რომის პაპი - მტკიცედ ვიმეორებ ჩემს მოწოდებას უკრაინაში ომის დასრულებისა და დიალოგისა და მშვიდობის ყველა ინიციატივის მხარდაჭერისკენ

მსოფლიო 1748498606
ლეო

რომის პაპი ლეო XIV უკრაინაზე რუსეთის გახშირებულ თავდასხმებს ეხმაურება და ომის დასრულების მოწოდებით გამოდის.

„უკრაინელი ხალხზე ახალ, სერიოზულ თავდასხმებს ახორციელებენ“, - წერს პაპი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, ლოცულობს ყველა მსხვერპლისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის.

„მტკიცედ ვიმეორებ ჩემს მოწოდებას ომის დასრულებისა და დიალოგისა და მშვიდობის ყველა ინიციატივის მხარდაჭერისკენ. მოდით, ერთად ვილოცოთ მშვიდობისთვის უკრაინაში და ყველგან, სადაც ომს ტანჯვას მოაქვს“, - აცხადებს პაპი.

უახლესი
ახალი
ნიკა გვარამია - მოსამართლეს იგივე წარმატებით შეეძლო დაედგინა, რომ ნიკა მელია „კაციჭამიაა“, ბავშვებს იტაცებს, სიგიჟეს ვუყურებდით საათების განმავლობაში - ადამიანმა წყალი შეასხა კი არა, საერთოდ, როგორ უძლებს ნერვები ყველა ჩვენგანს

[მოსამართლეს] იგივე წარმატებით შეეძლო დაედგინა, რომ ნიკა მელია „კაციჭამიაა“, ბავშვებს იტაცებს, არ ვიცი, სიგიჟეს ვუყურებდით საათების განმავლობაში, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა და ნიკა მელიას ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლაზე.მისივე თქმით, ნიკა მელია უკანონო პატიმარია. ამასთან, გვარამიამ ისაუბრა მელიას მიერ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის სასამართლო პროცესზე წყლის შესხმის ფაქტზე.„ადამიანმა წყალი შეასხა კი არა, საერთოდ, როგორ უძლებს ნერვები ყველა ჩვენგანს, განსაკუთრებით მოქალაქეებს, რომლებსაც მართლა მართლმსაჯულება სჭირდებათ, პოლიტიკოსები მიჩვეულები მაინც ვართ და ვიცით, რაზეა ლაპარაკი, უბრალოდ, წარმოუდგენელია.კიდევ ერთხელ ვამბობ, ახლა, ეს კაცი არის უკანონო პატიმარი. მოსამართლე შვანგირაძეს ჰყავს უკანონო პატიმარი. ვიმეორებ, არა იმიტომ, რომ არასწორად განმარტა ნორმა, ან მტკიცებულებების გარეშე მიუსაჯა - არა, დაარღვია კანონის ის მოთხოვნა, რომ ადამიანი ამ ვითარებაში პატიმრობაში არ შეიძლება იყოს, წერტილი აქ!ფაქტი არის ამბავი და ფაქტი არის ის, რომ ადამიანი დააკავეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ იყო შესაძლებლობა, რომ კანონით დადგენილი მოთხოვნები შეესრულებინა“, - განაცხადა გვარამიამ.მისი განმარტებით, აბსურდია საუბარი იმაზე, რომ ნიკა მელიას შეფარდებული 50 000 ლარის გირაოს გადახდისთვის 29 დღე ჰქონდა განსაზღვრული.„აბსურდია, 29 დღე ამ მიზნებისთვის უდრის 3 საათს! არანაირი სხვაობა არ არის. თუ 29 დღე შეეძლო გადახდა, 3 საათშიც შეეძლო. 3 საათი იყო გადამწყვეტი მოსამართლისთვის და არა, მელიასთვის. მოსამართლისთვის არის გადამწყვეტი ის, რომ სანამ ეს 3 საათი არ გავა, მანამდე პირი არ შეიძლება პატიმრობაში გაუშვას, წერტილი! არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, რას ფიქრობს, რას აცხადებს და ა.შ. გირაოს გადახდას რომ არ აპირებდა პროკურატურამ იცის, ეს ყველამ იცოდა, შეეცვალათ მაშინ, 29 რატომ ფიგურირებდა?! არაფერი, ეს ტექნიკურად გაეპარა პროკურატურას, მერე მოიგონა, რომ ვითომ არ იყო, მერე სანამ ვადა გავიდოდა უკანონოდ გაიტაცეს. ამას მართლმსაჯულება არ ჰქვია არცერთ ენაზე.მოსამართლე იჯდა მჩხიბავივით, რაღაცებს ვარაუდობდა, კითხულობდა და მე მკითხავი არ ვარ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.მისი განმარტებით, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს მელიას მიმართ არ გასჩენია შეკითხვა, თუ რატომ დააკავეს ის 29 მაისს.„ამით არც დაინტერესებულა. ის მაინც გამოეკვლია, ადამიანი მართლა თავისუფლებააღკვეთილი იყო, თუ არა“, - განაცხადა გვარამიამ და აღნიშნა, რომ „ოლიგარქია უნდა დაემხოს, სხვანაირად არაფერი გამოვა“.

