კახა კალაძე- „მილანის“ საქართველოში ჩამოსვლას ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს, თითქოს წარსულში დავბრუნდი და ისევ ის პატარა „კალა“ ვარ, როგორიც წლების წინ ვიყავი

სპორტი 1726911490
მილანი

საქართველოს ნაკრებისა და კლუბ „მილანის“ ვეტერანმა ფეხბურთელებმა, მატჩის წინ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციაზე კახა კალაძემ ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად „მილანში“ თამაშის პერიოდი გაიხსენა და მეგობრებს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს იმისთვის, რომ ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში და დღეს, ქართველ გულშემატკივარს მიეცემა შესაძლებლობა, სანახაობრივი ფეხბურთი ნახოს.

რაც შეეხება „მილანს“, უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, მეთამაშა ისეთი ისტორიის კლუბში, როგორიც არის „მილანი“. საოცარი ათი წელი მქონდა. გუნდმა მაშინ ყველაფერი მოვიგეთ, რის მოგებაც შესაძლებელი იყო. „მილანის“ საქართველოში ჩამოსვლას ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს. თითქოს წარსულში დავბრუნდი. ისევ ის პატარა „კალა“ ვარ, როგორიც წლების წინ ვიყავი და ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ მეგობრები, რომლებთან ერთადაც დიდ წარმატებას მივაღწიე, დღეს, ჩემთან ერთად არიან. უამრავი ქართველი გულშემატკივარი ღამეებს ათენებდა, რომ „მილანის“ თამაშები ენახა. თანაც, გახსოვთ, რომ მაშინ არ იყო ამდენი შესაძლებლობა, სოციალური მედია, ფეხბურთის ყურება ცოტა რთული იყო, ამიტომ, ჩემთვის დასაფასებელია, რომ ამდენი ადამიანი გულშემატკივრობდა მაშინდელ „მილანს“, ბიჭებს კი განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ დღეს აქ არიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ ხაზი საქართველოს ნაკრების წარმატებას გაუსვა და აღნიშნა, რომ ქართულ ფეხბურთს გულშემატკივრობს.

„მე პირველად ვარ საქართველოში. ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც მოგზაურობ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ხვდები „მილანის“ გულშემატკივრებს და ხედავ, თუ როგორ უყვართ ეს გუნდი. ამ თამაშში მონაწილეობა, ძველი დროის გახსენება და იმის ნახვა, თუ როგორ გამოიყურებიან ახლა ჩემი ყოფილი თანაგუნდელები, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის და ასევე ველოდები დღევანდელ თამაშს. ქართველ ფეხბურთელებს რაც შეეხება, ძალიან კარგი, პერსპექტიული თაობაა, რომლებიც არაერთ ძლიერ კლუბში თამაშობენ. ჩვენ, კახას დამსახურებით, ძალიან ვგულშემატკივრობთ ქართულ ფეხბურთს და გისურვებთ წარმატებას“, - განაცხადა კაკამ.

ასევე, „მილანში“ კახა კალაძესთან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ კახა კალაძემ დიდი წვლილი შეიტანა მის განვითარებაში.

„მილანში“ სან პაულოდან გადავედი, სადაც ყველა ჩემი თანაგუნდელი ბრაზილიელი ან არგენტინელი იყო და უცებ აღმოვჩნდი ისეთ გუნდში, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ საუკეთესო ფეხბურთელები. ეს ძალიან დამეხმარა. კახა კალაძემ დიდი წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში. მართალია, ჩვენ სხვადასხვა პოზიციებზე ვთამაშობდით, თუმცა თამაშისა და ტაქტიკური განვითარებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, როცა ძლიერ მცველებთან ერთად თამაშობ გუნდში, „მილანის“ დაცვა კი საუკეთესო იყო ევროპაში. როცა გაქვს საშუალება, ჩამოხვიდე, მეგობრები ნახო და მათთან ერთად ითამაშო მოედანზე, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას გიხდით ამ შესაძლებლობისთვის“, - აღნიშნა კაკამ.

კახა კალაძის წარმატებაზე და მის კარიერაზე მილანში, ისაუბრა კიდევ ერთმა ყოფილმა თანაგუნდელმა კლარენს ზეედორფმაც.

