1746506769 • პოლიტიკა
მალხაზ ურთქმელიძე პატიმრის გარდაცვალებაზე - კვლევით ნანახი იყო უშუალოდ თავის ტვინის ნივთიერებაში არსებული სისხლჩაქცევა, რაც დიდ ეჭვს ბადებს ინსულტის არსებობაზე - მოვუწოდებთ ყველას, შეწყვიტონ მანიპულირება ადამიანური ტრაგედიით

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, მალხაზ ურთქმელიძე პატიმრის, იოსებ გორგაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.
მისი განმარტებით, კვლევით სუბდურული და ეპიდურული სისხლჩაქცევის გარდა ნანახი იყო ინტრაპარერქიმული, უშუალოდ თავის ტვინის ნივთიერებაში არსებული სისხლჩაქცევა, რაც, თავისთავად, დიდ ეჭვს ბადებს ინსულტის არსებობაზე.
ურთქმელიძის განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი, ცნობილი გახდება ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის შემდგომ, ის თხოვნით მიმართავს ყველას, შეიკავონ თავი წინასწარი დასკვნებისაგან და მოუწოდებს, შეწყვიტონ მანიპულირება.
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გარდაცვლილ ბრალდებულთან დაკავშირებით გვსურს გავაკეთოთ დამატებითი განმარტებები.
როგორც უკვე გაჟღერდა, ამა წლის 23 იანვარს საკანში ბრალდებულს აღენიშნა მაღალი არტერიული წნევა, უგონო მდგომარეობაში იგი ნანახი იყო იატაკზე, სავარაუდოდ, დაეცა, სხვა დამატებითი დეტალები გამოძიების საგანია. გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. გარეგანი დათვალიერებით რაიმე სახის დაზიანებას ადგილი არ ჰქონია. რა თქმა უნდა, ეჭვი იქნა მიტანილი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაზე და წინასწარი ინსულტის დიაგნოზით გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.
შეყვანისას დაფიქსირებულ იქნა, მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა წარბის არეში, რაც სასწრაფო დახმარების ბრიგადის განმარტებით, განვითარდა ტრანსპორტირებისას, როდესაც პაციენტი წამოდგა და თავი მიარტყა საკაცით გვერდით მყოფ რკინის მაგიდას.
კლინიკაში ჩატარებული მაღალტექნოლოგიური კვლევებით, კერძოდ, კომპიუტერული ტომოგრაფიით, ნანახი იყო თავის სარქვლისა და ფუძის ძვლების დაზიანებები. ანუ, მხოლოდ და მხოლოდ მაღალტექნოლოგიური კვლევებით იქნა ნანახი აღნიშნული დაზიანება. ვიზუალურად, რა თქმა უნდა, აღნიშნული დაზიანებები არ ვლინდებოდა.
ერთი საინტერესო დეტალიც, იგივე კვლევით სუბდურული და ეპიდურული სისხლჩაქცევის გარდა ნანახი იყო აგრეთვე ინტრაპარერქიმული, ანუ უშუალოდ თავის ტვინის ნივთიერებაში არსებული სისხლჩაქცევა, რაც, თავისთავად, დიდ ეჭვს ბადებს ინსულტის არსებობაზე.
ახლა რაც შეეხება, პრესაში გაჟღერებულ და გამოაშკარავებულ ე.წ. დიაგნოზებს - სპეციალისტებისთვის ცნობილია, რომ ე.წ. ფორმა 100 წარმოადგენს, კლინიკის საბოლოო დასკვნას, დოკუმენტს, სადაც ასახულია ყველა დიაგნოზი, როგორც თანმხლები, ასევე მკურნალობის პროცესში განვითარებული გართულებები. თქმა, რომ შესვლისას იყო ეს დიაგნოზები, რა თქმა უნდა, აბსურდია.
საბოლოო დასკვნა, ისევე როგორც გარდაცვალების მიზეზი, ცნობილი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის შემდგომ, ასევე გამოძიების დამთავრების შემდეგ. ამიტომ ყველას ვთხოვ, თავი შეიკავონ წინასწარი დასკვნებისაგან. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ვთხოვთ და მოვუწოდებთ ყველას, შეწყვიტონ მანიპულირება ადამიანური ტრაგედიით”, - აღნიშნავს ურთქმელიძე.