პოლიტიკა 1748614770

ნათია თათიაშვილ
პროკურორი - 29 დღე ნიკანორ მელიასგან ვისმენდით, რომ გირაოს გადახდას არ აპირებდა, დღეს, მოვისმინეთ, რომ თურმე ბოლო სამ საათში პოზიციას შეიცვლიდა, თუმცა ამის შესაძლებლობა შეეზღუდა - ეს უბრალოდ სასაცილო იყო

დღეს, ჩვენ პროცესზე დაცვის მხარის პოზიცია მოვისმინეთ, რომ თურმე ბოლო სამ საათში იგი პოზიციას შეიცვლიდა და გირაოს ოდენობას გადაიხდიდა, თუმცა ამის შესაძლებლობა შეეზღუდა - ბუნებრივია, ეს მისი [ნიკა მელიას] მხრიდან პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა იყო , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას საქმის პროკურორმა, ნათია თათიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, საფუძველი იმისა, რომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება შეცვლილიყო სახეზე იყო.„ჩვენ 29 დღის განმავლობაში ნიკანორ მელიასგან პოზიციას ვისმენდით, რომ იგი გირაოს ოდენობის გადახდას არ აპირებდა, არც ქონებით უზრუნველყოფას. მიუხედავად ამისა, დღეს, ჩვენ პროცესზე დაცვის მხარის პოზიცია მოვისმინეთ, რომ თურმე ბოლო სამ საათში იგი პოზიციას შეიცვლიდა და გირაოს ოდენობას გადაიხდიდა, თუმცა ამის შესაძლებლობა შეეზღუდა. ბუნებრივია, ეს მისი მხრიდან პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა იყო. საფუძველი იმისა, რომ მის მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეცვლილიყო სახეზე იყო, ვინაიდან მან სასამართლოს განჩინება უგულებელყო, არ უზრუნველყო და არ შეასრულა მოსამართლის განჩინება.ვინ? რატომ დააკავა? - ალბათ, ამაზე შესაბამისი ორგანო განცხადებას გააკეთებს და ალბათ, შესაბამისი რეაგირებისთვის მიმართავენ, თუ მსგავს გარემოებებს ადგილი ჰქონდა, რასაც თავად ნიკანორ მელია აცხადებდა. ამასთან დაკავშირებით შესაბამის სტრუქტურას უნდა მიმართონ და ეს საკითხი უნდა შეისწავლონ.რაც შეეხება თანხის გადახდას, ამას ვარაუდზე არ ვსაუბრობთ. 29 დღის განმავლობაში იგი უარს აცხადებდა, რომ სასამართლოს განჩინებით დაკისრებულ ვალდებულებას გადაიხდიდა. მე დღეს სასამართლო პროცესზე დაცვის მხარესაც შევახსენე საპროცესო კანონმდებლობა - ისევე, როგორც თავად ბრალდებულს, ასევე მესამე პირს შეეძლო მის სასარგებლოდ გირაოს ოდენობა გადაეხადა და უზრუნველყო, თუნდაც უძრავი ქონებით. ბოლო სამი საათის [ხსენება], ეს უბრალოდ სასაცილო იყო”, - განაცხადა პროკურორმა.

სამართალი 1748614678

სემ
სემეკმა 2024 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ), საჯარო სხდომაზე 2024 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს  ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების ძირითად ასპექტებს, რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებულ პროექტებსა და სემეკის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულების მიმოხილვას. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, 2024 წელს კომისია  ინტენსიურად მუშაობდა როგორც რეგულირების გაუმჯობესების, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კუთხით.„2024 წლის განმავლობაში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით კომისიამ განიხილა არაერთი საკითხი. მათ შორის, მოქალაქეთა საჩივრები, რომლებიც შეეხებოდა კომუნალური კომპანიების მხრიდან უსაფუძვლო დარიცხვებს. კომისია დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მეზობელი ქვეყნების მარეგულირებელ უწყებებთან ურთიერთობას. არაერთ სიახლესთან ერთად, აღსანიშნავია, რომ 2024 წელს დაინერგა ახალი რეგულაცია, რომელიც შეეხება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში  ცენტრალური გათბობის ერთიანი სისტემის დანერგვას. ამასთანავე, ამოქმედდა სტატისტიკის პორტალი, სადაც განთავსდა დეტალური ინფორმაცია როგორც ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების ფაქტობრივი ბალანსების, ასევე ნეტო აღრიცხვისა და ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლებზე მიწოდებული სტატისტიკური მონაცემების შესახებ. სემეკის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში მოცემულია სექტორული ანალიზი, რაც საზოგადოებას მისცემს შესაძლებლობას მიიღონ დაწვრილებითი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. სემეკის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში ვრცლად მოცემულია ბმულზე: https://gnerc.org/ge/commission/commission-reports/tsliuri-angarishebi

საზოგადოება 1748589512

მთავარი
ნიკა გვარამია - ეს არ იყო მელიას დაკავება, ჩასაფრებით მოიტაცეს, აჩერებს პატრულის მანქანა „შუშის დაბურვაზე“, უცებ 10-ზე მეტი მანქანა და ხალხი გამოდის ტყის პირიდან, 100-მდე ადამიანი, შავებში ჩაცმული, ეს იყო კრიმპოლის ოპერაცია - „საღოლ“, გელა!

