პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი - ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე - პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს

პოლიტიკა 1728194409
პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს.

აღნიშნულის შესახებ ზურაბიშვილმა ტვ „პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტს პრემიერობის კანდიდატის ვინაობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ მის მიერ შერჩეულ კანდიდატთან დაკავშირებით განხილვებს ოპოზიციურ პარტიებთან აპირებს, რომელთა წარმომადგენლებთანაც შეხვედრებს ორშაბათიდან იწყებს.

კითხვაზე - მზად ხართ იყოთ ქვეყნის პრემიერი? გაქვთ ამაზე ნაფიქრი? -ზურაბიშვილი პასუხობს: „რაზე მაქვს ნაფიქრი, აქ ამაზე არ გიპასუხებთ. მყავს ძალიან კარგი კანდიდატი. ჯერ ვნახოთ! ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე. მგონი,დღეს ყველაზე სწორ გზაზე ვდგავართ და გავყვეთ ამ გზას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა მთავრობის დაკომპლექტებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას თემას აქტიურად განიხილავს.

„ქარტიაში წერია, რომ პრემიერი ჩემთან კონსულტაციაში უნდა იყოს შერჩეული, მე უკვე მყავს კანდიდატი, ახლა არ გეტყვით, ჯერ პარტიებთან უნდა შედგეს კონსულტაციები და შევჯერდეთ... მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, დღეს უნდა გამოვაცხადოთ მთავრობა, ამომრჩეველმა წინასწარ უნდა იცოდეს, ვინ იქნებიან და ესენი იყვნენ მაღალი დონის პროფესიონალები, სანდოობით აღჭურვილები და არაპოლიტიკოსები. რატომ? - იმიტომ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, თუ მთავრობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან შედგება. ვხედავთ თუნდაც ამ კონსოლიდირებულ 4 პარტიას, რამდენი შიდა წყენა, სხვადასხვა მოსაზრება, მსოფლმხედველობა არსებობს, ამ ეტაპზე, როცა ერთი მიზანი გვაქვს, ის ყველაფერი გავაკეთოთ, რაც მომავალი წლის ივნისამდე მიგვიყვანს იმ ადგილზე, სადაც გვინდა ვიყოთ...

ორშაბათს პარტიებთან შეხვედრები უნდა დავიწყო, დღეს ვაცხადებ, რომ ველოდები მათ ორშაბათს იმისთვის, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები, კონსულტაციები კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით, ძალიან ცოტა დრო გვაქვს არჩევნებამდე. მე ხომ არ ვიცნობ ყველას - ვინ რომელი მინისტრი უნდა იყოს, ყველას ექნება საშუალება, კანდიდატურები წარადგინოს, ერთადერთი - პოლიტიკოსები ჯერჯერობით, ამ ეტაპზე, არა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, თუ რა ნიშნით შეარჩია მან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ის „სანდოობით აღჭურვილია“.

„ამ ნიშნით - პროფესიონალი, სანდოობით აღჭურვილი, მე მგონი, ყველასთვის მისაღები. მგონი, საჭირო არის, ეს შემადგენლობა, არ ვიცი სრულყოფილი იქნება თუ არა, მთლად იდეალური რთული იქნება, იმედი მაქვს, რომ ამ მთავრობის დიდ ნაწილს ამომრჩევლებს არჩევნებამდე წარვუდგენთ, რადგან ეს იქნება კიდევ ერთი ნდობის მომენტი. პირველი, ერთპარტიულობას ვემშვიდობები, მაგრამ ამ ოთხივე პარტიას ვენდობი, რომ მიმიყვანოს ევროპამდე. მეორე, ეს მთავრობა არ იქნება იმისთვის, რომ ვიღაცამ თავისი პოლიტიკური მადა დაიკმაყოფილოს, იქნება იმისთვის, რომ ქვეყანას ემსახუროს ამ მოკლე პერიოდით. შემდეგ, როგორც ქარტიაში წერია, არჩევნები უნდა გაიმართოს - მომავალი წლის ოქტომბერში, ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაში ხდება. ეს იქნება პირველი არჩევნები უკვე განთავისუფლებულ გარემოში. ამ ერთი წლის მანძილზე ეს 4 პარტია იქნება იმ მდგომარეობაში პარლამენტში, რომ მთავრობაზე კონტროლი დააწესოს, ქარტია შეასრულოს და ნამდვილი პროგრამა მოამზადოს - ყველამ ცალ-ცალკე, ვინ რას გვთავაზობს, მაგრამ არა ისე, რომ არჩევნებისთვის იყოს დაწერილი, რეალური პროგრამა უნდა იყოს, ერთი წელი ძალიან კარგი დროა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

