გიორგი ვაშაძე - შოუ გრძელდება - ვეკითხები წულუკიანს: რატომ გეშინია სასამართლოში მოსვლის? მოდი და გვითხარი, რას გვედავები? - საკუთარი თავიც კი კლოუნად აქციეს, თეა წულუკიანიც კლოუნია, კომისიის ყველა წევრიც და „ქართული ოცნების“ ლიდერებიც

პოლიტიკა 1750229307
სტრატეგია

შოუ გრძელდება - დღეს იქნება გადაწყვეტილება თუ როდის იქნება, ეგ ჩვენზე არაა დამოკიდებული, ეგ არის დამოკიდებული პოლიტიკურ რეჟიმზე - ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის პოლიტიკური შოუ, რომელსაც დგამენ და ჰგონიათ, რომ ვინმეს ნერვები უმტყუნებს.

„შოუ გრძელდება, წულუკიანი სხდომაზე არ მოდის, სამაგიეროდ, მეორე რაუნდზე იბარებს ყველას. მას ვეკითხები - რატომ გეშინია სასამართლოში მოსვლის? მოდი სასამართლო სხდომაზე და გვითხარი რას გვედავები? რატომ ვერ ბედავ აქ, ამ შენობაში შემოსვლას და რატომ იყენებ პროკურატურასა და სასამართლოს შენი ინტერესების დასაცავად? დღეს იქნება გადაწყვეტილება თუ როდის იქნება, ეგ ჩვენზე არაა დამოკიდებული, ეგ არის დამოკიდებული პოლიტიკურ რეჟიმზე. ფაქტია, რომ როცა ოპონენტებს მხოლოდ ციხით ემუქრები, ნიშნავს, რომ სუსტი ხარ, არ გაქვს იმედი, რომ თავისუფალ კონკურენციაში ძალაუფლებას შეინარჩუნებ.

მე არ ვიცი რა უნდათ, რას მეკითხებიან, იმას თუ რატომ ავაშენეთ იუსტიციის სახლი? თუ ბიომეტრიული პასპორტები რატომ გავეცით? ან ID ბარათები რატომ გავეცით? მოვიდეს, დასვას ეს კითხვები, მე ამ მიმართულებაზე ვმუშაობდი. ჩვენ ხომ ვიცით, რომ აქ შინაარსი არაფერში არ არის, ეს არის პოლიტიკური შოუ, რომელსაც დგამენ და ჰგონიათ, რომ ვინმეს ნერვები უმტყუნებთ. ჩვენ ძალიან ძლიერი ნერვები გვაქვს, ნერვები მათ უმტყუნებს და საბოლოოდ, ისინი დამარცხდებიან. საზოგადოება ხედავს, რომ საკუთარი თავიც კი კლოუნად აქციეს. თეა წულუკიანიც კლოუნია, კომისიის ყველა წევრიც კლოუნია და „ქართული ოცნების“ ლიდერებიც კლოუნები არიან“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ეხება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, სხდომა დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის ეტაპზე გადაიდება.

ინფორმაციისთვის, გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, მას ბრალი წაუყენეს.

უახლესი
ისრაეილი
ბენიამინ ნეთანიაჰუ - თეირანში მყოფ ტირანებს სრულ საფასურს გადავახდევინებთ

თეირანში მყოფ ტირანებს სრულ საფასურს გადავახდევინებთ, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.„დღეს დილით, ირანის ტერორისტმა ტირანებმა ბეერ-შევაში სოროკას საავადმყოფოსა და ცენტრალურ ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. თეირანში მყოფ ტირანებს სრულ საფასურს გადავახდევინებთ“, - წერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი X-ზე.ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს დილით ირანმა ისრაელის მიმართულებით 30 რაკეტა გაუშვა.ირანული რაკეტები თელ-ავივში, რამათ-განსა და ხოლონში ჩამოვარდა. ასევე, ბალისტიკური რაკეტა სამხრეთ ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაში მდებარე სოროკას საავადმყოფოს მოხვდა.გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ბოლო სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 47 ადამიანი დაშავდა.