პოლიციელმა თქვა, რომ მინის დაბურვაზე აპირებდა ჯარიმის გამოწერას. შემდეგ მიუახლოვდა მეორე მანქანას, რომელშიც ნიკა იჯდა, და რაციით გადასცა: „ობიექტი აქ არის“ რამდენიმე წამში 10-ზე მეტი მანქანა და ერთი სამარშრუტო ტაქსი გამოჩნდა. ტყიდანაც გამოვიდნენ ადამიანები, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას დაკავების დეტალებზე საუბრისას განაცხადა.მისი თქმით, ნიკა მელიას დაცვის თანამშრომლები ავტომანქანებთან დააყენეს, ხოლო მელია ავტომობილიდან გადმოიყვანეს და შეიყვანეს სამარშრუტო ტაქსიში.„ეს არ იყო ნიკა მელიას დაკავება. პირდაპირი ჩასაფრებით მოიტაცეს. გამოვკითხე ისინი, ვინც ნიკასთან ერთად იყვნენ: ნიკა მიდიოდა გადაცემაში სტუმრად. ლისის ტბის ასახვევთან აჩერებს ერთი პატრულის მანქანა და ეუბნება, რომ მანქანის შუშის დაბურვაზე უნდა დაგაჯარიმოო, ამას ეუბნება მეორე მანქანას, ნიკას მანქანა არ არის დაბურული. მიუხედავად ამისა, მიდის წინა მანქანასთანაც, ფანჯარას ჩააწევინებს, ხედავს ნიკას და შემდეგ რაციით გადასცემს, რომ "ობიექტი აქ არის". უცებ მოდის 10-ზე მეტი მანქანა, 1 სამარშრუტო ტაქსი, ხალხი ასევ გამოდის ტყის პირიდან. ნიკას დაცვას არაფერი რომ არ დაენახა და არ ჩარეულიყო მანქანასთან აყუდებენ, აყუდებენ ყველას ნიკას გარდა. ნიკა გადმოჰყავთ და შეჰყავთ მარშუტკაში.ყველა კამერა, რომელიც ორივე მანქანას ჰქონდა, მოგლიჯეს და თან წაიღეს. ხალხმა, რომელმაც თვითონ უნდა გადაიღოს დაკავების ოპერაცია რაც კი კადრები შეიქმნა მოგლეჯილი და წაღებული აქვთ, რათა არ იყოს კვალი. იყო 100-მდე ადამიანი, ყველა შავებში ჩაცმული. რეალურად, ეს იყო კრიმპოლის ოპერაცია.საღოლ, გელა, მაგარი დაწყება გაქვს!“,- აცხადებს გვარამია „ტვ პირველის“ ეთერში.

პოლიტიკა 1748546218

წინააღმდეგობის პლატფორმა
„წინააღმდეგობის პლატფორმა“ - ნიკა მელიას დაკავება და დაკავების დეტალები არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი

ნიკა მელიას დაკავება, მისი დაკავების დეტალები არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი. ამის შესახებ ნათქვამია "წინააღმდეგობის პლატფორმის" განცხადებაში.გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება კიდევ ერთხელ აჩვენებს როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში ქვეყანაში შეუძლებელია სამართლიანი და მშვიდობიანი გარემოს შექმნა."როცა ისმის შეკითხვა, რატომ არ უნდა ითანამშრომლო რეჟიმთან პასუხი ნათელია - ართანამშრომლობის თითოეული აქტი, დაუმორჩილებლობის თითოეული გამოვლინება იწვევს რეჟიმის სისუსტის, შიშის და დანაშაულებრივი ბუნების მეტ ლუსტრაციას. ნიკა მელიას გატაცების შემდეგ საქართველოს საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებისთვის კიდევ უფრო ცხადია, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში შეუძლებელია სამართლიანი და მშვიდობიანი გარემოს, ნორმალურთან მიახლოებული პოლიტიკური ვითარების შექმნა საქართველოში. სოლიდარობა ნიკა მელიას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს !",- ნათქვამია განცხადებაში."კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა მელია ლისის ტბასთან დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით არის დაკავებული. შსს-ში განმარტავენ, რომ „ნიკა მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით".

პოლიტიკა 1748546194

რასა იუკნევიჩიანე
რასა იუკნევიჩიენე - კიდევ ერთი ქართველი ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია ქუჩაში დააკავეს - საქართველოში ვითარება უარესდება, ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა უნდა იმოქმედონ

ამ წამს კიდევ ერთი ქართველი ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია ქუჩაში დააკავეს, საქართველოში ვითარება უარესდება. ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.“ამ წამს კიდევ ერთი ქართველი ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია ქუჩაში დააკავეს. ერთი კვირის წინ - ზურაბ ჯაფარიძე. საქართველოში ვითარება უარესდება. ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა უნდა იმოქმედონ!” - წერს იუკნევიჩიენე.

პოლიტიკა 1748544893