უახლესი
ლიბანის პრემიერი
ლიბანის პრემიერი ქვეყნებს, ზავის მიღწევის მიზნით, ისრაელზე ზეწოლისკენ მოუწოდებს

ლიბანის პრემიერ-მინისტრი ნაჯიბ მიქათი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტის მიზნით ისრაელზე ზეწოლა მოახდინონ.მიქათის თქმით, ის მხარს უჭერს ზავის დასამყარებლად აშშ-სა და საფრანგეთის ძალისხმევას.ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მორიგი საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ლიბანურმა მედიამ აფეთქებებს "ძალიან ძალადობრივი" უწოდა. ამასთან, ისრაელი იუწყება, რომ ქვეყნის საჰაერო ძალებმა ღამით ლიბანის ტერიტორიიდან გაშვებული საჰაერო სამიზნეები მოიგერიეს.

მსოფლიო 1728202055

პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი - დამისვეს კითხვა, არის თუ არა საჭირო ივანიშვილისთვის რაღაც გარანტიების მიცემა, ამაზე პასუხი არ მაქვს, თუკი მექნება, სადაც საჭიროა, იქ მივიტან

სიმართლეს გეტყვით, დამისვეს კითხვა, არის თუ არა საჭირო [ივანიშვილისთვის] რაღაც გარანტიების მიცემა? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა.პრეზიდენტის განმარტებით, მას აღნიშნულზე პასუხი არ აქვს, თუმცა, თუკი, „პასუხი ექნება, სადაც საჭიროა, იქ მიიტანს“.ამ კითხვის ავტორები იყვნენ თუ არა ევროპელი ლიდერები, კითხვაზე სალომე ზურაბიშვილი პასუხობს - „აღარ დავაზუსტებ“.პრეზიდენტმა ინტერვიუში ასევე ისაუბრა მოახლოებულ არჩევნებსა და „ქართულ ქარტიაზე“.კითხვაზე, არის თუ არა ის მზად, თუკი „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადავა, მათი უფლებების დაიცვას, ზურაბიშვილმა დადებითი პასუხი გასცა.„აბსოლუტურად ყველა მონაცემიდან გამომდინარე, ალბათ, ეს გუნდი პარლამენტში 25%-ით დარჩება, არ მგონია, ბევრად მეტი იყოს დღევანდელი რეალური მონაცემები, მერე შეიძლება რაღაც გაყალბების მომენტებიც... ეს არის აუცილებელი მომავალი საქართველოს დემოკრატიული პარლამენტისთვის და პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ოპოზიციურ პარტიებთან ვმუშაობ იმისთვის, რომ ამ ქარტიის ირგვლივ კონსოლიდაცია მოხდეს, რადგან ეს არის სამოქმედო გზა ევროპისკენ, მაგრამ ამავე დროს, ეს ოპოზიცია უნდა შედგეს, კონსოლიდაცია მოახდინოს და ერთმანეთში ცოტა დააწყნაროს ეს ურთიერთობები, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს. ალბათ, ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვისაც კარგია, ჩვენ აღარ მივიღებთ ერთპარტიულ წყობას, რაც ამ ქვეყნისთვის ყველანაირად ამოსუნთქვა იქნება, მაგრამ მეორე მხარე, ანუ ის, რაც იქნება ოპოზიცია და შეიძლება, იქაც ერთპარტიული ოპოზიცია არ იყოს, იყოს სხვა პატარა პარტიები, ისინი არიან ბუნებრივი ნაწილი პოლიტიკური ცხოვრების“, - განაცხადა პრეზიდენტმა.კითხვაზე, ხედავს თუ არა ის საკუთარ თავს ივანიშვილის პირისპირ, ერთი ეტაპის დასრულების, ცივილურად გაგრძელებისა და შურისძიებების გარეშე, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ „ეს აუცილებელია“.„ეს ქვეყანა ამ ეტაპზე უნდა გადავიდეს, მე ყველაფრისთვის მზად ვარ, დებატიც შევთავაზე საჯაროდ, ბევრი რამე შეიძლება ასეთი დებატითაც გაირკვეს. სიმართლეს გეტყვით, დამისვეს კითხვა, არის თუ არა საჭირო რაღაც გარანტიების მიცემა?.. ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ თუ პასუხი იქნება, სადაც საჭიროა, მივიტან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პოლიტიკა 1728194479

