ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა, დაღუპულია 2 ადამიანი

ავარია

თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა.

მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი ინფორმაციით, მატარებლის მგზავრებს შორის არავინ დაშავებულა.

 

მატარებელი ავარიულად არის გაჩერებული და მგზავრებს გარეთ გამოსვლის საშუალება ჯერ არ აქვთ. შემთხვევა დიდუბის ტერიტორიაზე მოხდა.

 

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

უახლესი
უნგრეთი
ვიქტორ ორბანი - ზელენსკის უნგრეთში უკრაინის მიმართ მეგობრულად განწყობილი მთავრობის ხილვა სურს - ისინი, ვინც ბრიუსელის აგენტები არიან, ზელენსკის მეგობრებიც არიან

ვოლოდიმირ ზელენსკის უნგრეთის ხელისუფლებაში უკრაინის მიმართ მეგობრულად განწყობილი მთავრობის მოსვლა სურს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომლის სიტყვებსაც უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.„ზელენსკის უნგრეთში უკრაინის მიმართ მეგობრულად განწყობილი მთავრობის ხილვა სურს. ისინი, ვინც ბრიუსელის აგენტები არიან, ასევე ზელენსკის მეგობრები არიან“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის პარლამენტში.მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის მოლოდინი არ გამართლდება.„არასდროს შეიქმნება ისეთი სიტუაცია, როდესაც კიევი ან ბრიუსელი უნგრელებს უკარნახებს, თუ როგორ გამოიყენონ კანონით მინიჭებული თავიანთი სუვერენიტეტის უფლება“, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

მსოფლიო 1746464520

პენ
მალხაზ ურთქმელიძე პატიმრის გარდაცვალებაზე - კვლევით ნანახი იყო უშუალოდ თავის ტვინის ნივთიერებაში არსებული სისხლჩაქცევა, რაც დიდ ეჭვს ბადებს ინსულტის არსებობაზე - მოვუწოდებთ ყველას, შეწყვიტონ მანიპულირება ადამიანური ტრაგედიით

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, მალხაზ ურთქმელიძე პატიმრის, იოსებ გორგაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.მისი განმარტებით, კვლევით სუბდურული და ეპიდურული სისხლჩაქცევის გარდა ნანახი იყო ინტრაპარერქიმული, უშუალოდ თავის ტვინის ნივთიერებაში არსებული სისხლჩაქცევა, რაც, თავისთავად, დიდ ეჭვს ბადებს ინსულტის არსებობაზე.ურთქმელიძის განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი, ცნობილი გახდება ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის შემდგომ, ის თხოვნით მიმართავს ყველას, შეიკავონ თავი წინასწარი დასკვნებისაგან და მოუწოდებს, შეწყვიტონ მანიპულირება.„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გარდაცვლილ ბრალდებულთან დაკავშირებით გვსურს გავაკეთოთ დამატებითი განმარტებები.როგორც უკვე გაჟღერდა, ამა წლის 23 იანვარს საკანში ბრალდებულს აღენიშნა მაღალი არტერიული წნევა, უგონო მდგომარეობაში იგი ნანახი იყო იატაკზე, სავარაუდოდ, დაეცა, სხვა დამატებითი დეტალები გამოძიების საგანია. გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. გარეგანი დათვალიერებით რაიმე სახის დაზიანებას ადგილი არ ჰქონია. რა თქმა უნდა, ეჭვი იქნა მიტანილი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაზე და წინასწარი ინსულტის დიაგნოზით გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.შეყვანისას დაფიქსირებულ იქნა, მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა წარბის არეში, რაც სასწრაფო დახმარების ბრიგადის განმარტებით, განვითარდა ტრანსპორტირებისას, როდესაც პაციენტი წამოდგა და თავი მიარტყა საკაცით გვერდით მყოფ რკინის მაგიდას.კლინიკაში ჩატარებული მაღალტექნოლოგიური კვლევებით, კერძოდ, კომპიუტერული ტომოგრაფიით, ნანახი იყო თავის სარქვლისა და ფუძის ძვლების დაზიანებები. ანუ, მხოლოდ და მხოლოდ მაღალტექნოლოგიური კვლევებით იქნა ნანახი აღნიშნული დაზიანება. ვიზუალურად, რა თქმა უნდა, აღნიშნული დაზიანებები არ ვლინდებოდა.ერთი საინტერესო დეტალიც, იგივე კვლევით სუბდურული და ეპიდურული სისხლჩაქცევის გარდა ნანახი იყო აგრეთვე ინტრაპარერქიმული, ანუ უშუალოდ თავის ტვინის ნივთიერებაში არსებული სისხლჩაქცევა, რაც, თავისთავად, დიდ ეჭვს ბადებს ინსულტის არსებობაზე.ახლა რაც შეეხება, პრესაში გაჟღერებულ და გამოაშკარავებულ ე.წ. დიაგნოზებს - სპეციალისტებისთვის ცნობილია, რომ ე.წ. ფორმა 100 წარმოადგენს, კლინიკის საბოლოო დასკვნას, დოკუმენტს, სადაც ასახულია ყველა დიაგნოზი, როგორც თანმხლები, ასევე მკურნალობის პროცესში განვითარებული გართულებები. თქმა, რომ შესვლისას იყო ეს დიაგნოზები, რა თქმა უნდა, აბსურდია.საბოლოო დასკვნა, ისევე როგორც გარდაცვალების მიზეზი, ცნობილი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის შემდგომ, ასევე გამოძიების დამთავრების შემდეგ. ამიტომ ყველას ვთხოვ, თავი შეიკავონ წინასწარი დასკვნებისაგან. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ვთხოვთ და მოვუწოდებთ ყველას, შეწყვიტონ მანიპულირება ადამიანური ტრაგედიით”, - აღნიშნავს ურთქმელიძე.

