პოლიტიკა
ეკონომიკა
საზოგადოება
საპატიო
საპატიო თბილისელის წოდება 25 მოქალაქეს მიენიჭა

 სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.მათივე ცნობით, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 25 მოქალაქეს მიანიჭა.თბილისის მერმა, კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს თბილისობა მიულოცა.„კიდევ ერთი წელი შეემატა ჩვენს ჭაღარა და ამავე დროს, უბერებელ დედაქალაქს, ჩვენს მრავალჭირნახულ და მაინც სიცოცხლით, სიყვარულით, ხალისით, სილაღით და ფერადოვნებით სავსე თბილისს. შეუძლებელია, უყურებდა მეტეხს, ნარიყალას, აბანოთუბანს, ხარფუხს და სიამაყე არ გეუფლებოდეს, რომ ამ უდიდესი ისტორიის მქონე ქალაქმა რამდენს გაუძლო, რამდენი ბრძოლა გადაიტანა, რათა მის ქუჩებში მუდმივად ჩქეფდეს სიცოცხლე; რათა ისევ იქმნებოდეს უნიკალური ქართული კულტურა, გამარჯვების ყიჟინა ავსებდეს სტადიონებსა და სპორტულ დარბაზებს, თაობებს თაობები ცვლიდეს და ამ ცვალებადობაში ხელშეუხებელი და უცვლელი რჩებოდეს ის ტრადიციები, რაც მხოლოდ ამ ქალაქს და მის მცხოვრებლებს გააჩნია.ერთ-ერთ ასეთ ტრადიციად იქცა თბილისობა, როგორც სიკეთის და სიყვარულის დღესასწაული. ოქტომბრის მზით გამთბარი ქუჩები ამ დღეს ყველაზე ფერადია, რადგან მას ადამიანების გულწრფელი ემოციები ავსებს. სიყვარულით გალაღებული თბილისი საოცრად ლამაზია დღეს. როგორც დღესასწაულს შეჰფერის, სურვილიც უნდა ჩავიფიქროთ - ვინატროთ, რომ აღარასდროს ვიხილოთ ნგრევა და სისხლი ჩვენს ქუჩებში, ჩვენს ქვეყანაში. იყოს მშვიდობა და განვითარება. მხოლოდ მშვიდობას შეუძლია აქციოს ყოველი დღე დღესასწაულად, გაალამაზოს ჩვენი ქალაქი და მთელი ქვეყანა.კიდევ ერთხელ გილოცავთ თბილისობას და გისურვებთ, მუდამ ზეიმის და გამარჯვების სიხარულით იყოს სავსე ჩვენი ქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყოველდღიურად შეაქვს წვლილი ქალაქის განვითარებაში. „თბილისს ხომ გამორჩეული ადამიანები ამშვენებენ. პირველ რიგში, მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თქვენი მიღწევებით თუ ყოველდღიური შრომით ერთ აგურს დებთ თბილისის განვითარებაში. რასაკვირველია, ყველასთვის თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭებას ვერ შევძლებდით, მაგრამ მიიღეთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.თბილისის საპატიო მოქალაქეებს წელს შეემატნენ: ზურაბ კახაბრიშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და სპორტსმენი; მერაბ კილაძე - ქირურგი; გიორგი ჭუმბურიძე - ქირურგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი; დიმიტრი ბეზარაშვილი - ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გიზო გაბესკირია - რეჟისორი; გვანჯი მანია - გეოგრაფი, მეცნიერი, ჟურნალისტი; ბიძინა სონღულაშვილი - ინჟინერი, მეტროს მუშაკი; ნათელა ვასაძე - პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გელა ფარჩუკიძე - მუსიკოსი, დირიჟორი, პედაგოგი; ნელი სალაძე - მწვრთნელი, სპორტსმენი; მზია აფრიდონიძე - მუსიკოსი, მხატვარი; გურამ ბათიაშვილი - დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი; კახა ქორიძე - არქიტექტორი, მსახიობი; გოგი მარგველაშვილი - რეჟისორი, პროფესორი; თამაზ გოდერძიშვილი - დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, სცენარისტი; ნელი კობიაშვილი - ჟურნალისტი, მწერალი; გივი სიხარულიძე - მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი; ვახტანგ ცუხიშვილი - არქიტექტორი; ზურაბ ყიფშიძე - მსახიობი; გურამ კალანდაძე - გეოლოგი; ნელი ბერაია - მხატვარი, ჟურნალისტი; თენგიზ გაჩეჩილაძე - პედაგოგი, ჟურნალისტი; თეიმურაზ ლეჟავა - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ოლესია თავაძე - მხატვარი; ვილი სანიოლი - ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი.