შსს
ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე - ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს - ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?

ძალიან კარგად ვუხდით ხელფასს... ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს. ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს? - ასე პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური კითხვას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფრო ზვიად ხარაზიშვილისა და მის მოადგილისთვის, მილერი ლაგაზაურისთვის დაწესებულ სანქციებზე.ვახტანგ გომელაური ტვ „პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში არ აკონკრეტებს რომელ ბანკში იღებენ ხელფასს ხარაზიშვილი და ლაგაზაური.„ძალიან კარგად ვუხდით ხელფასს, ძალიან კარგად... ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს. ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს? [რომელი ბანკი ემსახურება] რა მნიშვნელობა აქვს? მე არ ვარ ვალდებული ყველა თანამშრომელზე ვიცოდე რომელ ბანკში იღებენ. ეგ არის ინდივიდუალური“, - განაცხადა გომელაურმა.ამასთან, კითხვაზე გაქვთ მოლოდინი რომ სანქცირებულთა სიაში იქნებით? -გომელაური პასუხობს: „არ მაქვს პრობლემა ჩემი სამშობლოს გულისთვის ვაკეთებ ყველაფერს, ჩემი ქვეყნის გულისთვის. ვფიქრობ შეცდომაა და მოიხსნება ეს ყველაფერი, რაც განაცხადა [აშშ-ის სახელმწიფო] დეპარტამენტმა“, - განაცხადა გომელაურმა.ცნობისთვის, აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები 16 სექტემბერს დაასანქცირა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.

პოლიტიკა 1728194373

უკრ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება - მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე

ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება - მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა."ყველაფერი, რაც [გამარჯვების] გეგმაშია აღნიშნული, სრულიად რეალურია ჩვენი პარტნიორებისთვის. არის მსოფლიოში რესურსი, რომელიც ჩვენს "გამარჯვების გეგმაში" წინსვლის საშუალებას მოგვცემს. სწორედ ამაშია ჩვენი მიზანი, ჩვენი ამოცანა - გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება.ეს შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, სუვერენიტეტითა და ტერიტორიებით რაიმე ვაჭრობის გარეშე - სწორედ ისე, როგორც "მშვიდობის გეგმით" არის გათვალისწინებული", - განაცხადა ზელენსკიმ.

