ელენე ხოშტარიას ადვოკატი - „დროას“ ანგარიში 2021 წლის არჩევნების შემდეგ ნაძალადევის ოლქის სარჩელზე დაკისრებული 50-ლარიანი ბაჟის, ელენე ხოშტარიას პირადი ანგარიში კი, სავარაუდოდ, 4 000-ლარიანი ჯარიმის გადაუხდელობის გამო დააყადაღეს

პოლიტიკა 1753185700
ახალი

პარტია „ელენე ხოშტარიას - დროას“ ანგარიშს ყადაღა სასამართლოს მიერ დაკისრებული 50-ლარიანი ბაჟის გადაუხდელობის გამო, ხოლო პირადად ხოშტარიას ანგარიშს, სავარაუდოდ, 4 000 ლარიანი ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაედო - არც „დროა“ და არც ელენე ხოშტარია ყადაღის მოსახსნელად თანხის გადახდას არ აპირებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „დროას“ იურისტმა ქეთი ბარბაქაძემ განუცხადა.

უფრო კონკრეტულად, როგორც იურისტმა განმარტა, 2021 წელს ჩატარებული არჩევნების უბნების გადათვლის მოთხოვნით 10 საჩივარი შეიტანეს, რომელთაგან განხილულია 1 საჩივარი, ბაჟის სახით კი სასამართლომ პარტიას 50 ლარი დააკისრა. იურისტის განმარტებით, პარტია სწორედ ამ დაკისრებული ბაჟის გადაუხდელობის მოტივით არის დაყადაღებული.

„დააყადაღეს პირადად ელენე ხოშტარიას ანგარიში და დააყადაღეს პარტია „ელენე ხოშტარია-დროას“ ანგარიში. პარტიის ანგარიშის დაყადაღების მიზეზი, როგორც აღსრულებაში გავარკვიე, არის შემდეგი - 2021 წელს არჩევნების შემდეგ საჩივრები დავწერეთ უბნების გადათვლასთან დაკავშირებით. გვითხრეს, რომ ბაჟი არ გქონდათ გადახდილიო, ანუ 4 წლის წინ რომ სარჩელი შევიტანეთ, ეს სარჩელები განიხილეს და ყველა ინსტანცია გაიარა. ჯამში თბილისის 10 ოლქში გვქონდა საჩივარი შეტანილი და ათივე განიხილეს. როგორც აღმასრულებელი მეუბნება ბაჟის სახით სასამართლოს მოთხოვნილი აქვს 50 ლარი. აღსანიშნავია, რომ ჯერ დაყადაღებული ვართ ნაძალადევის ოლქის სარჩელზე დაკისრებული ბაჟის გადაუხდელობის გამო.

ამასთან, ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როდესაც სასამართლოში სარჩელი შეგაქვს და ამ დროს ბაჟი არ გაქვს გადახდილი, ასეთ შემთხვევაში, გიდგენენ ხარვეზს და ვიდრე ხარვეზს არ გამოასწორებ, ანუ ვიდრე ამ ბაჟს არ გადაიხდი, სასამართლო განხილვა არ ტარდება“-განაცხადა ქეთი ბარბაქაძემ.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას პირადი ანგარიშის დაყადაღების საკითხს, როგორც იურისტმა განმარტა, ხოშტარიას ანგარიშის დაყადაღების მიზეზი, ბაჟი ვერ იქნება, ვინაიდან, მისივე განმარტებით, ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ იურიდიულად დატოვებული აქვს. მიზეზი, ადვოკატის განმარტებით, ისაა, რომ არჩევნებამდე შეცვლილი კანონმდებლობის თანახმად, როდესაც პარტიის ლიდერი კოალიციას უერთდება და კოალიციის სიით გადის არჩევნებზე, არ შეიძლება, რომ სხვა პარტიის წევრი იყოს.

ადვოკატის თქმით, რეალურად, ხოშტარიას პირადი ანგარიშის დაყადაღების მიზეზი შეიძლება იყოს 4 000 ლარიანი ჯარიმა.

„მიზეზი შეიძლება იყოს შემდეგი- 4 000 ლარით რომ დააჯარიმეს, სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა და ამიტომ დააყადაღეს პირადი ანგარიში. თუმცა, ელენე არ აპირებს ჯარიმის გადახდას“, -განაცხადა ქეთი ბარბაქაძემ.