1728149187

1727765461

იაშვილის საავადმყოფოს ამბულატორიული განყოფილების უფროსი - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვები სიმაღლეში იზრდებიან, ზოგმა 3 სანტიმეტრით, ზოგმა 4-ით, ზოგმა კი 2.5-ით მოიმატა - ის ეფექტი, რაც მედიკამენტს უნდა ჰქონოდა, პრეპარატმა აჩვენა

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების ნაწილმა, სამკურნალო პრეპარატის მიღების შედეგად, თითქმის ერთ წელიწადში, სიმაღლეში 2.5, 3 და 4 სანტიმეტრით მოიმატა, გაუმჯობესდა მათი ცხოვრების ხარისხიც.როგორც “ინტერპრესნიუსს” იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ამბულატორიული განყოფილების უფროსმა, ეკა კანდელაკმა განუცხადა, ამ ეტაპზე სამკურნალო პროგრამაში დიაგნოზის მქონე ბავშვების მე-3 ნაკადია ჩართული. ინექციის მისაღებად მე-4 ნაკადიც უკვე ემზადება.„ამ ეტაპზე, ჩვენ აქონდროპლაზიის მქონე პაციენტების მესამე ნაკადი გვყავს და ამ დროისთვის, ჩვენთან 5 პაციენტი დადის. ამ მედიკამენტის [VOXZOGO-ს - „ვოსორიდიტის”] გამოყენება შარშან, 15 ნოემბერს დავიწყეთ და ეტაპობრივად სამი ჯგუფი ჩავრთეთ, ამ დროისთვის მე-4 ჯგუფი ემზადება ჩასართავად. ჩვენ ნოემბერში შედეგებს შევაჯამებთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ პერიოდული შემოწმების საფუძველზე, რასაც ჩვენ ვატარებთ 3 ან 6 თვეში ერთხელ, მედიკამენტის მოქმედების ძალიან კარგი, პოზიტიური შედეგებია - სხვადასხვა პაციენტთან სხვადასხვაგვარი, მაგრამ სიმაღლეში ზრდის მაჩვენებლები მიღებული გვაქვს. სიმაღლეში ზრდაზე მეტად უფრო მნიშვნელოვანია სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება, რაც ამ ბავშვებთან მოხდა, იმიტომ, რომ მათთვის ყოველდღიური ცხოვრებისეული გარკვეული ამოცანების გადასაჭრელად 1-2 ან 3 სანტიმეტრი გადამწყვეტი იყო და მათი სიცოცხლის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. თუმცა ამ ჯგუფს (საკმაოდ სერიოზული ჯგუფია პაციენტების) ძალიან ბევრი თანმხლები სხვა მდგომარეობაც აქვთ, რომელიც მათი ძირითადი დიაგნოზით არის განპირობებული და ამ თანმხლები მდგომარეობების კვლევას და მართვასაც, ასევე, ჩვენს კლინიკაში ვცდილობთ.ბავშვები იზრდებიან. ზოგმა 3 სანტიმეტრი, ზოგმა 4 სანტიმეტრი, ზოგმა კი 2.5 სანტიმეტრი მოიმატა. ის ეფექტი, რაც მედიკამენტს უნდა ჰქონოდა, ამ მედიკამენტმა გამოავლინა. ამ შემთხვევაში, ცალკეული მაგალითების მოყვანა სწორი არ იქნებოდა, ხოლო შედეგების შეჯამება ნოემბრის ბოლოს გვექნება.ამ მედიკამენტს თანმხლები ეფექტები გააჩნია და რამდენიმე პაციენტთან გამოვლინდა თანმხლები მოვლენები, რაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ სხვა მხრივ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ამ მედიკამენტის გამოყენებას (არც იყო მოსალოდნელი, რომ მოჰყოლოდა) არ მოჰყოლია. აქონდროპლაზია არის მძიმე დაავადება, მას ახასიათებს სხვა გამოვლინებანიც, გარდა იმისა, რომ სიმაღლეში ზრდის პრობლემებია, აქ სხვა გამოვლინებებიც არის. კერძოდ, ხერხემლის და კიდურის დეფორმაციები, ჰიდროცეფალია, ძილის პრობლემები. რასაკვირველია, ეს პრობლემები ამ ბავშვებს აქვთ. მედიკამენტის ფონზე ერთი წელი ცოტაა იმისთვის, რომ გვეთქვა - „ეს კომორბიდობები გამოსწორებულია“, თუმცა წლის ბოლოს შეჯამება მოგვცემს უფრო მეტის თქმის საშუალებას. მედიკამენტის მწარმოებელიც ჯერჯერობით ბოლომდე ვერ გვეუბნება, რომ ეს კომორბიდობები, რაც არის, იქნება მთლიანად ალაგდეს, ამ მედიკამენტის გამოყენების შედეგად, ეს ასე არ გვაქვს და არც ასე იყო მოსალოდნელი. ყოველ შემთხვევაში ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა და სიმაღლეში ზრდა არის, ზოგან ნაკლები, ზოგან კი მეტი. მედიკამენტის შედეგები ინდივიდუალურია და ის დამოკიდებულია: ასაკზე, სქესზე, მკურნალობის დაწყების პერიოდზე და ა.შ.“, - განაცხადა იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ამბულატორიული განყოფილების უფროსმა, ეკა კანდელაკმა.შეგახსენებთ, რომ გასულ წელს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები 24-საათიანი საპროტესტო რეჟიმით, დიაგნოზისთვის საჭირო მედიკამენტის „ვოსორიდიტის“ შემოტანას და ბავშვებისთვის მკურნალობის დაწყებას ითხოვდნენ. გასული წლის 24 მაისს იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამას აქონდროპლაზიის დიაგნოზი ოფიციალურად დაემატა, ხოლო 2023 წლის 26 ივლისს კი მშობლების და მოქალაქეების პროტესტის ფონზე საქართველოს მთავრობამ „ვოსორიდიტის“ საქართველოში შემოტანის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო 15 ნოემბერს, იაშვილის სახელობის კლინიკაში აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების ნაწილმა სამკურნალო პრეპარატის პირველი ინიექცია გაიკეთა.

