თინა ბოკუჩავა - ორპარტიული ვიზიტი ადასტურებს აშშ-ის უმაღლეს ყურადღებას აქ არსებულ სიტუაციასთან მიმართებაში, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლება მტრული რიტორიკით, რუსული კანონით ზიანს აყენებს აშშ-სთან ურთიერთობას და ევროატლანტიკურ პერსპექტივას

ნაციონალური მოძრაობა

კონგრესმენმა ტერნერმა და სენატორმა შაჰინმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიული მხარდაჭერა ქართველი ხალხის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სენატორ ჯინ შაჰინთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ცვლილების ერთადერთი შანსი 26 ოქტომბრის არჩევნებია.

„ეს ორპარტიული ვიზიტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს ყურადღებას საქართველოში არსებულ სიტუაციასთან მიმართებაში, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლება ანტიდასავლური, მტრული რიტორიკით დასავლეთის მიმართ, რუსული კანონით ზიანს აყენებს საქართველო-ამერიკის ურთიერთობას ისევე, როგორ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ პერსპექტივას. ამის ცვლილების ერთადერთი შანსი 26 ოქტომბრის არჩევნებია“, - განაცხადა ბოკუჩავამ

უახლესი
შემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებული 20 369 ფიზიკური პირია დარეგისტრირებული

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, 2022 წლის 1-ელი მარტიდან დღემდე, დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია 20 369 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 54, ხოლო თავად პირის მომართვით - 20 315 განაცხადი.მათი ცნობით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში ავტომატურ რეჟიმში შეყვანილია 1 522 900 პირის შესახებ მონაცემები.„შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება 2022 წლის 1-ელი მარტიდან განხორციელდა.დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ბმული.https://www.rs.ge/LawNewsArchive?newsId=574აქვე გაცნობებთ, რომ დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის შესახებ განაცხადის წარდგენა შესაძლებელია, როგორც მატერიალური ფორმით, ასევე ელექტრონულად - ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან - „დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემის შეტანა“.თუ პირი არ არის რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე https://www.rs.ge/მას შეუძლია ონლაინ ფორმატში მიიღოს აღნიშნული მომსახურება https://videocall.rs.ge/ ვებგვერდის საშუალებით.ვიდეო ზარით რეგისტრაციის მომსახურების მიღება შესაძლებელია, როგორც საკუთარი სახელით, ასევე მინდობილი პირის მეშვეობითაც, სამუშაო დღეების განმავლობაში - 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.ვიდეო ზარის სერვისის გამოყენების შესახებ, ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://videocall.rs.ge/„- ნათქვამია ინფორმაციაში.

საზოგადოება 1728046816

აიათოლა ალი ხამენეი
აიათოლა ალი ხამენეი - ისრაელის წინააღმდეგ ჩვენი შეიარაღებული ძალების ოპერაცია სრულიად ლეგალური და ლეგიტიმური იყო - ისრაელი „ჰეზბოლას“ და „ჰამასს“ სერიოზულ ზიანს ვერ მიაყენებს

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ირანის შეტევას ისრაელზე სრულიად კანონიერი იყო.BBC-ის ინფორმაციით, თეირანის იმამ ხომეინი მოსალას მეჩეთში ქადაგებისას აიათოლა ალი ხამენეიმ ხაზი გაუსვა, რომ რაც ირანმა გააკეთა „მინიმალური სასჯელი“ იყო ისრაელისთვის იმ „გასაოცარი დანაშაულებისთვის“, რაც მან ჩაიდინა.„ჩვენი შეიარაღებული ძალების ოპერაცია რამდენიმე ღამის წინ იყო სრულიად ლეგალური და ლეგიტიმური“, - აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ.ირანის უზენაესმა ლიდერმა ისრაელს „ვამპირის“ რეჟიმი უწოდა, აშშ-ს კი „ცოფიანი ძაღლი“ რეგიონში. მისი თქმით, ირანი არ იყოყმანებს და არ გააჭიანურებს ქმედებებს, როდესაც საქმე ისრაელს შეეხება.„ირანის მტერი ისაა, ვინც პალესტინის სახელმწიფოს, ლიბანისა და სხვა მუსლიმური ერების მტერია“, - აღნიშნა ხამენეიმ.ამასთან, მისი თქმით, „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა „ლეგიტიმური ქმედება“ იყო.„პალესტინელ ხალხს აქვს კანონიერი უფლება დაიცვას საკუთარი თავი. წინ აღუდგეს დამნაშავეებს - საოკუპაციო ძალებს. არ არსებობს არც ერთი სასამართლო ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია დაადანაშაულოს პალესტინელი ხალხი სამშობლოს დაცვაში“, - განაცხადა ხამენეიმ.ამასთან, მისი მტკიცებით, ისრაელს არ შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს „ჰეზბოლას“ან „ჰამასს“.BBC-ი წერს, რომ ხამენეიმ პარასკევის ლოცვა ბოლოს 2020 წელს ჩაატარა, როდესაც ყუდსის ძალების მეთაური, გენერალ ყასიმ სულეიმანი ბაღდადის აეროპორტის მახლობლად ამერიკული მოიერიშე თვითმფრინავით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

მსოფლიო 1728046686

ქართული ოცნება
ირაკლი ზარქუა ევროკავშირის ელჩს - ბატონო ელჩო, ძალიან ზედმეტის უფლებას აძლევთ თქვენს თავს - შეეშვით შიდა არჩევნებში ჩარევას!