ცნობისთვის, კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, მისი და პარტია „დროას“ ანგარიშები დააყადაღეს. როგორც ხოშტარია „ფეისბუქზე“ წერს, დაყადაღების შედეგად მხოლოდ „17 ლარი მოიჭრა“.

„დამაყადაღენ. მეც და „დროას „ანგარიშებიც. ვაი, თქვენს პატრონს! შემოწირულობები უსაფრთხო ადგილას მქონდა დაბინავებული, 17 ლარი მოიჭრა სულ. არ გადაგცდეთ ეგ 17 ლარი. არასდროს არცერთ ჯარიმას არ ეღირსებით ჩემგან, არცერთ დაკითხვაზე გამოცხადებას და არცერთ სასამართლო სხდომაზე მოსვლას. ცეცხლი ოლიგარქიას”,- წერს ხოშტარია.

უახლესი
სამ
რეზო კიკნაძე - საკანში ხელჩართული ჩხუბი მომივიდა „ქოცურ“ არხებზე ინტენსიურად გადართვისა და რუსული სიმღერების მოსმენის გამო, დამსაჯეს იმით, რომ თანამესაკნე აღარ მყავს - „ქოც“ ექიმს მთელი საათი დავცინოდი, დამსაჯა იმით, რომ წამალი არ მომცა

„ქოც“ ექიმს კაბინეტში მთელი საათი გაუჩერებლად ვამცირებდი, დავცინოდი და გაუნათლებელ, უვიცებად ვნათლავდი ყველას, ვისაც 16-წლიანი ერთპარტიულობა და დიქტატურა ნორმალურად მიაჩნდა, ოლიგარქი ბიძინა უყვარდა. ექიმმა იმით დამსაჯა, რომ წამალი არ მომცა, მაგრამ სახეზე რომ შევხდე, დასჯილს ის უფრო ჰგავდა,- ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებული რეზო კიკნაძის წერილშია ნათქვამი, რომელსაც ის საპატიმროდან ავრცელებს.როგორც წერილშია აღნიშნული, მას საკანში ხელჩართული ჩხუბი მოუვიდა „ქოცური“ არხების ინტენსიურად ჩართვისა და რუსული სიმღერების მოსმენის გამო, შედეგად კი დასაჯეს და ორი კვირაა თანამესაკნე აღარ ჰყავს.„უსამართლობის და სიბნელის წინააღმდეგ იბრძოლეთ ყველგან, სადაც ხელი მიგიწვდებათ: სამსახურში, ტრანსპორტში, მაღაზიაში...მე სამოქმედო არეალი შემიმცირეს, მაგრამ როგორც და სადაც შემიძლია, ვცდილობ ამოვიღო ხმა იმაზე, რაც არასწორია, თუნდაც ამისთვის ბევრს შევძულდე. აქაური „ქოც“ ექიმს კაბინეტში მთელი საათი გაუჩერებლად ვამცირებდი, დავცინოდი და გაუნათლებელ, უვიცებად ვნათლავდი ყველას, ვისაც 16-წლიანი ერთპარტიულობა და დიქტატურა ნორმალურად მიაჩნდა, ოლიგარქი ბიძინა უყვარდა. ექიმმა იმით დამსაჯა, რომ წამალი არ მომცა, მაგრამ სახეზე რომ შევხდე, დასჯილს ის უფრო ჰგავდა. საკანში ხელჩართული ჩხუბი მომივიდა „ქოცურ“ არხებზე ინტენსიურად გადართვისა და რუსული სიმღერების მოსმენის გამო. რა თქმა უნდა, ეს ორივე ამორალური რაღაც მე ავკრძალე. დამსაჯეს იმით, რომ ორი კვირაა თანამესაკნე აღარ მყავს. რთულია, მაგრამ გადავიტან“,-წერს კიკნაძე.ამასთან, წერილში აღნიშნავს, რომ ანწუხელიძისნაირი პატრიოტები აძლევენ მოტივაციას და ძალას. მისივე თქმით, არ შეიძლება, იმ ქვეყანაში, სადაც მერაბ კოსტავა და ანწუხელიძე ცხოვრობდნენ რუსებმა გაიმარჯვონ.„ბოლოს სასამართლოდან იმის გამო გამომაძევეს, რომ ამბროსი ხელაია ვახსენე, შენს პროცესთან კავშირში არ არისო. ამბროსი იყო კათოლიკოსი, რომელმაც მთელი ცხოვრება ქართული ეკლესიის გარუსების წინააღმდეგ ბრძოლაში გაატარა...ზოგჯერ შემომიტევს ხოლმე ნიჰილიზმი და დაწუწუნება მინდება, მაგრამ მაშინვე მერაბ კოსტავა მახსენდება, თუ რა გამოიარა, რამდენს გაუძლო და დაწუწუნების და ჩივილის უფლებას არ ვაძლევ თავს. სწორედ მერაბის და ანწუხელიძისნაირი პატრიოტები მაძლევენ მოტივაციას და ძალას. არ შეიძლება, იმ ქვეყანაში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, რუსებმა გაიმარჯვონ და ვერც გაიმარჯვებენ! ის ალქაჯი ამბობს: „უაზროდ განწირული სიცოცხლეო“, უაზრო მისი ცხოვრებაა. სიცოცხლის შემდეგადაც მხოლოდ წყევლით გაიხსენებენ, არც სადღეგრძელოს იტყვის ვინმე მასზე და ყვავილებსაც არავინ მიიტანს მის საფლავზე. კოსტავა და ანწუხელიძე ყოველთვის უკვდავები იქნებიან“, - წერს რეზო კიკნაძე წერილში, რომელიც 17 ივლისით თარიღდება.ინფორმაციისთვის, რეზო კიკნაძე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალი 1753269376

