პრემიერი - ევროპარლამენტის რეზოლუციიდან მკაფიოდ იკითხება უსამართლობა - უსამართლო დოკუმენტს ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს, ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორც წინა სამს და ისეთივე უშედეგო იქნება

პრემიერი

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სამი სხვადასხვა ასეთივე ტიპის რეზოლუცია იქნა მიღებული ევროპარლამენტში და ეს არის მორიგი, მეოთხე რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო. აქ იკითხება იმ ძალების ხელი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციიდან მკაფიოდ იკითხება უსამართლობა.

მისივე თქმით, რეზოლუციას „ჩალის ფასი“ აქვს და ისეთივე უშედეგო იქნება, როგორც წინა სამი.

„რაც შეეხება რეზოლუციას და ზოგადად, ევროპარლამენტს, არავისთვის გასაკვირი არ არის ალბათ ასეთი ტიპის ფაქტები - ის სურათი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიხილეთ ევროპარლამენტში. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სამი სხვადასხვა ასეთივე ტიპის რეზოლუცია იქნა მიღებული ევროპარლამენტში და ეს არის მორიგი, მეოთხე რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო. აქ იკითხება იმ ძალების ხელი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. აშკარაა, რომ კონკრეტული ძალები ვერ ეგუებიან იმას, რომ ქვეყანაში არ შედგა მეორე ფრონტი, არ შედგა ომი და ეს არის ერთგვარი ბოლო გაბრძოლება ამ ძალებისთვის, იმისათვის, რომ მოახერხონ ასეთი სცენარის განვითარება. ისინი იმედს ამყარებენ საპარლამენტო არჩევნებზე და ამისთვის შედგა რეალურად ევროპარლამენტში ეს დისკუსია. ამისთვის იქნა მიღებული ეს რეზოლუცია, თუმცა ამ ძალების ეს მცდელობა არის განწირული წარუმატებლობისთვის ერთი მარტივი მიზეზის გამო - ქართულმა საზოგადოებამ ისწავლა ძალიან ბევრი რამ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ჩვენს გარშემო, რა ძალები მოქმედებენ, რა ინტერესით მოქმედებენ ეს ძალები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ჩვენმა თანამოქალაქეებმა ისწავლეს ასევე ისიც, რომ ასეთი რეზოლუციების უკან დგას არა ევროკავშირის, არა მისი მოსახლეობის ინტერესები, არამედ დგას სხვა კონკრეტული ძალების ინტერესები. ძალიან მკაფიოდ იკითხება ამ რეზოლუციიდან უსამართლობა. ისევ არის საუბარი „ქართული ოცნების" დასჯაზე, ისევ არის საუბარი „ნაციონალური მოძრაობის" მფარველობაზე. ეს არის მთავარი წითელი ხაზი, რომელიც გასდევს ამ რეზოლუციას. რა თქმა უნდა, უსამართლო დოკუმენტს არავითარი ფასი არ აქვს ჩვენთვის. ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორც წინა სამ რეზოლუციას და ისეთივე უშედეგო იქნება ეს რეზოლუცია, როგორც წინა სამი", - განაცხადა პრემიერმა "იმედის" ეთერში.

უახლესი
მერია
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი სადაც არის იქ არ უქნია ღმერთს და რა პრემიერობაზე მელაპარაკებით?! - სასაცილოა ეს ყველაფერი

სალომე ზურაბიშვილი სადაც არის იქ არ უქნია ღმერთს და რა პრემიერობაზე მელაპარაკებით? - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები სასაცილოა.„სალომე ზურაბიშვილი სადაც არის იქ არ უქნია ღმერთს და რა პრემიერობაზე მელაპარაკებით? სამპროცენტიანმა პარტიებმა რა მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ? უბრალოდ, სასაცილოა ეს ყველაფერი. ილაპარაკონ ერთმანეთში და იყო. არ გინახავთ ასეთი მოლაპარაკებები? შალიკოს ფანჩატურში შეიკრიბებოდნენ, მერე გამოდიოდნენ და ხელებს უწევდნენ ერთმანეთს, ვითომ ვიღაცამ რაღაცაში გაიმარჯვა. იგივე ხდება დღეს და ხვალ და ზეგაც იგივე მოხდება. ეს არის მოცემულობა“, - განაცხადა კალაძემ.