ბატონი ჰერჩინსკის განცხადებები მიუღებელია - ბატონო ელჩო, მე მესმის თქვენი შეშფოთება და აღშფოთება, რომ თქვენი აგენტურა ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ ეს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლებას არ გაძლევთ, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.მისი თქმით, პაველ ჰერჩინსკი “ძალიან ზედმეტის უფლებას აძლევს თავს, როდესაც საქართველოს შიდა საქმეებში ერევა”.“ბატონი ჰერჩინსკის განცხადებები მიუღებელია. მათ შორის თავისი არსითა და შინაარსით მიუღებელი საქართველოს მოსახლეობისთვის. ბატონო ელჩო, ძალიან ზედმეტის უფლებას აძლევთ თქვენს თავს, რომ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოთ. საქართველოს მოსახლეობამ მკაფიოდ გითხრათ, რომ ჩვენ ლგბტ პროპაგანდას არ გავატარებთ, შესაბამისად თქვენ ნახეთ მიტინგი, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა და თქვენ ჯიუტად მაინც გვაწვებით და ამბობთ, რომ თურმე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა ადამიანის უფლებების შელახვაა. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არ გეთანხმებით - ეს ერთი. მეორე, თქვენ მოუხმეთ ფაქტებს, თურმე დღეს როგორი მშვიდობაც არის მოლდოვასა და უკრაინაში. აქაც შეუსაბამოა ეს განცხადება. უკრაინაში მშვიდობა არ არის, ბატონო ელჩო - ან გატყუებენ, ან იტყუებით. ეგ უბედურებაა, იქ ტრაგედია ტრიალებს, რომელიც როდის დამთავრდება, კაციშვილმა არ იცის. ჩვენ არ გვინდა ისეთი მშვიდობა, როგორიც უკრაინაშია“, - აღნიშნა ზარქუამ.ამავე თემაზე საუბრისას, ზარქუამ ელჩს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ „შეეშვას შიდა არჩევნებში ჩარევას, რადგან ეს მისი მანდატი არ არის“.„კიდევ ერთხელ ვაცხადებთ და მოგიწოდებთ, რომ შეეშვით შიდა არჩევნებში ჩარევას - ეს თქვენი მანდატი არ არის. თქვენი მანდატი არის, როდესაც შესაძლებლობა იქნება, რომ ევროინტეგრაციაში საქართველო დაწინაურდეს, იქ ფეხი არ დაგვიდოთ - მხარი დაგვიჭირეთ. ჩვენს უკან ქართველი ერის უმრავლესობა დგას. ასე რომ, ეს გაითვალისწინეთ. მე მესმის თქვენი შეშფოთება და აღშფოთება, რომ თქვენი აგენტურა ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ ეს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლებას არ გაძლევთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირის სტრუქტურებისა და წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებებით, ამჟამად საქართველოში ყველა მაღალი დონის ვიზიტი და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ყველა მაღალი დონის შეხვედრა შეჩერებულია. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა ანტიდასავლური და ანტიევროპული ნარატივის, პროპაგანდისა და კონსპირაციის თეორიის საპასუხოდ მიიღო. ელჩის თქმით, თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, გახდება ქვეყანა, რომელშიც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, ის ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ. ასევე, მისი განცხადებით, ბევრი დრო გაიფლანგა, საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერდა, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, რომლებიც სწრაფად მიიწევენ წინ. ელჩის მოწოდებით, ერთი წუთიც აღარ უნდა დაიკარგოს და უნდა განახლდეს საქართველოს გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. შესაბამისად, ევროკავშირის ელჩმა საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა არჩევნებზე მაქსიმალური აქტივობა დააფიქსირონ, რადგან ქვეყნის ბედი ახლა მათ ხელშია. პაველ ჰერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი და აღნიშნა, რომ თუ არჩევნები არ ჩატარდება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მზად იქნებიან უპასუხონ მოვლენების ნებისმიერ განვითარებას, მათ შორის ყველაზე უარეს სცენარს - საარჩევნო ძალადობას და არჩევნების შესაძლო გაყალბებას. პაველ ჰერჩინსკი საარჩევნო კამპანიას და კერძოდ კამპანიაში განადგურებული უკრაინის კადრების გამოყენებასაც გამოეხმაურა და აღნიშნულ ფაქტს აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი უწოდა.