მსოფლიო 1750319137

სამ
დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტს სამუშაო ვადის კიდევ ერთი თვით გაგრძელების მოთხოვნით მიმართავს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია სამუშაო ვადის კიდევ ერთი თვით გაგრძელებას ითხოვს.როგორც კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, კომისია 20 ან მაქსიმუმ 23 ივნისს მიმართავს ბიუროს იმისთვის, რომ პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს საკითხი კომისიის უფლებამოსილების ერთი თვით გაგრძელების თაობაზე.სხდომაზე ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის თავმჯდომარის წინადადებას კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს.რაც შეეხება დასკვნას, როგორც თეა წულუკიანმა განმარტა, ის 4 აგვისტომდე დამტკიცდება.„კანონმდებლობით გვაქვს უფლება, რომ ვიმუშაოთ 6 თვე, მეტი არა, შეგვიძლია ვიმუშაოთ ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა. ჩვენ უკვე მე-5 თვეა ვმუშაობთ ამ რეჟიმში და ჩვენი საქმიანობის ეს არის მხოლოდ ხილული ნაწილი. ის, რასაც საზოგადოება ვერ ხედავს, სამუშაო პროცესია და ამიტომ არ არის საჯარო, არის ადმინისტრაციულ პერსონალთან ყოველდღიური მუშაობა წერილების განხილვა და დასკვნის პროექტის წერა. ამიტომ, ჩვენ ვიფიქრეთ და დღეს კენჭისყრისთვის გთავაზობთ ასეთ საკითხს - ვითხოვოთ ბოლო, მე-6 თვით ჩვენი უფლებამოსილების გაგრძელება, მაგრამ ისიც ვილაპარაკეთ და საზოგადოებასაც უნდა ვუთხრათ, რომ ივლისის თვეში ამ ტიპის საჯარო სხდომები ვეღარ იქნება ხშირი იმიტომ, რომ ჩვენი მთელი რესურსი დასკვნის პროექტს უნდა დავუთმოთ. გარდა გამონაკლისის შემთხვევებისა, ჩვენ ასეთი სხდომა აღარ გვექნება, თუმცა ის სხდომები, რომელიც გულისხმობს სამი წევრის მიერ - კომისიის სამი წევრი ვიკრიბებით და ვატარებთ გამოკითხვებს, ასეთი ფორმატები ივლისში შესაძლოა გაგრძელდეს. გთავაზობთ იმასაც, რომ აგვისტოს პირველ დღეებში, სავარაუდოდ, 4 აგვისტოს, მაგრამ შეიძლება მანამდეც, არაუგვიანეს 4 აგვისტოსი, ჩვენ შევიკრიბოთ ამ დარბაზში და დავამტკიცოთ კომისიის დასკვნა, რომელიც შემდეგ სექტემბრის პირველ რიცხვებში წარედგინება საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომას.აი, ეს არის, რაც ვისაუბრეთ, რაც საზოგადოებისთვისაც უნდა იყოს ცნობილი და თუ არის კვლავ თქვენი თანხმობა, რომ ჩვენ უკვე ხვალ და მაქსიმუმ ორშაბათს მივმართოთ საქართველოს პარლამენტის ბიუროს პლენარული სხდომის დღის წესრიგში ჩვენი უფლებამოსილების ერთი თვის ვადით გაგრძელების თაობაზე საკითხის შეტანაზე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

პოლიტიკა 1750319091

ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია - უცებ არ მოგართვათ ჯარიმა მონებო, წერეთ და იკითხეთ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლოს მიერ დაკისრებული 4000 - ლარიანი ჯარიმის გადახდას არ აპირებს. როგორც ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, მას აზრის გამოხატვას ვერ შეუზღუდავენ.„უცებ არ მოგართვათ ჯარიმა მონებო, წერეთ და იკითხეთ. რამდენჯერაც საჭიროა, იმდენჯერ გაილანძღებით და ვერც აზრის გამოხატვას შეზღუდავთ, ვერც მონობას დაარქმევთ „მოსამართლეობას“, - წერს ელენე ხოშტარია „ფეისბუქზე“.საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საქმეზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დღეს 4000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაული მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, ელენე ხოშტარიას 3 წლით იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვა. პროცესს არ დასწრებია არც ელენე ხოშტარია და არც მისი უფლებადამცველი.პოლიტიკოსის მიმართ საჩივარი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ შეიტანა.ცნობისთვის, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.