ქართველი ხალხის ნებას არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი ძირს უთხრის, - ამის შესახებ კონგრესმენმა, ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „MEGOBARI აქტის“ განხილვა მიმდინარეობს.უილსონის თქმით, ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ "კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილის უკანონო რეჟიმმა" მათი ქვეყანა დაანგრიოს.„500 დღის განმავლობაში თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი მშვიდობიანად გამოდის საქართველოს ქუჩებში თავისი მომავლის, თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად. მათი სურვილი ნათელია. ისინი არ დაუშვებენ, რომ კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილის უკანონო რეჟიმმა მათი ქვეყანა დაანგრიოს. საქართველო ყოველთვის დიდად აფასებდა თავისი მძიმე ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას და სამწუხაროდ, ქართველი ხალხის ნებას არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი და ამერიკის მოძულე მაფიოზების ჯგუფი ძირს უთხრის, რომელიც ცდილობს ქვეყანა ამერიკის მოწინააღმდეგეებს, მათ შორის ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიყიდოს, კერძოდ გადასცეს პორტი, რომელიც ქართველი ხალხის უნდა იყოს“, - განაცხადა ჯო უილსონმა.მისი თქმით, ქართველი ხალხი მსოფლიოში ყველაზე პრო-ამერიკელი ხალხია.„მქონდა პატივი, რომ ჩემს შვილებს ავღანეთსა და ერაყში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ემსახურათ და ენახათ, თუ როგორი მამაცები არიან ისინი. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკასთან კავშირის კრიმინალიზაცია დაიწყო და ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ ამერიკული კომპანიების შეთავაზებები უარყო და 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ყველა მსხვილი სამშენებლო კონტრაქტი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ან მასთან აფილირებულ კომპანიებს გადასცა. ეს კი ამერიკის შუა დერეფანთან და ცენტრალურ აზიაში კრიტიკულად მნიშვნელოვან რესურსებზე წვდომას ბლოკავს. რეჟიმი პროპაგანდას ყოველდღიუარად იყენებს და ამერიკელ მაღალჩინოსნებს, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპმს „დიფ სთეითის“ მარიონეტებად აცხადებს. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს „ქართული ოცნების“ ბანდიტების წინააღმდეგ მათ მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებებისთვის და ასევე, უზრუნველყოფს ორმხრივი კავშირების გამყარებას საქართველოს მის კონსტიტუციურ კურსზე დაბრუნების დადასტურების შემდეგ. მოგიწოდებთ, ამ კანონპროექტს მხარი დაუჭიროთ“, - აღნიშნა კონგრესმენმა.
პოლიტიკა • 1746506919

აშშ საქართველოში თავისუფლებას ყოველთვის მხარს უჭერდა და ეს გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა, ეს კანონპროექტი ამ მხარდაჭერის გამოხატულებაა, - ამის შესახებ კონგრესმენმა, სტივ კოენმა (დემოკრატიული პარტია) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „MEGOBARI აქტის“ განხილვა მიმდინარეობს.კონგრესმენის თქმით, „ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ გადაიქცა, ოცნება საქართველოში აღარ არსებობს და ქვეყანას აშშ-ს მოწინააღმდეგეებთან აახლოებს.„საქართველო უკვე დიდი ხანია ამერიკის შეერთებული შტატების დიდი მეგობარია. მე საქართველოში არჩევნებზე ვიმყოფებოდი, როდესაც მათ 12 წლის წინ „ქართული ოცნება“ აირჩიეს. მაგრამ „ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ გადაიქცა. ოცნება საქართველოში აღარ არსებობს და ამ ქვეყანას ჩვენს მოწინააღმდეგეებთან აახლოებს. არალეგიტიმურმა „ქართული ოცნების“ პარტიამ, ივანიშვილის ხელმძღვანელობით, 2024 წლის არჩევნები გააყალბა და მას შემდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. „ქართული ოცნება“ მოსახლეობას არბევს, მათ შორის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების აკრძალვით, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებით და სასამართლო პროცესის ბოროტად გამოყენებით მომიტინგეების უკანონოდ დაკავებისთვის. დემონსტრანტები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ“, - განაცხადა სტივ კოენმა.მისი თქმით, „MEGOBARI აქტი“ საქართველოს მხარდაჭერას გამოხატავს.„აშშ საქართველოში თავისუფლებას ყოველთვის მხარს უჭერდა და ეს შემთხვევაც გამონაკლისი არ არის. ეს კანონპროექტი ამ მხარდაჭერის გამოხატულებაა. ეს კანონპროექტი „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების შეფასებას ითვალისწინებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და კორუფციის ხელშეწყობაზე. მათ წინააღმდეგ სანქციები დაწესდება და „ქართული ოცნება“ დასანქცირდება. რაც ხდება, ფაქტობრივად რევოლუციაა, სადაც პარტიის ხელმძღვანელ ივანიშვილს რუსეთში ინვესტიციები აქვს და ცდილობს, ქვეყანა პუტინთან დააახლოოს. კანონპროექტი საქართველოსთან ძლიერ ურთიერთობას ითვალისწინებს, როდესაც ის კონსტიტუციითა და ხალხის მოთხოვნით დადგენილ კურს დაუბრუნდება“, - აღნიშნა კონგრესმენმა.
პოლიტიკა • 1746506886