მსოფლიო 1728194294

საპატიო
საპატიო თბილისელის წოდება 25 მოქალაქეს მიენიჭა

 სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.მათივე ცნობით, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 25 მოქალაქეს მიანიჭა.თბილისის მერმა, კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს თბილისობა მიულოცა.„კიდევ ერთი წელი შეემატა ჩვენს ჭაღარა და ამავე დროს, უბერებელ დედაქალაქს, ჩვენს მრავალჭირნახულ და მაინც სიცოცხლით, სიყვარულით, ხალისით, სილაღით და ფერადოვნებით სავსე თბილისს. შეუძლებელია, უყურებდა მეტეხს, ნარიყალას, აბანოთუბანს, ხარფუხს და სიამაყე არ გეუფლებოდეს, რომ ამ უდიდესი ისტორიის მქონე ქალაქმა რამდენს გაუძლო, რამდენი ბრძოლა გადაიტანა, რათა მის ქუჩებში მუდმივად ჩქეფდეს სიცოცხლე; რათა ისევ იქმნებოდეს უნიკალური ქართული კულტურა, გამარჯვების ყიჟინა ავსებდეს სტადიონებსა და სპორტულ დარბაზებს, თაობებს თაობები ცვლიდეს და ამ ცვალებადობაში ხელშეუხებელი და უცვლელი რჩებოდეს ის ტრადიციები, რაც მხოლოდ ამ ქალაქს და მის მცხოვრებლებს გააჩნია.ერთ-ერთ ასეთ ტრადიციად იქცა თბილისობა, როგორც სიკეთის და სიყვარულის დღესასწაული. ოქტომბრის მზით გამთბარი ქუჩები ამ დღეს ყველაზე ფერადია, რადგან მას ადამიანების გულწრფელი ემოციები ავსებს. სიყვარულით გალაღებული თბილისი საოცრად ლამაზია დღეს. როგორც დღესასწაულს შეჰფერის, სურვილიც უნდა ჩავიფიქროთ - ვინატროთ, რომ აღარასდროს ვიხილოთ ნგრევა და სისხლი ჩვენს ქუჩებში, ჩვენს ქვეყანაში. იყოს მშვიდობა და განვითარება. მხოლოდ მშვიდობას შეუძლია აქციოს ყოველი დღე დღესასწაულად, გაალამაზოს ჩვენი ქალაქი და მთელი ქვეყანა.კიდევ ერთხელ გილოცავთ თბილისობას და გისურვებთ, მუდამ ზეიმის და გამარჯვების სიხარულით იყოს სავსე ჩვენი ქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყოველდღიურად შეაქვს წვლილი ქალაქის განვითარებაში. „თბილისს ხომ გამორჩეული ადამიანები ამშვენებენ. პირველ რიგში, მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თქვენი მიღწევებით თუ ყოველდღიური შრომით ერთ აგურს დებთ თბილისის განვითარებაში. რასაკვირველია, ყველასთვის თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭებას ვერ შევძლებდით, მაგრამ მიიღეთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.თბილისის საპატიო მოქალაქეებს წელს შეემატნენ: ზურაბ კახაბრიშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და სპორტსმენი; მერაბ კილაძე - ქირურგი; გიორგი ჭუმბურიძე - ქირურგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი; დიმიტრი ბეზარაშვილი - ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გიზო გაბესკირია - რეჟისორი; გვანჯი მანია - გეოგრაფი, მეცნიერი, ჟურნალისტი; ბიძინა სონღულაშვილი - ინჟინერი, მეტროს მუშაკი; ნათელა ვასაძე - პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გელა ფარჩუკიძე - მუსიკოსი, დირიჟორი, პედაგოგი; ნელი სალაძე - მწვრთნელი, სპორტსმენი; მზია აფრიდონიძე - მუსიკოსი, მხატვარი; გურამ ბათიაშვილი - დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი; კახა ქორიძე - არქიტექტორი, მსახიობი; გოგი მარგველაშვილი - რეჟისორი, პროფესორი; თამაზ გოდერძიშვილი - დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, სცენარისტი; ნელი კობიაშვილი - ჟურნალისტი, მწერალი; გივი სიხარულიძე - მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი; ვახტანგ ცუხიშვილი - არქიტექტორი; ზურაბ ყიფშიძე - მსახიობი; გურამ კალანდაძე - გეოლოგი; ნელი ბერაია - მხატვარი, ჟურნალისტი; თენგიზ გაჩეჩილაძე - პედაგოგი, ჟურნალისტი; თეიმურაზ ლეჟავა - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ოლესია თავაძე - მხატვარი; ვილი სანიოლი - ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი.

