ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენ არ მივცემთ კომისიას შესაძლებლობას, საზოგადოებას უთხრას ნახევარი სიმართლე და ხელი დააფაროს ბიძინას „ნაცებს“ - რისი თქმაც ვერ გაბედა და რის თქმასაც ვერ გაბედავს კომისია, ამ სრულ სიმართლესაც ჩვენ ვეტყვით საზოგადოებას

პოლიტიკა 1743680180
გახარია

კომისია რომ ფარსია და არ აპირებს წინა ხელისუფლების დანაშაულები სრულად გამოიძიოს, ადასტურებს ის ფაქტი, რომ კომისიის თავმჯდომარე ვერ ბედავს კითხვები დაუსვას დაზარალებულებს იმ პოლიციელების, პროკურორების, გამომძიებლების, მოსამართლეების და ცუდი ადამიანების შესახებ, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეები გააუბედურეს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

როგორც გოგიჩაიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, „ნახევარი სიმართლის დრო დამთავრებულია“.

„ბოლო დღეებია, თვალს ვადევნებთ „ოცნების“ მორიგ ფარსს, მორიგ სიყალბეს, კარიკატურული ე.წ საგამოძიებო კომისიის მონაწილეობით. აღნიშნული კომისია არალეგიტიმურმა პარლამენტმა კონსტიტუციის 42-ე მუხლის უხეში დარღვევით შექმნა. ცინიკურია ფაქტი, რომ „ოცნებამ” კომისიაში შეიყვანა სამი ყოფილი „ნაცი“, კონკრეტულად: ალექსანდრე ტაბატაძე, რომელიც წლების განმავლობაში ვანო მერაბიშვილის რეპრესიული პოლიციის ნაწილი იყო. ალუდა ღუდუშაური, რომელიც იყო ახალაიას კუდ-ის ადვოკატი; თენგიზ შარმანაშვილი, რომელიც სააკაშვილმა 2011 წელს დანიშნა ელჩად სომხეთის რესპუბლიკაში და ტრაგიკულია ფაქტი, რომ კომისიის თავმჯდომარეა თეა წულუკიანი, რომელიც სამარცხვინოდ დამარცხდა სააკაშვილის მოძალადე სისტემის მოსამართლეებთან.

13 წლით დაგვიანებული კომისიის რეალური მიზანია არა „ნაცების“ დანაშაულებზე სამართლიანობის აღდგენა, არამედ ეს არის გაყალბებული არჩევნების, პოლიტპატიმრებით გავსებული ციხეების, კორუფციის, ძალადობის, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევის, სააკაშვილის მოსამართლეების უვადოდ განწესების და ივანიშვილის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების გადაფარვა. ივანიშვილი ცდილობს ხელახლა გახსნას ძველი იარები და თქვას, რომ მე კი ვარ სასტიკი მოძალადე, მაგრამ წარსულში ჩემზე უარესი მოძალადეებიც არსებობდნენ.

კომისია რომ ფარსია და არ აპირებს სრულად გამოიძიოს წინა ხელისუფლების დანაშაულები, ადასტურებს ის ფაქტი, რომ კომისიის თავმჯდომარე ვერ ბედავს კითხვები დაუსვას დაზარალებულებს იმ პოლიცილების, პროკურორების, გამომძიებლების, მოსამართლეების და ცუდი ადამიანების შესახებ, რომლებმაც გააუბედურეს საქართველოს მოქალაქეები და რომლებიც დღეს ემსახურებიან ივანიშვილის ძალადობრივ რეჟიმს.

დიახ, ამ ქვეყანაში ხალხმა უნდა იპოვოს სამართალი, დიახ, ამ ქვეყანაში დაზარალებულებმა უნდა აღიდგინონ საკუთარი უფლებები და დაიბრუნონ საკუთარი ქონებები, დიახ, ყველამ უნდა აგოს პასუხი, მათ შორის, იმ პროკურორებმა და მოსამართლეებმა, რომლებიც დღეს ივანიშვილის რეჟიმს სამსახურში არიან. ჩვენ არ მივცემთ კომისიას შესაძლებლობას, საზოგადოებას უთხრას ნახევარი სიმართლე და ხელი დააფაროს ბიძინას „ნაცებს“. რისი თქმაც ვერ გაბედა და რის თქმასაც ვერ გაბედავს კომისია, ამ სრულ სიმართლესაც ჩვენ ვეტყვით საზოგადოებას.