1727624827

მერაბ დვალიშვილი - ჩემი ოცნება იყო ქართველ ხალხთან აღმენიშნა გამარჯვება - ყველაფერი შესაძლებელია, მე გაჩერებას არ ვაპირებ

ყოველთვის ვგრძნობ საქართველოს მხარდაჭერას. ჩემი ოცნება იყო, რომ ქართველ ხალხთან აღმენიშნა ეს გამარჯვება და სიხარული, -ამის შესახებ UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა ფილარმონიასთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მას მხარდამჭერები დახვდნენ.მერაბ დვალიშვილის თქმით, წარმატება და შრომა ყოველთვის ფასდება."ეს არის ჩემი უზარმაზარი მოტივაცია და დარწმუნებული ვარ, უამრავი ახალგაზრდის, უამრავი სპორტსმენის თუ ზოგადად, სტუდენტის. ის უნდა იყოს მოტივაცია, რომ წარმატება და შრომა ფასდება. ყველაფერი შესაძლებელია, მე გაჩერებას არ ვაპირებ. კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება წინ", - განაცხადა დვალიშვილმა.მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად არის.ინფორმაციისთვის, UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ. მერაბ დვალიშვილმა აეროპორტიდან მსვლელობით ფილარმონიასთან გადაინაცვლა. ადგილზე მას გულშემატკივრები ელოდნენ. დვალიშვილმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ წარმატებისთვის ყოველთვის ბოლომდე დაიხარჯება.ცნობისთვის, UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა. შედეგად, დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.

