის გადაწყვეტილებებით მომხმარებლებს ჩამოეწერათ 3 მილიონ ლარამდე უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები. გარდა ამისა, მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო, მომხმარებლებისთვის დარიცხული კომპენსაციების ჯამმა 2,5 მილიონი ლარი შეადგინა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. სემეკის თავმჯდომარემ ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ სხვა სიახლეებთან ერთად, 2024 წელს სემეკმა დანერგა ახალი რეგულაცია, რომელიც შეეხება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის ერთიანი სისტემის განვითარებას. მისივე თქმით, ამოქმედდა სტატისტიკის პორტალი, სადაც განთავსდა დეტალური ინფორმაცია როგორც ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების ფაქტობრივი ბალანსების, ასევე ნეტო აღრიცხვისა და ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლებზე მიწოდებული სტატისტიკური მონაცემების შესახებ. კომიტეტის მიერ სემეკის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშს დადებითი შეფასება მიეცა.

საზოგადოება 1750423433

ლელო
მამუკა ხაზარაძე - უკვე 5 წელია, ჩვენი დევნა მიმდინარეობს - ერთ რამეს ვეტყვი ბიძინა ივანიშვილს: რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხადებინო შენს მონა-მორჩილ მოსამართლეებს, ბრძოლა შენი მოღალატეობრივი პოლიტიკის წინააღმდეგ გაგრძელდება

დღეს ჩემი და ბადრის სასამართლოა. უკვე 5 წელია მიმდინარეობს ჩვენი დევნა - ბიძინას ერთი სული აქვს როდის დაგვიჭერს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხადებინოს „მონა-მორჩილ მოსამართლეებს, ბრძოლა მოღალატეობრივი პოლიტიკის წინააღმდეგ გაგრძელდება“.„დღეს 20 ივნისია, 6 წელი გავიდა მას მერე, რაც რუს დეპუტატ გავრილოვს „ქართულმა (რუსულმა) ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამი დაუთმო. ამ თარიღიდან რამდენიმე დღეში დავაანონსე საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება, რომელიც იბრძოლებდა ქვეყნის ნამდვილი თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის. მას მერე, ბევრი რამ მოხდა - „ოცნებამ“ 2020, 2021, 2024 წლის არჩევნებში მიიტაცა ხელისუფლება, ჩაშალა ანაკლიის პორტის საუკუნის პროექტი, რომელსაც 2020-ში პირველი გემი უნდა მიეღო, გაწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, უარი თქვა კონსტიტუციის 78-ე მუხლზე და ევროინტეგრაციაზე. ქვეყანა გააღარიბა, უცხოური ინვესტიციები ლამის გაანულა, გაიზარდა ემიგრაცია, სამაგიეროდ უვიზოდ, ღიად გაუღო კარი უცხოტომელებს, შემდგომი ბინადრობის უფლების მინიჭებით. შობადობის და ერის გამრავლების მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა! თითქმის მთელი ეკონომიკა რუსეთს მიუერთა, ახალგაზრდებს საკუთარ ქვეყანაში დარჩენის და მუშაობის პერსპექტივა მოუკლა! დაატუსაღა უამრავი პოლიტპატიმარი, დაარბია და დაასახიჩრა ასობით გულანთებული ახალგაზრდა! დააწესა ცენზურა სიტყვის თავისუფლებაზე და დააპატიმრა პოლიტიკური ლიდერები! დღეს ჩემი და ბადრის სასამართლოა. უკვე 5 წელია მიმდინარეობს ჩვენი დევნა - ბიძინას ერთი სული აქვს როდის დაგვიჭერს. გუშინ ახალი ბრალდებით დამიბარეს ე.წ. კომისიაზე, თურმე სამშობლოს წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამოძიების საბაბით. ამას ბედავს და მე მეუბნება ის ადამიანი, ის ხალხი, რომელმაც თითქმის სრულად ჩააბარა ქვეყნის 80% რუსებს, 20% კი ფიზიკურად, დიდი ხანია ოკუპირებულია! ჰოდა, ერთ რამეს ვეტყვი ბიძინა ივანიშვილს! - რანაირი გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხადებინო შენ მონა-მორჩილ მოსამართლეებს, ეს ბრძოლა შენი მოღალატეობრივი პოლიტიკის წინააღმდეგ გაგრძელდება ისევე, როგორც ქვეყნის დეოკუპაციამდე ბრძოლა ნაღდ და თავისუფალ ხალხთან ერთად! ცხოვრებაში ბედნიერება იდეისთვის ბრძოლაა, ეს იდეა თუ შენი ქვეყნის თავისუფლებისთვისაა, მაშინ სწორ ადგილას ხარ და ბედნიერიც! დიახ, მე ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიდექი და ვიდგები მუდამ! - აი, ეს რომ მახსენდება, სიხარულით ვივსები! არცერთი წამით არ შეჩერდება ბრძოლა შენი კორუმპირებული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ ქვეყანას სხვა პერსპექტივა, სხვა მომავალი აქვს! ბრძოლა იქნება ბოლომდე, დაიმახსოვრეთ!“, - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