საზოგადოება 1728149187

ცესკო
გიორგი კალანდარიშვილი - საზღვარგარეთ მყოფმა ამომრჩევლებმა, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, რეგისტრაცია, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, 7 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიარონ

საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, თუ 7 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ.ამის შესახებ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.როგორც კალანდარიშვილმა განმარტა, არჩევნებში მონაწილეობას ის ამომრჩევლებიც შეძლებენ, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ 7 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაციას გაივლიან.„საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ. შესაბამისი დადგენილება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო.დადგენილების თანახმად, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში დამატებით შევლენ ზემოაღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლები, რომლებიც 7 ოქტომბრის ჩათვლით დგანან საკონსულო აღრიცხვაზე. ასევე ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ 7 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. ამასთან, მათ უნდა ჰქონდეთ, იურიდიული ძალის მქონე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გადაწყვეტილება ცესკომ ერთხმად მიიღო და წერტილი დაუსვა ამ თემაზე ყოველგვარ სპეკულაციას.ინიცირებული დადგენილების შინაარსმა და მისმა ინიციატორმა წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან, ასევე ცესკოს სხვა პარტიულმა წევრებმა, თავიანთ განცხადებებში დაადასტურეს, რომ კანონის თანახმად ცესკო პროცედურების სრული დაცვით მიყვებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს და ამ მოცემულობით აღნიშნული კატეგორიის ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობა იყო შეუძლებელი. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო დადგენილების მიღება, რომ მათ ეს უფლება მიეღოთ.აღსანიშნავია, რომ ინიცირებულ დადგენილების პროექტში იყო ტექნიკური უზუსტობები, ასევე საკანონმდებლო ვადებთან დაკავშირებული შეუსაბამობები. აღნიშნულთან დაკავშირებით კონსენსუსი შესაძლებელი გახადა კომისიის წევრის ქართული ოცნებიდან ინიცირებულმა დაზუსტებებმა და ცვლილებებმა, რის შედეგადაც აღმოიფხვრა საკანონმდებლო წინააღმდეგობები და გაფართოვდა პირთა წრე, რომლებიც ამ დადგენილების საფუძველზე არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ.საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, ყველა ამომრჩეველმა შეძლოს მისი კონსტიტუციური უფლების განხორციელება. შესაბამისად, მოვუწოდებთ საზღვარგარეთ მყოფ აღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლებს, გაიარონ რეგისტრაცია უკვე შექმნილ საარჩევნო უბნებზე“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, დღესვე, სხდომაზე ცესკომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განკარგულება მიიღო და არჩევნებისთვის კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების უზრუნველსაყოფად საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი დაადგინა.„გადაწყვეტილების თანახმად, დეტალურად განიმარტა ბიულეტენის შევსების წესი და ბიულეტენის ბათილობის საფუძვლები.წესის თანახმად, ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს ან მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე, ხოლო ბათილია ბიულეტენი თუ:გაფერადებულია/მონიშნულიანებისმიერიფორმითერთზემეტიპარტიისსახელწოდებისწინარსებულიწრისშიდასივრცე;არარისგაფერადებული/მონიშნულიარცერთიპარტიისსახელწოდებისწინარსებულიწრისშიდასივრცე.ამ წესის დარღვევით შევსებული და ყუთში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენი კანონმდებლობის თანახმად ჩაითვლება ბათილად.ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას და ამომრჩევლების ინფორმირებას, იმისათვის, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

პოლიტიკა 1728135608