1726720988

პრეზიდენტი - საზარელი მკვლელობა, ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას - ამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი ჩვენ გაადამიანურებას და გაქრისტიანებას მაინც გამოადგეს

საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას -, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.პრეზიდენტის წერს, რომ სიძულვილი მტერს მანიპულაციის საშუალებას აძლევს."საზარელი მკვლელობა ! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას … სიძულვილში ჩაფლული, სიძულვილი, რომელიც მტერს აძლევს ყველა მანუიპულაციის საშუალებას, რომელიც გვასუსტებს და გვაცალკაცებს. ამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი ჩვენ გაადამიანურებას და გაქრისტიანებას მაინც გამოადგეს … ტყუილად არ ჩაიაროს ამ ტრაგედიამ!", - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე".შეგახსენებთ, თბილისში ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

სამართალი

სხვა სიახლეები
ლიბანის პრემიერი
ლიბანის პრემიერი ქვეყნებს, ზავის მიღწევის მიზნით, ისრაელზე ზეწოლისკენ მოუწოდებს

ლიბანის პრემიერ-მინისტრი ნაჯიბ მიქათი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტის მიზნით ისრაელზე ზეწოლა მოახდინონ.მიქათის თქმით, ის მხარს უჭერს ზავის დასამყარებლად აშშ-სა და საფრანგეთის ძალისხმევას.ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მორიგი საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ლიბანურმა მედიამ აფეთქებებს "ძალიან ძალადობრივი" უწოდა. ამასთან, ისრაელი იუწყება, რომ ქვეყნის საჰაერო ძალებმა ღამით ლიბანის ტერიტორიიდან გაშვებული საჰაერო სამიზნეები მოიგერიეს.

მსოფლიო 1728202055

პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი - დამისვეს კითხვა, არის თუ არა საჭირო ივანიშვილისთვის რაღაც გარანტიების მიცემა, ამაზე პასუხი არ მაქვს, თუკი მექნება, სადაც საჭიროა, იქ მივიტან

სიმართლეს გეტყვით, დამისვეს კითხვა, არის თუ არა საჭირო [ივანიშვილისთვის] რაღაც გარანტიების მიცემა? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა.პრეზიდენტის განმარტებით, მას აღნიშნულზე პასუხი არ აქვს, თუმცა, თუკი, „პასუხი ექნება, სადაც საჭიროა, იქ მიიტანს“.ამ კითხვის ავტორები იყვნენ თუ არა ევროპელი ლიდერები, კითხვაზე სალომე ზურაბიშვილი პასუხობს - „აღარ დავაზუსტებ“.პრეზიდენტმა ინტერვიუში ასევე ისაუბრა მოახლოებულ არჩევნებსა და „ქართულ ქარტიაზე“.კითხვაზე, არის თუ არა ის მზად, თუკი „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადავა, მათი უფლებების დაიცვას, ზურაბიშვილმა დადებითი პასუხი გასცა.„აბსოლუტურად ყველა მონაცემიდან გამომდინარე, ალბათ, ეს გუნდი პარლამენტში 25%-ით დარჩება, არ მგონია, ბევრად მეტი იყოს დღევანდელი რეალური მონაცემები, მერე შეიძლება რაღაც გაყალბების მომენტებიც... ეს არის აუცილებელი მომავალი საქართველოს დემოკრატიული პარლამენტისთვის და პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ოპოზიციურ პარტიებთან ვმუშაობ იმისთვის, რომ ამ ქარტიის ირგვლივ კონსოლიდაცია მოხდეს, რადგან ეს არის სამოქმედო გზა ევროპისკენ, მაგრამ ამავე დროს, ეს ოპოზიცია უნდა შედგეს, კონსოლიდაცია მოახდინოს და ერთმანეთში ცოტა დააწყნაროს ეს ურთიერთობები, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს. ალბათ, ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვისაც კარგია, ჩვენ აღარ მივიღებთ ერთპარტიულ წყობას, რაც ამ ქვეყნისთვის ყველანაირად ამოსუნთქვა იქნება, მაგრამ მეორე მხარე, ანუ ის, რაც იქნება ოპოზიცია და შეიძლება, იქაც ერთპარტიული ოპოზიცია არ იყოს, იყოს სხვა პატარა პარტიები, ისინი არიან ბუნებრივი ნაწილი პოლიტიკური ცხოვრების“, - განაცხადა პრეზიდენტმა.კითხვაზე, ხედავს თუ არა ის საკუთარ თავს ივანიშვილის პირისპირ, ერთი ეტაპის დასრულების, ცივილურად გაგრძელებისა და შურისძიებების გარეშე, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ „ეს აუცილებელია“.„ეს ქვეყანა ამ ეტაპზე უნდა გადავიდეს, მე ყველაფრისთვის მზად ვარ, დებატიც შევთავაზე საჯაროდ, ბევრი რამე შეიძლება ასეთი დებატითაც გაირკვეს. სიმართლეს გეტყვით, დამისვეს კითხვა, არის თუ არა საჭირო რაღაც გარანტიების მიცემა?.. ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ თუ პასუხი იქნება, სადაც საჭიროა, მივიტან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პოლიტიკა 1728194479