პარლ თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები თავს დაესხნენ საპატრიარქოს - ჰერჩინსკი ან გაემიჯნება ან ეს იქნება განხილული, როგორც პირადად ჰერჩინსკის თავდასხმა ეკლესიაზე

ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები გუშინ თავს დაესხნენ საქართველოს საპატრიარქოს, ჰერჩინსკი ან გაემიჯნება ან ეს იქნება განხილული, როგორც პირადად ჰერჩინსკის თავდასხმა ეკლესიაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ის აღნიშნავს, საქმე ეხება „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას და მასზე ცალკეული ორგანიზაციების შეფასებას.„ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები გუშინ თავს დაესხნენ საქართველოს საპატრიარქოს, რომელმაც „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა - ჰერჩინსკი ან გაემიჯნება, ან ეს იქნება განხილული, როგორც პირადად ჰერჩინსკის თავდასხმა ეკლესიაზე“, - წერს პაპუაშვილი.

პოლიტიკა 1753269325

სამ
ვეფხია კასრაძე მოწმე გამომძიებელს ვიდეომასალაზე - რატომ არ დანიშნეთ ხმის ექსპერტიზა, რატომ ვზივარ ციხეში?

რატომ არ დანიშნეთ [ხმის ექსპერტიზა], რატომ ვზივარ ციხეში?- ამ კითხვით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ გამომძიებელ ლევან აბესაძეს მიმართა.აბესაძეს კითხვები კასრაძის ადვოკატმა, არჩილ ჭავჭანიძემაც დაუსვა. კერძოდ კი ის, ვიდეომასალა, რომელიც მან დაათვალიერა, იყო თუ არა ორიგინალი.„თუ მეკითხებით, ვინ გადაიღო, ვერ გიპასუხებთ“, - განაცხადა აბესაძემ.კითხვაზე, რა იცის, რომ ჩანაწერში კასრაძის ხმაა, ან ჩაატარა თუ არა მან ხმის ექსპერტიზა, გამომძიებელმა უპასუხა, რომ არა. თან, დასძინა, რომ ვიზუალური დათვალიერებისას მონტაჟის კვალი არ ეტყობოდა.ბრალდებულმა კასრაძემ ხმამაღალი ტონით მიმართა გამომძიებელს.„რატომ არ დანიშნეთ [ხმის ექსპერტიზა], რატომ ვზივარ ციხეში?“ - მიმართა კასრაძემ აბესაძეს.მას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ხმის ტონის გამო შენიშვნა მისცა.„ძალიან გთხოვთ, დამშვიდდით და დაბრძანდით, მესმის თქვენი, ამიტომ ახლა რეაგირებას არ ვახდენ, მხოლოდ შენიშვნით შემოვიფარგლები",- განაცხადა მოსამართლემ.მან დღეს მოწმის სახით დაბარებულ გამომძიებელს, ლევან აბესაძეს შენიშვნა რამდენჯერმე მისცა.ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სამართალი 1753269303