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 19 დრონი გაანადგურეს, რომლებიც მოსკოვზე თავდასხმას ცდილობდნენ, - ინფორმაციას რუსული მედია მოსკოვის მერზე, სერგეი სობიანინზე დაყრდნობით ავრცელებს.„თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის მიმართულებით მიმავალი ხუთი დრონის თავდასხმა მოიგერიეს“, - დაწერა მერმა სოციალურ ქსელში.მოგვიანებით მან გაავრცელა ინფორმაცია კიდევ 14 დრონის ჩამოგდების შესახებ.მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები კაშირსკოეს გზატკეცილზე ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, სერიოზული ნგრევა ან მსხვერპლი არ ყოფილა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ.რუსული მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, „შერემეტიევოსა“ და „ვნუკოვოს“ აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები დაწესდა.ამასთან, შეზღუდვები დააწესეს "დომოდედოვოსა" და "ჟუკოვსკის" აეროპორტებში, სამარას ოლქის „კურუმოჩის“ აეროპორტში, კალუგის, ვოლგოგრადისა და სარატოვის აეროპორტებში.
კონფლიქტები • 1746506832

პრეზიდენტმა პუტინმა ახლახან გამოაცხადა სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც არც ძალიან ბევრად ჟღერს, მაგრამ ბევრია, თუ იცით, საიდან დავიწყეთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იღუპება და ეს არის საშინელი ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო.„ჩვენ გვყავდა პრეზიდენტი, რომელიც პუტინს სამი წლის განმავლობაში არ დალაპარაკებია. ეს არის ომი, რომელიც არასდროს არ უნდა მომხდარიყო და ძალიან იმედგაცრუებული დარჩებით, როდესაც გაიგებთ, რომ რეალური მსხვერპლი გაცილებით მაღალია, ვიდრე გამოქვეყნებული ციფრები. ეს ძალიან, ძალიან სასიკვდილო, საშინელი ომია“, - აღნიშნა ტრამპმა.მისი თქმით, უკრაინას და რუსეთს კონფლიქტის მოგვარება სურთ.„ვფიქრობ, რუსეთში, ნავთობის ამჟამინდელი ფასის გათვალისწინებით, ნავთობის ფასი დაეცა, ვფიქრობ, რომ კარგ პოზიციაში ვართ მოსაგვარებლად,ვფიქრობ, რომ კარგ პოზიციაში ვართ ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად. მათ მისი მოგვარება სურთ. უკრაინასაც სურს ამის მოგვარება. მე რომ პრეზიდენტი არ ვიყო, არავინ მოაგვარებდა“, - განაცხადა ტრამპმა.შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-ე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც, მისი თქმით, 8-10 მაისს იმოქმედებს.
კონფლიქტები • 1746506794

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა.ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.ცნობისთვის, „MEGOBARI აქტი“ გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად. კონგრესმენების განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.
პოლიტიკა • 1746506769

ვოლოდიმირ ზელენსკის უნგრეთის ხელისუფლებაში უკრაინის მიმართ მეგობრულად განწყობილი მთავრობის მოსვლა სურს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომლის სიტყვებსაც უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.„ზელენსკის უნგრეთში უკრაინის მიმართ მეგობრულად განწყობილი მთავრობის ხილვა სურს. ისინი, ვინც ბრიუსელის აგენტები არიან, ასევე ზელენსკის მეგობრები არიან“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის პარლამენტში.მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის მოლოდინი არ გამართლდება.„არასდროს შეიქმნება ისეთი სიტუაცია, როდესაც კიევი ან ბრიუსელი უნგრელებს უკარნახებს, თუ როგორ გამოიყენონ კანონით მინიჭებული თავიანთი სუვერენიტეტის უფლება“, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
მსოფლიო • 1746464520