პრეზიდენტი
პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი - ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე - პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს.აღნიშნულის შესახებ ზურაბიშვილმა ტვ „პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.პრეზიდენტს პრემიერობის კანდიდატის ვინაობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ მის მიერ შერჩეულ კანდიდატთან დაკავშირებით განხილვებს ოპოზიციურ პარტიებთან აპირებს, რომელთა წარმომადგენლებთანაც შეხვედრებს ორშაბათიდან იწყებს.კითხვაზე - მზად ხართ იყოთ ქვეყნის პრემიერი? გაქვთ ამაზე ნაფიქრი? -ზურაბიშვილი პასუხობს: „რაზე მაქვს ნაფიქრი, აქ ამაზე არ გიპასუხებთ. მყავს ძალიან კარგი კანდიდატი. ჯერ ვნახოთ! ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე. მგონი,დღეს ყველაზე სწორ გზაზე ვდგავართ და გავყვეთ ამ გზას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.ამასთან, პრეზიდენტმა მთავრობის დაკომპლექტებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას თემას აქტიურად განიხილავს.„ქარტიაში წერია, რომ პრემიერი ჩემთან კონსულტაციაში უნდა იყოს შერჩეული, მე უკვე მყავს კანდიდატი, ახლა არ გეტყვით, ჯერ პარტიებთან უნდა შედგეს კონსულტაციები და შევჯერდეთ... მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, დღეს უნდა გამოვაცხადოთ მთავრობა, ამომრჩეველმა წინასწარ უნდა იცოდეს, ვინ იქნებიან და ესენი იყვნენ მაღალი დონის პროფესიონალები, სანდოობით აღჭურვილები და არაპოლიტიკოსები. რატომ? - იმიტომ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, თუ მთავრობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან შედგება. ვხედავთ თუნდაც ამ კონსოლიდირებულ 4 პარტიას, რამდენი შიდა წყენა, სხვადასხვა მოსაზრება, მსოფლმხედველობა არსებობს, ამ ეტაპზე, როცა ერთი მიზანი გვაქვს, ის ყველაფერი გავაკეთოთ, რაც მომავალი წლის ივნისამდე მიგვიყვანს იმ ადგილზე, სადაც გვინდა ვიყოთ...ორშაბათს პარტიებთან შეხვედრები უნდა დავიწყო, დღეს ვაცხადებ, რომ ველოდები მათ ორშაბათს იმისთვის, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები, კონსულტაციები კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით, ძალიან ცოტა დრო გვაქვს არჩევნებამდე. მე ხომ არ ვიცნობ ყველას - ვინ რომელი მინისტრი უნდა იყოს, ყველას ექნება საშუალება, კანდიდატურები წარადგინოს, ერთადერთი - პოლიტიკოსები ჯერჯერობით, ამ ეტაპზე, არა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.კითხვაზე, თუ რა ნიშნით შეარჩია მან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ის „სანდოობით აღჭურვილია“.„ამ ნიშნით - პროფესიონალი, სანდოობით აღჭურვილი, მე მგონი, ყველასთვის მისაღები. მგონი, საჭირო არის, ეს შემადგენლობა, არ ვიცი სრულყოფილი იქნება თუ არა, მთლად იდეალური რთული იქნება, იმედი მაქვს, რომ ამ მთავრობის დიდ ნაწილს ამომრჩევლებს არჩევნებამდე წარვუდგენთ, რადგან ეს იქნება კიდევ ერთი ნდობის მომენტი. პირველი, ერთპარტიულობას ვემშვიდობები, მაგრამ ამ ოთხივე პარტიას ვენდობი, რომ მიმიყვანოს ევროპამდე. მეორე, ეს მთავრობა არ იქნება იმისთვის, რომ ვიღაცამ თავისი პოლიტიკური მადა დაიკმაყოფილოს, იქნება იმისთვის, რომ ქვეყანას ემსახუროს ამ მოკლე პერიოდით. შემდეგ, როგორც ქარტიაში წერია, არჩევნები უნდა გაიმართოს - მომავალი წლის ოქტომბერში, ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაში ხდება. ეს იქნება პირველი არჩევნები უკვე განთავისუფლებულ გარემოში. ამ ერთი წლის მანძილზე ეს 4 პარტია იქნება იმ მდგომარეობაში პარლამენტში, რომ მთავრობაზე კონტროლი დააწესოს, ქარტია შეასრულოს და ნამდვილი პროგრამა მოამზადოს - ყველამ ცალ-ცალკე, ვინ რას გვთავაზობს, მაგრამ არა ისე, რომ არჩევნებისთვის იყოს დაწერილი, რეალური პროგრამა უნდა იყოს, ერთი წელი ძალიან კარგი დროა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პოლიტიკა 1728194409

