ირმა ჭკადუა - გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, შეიძლება, ამას ეწოდოს შეცდომაც კი - ამ ინციდენტს თავად პოლიტიკურ პროცესებს არანაირად არ უკავშირებს

პოლიტიკა 1751887374
 გიორგი რამიშვილი

გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, შეიძლება, ამას ეწოდოს შეცდომაც კი - ერთი რამ შემიძლია ცალსახად დავადასტურო, რომ ამ ინციდენტს თავად პოლიტიკურ პროცესებს არანაირად არ უკავშირებს,- ამის შესახებ „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებლის, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის ინტერესების დამცველმა, ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ადვოკატმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ვინაიდან რამიშვილს ბრალი ჯერ არ წარდგენია, ის მისი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შეიკავებს.

„დიახ, ნამდვილად შევხვდი გიორგი რამიშვილს. საქმის დეტალებთან დაკავშირებით და კონკრეტულად მის პოზიციასთან დაკავშირებით თავს შევიკავებ იმის გათვალისწინებით, რომ მას ჯერ ბრალი არ წარდგენია და მისი პოზიცია ოფიციალურად არ დაუფიქსირებია. თუმცა, აქვე მინდა განვაცხადო, გიორგი ამბობს იმას, რომ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ. შეიძლება, ამას ეწოდოს შეცდომაც კი, ამ ყველაფერთან და საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებთან დაკავშირებით, რამიშვილს ექნება შესაძლებლობა, მინიმუმ წერილობით მაინც გააკეთოს განცხადება. მე თავს არ მივცემ უფლებას, მისი პოზიციის ოფიციალურად დაფიქსირებამდე ჩემი პოზიცია გავაჟღერო. ერთი რამ შემიძლია ცალსახად დავადასტურო და ვთქვა, რომ ამ ინციდენტს ბატონი გიორგი პოლიტიკურ პროცესებს არანაირად არ უკავშირებს“,- განაცხადა ჭკადუამ.

რაც შეეხება კითხვას, რომელიც ეხებოდა „საზოგადოებაში გაჩენილ ეჭვებს, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება ბარგში შემთხვევით მოხვდეს იარაღი“, ადვოკატმა დასძინა, რომ „სადაც არსებობს სიტყვა - „შემთხვევით“ და „შესაძლებელია“, ყველგან შესაძლებელია რაიმე მოხდეს“.

„სადაც არსებობს სიტყვა - „შემთხვევით“ და სადაც არსებობს სიტყვა - „შესაძლებელია“, ყველგან შესაძლებელია რაიმე მოხდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მესმის, არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი. ამასთან დაკავშირებით როგორც ოჯახმა, ასევე „სილქ როუდ ჯგუფმა“ გააკეთა განცხადება, რომ მოგვიანებით და დამატებით კითხვებთან დაკავშირებით გიორგი აუცილებლად აცნობებს საზოგადოებას. რამიშვილს დავუტოვოთ ეს უფლება, რომ მან განმარტოს საზოგადოების წინაშე და მასმედიისთვის ის დეტალები, რაც მისთვის ცნობილია“,- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი გუშინ აეროპორტში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესმენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

უწყების ცნობითვე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, რამიშვილის ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.

გამოძიების თანახმად, დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია მის სახელზე, თუმცა ტარების უფლება არ ჰქონდა.

უახლესი
მიშა
მიხეილ სარჯველაძე - გადმოცემით რა ინფორმაციაც მაქვს, წერილი თორნიკე რიჟვაძის ტანსაცმელში აღმოაჩინეს - რასაკვირველია, ამოღებულია სათანადო წესით

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის წერილი „სათანადო წესითაა ამოღებული და მტკიცებულების სახით საქმეზეა დამაგრებული“.ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასთან განუცხადა, სადაც თორნიკე რიჟვაძეა გადაყვანილი.„რაც შეეხება წერილს, მე ამაზე დაზუსტებით ვერ ვისაუბრებ. გადმოცემით რა ინფორმაციაც მაქვს ეს არის, რომ მის ტანსაცმელში იქნა აღმოჩენილი ეს წერილი. ეს არის ერთადერთი, რაც ამ წუთას შემიძლია გითხრათ. რასაკვირველია, ამოღებულია სათანადო წესით, დამაგრებულია ეს მტკიცებულება და შესაბამისად ამის თაობაზე საზოგადოება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სრულად ინფორმირებული“,- განაცხადა სარჯველაძემ.ცნობისთვის, დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მოგვიანებით კი, რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.ამასთან, „იმედი“ წერილს ავრცელებს, რომელიც, მათივე ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა.

პოლიტიკა 1751887442

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი თორნიკე რიჟვაძეზე - მისი მდგომარეობა მძიმეა - მართვით სუნთქვაზე იმყოფება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, აჭარის ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაციენტს ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უტარდება.„ყველაფერი უტარდება, რაც სჭირდება. მდგომარეობა მძიმეა. [ქირურგიული ჩარევა] ჩვენთან არ დასჭირვებია. იმყოფება მართვით სუნთქვაზე“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.ცნობისთვის, დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მოგვიანებით კი, რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.

საზოგადოება 1751877872

გახარია
გიორგი გახარია - უმართავი ქაოსი და განუკითხაობა შეგვეხება ყველას

უმართავი ქაოსი და განუკითხაობა შეგვეხება ყველას, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის საქმეს ეხმაურება.როგორ გახარია აღნიშნავს, მხოლოდ გონიერი მოქმედებით და სიმართლით გავიყვანთ საქართველოს სამშვიდობოს.„უმართავი ქაოსი და განუკითხაობა შეგვეხება ყველას. სისხლიანი გარჩევები - ხალხისთვის მოპარული ფულის განაწილებისთვის. მხოლოდ გონიერი მოქმედებით და სიმართლით გავიყვანთ საქართველოს სამშვიდობოს“,- წერს გახარია სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მოგვიანებით კი, რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.

პოლიტიკა 1751877816

რეანომობილი
თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადმოიყვანეს

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსიდან“, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 7 ივლისს, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.„შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

საზოგადოება 1751870013

ალექსი ახვლედიანი
არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული

ექიმების განმარტებით, აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.„7 ივლისს, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

სამართალი 1751869850

აჭარა
შსს - ექიმების განმარტებით, თორნიკე რიჟვაძეს ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ექიმების განმარტებით, აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.„7 ივლისს, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სამართალი 1751869718