პოლიტიკა 1746464432

საქართველოსთვის
გიორგი გახარია - თუ ევროკავშირი დააყენებს "ქართული ოცნების" ლეგიტიმაციის საკითხს და პირობად დაასახელებს პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს, ის შეძლებს ზეწოლა მოახდინოს რეჟიმზე ისე, რომ არ დააზიანოს ევროპული პერსპექტივა

თუ ევროკავშირი შეინარჩუნებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს, საჯაროდ დააყენებს ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხს და პირობად დაასახელოს რეალურ დემოკრატიულ რეფორმებს, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ის შეძლებს ზეწოლა მოახდინოს რეჟიმზე ისე, რომ არ დააზიანოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ Caucasus Watch-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.როგორც გახარიამ აღნიშნა, მიუხედავად ანტიევროპული პროპაგანდისა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირთან ინტეგრაციას აღიქვამს როგორც ეროვნულ მისწრაფებას, რომელიც აერთიანებს საზოგადოების ყველა ფენას.„ქართული ოცნება“ ევროკავშირში ინტეგრაციას აღიქვამს როგორც საფრთხეს საკუთარი ძალაუფლებისთვის, რადგან ის მოითხოვს გამჭვირვალობას, ძალაუფლების განაწილებასა და ინკლუზიურ მმართველობას, მოთხოვნებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება სულ უფრო ავტორიტარული ელიტის ინტერესებს.„ქართული ოცნება“ სრულად ითვისებს ორბანის ანტიდემოკრატიულ მეთოდებსა და ნარატივებს, ხოლო პარალელურად ინარჩუნებს მხოლოდ ფორმალურ, ფასადურ ურთიერთობას დასავლეთთან, რათა საერთაშორისო ასპარეზზე კვლავ ევროპულ ძალად წარმოჩინდეს. ეს ორმაგი სტრატეგია შიდა და გარე აუდიტორიების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, - განაცხადა გახარიამ.მან ინტერვიუში, ასევე, ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან არ იკვეთება არანაირი რეალური ინტერესი უკრაინის ომის სამართლიანი დასრულების მიმართ.„მისი პოპულისტური რიტორიკა და შეთქმულების თეორიებით გაჯერებული ნარატივები სრულად ემთხვევა კრემლის დეზინფორმაციას, დასავლეთს აბრალებს რუსეთის აგრესიას და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს ადანაშაულებს იმაში, თითქოს ისინი თბილისზე ზეწოლას ახორციელებენ მეორე ფრონტის გასახსნელად. ერთგულება მოსკოვის მიმართ აზიანებს საქართველოს სუვერენიტეტს, აშორებს მას სტრატეგიულ მოკავშირეებს და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.მიუხედავად დემოკრატიული უკუსვლისა, რეჟიმი ინარჩუნებს წვდომას დასავლურ ბაზრებზე. ეს აძლიერებს ქვეყნის მიმზიდველობას ისეთი კაპიტალისთვის, რომელიც არ ექვემდებარება რეგულირებას. ეს ორმაგი სტრატეგია, ავტორიტარიზმი შიგნით და ღია ფინანსური არხები გარეთ, განამტკიცებს ძალაუფლების არსებულ კონსტრუქციას.საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ჩემი ერთგულება არის ცალსახა და შეუქცევადი. მიუხედავად ანტიევროპული პროპაგანდისა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირთან ინტეგრაციას აღიქვამს როგორც ეროვნულ მისწრაფებას, რომელიც აერთიანებს საზოგადოების ყველა ფენას. თუ ევროკავშირი შეინარჩუნებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს, საჯაროდ დააყენებს ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხს და პირობად დაასახელოს რეალურ დემოკრატიულ რეფორმებს, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ის შეძლებს ზეწოლა მოახდინოს რეჟიმზე ისე, რომ არ დააზიანოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა“, - განაცხადა გახარიამ.