„არ არის იოლი, კარიერის დასრულების შემდეგაც წარმატებას მიაღწიო ცხოვრებაში. რაც შეეხება „კალას“, როგორც მოთამაშეს, ყოველთვის ზურგს გვიმაგრებდა მოედანზე, ყოველთვის შრომობდა, თავდადებით თამაშობდა, შესაბამისად, ჩვენ არ გვიწევდა იმაზე ნერვიულობა, რა ხდებოდა უკან, დაცვაში და სწორედ ასე მიაღწია „მილანმა“ ამდენ წარმატებას. ჩვენ ვაცნობიერებდით იმ პასუხისმგებლობას, რომელიც როგორც „მილანის“ ფეხბურთელებს გაგვაჩნდა. ეს ყველაფერი დამოკიდებული იყო იმ ადამიანებზე, რომლებიც წარმოადგენდნენ „მილანს“. კახიც, როგორც ძლიერი, შრომისმოყვარე ადამიანი, ყოველთვის გვეიმედებოდა მოედანზე“, - განაცხადა კლარენს ზეედორფმა.

ცნობისთვის, საქართველოს ვეტერანთა ნაკრები „მილანის“ ლეგენდებს დღეს საღამოს 7 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება.

უახლესი
დაკაგული
ოჯახი ბუხუტი (ვაჟა) გორგაძეს ეძებს - ხანდაზმული კაცი დელისი მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა

ოჯახი ბუხუტი (ვაჟა) გორგაძეს ეძებს. ხანდაზმული კაცი დელისი მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბუხუტი გორგაძე 4 ოქტომბერს დღის 1 საათზე გავიდა სახლიდან. ოჯახის ინფორმაციით მას მახსოვრობის პრობლემა აქვს."გავიდა ისე, რომ არ წაუღია არც მობილური და არც საფულე. აცვია რუხი სვიტრი და უსახელო ნაქსოვი მოსაცმელი. სახლის რუხი, ბაიკის სპორტული შარვალი. ფეხზე ეცვა სახლის რუხი ნაჭრის ჩუსტები და არ აცვია წინდები.არანაირი ვარაუდი, სად შეიძლება იყოს, არ გვაქვს. ყველგან შეიძლება იყოს. თუ დაინახეთ მსგავსი ადამიანი, შეაჩერეთ  და დარეკეთ სასწრაფოში, პოლიციაში ან ჩვენთან; ჩემი ნომერია: 599390495," - წერს მისი შვილი ნათია გორგაძე.

ფეისბუქ ამბები 1728115710

კადიროვ
რამზან კადიროვის შვილი რუსეთის რეკორდების წიგნში შევიდა

ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის ვაჟი, ადამ კადიროვი, რუსეთის რეკორდების წიგნში შევიდა. ის რუსეთის შემადგენელი  სუბიექტის უსაფრთხოების სამსახურის ყველაზე ახალგაზრდა უფროსად დასახელდა, მან ეს პოსტი 15 წლის ასაკში დაიკავა.დაჯილდოება გროზნოში MMA მატჩის დროს შედგა, ჯილდო ადამ კადიროვს რუსეთის რეკორდების წიგნის მთავარმა რედაქტორმა სტანისლავ კონენკომ გადასცა.გარდა ამისა, ადამ კადიროვმა მიიღო მედალი რუსული რეკორდების წიგნის პოპულარიზაციისთვის. კონენკომ არ დააკონკრეტა რა გააკეთა მან წიგნის პოპულარიზაციისთვის.

მსოფლიო 1728115604

დეკანოძე პარლამენტი
ხატია დეკანოიძე - თუ პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, მათთვის სერიოზული სუსხი წამოვა ქართველი ხალხისგან და დასავლეთისგან - ნებისმიერი კვლევა აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება

თუ ივანიშვილი და პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, ძალიან სერიოზული სუსხი წამოვა მათთვის ქართველი ხალხისგან და ასევე ძალიან სერიოზული სუსხი წამოვა დასავლეთისგან, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.მისი თქმით, ქართველი ხალხის ნების გაყალბების შემთხვევაში ოპოზიცია რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის გვერდით იქნება.„დიდი ფინანსური სანქციების პაკეტი, რომელიც ივანიშვილზეა, ეს პაკეტი არსებობს და რა თქმა უნდა, თუ ეს ადამიანი გადაწყვეტს, რომ ქართველებით და ქართველი ხალხის ბედით იჟონგლიოროს, ეს იქნება ძალიან სერიოზული დარტყმა მის ფინანსურ რესურსზე“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.რაც შეეხება Edison Research-ის ბოლო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება.„ნებისმიერი კვლევა, რომელიც აქამდე გამოქვეყნებულა, აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება. რა თქმა უნდა, ცდომილება ყველა კვლევაში არის, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ოპოზიციურ ფრონტზე არსებობს სამი კოალიცია და კიდევ ცალკე გახარიას პარტია. ყველას აქვს ძალიან დიდი შანსი, რომ მოიპოვოს ხმების ის რაოდენობა, რომელიც ერთად შეძლებს კოალიციური მთავრობის შექმნას საქართველოს პარლამენტში. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნება“ უნდა დამარცხდეს და ეს დამარცხება არის გარდაუვალი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პოლიტიკა 1728115439

აშშ
დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელმა ირანის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, მის ბირთვული ობიექტებს უნდა დაარტყას

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელმა ირანის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, მის ბირთვული ობიექტებს უნდა დაარტყას. ამის შესახებ მან ჩრდილოეთ კაროლინის შტატში ამომრჩევლებთან შეხვედრისას ისაუბრა, სადაც ირანთან დაკავშირებით პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოზიციასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.„ბაიდენს ჰკითხეს, რას ფიქრობს ირანზე და დაარტყამდა თუ არა მას? მან დაიწყო: „ვიდრე ისინი არ დაარტყამენ ბირთვულ ობიექტებს…“. ვფიქრობ, ის ცდება. სწორედ მას უნდა დაარტყა. უდიდესი რისკია ბირთვული შეიარაღება, ბირთვული იარაღის ძალა. მას როდესაც ეს კითხვა დაუსვეს, პასუხი უნდა ყოფილიყო, პირველ რიგში, ბირთვული ობიექტები და დანარჩენზე მერე ვიზრუნოთ“, – განაცხადა ტრამპმა.

მსოფლიო 1728115386

ჰაიტი
Reuters - ჰაიტიში, შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად, 70 ადამიანი დაიღუპა

ჰაიტიში, შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად, 70 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.Reuters-ის ცნობით, შეიარაღებული დაჯგუფების წევრები ქალაქ პონტ-სონდეში შეიჭრნენ და სულ მცირე, 70 ადამიანი მოკლეს, ხოლო 6000-ზე მეტმა ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დატოვა.თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „გრან გრიფის“ ლიდერმა, ლაქსონ ელანმა აიღო და განაცხადა, რომ ეს მშვიდობიან მოსახლეობაზე შურისძიება იყო, რადგან ისინი არაფერს აკეთებდნენ, როცა პოლიცია მისი დაჯგუფების წევრებს ებრძოდა.„დაუცველი ქალების, მამაკაცებისა და ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი ეს საშინელი დანაშაული არა მხოლოდ დაზარალებულებზე თავდასხმა, არამედ მთლიანად ჰაიტელ ხალხზე თავდასხმაა“, - განაცხადა ჰაიტის პრემიერ-მინისტრმა, გარი კონილმა.

მსოფლიო 1728115291

აშშ
ვოლოდიმირ ზელენსკი - „რამშტაინის“ შეხვედრაზე მოკავშირეებს „გამარჯვების გეგმას“ წარვუდგენთ

„რამშტაინის“ შეხვედრაზე მოკავშირეებს „გამარჯვების გეგმას“ წარვუდგენთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.„ჩვენ „გამარჯვების გეგმას“ წარვადგენთ, ომის სამართლიანი დასრულებისკენ მკაფიო და კონკრეტულ ნაბიჯებს. ჩვენი პარტნიორების სიმტკიცე და უკრაინის გაძლიერება არის ის, რასაც რუსული აგრესიის შეჩერება შეუძლია“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის 25-ე შეხვედრა 12 ოქტომბერს გაიმართება და იგი ლიდერების დონეზე პირველად ჩატარდება. შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გაუძღვება.

მსოფლიო 1728115247