სამ
თორნიკე გოშაძის საქმეზე გამომძიებელმა უარყო, რომ გოშაძის სახლში მისვლისას პოლიციელის ფორმის ნაცვლად, GWP-ის ფორმა ეცვა - მისი ინფორმაციით, სახლიდან ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და დროშა ამოიღეს

როდესაც თორნიკე გოშაძესთან მიხვედით სახლში, რატომ გახდა საჭირო, პოლიციელის ფორმის ნაცვლად, GWP-ის ფორმა გცმოდათ? - ამ კითხვით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ თორნიკე გოშაძის ადვოკატმა ნინა ლომინაძემ გამომძიებელ ლევან აბესაძეს მიმართა.მან ადვოკატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პოლიციის ფორმით იყო წარდგენილი, ასევე, ბრადებულს სასამართლოს განჩინება წარუდგინა და უფლებები განუმარტა.„სასამართლოს განჩინებით მივედი და GWP-ის ფორმა მეცვა?",- მიმართა მან ადვოკატს.მას ლომინაძემ ჰკითხა, გოშაძის სახლის ჩხრეკისას თუ რა ნივთები ამოიღო.„ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, რომელიც აქციის მიმდინარეობისას ეცვა, დროშა",- განაცხადა გამომძიებელმა.ადვოკატმა მას ჰკითხა, დროშა რა ნიშნით ამოიღო, თვლიდა თუ არა, რომ კანონსაწინააღმდეგო იყო.„დროშა არ წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო საგანს, ის შეიძლებოდა საგამოძიებო ორგანოსთვის საინტერესო ინფორმაციის მატარებელი ყოფილიყო, ისევე როგორც სამოსი, ეს ამოვიღეთ იმის დასადასტურებლად, ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა თორნიკე გოშაძე აქციაზე“,- განაცხადა გამომძიებელმა.მას კითხვებით მიმართა თორნიკე გოშაძემ. მანაც ჰკითხა გამომძიებელს, თუ რაში დაჭირდა ტყუილი, რომ ის წყალკანალიდან იყო მისული და არა პოლიციიდან, რაზეც აბესაძემ უპასუხა, რომ მას „ასეთი რამ არ უთქვამს“.„ვისაც დროშა ეკიდა, ყველა იყო აქციაზე?"- ჰკითხა მას კვლავ ბრალდებულმა, რასაც გამომძიებელმა ვრცლად უპასუხა.„იმ კონკრეტული აქციებისთვის კონკრეტული ჩაცმულობა იყო დამახასიათებელი. აქცია ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხს ეხებოდა, აქციის მონაწილეების უმეტესი ნაწილი სხვადახვა დროშას - საქართველოს, ევროკავშირის, უკრაინის დროშას იყენებდა. ეს დროშა შეიძლებოდა ყოფოლიყო მტკიცებულება, რომელიც თქვენს აქციაზე ყოფნას დაადასტურებდა“, - უპასუხა გამომძიებელმა გოშაძეს, რომელმაც მოწმეს კიდევ ერთი კითხვით მიმართა.„ახლაც ხომ არ გაქვთ სურვილი, როგორც განყოფილებაში გქონდათ სურვილი, სახეში შემოგერტყათ?“, - ჰკითხა გოშაძემ გამომძიებელს, რაზეც აბესაძემ უპასუხა, რომ „მსგავსი სურვილი მას არც მაშინ ჰქონია და არც ახლა აქვს“.ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სამართალი 1753269245

მოქალაქეები
ალეკო ელისაშვილი - სასამართლო სხდომა 8 სექტემბრისთვის გადადეს, ცოტა დაფეთებულები არიან "ქოცები" - როგორც ჩანს, კიდევ ერთი პოლიტიკოსის დაჭერა არ უნდათ