პოლიტიკა 1746448897

დანაშაულის ადგილი
სადგურის მოედანზე, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

სადგურის მოედანზე, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.როგორც თვითმხილველები ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცს უცნობი პირი ფიზიკურად დაუპირისპირდა.ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მათ შორის ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ.ასევე, დაკითხვაზე გადაიყვანეს რამდენიმე თვითმხილველი.თავად მამაკაცის ცხედარი ცოტა ხნის წინ პროზექტურაში გადაასვენეს.როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სამართალი 1746448856

სემ
სემეკის წევრმა, გივი სანიკიძემ ERRA-ს შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გივი სანიკიძემ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) 22-ე ყოველწლიურ კონფერენციასა და გენერალურ ასამბლეაში, რომელიც ომანის სასულთნოში, ქ. მასკატში გაიმართა. გივი სანიკიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ენერგეტიკის სექტორში არსებული სიახლეები და დეტალურად ისაუბრა ენერგეტიკის რეგულირების მე-9 მსოფლიო ფორუმის მოსამზადებელი ეტაპის შესახებ, რომელიც ქ. თბილისში 2026 წელს ჩატარდება.კომისიის წევრთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სემეკის მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ლევან ენუქიძემ. ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA) ევროპისა და აზიის რეგიონის ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებს აერთიანებს. ასევე, ორგანიზაციაში გაერთიანებულნი არიან პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. სემეკი, ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 

საზოგადოება 1746432128

ქართული ოცნება
გურამ მაჭარაშვილი - არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არის პროცესები ისე, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყნის, აშშ-ის პრეზიდენტს უწევს თავის დაცვა ევროკავშირისგან, „დიფ სთეითისგან“ და „გლობალური ომის პარტიისგან“

[ევროკავშირში] მიხვდნენ, რომ საქართველოს საზოგადოებაზე შანტაჟი, მათრახი, სანქციები არ ჭრის, ჭრის მეგობრული დამოკიდებულება - ევროკავშირის ბიუროკრატიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა, უნდა გადავხედოთ სანქციებს და ვიზალიბერალიზაციის საკითხს, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, შანტაჟის ენა არ გამოდის და იქნებ დიალოგიც კი ვცადოთო, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ევროკავშირისგან, „დიფ სთეითისგან“ და „გლობალური ომის პარტიისგან“ თავის დაცვა უწევს და ამის ფონზე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოზე თავდასხმები, მათ შორის, სანქციების მუქარები გასაკვირი არ უნდა იყოს.„ჩვენ ვხედავთ, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მსოფლიოში არის პროცესები ისე, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყნის, შეერთებული შტატების პრეზიდენტს უწევს თავის დაცვა ევროკავშირისგან, „დიფ სთეითისგან“ და „გლობალური ომის პარტიისგან“. შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ ევროკავშირი მას და მის ქვეყანას თავს ესხმის, უსამართლოდ ექცევა. არსებობს „დიფ სთეითი“, რომელიც ხელს უშლიდა ადრე და ახლაც. გასაკვირი რა უნდა იყოს, რომ საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც დგას ეროვნულ ღირებულებებზე, იყოს თავდასხმები, მათ შორის, სანქციების მუქარები?! ამავე დროს, შევახსენოთ საზოგადოებას, სულ რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირის ბიუროკრატიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ სანქციებს უნდა გადავხედოთ, იგივე ვიზალიბერალიზაციის საკითხსაც უნდა გადავხედოთ, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, შანტაჟის ენა არ გამოდის და იქნებ დიალოგიც კი ვცადოთო. ანუ, მიხვდნენ იმას, რომ საქართველოს საზოგადოებაზე შანტაჟი, მათრახი, სანქციები არ ჭრის. ჭრის მეგობრული დამოკიდებულება და ახლა ამ აქტებს რას დაარქმევ - მეგობრულს თუ მტრულს, ამას უკვე აღარავინ ყიდულობს, განსაკუთრებით ქართულ საზოგადოებაში, რომელიც ძალიან გაიზარდა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

პოლიტიკა 1746430680