პოლიტიკა 1750319027

ისრ
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანში ნატანზის „ბირთვული იარაღის“ ობიექტს შეუტიეს

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ირანში ნატანზის „ბირთვული იარაღის“ ობიექტს შეუტიეს. როგორც BBC ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, 18 ივნისს ღამით, საჰაერო ძალებმა ნატანზში მდებარე ობიექტს შეუტიეს, რომელიც, ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოიყენება.„ობიექტზე განთავსებულია უნიკალური კომპონენტები და აღჭურვილობა, რომლებიც გამოიყენება ბირთვული იარაღის შესაქმნელად და იქ მუშავდება პროექტები, რომლებიც ბირთვული იარაღის პროგრამის დაჩქარებას უწყობს ხელს“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.ცნობისთვის, გასულ პარასკევს ისრაელმა ნატანზის მიწისქვეშა ობიექტზე, სადაც, სავარაუდოდ, ურანის გამდიდრება ხდებოდა, კიდევ ერთი ავიაიერიში განახორციელა, რის შედეგადაც ცენტრიფუგები, სავარაუდოდ, „მძიმედ დაზიანდა, ან მთლიანად განადგურდა“.

კონფლიქტები 1750318998

გერმანიის კანცლერი
ფრიდრიხ მერცი - ჩვენ გავზრდით ზეწოლას რუსეთზე, ეს ომი უნდა დასრულდეს

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი კანადაში, „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.„შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ: ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი ქვეყნის სამხედრო მხარდაჭერას. ჩვენ ვხედავთ რუსეთის მასშტაბური დარტყმების საშინელ სურათებს და სოლიდარობას ვუცხადებთ თქვენს ხალხს”, - წერს მერცი სოციალურ ქსელში.მისი თქმით, გერმანია რუსეთზე ზეწოლას გაზრდის.„ჩვენ გავზრდით ზეწოლას რუსეთზე. ეს ომი უნდა დასრულდეს“, - წერს მერცი სოციალურ ქსელში.

მსოფლიო 1750229423

ბრიტ უკრ
კირ სტარმერი - პუტინის ომის მანქანის დამფინანსებლებს დასამალი ადგილი არ უნდა ჰქონდეთ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი კანადის ქალაქ კანანასკისში, „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.„სასიამოვნო იყო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა. გაერთიანებული სამეფო რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს - პუტინის ომის მანქანის დამფინანსებლებს დასამალი ადგილი არ უნდა ჰქონდეთ. ჩვენ ყოველთვის უკრაინის გვერდით ვდგავართ“, - წერს სტარმერი სოციალურ პლატფორმა X-ზე.შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ეხმაურება და აცხადებს, რომ კირ სტარმერთან რუსეთისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობა, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და სხვა საკითხები განიხილა.„იმისთვის, რომ რუსეთს ამ ომის დასრულება აიძულონ, საჭიროა დიდი შვიდეულის ყველა ქვეყნის მიერ კოორდინირებული სანქციები მათი ენერგეტიკული და საბანკო სექტორების, ჩრდილოვანი ფლოტისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ჩვენი პრიორიტეტია საჰაერო თავდაცვის გაძლიერება - როგორც სისტემების, ასევე რაკეტების. ამას ხაზს უსვამს რუსეთის მუდმივი მასიური თავდასხმები, რომლებიც ტრაგიკულად იწირავს უკრაინელების სიცოცხლეს“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მსოფლიო 1750229397