შსს
ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე - ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს - ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?

ძალიან კარგად ვუხდით ხელფასს... ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს. ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს? - ასე პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური კითხვას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფრო ზვიად ხარაზიშვილისა და მის მოადგილისთვის, მილერი ლაგაზაურისთვის დაწესებულ სანქციებზე.ვახტანგ გომელაური ტვ „პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში არ აკონკრეტებს რომელ ბანკში იღებენ ხელფასს ხარაზიშვილი და ლაგაზაური.„ძალიან კარგად ვუხდით ხელფასს, ძალიან კარგად... ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს. ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს? [რომელი ბანკი ემსახურება] რა მნიშვნელობა აქვს? მე არ ვარ ვალდებული ყველა თანამშრომელზე ვიცოდე რომელ ბანკში იღებენ. ეგ არის ინდივიდუალური“, - განაცხადა გომელაურმა.ამასთან, კითხვაზე გაქვთ მოლოდინი რომ სანქცირებულთა სიაში იქნებით? -გომელაური პასუხობს: „არ მაქვს პრობლემა ჩემი სამშობლოს გულისთვის ვაკეთებ ყველაფერს, ჩემი ქვეყნის გულისთვის. ვფიქრობ შეცდომაა და მოიხსნება ეს ყველაფერი, რაც განაცხადა [აშშ-ის სახელმწიფო] დეპარტამენტმა“, - განაცხადა გომელაურმა.ცნობისთვის, აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები 16 სექტემბერს დაასანქცირა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.

პოლიტიკა 1728194373

უკრ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება - მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე

ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება - მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა."ყველაფერი, რაც [გამარჯვების] გეგმაშია აღნიშნული, სრულიად რეალურია ჩვენი პარტნიორებისთვის. არის მსოფლიოში რესურსი, რომელიც ჩვენს "გამარჯვების გეგმაში" წინსვლის საშუალებას მოგვცემს. სწორედ ამაშია ჩვენი მიზანი, ჩვენი ამოცანა - გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება.ეს შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, სუვერენიტეტითა და ტერიტორიებით რაიმე ვაჭრობის გარეშე - სწორედ ისე, როგორც "მშვიდობის გეგმით" არის გათვალისწინებული", - განაცხადა ზელენსკიმ.