პოლიტიკა 1728046605

რაკეტები
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბან-ისრაელის დამაკავშირებელი 3.5-კილომეტრიანი გვირაბი გაანადგურეს და „ჰეზბოლას“ კომუნიკაციების მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათმა გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა 3.5 კილომეტრის სიგრძის გვირაბს დაარტყეს, რომელიც ლიბანსა და სირიას შორის გადიოდა და რომელსაც „ჰეზბოლა“ ირანული იარაღის კონტრაბანდისთვის იყენებდა.თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გვირაბს „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ქვედანაყოფი აკონტროლებდა, რომელსაც ირანიდან და მისი მარიონეტებიდან ლიბანში იარაღის გადატანა ევალება.სამხედროების თქმით, დარტყმამ გაანადგურა გვირაბი, სადაც იარაღის ტრანსპორტირება და შენახვა ხდებოდა, ასევე მის სიახლოვეს მდებარე შენობები, იარაღის საწყობები და სხვა ინფრასტრუქტურა.ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანის დედაქალაქ ბეირუთზე გუშინ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად „ჰეზბოლას“ კომუნიკაციების მეთაური, მუჰამედ რაშიდ სკაფის ლიკვიდაცია განახორციელეს. ისრაელისა არმიაში აცხადებენ, რომ ის „ჰეზბოლაში“ 2000 წლიდან იმყოფებოდა და დაჯგუფების მაღალ ლიდერებთან დაახლოებული პირი იყო. „ჰეზბოლას“ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადება, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

მსოფლიო 1728046576

სახ დამცველი
სახალხო დამცველი ცესკოს მოუწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეს

სახალხო დამცველი მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, - ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბოლო დღეებში საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, თუმცა დევნილთა მონაცემთა ბაზაში არ აქვთ მითითებული საქართველოში ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, არ ეძლევათ ერთიან საარჩევნო სიაში მათი მონაცემების ასახვის და შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.„ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეებს სთხოვენ რეგისტრაციის ადგილის შეცვლას, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მათი მისამართი აღარ იქნება მითითებული მათი რეგისტრაციის ადგილად.საკითხის მოკვლევის შედეგად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შენარჩუნებას აქვს როგორც უფლებრივი, სამართლებრივი, ასევე, პოლიტიკური დატვირთვა, შესაბამისად, ასეთ პირებს არ სურთ მუდმივი საცხოვრებელი მისამართის შეცვლა. ამავე დროს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის ტექნიკური საკითხი არ უნდა გახდეს მათთვის კონსტიტუციით გარანტირებული არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი, მითუმეტეს როცა ეს არჩევნები არის საერთო სახელმწიფოებრივი და არა ადგილობრივი თვითმმართველობის. შესაბამისად საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ადამიანის უფლებების დაფუძნებული მიდგომის და ნორმათა სისტემური განმარტების საფუძველზე, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა და შეიყვანოს ასეთი პირების მონაცემები ერთიან საარჩევნო სიაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლიტიკა 1728028851

საფრანგეთის საელჩო
საფრანგეთის საელჩო - ემანუელ მაკრონმა სინანული გამოთქვა იმ კანონების მიღების გამო, რომელმაც საქართველოს ევროპული ტრაექტორიიდან გადაახვევინა - მან იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება

საქართველოში საფრანგეთის საელჩო ელისეის სასახლეში სალომე ზურაბიშვილისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, საფრანგეთის პრეზიდენტმა „აღნიშნა ნეგატიური მოვლენები, რომლებიც ამ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში მოხდა. კერძოდ, მან სინანული გამოთქვა იმ კანონების მიღების გამო, რომლებმაც ქვეყანას ევროპული ტრაექტორიიდან გადაახვევინეს და გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვიეს“.რაც შეეხება 26 ოქტომბრის არჩევნებს, საელჩოს ცნობით, ემანუელ მაკრონმა იმედი გამოთქვა, რომ ეს არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება და საქართველოს საშუალებას მისცემს, ევროპულ გზას დაუბრუნდეს.„რესპუბლიკის პრეზიდენტი უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს მიესალმა, რის გამოც ევროკავშირმა 2023 წლის დეკემბერში, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. მიუხედავად ამისა, მან აღნიშნა ნეგატიური მოვლენები, რომლებიც ამ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში მოხდა. კერძოდ, მან სინანული გამოთქვა იმ კანონების მიღების გამო, რომლებმაც ქვეყანას ევროპული ტრაექტორიიდან გადაახვევინეს და გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვიეს, როგორც ეს ევროპულმა საბჭომ გასულ ივნისში დაადასტურა.

პოლიტიკა 1728027348