პოლიტიკა 1728744806

ოცნება
შალვა პაპუაშვილი - რაც არ უნდა სცადონ ოპოზიციამ და მიკერძოებულმა ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, რომ წარმოაჩინონ გაზვიადებულად საკითხები, ეუთო/ოდირის დასკვნაში ყველაფერი ეს აისახა - წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოშია

რაც არ უნდა სცადონ ოპოზიციამ და მიკერძოებულმა ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, რომ წარმოაჩინონ გაზვიადებულად საკითხები, ეუთო/ოდირის დასკვნაში ყველაფერი ეს აისახა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს გურჯაანში განუცხადა.მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნაში აისახა, რომ წინასაარჩევნო კამპანია არის მშვიდ გარემოში.როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ეუთო/ოდირს მთავარ პრობლემად აღნიშნული აქვს პოლარიზაცია და განსაკუთრებით პოლარიზაცია მედიაში.„მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებული შუალედური დასკვნა. ფაქტია და ყველამ ნახა, რომ რაც არ უნდა სცადონ ოპოზიციამ და მიკერძოებულმა ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, რომ წარმოაჩინონ გაზვიადებულად საკითხები, ეუთო/ოდირის დასკვნაში ყველაფერი ეს აისახა. აისახა, რომ წინასაარჩევნო კამპანია არის მშვიდ გარემოში, რომ შეიძლება, არის მხოლოდ ცალკეული ექსცესები; სხვათა შორის, ესეც აღნიშნული აქვს ეუთო/ოდირს, როდესაც საუბარია დარღვევებზე, მაგალითად, პლაკატების ჩამოხევა და ა.შ, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგაც იყო ეს დარღვევები. აღნიშნული აქვს მთავარ პრობლემად პოლარიზაცია და განსაკუთრებით პოლარიზაცია მედიაში, მათ შორის, იქ საუბარი არის სარეკლამო რგოლებთან დაკავშირებით, ხედავთ რთული მდგომარეობაა. ჩვენ მივაწოდეთ დათვლილი დეტალური ინფორმაცია, რამდენი წამი მოგვპარა „მთავარმა”, „ტვ პირველმა”, „ფორმულამ” „ქართულ ოცნებას“ და ჩაგვაყენა არათანაბარ მდგომარეობაში. სხვა პარტიებთან შედარებით, ჯამში ხუთ საათზე მეტი. ხუთ საათზე მეტი სარეკლამო დრო მოიპარა ამ სამმა ტელევიზიამ საკუთარი პარტიული ბოსების სასარგებლოდ. ჩვენ მივაწოდეთ ეს დეტალური ინფორმაცია და იმედი გვაქვს, რომ უკვე შემდეგ ანგარიშში ასახული იქნება ეს დეტალები. ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე, ორ კვირამდე პერიოდი შეჯამებულია. დაჯამებულია, რომ მშვიდი გარემოა, სადაც არც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ძალადობა, თუ სხვა პრეტენზიები არ არის, რომლებიც კლასიკურად აქვს ხოლმე ოპოზიციას, ამ მხრივ არანაირი განსაკუთრებული მდგომარეობა არ არის. პირიქით, აღნიშნულია, რომ მშვიდ გარემოში მიდის მთელი ეს პროცესი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა(ეუთო/ოდირი) საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.შუალედურ ანგარიშში საუბარია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ზოგად პოლიტიკურ კონტექსტზე, სამართლებრივ ჩარჩოსა და საარჩევნო სისტემაზე. ამასთან ანგარიშში მიმოხილულია საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა და საარჩევნო ტექნოლოგიები. ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიასა და პოლიტიკოსების გზავნილებს, ანგარიშის თანახმად, საარჩევნო კამპანიის გზავნილები, რომლებიც ამ ეტაპამდე მოექცა დაკვირვების არეალში, ძირითადად უკიდურესად პოლარიზებული რიტორიკით არის გაჯერებული.

პოლიტიკა 1728744763

ცესკო
ცესკოს თავმჯდომარე სტრასბურგში სარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნაზე - ინსტიტუცია ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით და არა პრეზიდენტის ან რომელიმე სხვა ინსტიტუციის საფუძველზე