მსოფლიო 1728194294

საპატიო
საპატიო თბილისელის წოდება 25 მოქალაქეს მიენიჭა

 სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.მათივე ცნობით, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 25 მოქალაქეს მიანიჭა.თბილისის მერმა, კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს თბილისობა მიულოცა.„კიდევ ერთი წელი შეემატა ჩვენს ჭაღარა და ამავე დროს, უბერებელ დედაქალაქს, ჩვენს მრავალჭირნახულ და მაინც სიცოცხლით, სიყვარულით, ხალისით, სილაღით და ფერადოვნებით სავსე თბილისს. შეუძლებელია, უყურებდა მეტეხს, ნარიყალას, აბანოთუბანს, ხარფუხს და სიამაყე არ გეუფლებოდეს, რომ ამ უდიდესი ისტორიის მქონე ქალაქმა რამდენს გაუძლო, რამდენი ბრძოლა გადაიტანა, რათა მის ქუჩებში მუდმივად ჩქეფდეს სიცოცხლე; რათა ისევ იქმნებოდეს უნიკალური ქართული კულტურა, გამარჯვების ყიჟინა ავსებდეს სტადიონებსა და სპორტულ დარბაზებს, თაობებს თაობები ცვლიდეს და ამ ცვალებადობაში ხელშეუხებელი და უცვლელი რჩებოდეს ის ტრადიციები, რაც მხოლოდ ამ ქალაქს და მის მცხოვრებლებს გააჩნია.ერთ-ერთ ასეთ ტრადიციად იქცა თბილისობა, როგორც სიკეთის და სიყვარულის დღესასწაული. ოქტომბრის მზით გამთბარი ქუჩები ამ დღეს ყველაზე ფერადია, რადგან მას ადამიანების გულწრფელი ემოციები ავსებს. სიყვარულით გალაღებული თბილისი საოცრად ლამაზია დღეს. როგორც დღესასწაულს შეჰფერის, სურვილიც უნდა ჩავიფიქროთ - ვინატროთ, რომ აღარასდროს ვიხილოთ ნგრევა და სისხლი ჩვენს ქუჩებში, ჩვენს ქვეყანაში. იყოს მშვიდობა და განვითარება. მხოლოდ მშვიდობას შეუძლია აქციოს ყოველი დღე დღესასწაულად, გაალამაზოს ჩვენი ქალაქი და მთელი ქვეყანა.კიდევ ერთხელ გილოცავთ თბილისობას და გისურვებთ, მუდამ ზეიმის და გამარჯვების სიხარულით იყოს სავსე ჩვენი ქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყოველდღიურად შეაქვს წვლილი ქალაქის განვითარებაში. „თბილისს ხომ გამორჩეული ადამიანები ამშვენებენ. პირველ რიგში, მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თქვენი მიღწევებით თუ ყოველდღიური შრომით ერთ აგურს დებთ თბილისის განვითარებაში. რასაკვირველია, ყველასთვის თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭებას ვერ შევძლებდით, მაგრამ მიიღეთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.თბილისის საპატიო მოქალაქეებს წელს შეემატნენ: ზურაბ კახაბრიშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და სპორტსმენი; მერაბ კილაძე - ქირურგი; გიორგი ჭუმბურიძე - ქირურგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი; დიმიტრი ბეზარაშვილი - ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გიზო გაბესკირია - რეჟისორი; გვანჯი მანია - გეოგრაფი, მეცნიერი, ჟურნალისტი; ბიძინა სონღულაშვილი - ინჟინერი, მეტროს მუშაკი; ნათელა ვასაძე - პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გელა ფარჩუკიძე - მუსიკოსი, დირიჟორი, პედაგოგი; ნელი სალაძე - მწვრთნელი, სპორტსმენი; მზია აფრიდონიძე - მუსიკოსი, მხატვარი; გურამ ბათიაშვილი - დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი; კახა ქორიძე - არქიტექტორი, მსახიობი; გოგი მარგველაშვილი - რეჟისორი, პროფესორი; თამაზ გოდერძიშვილი - დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, სცენარისტი; ნელი კობიაშვილი - ჟურნალისტი, მწერალი; გივი სიხარულიძე - მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი; ვახტანგ ცუხიშვილი - არქიტექტორი; ზურაბ ყიფშიძე - მსახიობი; გურამ კალანდაძე - გეოლოგი; ნელი ბერაია - მხატვარი, ჟურნალისტი; თენგიზ გაჩეჩილაძე - პედაგოგი, ჟურნალისტი; თეიმურაზ ლეჟავა - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ოლესია თავაძე - მხატვარი; ვილი სანიოლი - ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი.

საზოგადოება 1728149187