პოლიტიკა 1750410183

ოცნება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - ივანიშვილს 2024 წლის ბოლოს, ქონებრივი დეკლარაციის შევსება უწევდა, თუმცა დოკუმენტი არ იძებნება - რაჟდენ კუპრაშვილი, რომელმაც რეპრესიების შემსრულებლის როლი შეითავსა, ივანიშვილს ამ ვალდებულებას უხსნის

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაცია, დეკლარაციების ვებგვერდზე არ იძებნება.როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბიძინა ივანიშვილს ეს ვალდებულება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დეპუტატად მცირე ხნით ყოფნის გამო წარმოეშვა.ორგანიზაციის ცნობითვე, ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, დეკლარაციების საიტზე იძებნება ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია, რომელსაც ივანიშვილის მსგავსად, ქონების აღრიცხვის ვალდებულება დეპუტატად მცირე ხნით ყოფნის გამო ჰქონდა.„ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს 2024 წლის ბოლოს ქონებრივი დეკლარაციის შევსება უწევდა. ეს ვალდებულება მას არჩევნების შემდეგ მცირე ხნით პარლამენტის წევრად ფორმალურად ყოფნის გამო წარმოეშვა. დოკუმენტი არ იძებნება დეკლარაციების ვებგვერდზე. ანტიკორუფციულმა ბიურომ არც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად მოგვაწოდა ის.შედარებისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია, რომელიც ასევე მცირე ხნით ფორმალურად იყო პარლამენტის წევრი, ვებგვერდზე ხელმისაწვდომია. არსებობს იმის ალბათობაც, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა საერთოდ არ შეავსო დეკლარაცია.რაჟდენ კუპრაშვილი, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების შემსრულებლის როლი შეითავსა, უფლებადამცველი ორგანიზაციებისგან უკანონოდ ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალურ ინფორმაციას მაშინ, როცა ქონებისა და კავშირების დეკლარირებისა და ამ ინფორმაციის გასაჯაროების კანონით მკაფიოდ გაწერილ ვალდებულებას უხსნის ამ რეპრესიების დამკვეთ ივანიშვილს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლიტიკა 1750410147

ლევან სანიკიძე
ლევან სანიკიძე - ჩემი პროგნოზია, რომ სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც იგივე ბედს გაიზიარებენ, რაც ზურა ჯაფარიძემ, ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ, თუმცა უმადური საქმეა იმის გამოცნობა, რა გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილმა

ჩემი პროგნოზია, რომ სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც, სავარაუდოდ, იგივე ბედს გაიზიარებენ, რაც ზურა გირჩი-ჯაფარიძემ, ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ გაიზიარეს - უმადური საქმეა იმის გამოცნობა, გუშინ საღამოს ბიძინა ივანიშვილმა რა გადაწყვიტა მიიღო, ამიტომ მეც ველოდები, როგორი იქნება, არა მოსამართლის, არამედ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა, რითაც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერი ლიდერების არ მისვლის გამო მიმდინარე სასამართლო პროცესებს გამოეხმაურა.სანიკიძის შეფასებით, საქართველოში გარკვეული მოსამართლეები ბიძინა ივანიშვილის ბრძანებებს ასრულებენ.„მთლიანად ეს პროცესი [პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისია] არის ფარსი. გასულია, როგორც კანონმდებლობით, ისე მორალურ-ეთიკური თვალსაზრისით. ამიტომ ამ ხარკის გადახდა - გირაოს სახით, თუ შემდეგ სხვადასხვა სასჯელის დაკისრებასთან დაკავშირებით, სამართლებრივ ნონსენსზე დგას.სასამართლო სისტემაში არიან ე.წ. ჯალათი მოსამართლეები, რომლებსაც რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებენ. თვითონ ამ გადაწყვეტილებებს არ იღებენ. ის მოსამართლე [ირაკლი შვანგირაძე], რომელსაც ნიკა მელიამ წყალი შეასხა, არ არის მოსამართლე, არ არის სასამართლო, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ეგზეკუცია…როდესაც მოსამართლე ჰქვია, მანტია გასხია და შენს სინდისს, შინაგან განწყობას, მტკიცებულებებს არ ემორჩილები, არამედ მთლიანად დამოკიდებული ხარ, რა „მესიჯი” მოგივა ან პროკურატურიდან, ან ლევან მურუსიძის „კლანიდან”, ასეთი მოსამართლე მინიმუმ წყლის შესხმას ნამდვილად იმსახურებს”, - განაცხადა სანიკიძემ.გარდა ამისა, სანიკიძე ჟურნალისტებთან საუბრისას ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებულ პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარია ხელმეორედ არ უნდა მივიდეს.„ქართულმა ოცნებამ” ოფიციალურად აღიარა, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს კონკრეტული ტერიტორიის ოკუპაცია მოხდა, რასაც ისინი აქამდე უარყოფდნენ. ახლა თავად საუბრობენ, რომლის გამოისობით მოხდა ეს ოკუპაცია, ერთმანეთს ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრები ეჯიბრებიან. ჩემი აზრით, ესეც სამარცხვინოა. ჩვენებების მიცემა და პროკურატურაში მოქმედი/ყოფილი გენერლების სირბილი, რომლებიც ამ პროცესში (დროებით საგამოძიებო კომისიაზე) ჩართული იყვნენ. ჩემთვის, ესეც გულის ამრევია.რაც შეეხება ჩორჩანის ეპიზოდს, 2012 წლამდე ე.წ. საოკუპაციო ხაზთან „ნაციონალური მოძრაობის” დროს ბევრად უფრო მეტი სამართალდამცველი იყო და ბევრად უფრო ნაკლები შემთხვევა იყო საოკუპაციო ხაზიდან ადამიანების გატაცების. ამის უფრო ეფექტურად დაცვა შესაძლებელი იყო.მე მგონია, რომ „ქართულ ოცნებას” მორალური უფლება არ აქვს ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით ისაუბროს, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით გიორგი გახარიასგანაც ბევრად უფრო მკაფიო პასუხებს მოვისმენდი. ვფიქრობ, რომ ეს არ არის მიზეზი მისი პოლიტიკური დევნის, ეს არის საბაბი. ამ საბაბის გამოყენება ამორალურია. დღეს 20 ივნისია და შეუძლებელია გიორგი გახარიაზე არ ვისაუბრო და ეს თარიღი არ ვახსენო. მე მიმაჩნია, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში 20 ივნისი ხელახლა გამოძიებული უნდა იყოს. ამიტომ ამ თემით მანიპულაცია „ქართული ოცნების” და გიორგი გახარიას მხრიდან სახელმწიფო ინტერესისთვის დამაზიანებელია.მე მაინტერესებს გიორგი გახარია იგივე შეცდომას დაუშვებს თუ არა, რაც პირველ ჯერზე დაუშვა. მე გიორგი გახარიას ადგილას [პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე] არც პირველ ჯერზე მივიდოდი და ამ კომპრომისზე არ წავიდოდი, მაგრამ საინტერესოა გიორგი გახარია რა გადაწყვეტილებას მიიღებს. რაციონალური აზროვნება მოითხოვს, რომ გიორგი გახარია არ მივიდეს და თეა წულუკიანს კიდევ თავიდან არ ემართლოს, მაგრამ ამ თვალსაზრისით გიორგი გახარიას დღის წესრიგის გამოცნობა უმადური საქმეა, იმიტომ, რომ როგორც წესი, საპირისპირო გადაწყვეტილებას იღებს”, - აღნიშნა სანიკიძემ.

პოლიტიკა 1750410106

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - მოლაპარაკებები არცერთ მხარესთან არ იქნება, სანამ ისრაელის აგრესია არ შეწყდება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, თეირანი არცერთ მხარესთან არ გამართავს მოლაპარაკებებს მანამ, სანამ ისრაელი ირანზე თავდასხმებს არ შეწყვეტს.ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელევიზიასთან განაცხადა.მისი თქმით, შეერთებულ შტატებს ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის განსახილველად მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება სურს, თუმცა თეირანმა ამ მოთხოვნაზე უარი განაცხადა.„აშშ-სთან მოლაპარაკებების ადგილი არ იქნება მანამ, სანამ ისრაელის აგრესია არ შეწყდება“, - აღნიშნა აბას არაღჩიმ და შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ ისრაელის დანაშაულის პარტნიორობაში დაადანაშაულა.ცნობისთვის, დღეს ჟენევაში ირანის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, აბას არაღჩის, დევიდ ლემის, იოჰან ვადეფულსა და ჟან-ნოელ ბაროს შეხვედრაა დაგეგმილი.ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ გუშინ განაცხადა, რომ მხარეები შეხვედრაზე „ირანის ბირთვული პროგრამის საკითხებსა და ირანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს“ განიხილავენ.

კონფლიქტები 1750410051

ისრაეილი
ბენიამინ ნეთანიაჰუ - თეირანში მყოფ ტირანებს სრულ საფასურს გადავახდევინებთ

თეირანში მყოფ ტირანებს სრულ საფასურს გადავახდევინებთ, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.„დღეს დილით, ირანის ტერორისტმა ტირანებმა ბეერ-შევაში სოროკას საავადმყოფოსა და ცენტრალურ ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. თეირანში მყოფ ტირანებს სრულ საფასურს გადავახდევინებთ“, - წერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი X-ზე.ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს დილით ირანმა ისრაელის მიმართულებით 30 რაკეტა გაუშვა.ირანული რაკეტები თელ-ავივში, რამათ-განსა და ხოლონში ჩამოვარდა. ასევე, ბალისტიკური რაკეტა სამხრეთ ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაში მდებარე სოროკას საავადმყოფოს მოხვდა.გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ბოლო სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 47 ადამიანი დაშავდა.

მსოფლიო 1750319137