ინსტიტუცია ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით და არა პრეზიდენტის ან რომელიმე სხვა ინსტიტუციის საფუძველზე, - ასე უპასუხა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოწოდებას ქალაქ სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებით.ცესკოს თავმჯდომარემ მანიპულაციური უწოდა განცხადებებს იმის თაობაზე თითქოს არის იმის სივრცე, რომ სტრასბურგში გაიხსნას საარჩევნო უბანი და ცენტრალური საარჩევნო კომისია ამას არ აკეთებს.კალანდარიშვილის თქმით, სადაც კი იყო დამატებითი საარჩევნო უბნის გახსნის შესაძლებლობა, ცესკომ მიიღო სათანადო ზომები.„ინსტიტუცია ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით და არა პრეზიდენტის ან რომელიმე სხვა ინსტიტუციის საფუძველზე და ეს გახლავთ ის დათქმა, რომელიც აუცილებელია საარჩევნო უბნის შექმნისთვის, შესაბამისად, სადაც კი ასეთის შესახებ მოგვეწოდა ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ინსტიტუციამ კანონით იმოქმედა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და მეტსაც გეტყვით, რომ არა ცესკოს წევრების სათანადო მხარდაჭერა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანზე 65 ათასი ამომრჩეველი რჩებოდა არჩევნებში მონაწილეობის მიღმა. ამასთანავე, ის რომ ცესკო ყოველთვის მოქმედებს და იმოქმედებს კანონმდებლობით, დასტურია ცესკოს გუშინდელი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ჩვენ მივიღეთ დადგენილება საგამონაკლისოდ განახლებული ინფორმაციის მოწოდების საფუძველზე დამატებით 7 საარჩევნო უბნის შექმნასთან დაკავშირებით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამასთანავე, ინდიკაცია იმის თაობაზე, რომ ცესკო მოწოდებულია, რომ თანაბარი სერვისები იქნას შეთავაზებული და ამასთანავე კანონის აღსრულება იყოს უზრუნველყოფილი სათანადოდ და ამასთანავე, მაქსიმალურად დავიცვათ საარჩევნო უბნები გაუქმების რისკისგან, ჩვენ მივიღეთ გუშინ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც იმ შემთხვევაში თუ ადამიანური რესურსი, კომისიის წევრთა რაოდენობა ჩამოსცდება გარკვეულ მინიმალურ რაოდენობას, იყოს შესაძლებლობა, რომ დარჩენილი რაოდენობა გარდაიქმნას სპეცჯგუფებად და ისინი მოემსახურონ ჩვენს ძვირფას ამომრჩევლებს უცხოეთში. ეს არის ყველა ის ასპექტი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ცესკო მოქმედებს კანონსა და ამომრჩევლების უმაღლესი ინტერესებიდან გამომდინარე და ამასთანავე, მინდა დამატებით მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჩვენ სტრასბურგთან დაკავშირებით იმის გამო, რომ მანიპულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით მომსპარიყო, მივმართეთ განმარტების წარმოდგენის თაობაზე იმ მიზეზების შესახებ და პირველ რიგში იმის შესახებ თუ რა სტატუსს ატარებს ის ლოკაცია, რომელიც გარკვეული ყურადღების ქვეშ მოექცა და მინდა აღვნიშნო, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ეს არის მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო ორგანიზაციაში და იქ ვერ განთავსდება საკონსულო მიმართულებით შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენელი, რაც თავის მხრივ, გახდა საფუძველი, რომ საფრანგეთის შემთხვევაში მხოლოდ მოწოდებული ყოფილი პარიზის საარჩევნო უბანი. დღეს ჩვენ ვხედავთ არაერთი ჩართული მხარის მხრიდან, არაერთ მანიპულაციურ განცხადებას იმის თაობაზე, რომ თითქოს არის იმის სივრცე, რომ სტრასბურგში გაიხსნას საარჩევნო უბანი, მაშინ როდესაც პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მცდელობა სამართლებრივიდან საკითხი გადავიდეს პოლიტიკურ სივრცეში და მხოლოდ უსაფუძვლო მოტივებით ხორციელდებოდეს ინსტიტუციაზე ზეწოლა და აღქმის შექმნა თითქოს ინსტიტუციას აქვს იმის შესაძლებლობა და ის არ ქმნის საარჩევნო უბანს სტრასბურგში. სადაც კი ამის შესაძლებლობა იყო ჩვენ მივიღეთ სატანადო ზომები."- განაცხადა კალანდარიშვილმა.ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება მოწოდებით, რომ ცესკომ დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ და ხელი შეუწყოს ემიგრანტებს შეუფერხებლად განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება.

სამართალი 1728732064

ლელო
ანა ნაცვლიშვილი - ეუთოს წინასაარჩევნო ანგარიში ასახავს იმ სისტემურად და უსამართლო და უთანასწორო საარჩევნო გარემოს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს შექმნილი - მოქალაქეების აქტიურობას არჩევნების მიტაცების ვერანაირი მცდელობა ვერ მოერევა