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 სექტემბერს ჩაინიშნა.როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ალი ბაბაევზე ძალადობის საქმის მოსამართლე შეცვალეს და არის ეჭვი, რომ მოწმეებზე ზეწოლა იყოს.„ძალიან უცნაური პროცესი მაქვს, თავიდან ბოლომდე, როგორც გრძელდება. აქ სამართალთან არ გვაქვს საქმე, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან. უცბად, შუა მსვლელობის დროს მოსამართლე შეცვალეს და უნდათ, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყონ. წინა სხდომაზე ბრალდების ორმა მოწმემ აბსოლუტურად ჩემი სასარგებლო ჩვენებები მისცა. როგორც ჩანს, ეს ძალიან არ მოეწონათ. ეჭვი გვაქვს, რომ სწორედ ამ მოწმეების ხელახლა დაკითხვა უნდათ, მათზე შეიძლება ზეწოლა იყოს. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვიქნებით, რამდენადაც შევძლებთ. ფაქტია, რომ ძალიან უცნაურად მიდის პროცესი და ძალიან უცნაურ პაუზებს იღებენ, 22 ივლისია და სხდომა 8 სექტემბრისთვის გადადეს. ცოტა დაფეთებულები არიან "ქოცები" და მაგიტომ არის ახლა, უცებ რომ დამიჭირონ. მაშინ, როდესაც ევროკავშირიდან წერილი მოვიდა, იქით, ამერიკიდან თანდათან ღრენას ისმენენ. მოკლედ, ამ პოლიტიკურ კონტექსტში არის, როგორც ჩანს, კიდევ ერთი პოლიტიკოსის დაჭერა არ უნდათ.ეს არის ლოგიკა, თორემ სამართალზე როგორ უნდა ვლაპარაკობდე ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიტიკა 1753192769

გახარიას პარტია
ანა ბუჩუკური - ირაკლი კობახიძე მომწონს თუ არ მომწონს, ვაღიარებ თუ არ ვაღიარებ, ფორმალურად პრემიერი ჰქვია, მისი მოსმენის მრცხვენია! - გამობრძანდეს და დაასახელოს, „ოცნების“ რომელი კაცი წევრის გათხოვებას ითხოვდა ევროკავშირი!

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ერთადერთი პოლიტიკურ-სამართლებრივი ბმა ევროპასთან - თუ ესეც დავკარგეთ, ეს საქართველოს სრული იზოლაცია იქნება! საქართველოს სრული იზოლაცია აწყობს რუსეთს! ირაკლი კობახიძე და მისთანანი რუსეთის ინტერესებს იდეალურად ასრულებენ! - ეს განცხადება მედიასთან პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა გააკეთა.ბუჩუკურმა ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება“ “საკუთარი მოღალატეობრივი პოლიტიკის გადაფარვას ბოდვითა და სისულელეებით ცდილობს“.“როგორი ხელისუფლება არ გვყავდა ბოლო 30 წლის განმავლობაში - იყო ბევრნაირი, თუმცა გადასარევი არც ერთი არ იყო, მაგრამ ყველა ხელისუფლებამ, მათ შორის “ოცნებამ“ შესძლო, რომ აგური აგურზე დაედო იმისთვის, რომ ქვეყანა პოლიტიკურად და სამართლებრივად ევროპასთან აფილირებული გამხდარიყო. ჩვენ ეს მოვახერხეთ და დღეს, მარტო იმიტომ, რომ კორუფციული გზებით მოპარული ფული გადაირჩინონ, ქვეყანას პერსპექტივას უკარგავენ და ჭაობში გვითრევენ.მართლა არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ამაზე მეტი ეროვნული ინტერესების ღალატი! არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ქვეყნის იზოლაციაში დატოვებაზე მეტი ეროვნული ინტერესების ღალატი - ეს არის მოცემულობა!“ოცნება“ ტყუის, როდესაც ამბობს, რომ კაცებს გათხოვებისგან იცავენ და ამას ევროპა ითხოვს. გამოვიდნენ და თქვან, ევროკომისიის რეკომენდაციებიდან რომელს შეასრულებენ - კორუფციას აღმოფხვრიან? პოლიტპატიმრებს გამოუშვებენ? პოლიტიკურ პარტიებს აღარ აკრძალავენ? ყველა პოლიტიკური ლიდერი რომ დევნაშია, ამ დევნას შეწყვეტენ? ევროკომისიის რეკომენდაციებში არაერთი პრიორიტეტული საკითხია - რომელიმეს ასრულებენ?!ირაკლი კობახიძე მომწონს თუ არ მომწონს, ვაღიარებ თუ არ ვაღიარებ, ფორმალურად მას პრემიერი ჰქვია - მისი მოსმენის უბრალოდ მრცხვენია! გამობრძანდეს და დაასახელოს “ქართული ოცნების“ რომელი კაცი წევრის გათხოვებას ითხოვდა ევროკავშირი!“ - განაცხადა ანა ბუჩუკურმა და იქვე დასძინა, რომ აღნიშნულს „ნახევრად ხუმრობით ამბობს“.

პოლიტიკა 1753185778