ჩვენ ვეტყვით იმას, რომ ბესო ხარძიანის მოსამართლე, რომელმაც უდანაშაულო ადამიანი ჩასვა ციხეში არის ლელა ნოზაძე და ის ივანიშვილმა გააწესა უვადო მოსამართლედ. ჩვენ ვეტყვით იმას, რომ ჯემალ ლეონიძის მოსამართლე, რომელმაც ის გააკოტრა არის ლაშა ქოჩიაშვილი და ივანიშვილმა უვადოდ დანიშნა უზენაესს სასამართლოში. ჩვენ ვეტყვით იმას, რომ ჯემალ ლეონიძის მოსამართლე, რომელმაც ის ციხეში გაუშვა არის მზია ლომთათიძე და ის ბიძინამ დანიშნა უვადო მოსამართლედ. ჩვენ ვეტყვით მოსახლეობას იმ სიმართლეს, რომ ფინანსური პოლიციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქეთევან კვინიკაძე, რომელიც არეკეტებდა ქართველ ბიზნესმენებს, დღეს არის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. დამთავრდა ნახევარი სიმართლის დრო, სრული სიმართლის დრო დადგა”, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

უახლესი
სემ 15
სემეკმა „მტკვარი ჰესზე“ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „მტკვარი ჰესის“ სახელზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა. „მტკვარი ჰესი“ მდებარეობს ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, მისი დადგმული სიმძლავრე 54,1 მგვტ-ს შეადგენს. ჰიდროელექტროსადგური 3 ძირითადი აგრეგატისგან შედგება, რომელთაგან 2 აგრეგატის დადგმული სიმძლავრეა 26,5 მგვტ, ხოლო 1 აგრეგატის – 1,1 მგვტ.

საზოგადოება 1752566266

ევროკმისია
დღეს, ევროპული საბჭოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, სხვა თემებთან ერთად საქართველოს საკითხს განიხილავენ

ევროპული საბჭოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში, დღეს, სხვა თემებთან ერთად საქართველოს საკითხს განიხილავენ. „საბჭო განიხილავს საქართველოში არსებულ ვითარებას და განიხილავს შესაძლო ზომებს ხელისუფლების მიერ მზარდი რეპრესიების საპასუხოდ“ - წერია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. სამიტის ფარგლების ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება და შეხვედრას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგაც დაესწრება. საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებსა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ახალ შეთანხმებას.

პოლიტიკა 1752563306

ევროკავშირი
კაია კალასი - საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა

საქართველოსთან დაკავშირებით მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა და სხვა ელემენტები, რამაც, შესძლოა, საქართველოს მთავრობა აიძულოს, გათვლები შეცვალოს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.„განვიხილავთ საქართველოს საკითხს. ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში. ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია. მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა და სხვა ელემენტები, რამაც, შესძლოა, საქართველოს მთავრობა აიძულოს, გათვლები შეცვალოს“, - აღნიშნა კალასმა.

პოლიტიკა 1752563278

ვაგ
„სადგურის მოედნის“ მიმდებარედ საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ნგრევის ადგილზე სამუშაოები გრძელდება - ტერიტორია ჯებირებითაა შემოსაზღვრული

„სადგურის მოედნის“ მიმდებარედ ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ნგრევის ადგილზე სამუშაოები გრძელდება.ადგილზე კვლავ მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მათ კორპუსის მიმდებარე ტერიტორია შემოღობილი აქვთ და მოქალაქეებს ავარიულ კორპუსთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.ასევე გრძელდება კორპუსის მობინადრეთა გასახლების პროცედურებიც.ცნობისთვის, 14 ივლისს, საღამოს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთი პირი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.ასევე, მომხდარიდან მალევე, საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთა გასახლებაც დაიწყო, რომლებიც ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადაიყვანეს.

სამართალი 1752563249

გახარია
გიორგი გახარია - ბრიუსელში ჩემი გზავნილი მკაფიო და უცვლელია: ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სასტიკი რეპრესიების გამო

ბრიუსელში ჩემი გზავნილი მკაფიო და უცვლელია: ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სასტიკი რეპრესიების გამო - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია X-ზე წერს.როგორც ის აღნიშნავს, აუცილებელია შეთანხმების მიღწევა კონკრეტულ, ტარგეტირებულ ზომებზე, რაც პასუხისმგებლობას სრულად დამნაშავეებს დააკისრებს.„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომამდე, ბრიუსელში მინისტრებთან და ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებისას, ჩემი გზავნილი მკაფიო და უცვლელია: ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სასტიკი რეპრესიების გამო. აუცილებელია შეთანხმების მიღწევა კონკრეტულ, ტარგეტირებულ ზომებზე, რაც პასუხისმგებლობას სრულად დამნაშავეებს დააკისრებს”,-წერს გიორგი გახარია X-ზე.

პოლიტიკა 1752563207

აშშ
დონალდ ტრამპი - თუ რუსეთთან 50 დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ მოსკოვს 100%-მდე ტარიფებს დავუწესებთ

თუ რუსეთთან 50 დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ მოსკოვს 100%-მდე ტარიფებს დავუწესებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას განაცხადა.„ჩვენ ძალიან მკაცრ ტარიფებს დავაწესებთ, თუ 50 დღეში შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, დაახლოებით 100%-იან ტარიფებს, მეორად ტარიფებს, თქვენ იცით, რას ნიშნავს ეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტით, ვლადიმერ პუტინით „ძალიან იმედგაცრუებულია“.„ვფიქრობდი, რომ შეთანხმებას ორი თვის წინ მივაღწევდით, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ასე არ მოხდა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მსოფლიო 1752519086