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ეუთოს წინასაარჩევნო ანგარიში ასახავს იმ სისტემურად და ფუნდამენტურად უსამართლო და უთანასწორო საარჩევნო გარემოს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს შექმნილი.მისი განმარტებით, ეს არის მიტაცებული სახელმწიფო, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუციები დაკომპლექტებულია იმ ნიშნით, სახელისუფლებო პარტია, ვის ენდობა და არა იმის მიხედვით, ვის ენდობა ხალხი.„ეს სახელმწიფო ინსტიტუციები გამოიყენება მმართველი პარტიის მხრიდან ოპონენტი პარტიების რეპრესიისთვის და ხელის შეშლისთვის. ასევე, მედიაგარემო არ არის თავისუფალი და თანასწორი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქმნის ფუნდამენტურად უსამართლო და უთანასწორო გარემოს, რაც შორს არის დემოკრატიული სტანდარტისგან. სწორედ, ასეთ ვითარებაში, ანგარიშში აღწერილი რეალობა კიდევ ერთი მაჩვენებელია და დასტურია იმისა, თუ რატომ არის 26 ოქტომბრის არჩევნებში თითოეული მოქალაქის ხმა უაღრესად მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ სწორედ მოქალაქეების დიდ აქტიურობას, მობილიზებას და პრინციპულობას შეუძლია წინ აღუდგეს ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი ჩარევის, მანიპულაციის და არჩევნების მიტაცების მცდელობას.არ არსებობს უფრო საიმედო გარანტი არჩევნების დაცვის, ვიდრე ის, რომ ყველა მოქალაქემ აქტიური მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო პროცესში. მოქალაქეების დიდ აქტიურობას და სიმტკიცეს, არჩევნების მიტაცების ვერანაირი მცდელობა ვერ მოერევა ჩვენ, „ძლიერი საქართველო“, 9 ნომრის ირგვლივ გაერთიანებული პარტიები, რა თქმა უნდა, ასევე აქტიურად ვემზადებით თითოეული ხმის დასაცავად.ეს არის სწორედ განწყობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში. მოქალაქეებს ზუსტად ესმით, რატომ არის მათი ჩართულობა გადამწყვეტი არჩევნების ბედისთვის და ქვეყნის ბედისთვის და რატომ არის ეს არჩევნები მართლაც რეფერენდუმი საქართველოს წარსულს, რუსეთსა და საქართველოს მომავალს, ევროპას შორის“, - აცხადებს ნაცვლიშვილი.ცნობისთვის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა(ეუთო/ოდირი) საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.შუალედურ ანგარიშში საუბარია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ზოგად პოლიტიკურ კონტექსტზე, სამართლებრივ ჩარჩოსა და საარჩევნო სისტემაზე. ამასთან ანგარიშში მიმოხილულია საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა და საარჩევნო ტექნოლოგიები. ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიასა და პოლიტიკოსების გზავნილებს, ანგარიშის თანახმად, საარჩევნო კამპანიის გზავნილები, რომლებიც ამ ეტაპამდე მოექცა დაკვირვების არეალში, ძირითადად უკიდურესად პოლარიზებული რიტორიკით არის გაჯერებული.

პოლიტიკა 1728732026

ფეხბურთი
გიორგი მამარდაშვილი - მუდრიკის დარტყმის მოგერიება შეიძლებოდა, მაგრამ ფეხი ძალიან სრიალებდა და კარგად ვერ გადავხტი

საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა უკრაინასთან წაგებული (0:1) მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მიხაილო მუდრიკის დარტყმის მოგერიებაში ხელი მოედნის საფარმა შეუშალა.„ჩემი აზრით, უკეთესად თამაში შეგვეძლო, მაგრამ მოედანის საფარმა ამის საშუალება არ მოგვცა – გაზონი საშინელ მდგომარეობაში იყო, ფეხი ძალიან სრიალებდა და მუდრიკის დარტყმის მომენტში ვერ გადავხტი, თორემ შეიძლებოდა იმ ბურთის აღება.არ ვფიქრობ, რომ უკრაინელებთან კონცენტრაციის პრობლემა გვქონდა, რადგან ყველა მონდომებული ვიყავით. მნიშვნელოვანი იყო გულშემატკივრების მხარდაჭერა, რომლებიც მთელი თამაში არ გაჩერებულან და მათ მინდა, მადლობა გადავუხადო – თბილისში ალბანეთთან ვეცდებით, აუცილებლად გავახაროთ.წარმატებული სერია გვქონდა, თითქმის ყველა თამაში მოვიგეთ. ამიტომ ახლა გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ეს წაგება მალე დავივიწყოთ, მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს შორის არსებული ერთსულოვნება შევინარჩუნოთ და ერთად გავაგრძელოთ დასახული მიზნისკენ სვლა“.

სპორტი 1728725583

ოპო
ტრაგედია ალექსი პეტრიაშვილის ოჯახში - პოლიტიკოსის ვაჟი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და წუ­ხელ ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, "დრო­ას“ წევ­რის ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლის ოჯახ­ში. მისი ვაჟი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა.რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, შო­თი­კო პეტ­რი­აშ­ვი­ლი აივ­ნი­დან გად­მო­ვარ­და. მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილს სამი შვი­ლი ჰყავს, ორი ქა­ლიშ­ვი­ლი და ერთი ვაჟი.

საზოგადოება 1728725413