თინა ბოკუჩავა - დიდ ბრიტანეთში აქტიურად განიხილება ფინანსური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილზე, კორუფციონერებზე და პროპაგანდისტებზე - უკვე ვხედავთ, რომ ეს ასეა

პოლიტიკა 1751372023
ნაციონალური მოძრაობა

ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ დიდ ბრიტანეთში აქტიურად განიხილება ფინანსური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილზე, კორუფციონერებზე და პროპაგანდისტებზე - უკვე ვხედავთ, რომ ეს, ასე არის, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის დაბარებას.

ბოკუჩავას თქმით, საჯაროდ დადასტურდა ის, რომ ბრიტანეთი „ყველა ზომას განიხილავს ივანიშვილის რეჟიმის ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო“.

„ჯერ კიდევ წინა კვირას, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ვიმყოფებოდით და სადაც ორმხრივი შეხვედრა გვქონდა დიდი ბრიტანეთის დელეგაციასთან, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ დიდ ბრიტანეთში აქტიურად განიხილება ფინანსური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე - კორუფციონერებზე, პროპაგანდისტებზე და მათ შორის, მთავარ პროპაგანდისტ ირაკლი რუხაძეზე. ახლა, ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, უკვე ვხედავთ, რომ ეს, ასე არის იმიტომ, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და საჯარო განცხადებაში დაადასტურეს, რომ დიდი ბრიტანეთი ყველა ზომას განიხილავს ივანიშვილის რეჟიმის ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო. რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება სწორედ ფინანსური სანქციების ამოქმედება პერსონალურად ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

უახლესი
ოცნება
ნინო წილოსანი - ელენე ხოშტარიას ფეხის ბაკუნს მხოლოდ მისნაირი რადიკალები აჰყვნენ - მისმა გადაწყვეტილებამ, ოპოზიციონერი კოლეგები დაეშანტაჟებინა, ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო

ელენე ხოშტარიამ გადაწყვიტა, რომ საკუთარი კოლეგებისთვის, მისნაირი რადიკალებისთვის ფეხები დაებაკუნებინა და მოეთხოვა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ, თუმცა შედეგად ის მიიღო, რომ ძალიან მალე კვების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას გამაცხადა.მისი თქმით, „ელენე ხოშტარიას ფეხის ბაკუნს მხოლოდ და მხოლოდ მისნაირი რადიკალები აჰყვნენ“.„ელენე ხოშტარიამ გადაწყვიტა, რომ საკუთარ კოლეგებისთვის, მისნაირი რადიკალებისთვის ფეხები დაებაკუნებინა და მოეთხოვა არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა, თუმცა შედეგად ის მიიღო, რომ ძალიან მალე კვების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდა. მიიღო ასევე ის, რომ იგივე პარტიები, რომლებიც იქამდეც ვიცოდით, რომ რადიკალურები და ექსტრემისტულები იყვნენ, არ აღიარებენ დემოკრატიის ელემენტარულ პრინციპებს. ასევე, ამბობენ რომ არანაირ არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას.არანაირი ცვლილება არ მომხდარა - ელენე ხოშტარიას ფეხის ბაკუნს მხოლოდ და მხოლოდ მისნაირი რადიკალები აჰყვნენ. აჰყვნენ ისინი, ვინც აქამდეც ამბობდნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. მისმა გადაწყვეტილებამ, რომ საკუთარი ოპოზიციონერი კოლეგები დაეშანტაჟებინა, ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. ფაქტია, რომ გახარია და „ლელო“ ისევ აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი შიში და რისკი აქვთ იმისა, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაუარესებული შედეგებით არ გამოვიდნენ ამ არჩევნებიდან“, - განაცხადა წილოსანმა.ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და მასთან ერთად გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს. მანამდე კი, რვა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უარს ამბობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.

პოლიტიკა 1751372169

საგარეო საქმეთა სამინისტრო
დავით დონდუა საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციაზე - წლების განმავლობაში დაგროვებული ინსტიტუციური მეხსიერება წყალში გადაიყარა

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, დავით დონდუა საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციას და მის ფარგლებში თანამშრომელთა გათავისუფლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „წლების განმავლობაში დაგროვებული ინსტიტუციური მეხსიერება წყალში გადაიყარა“.ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ასევე, სოლიდარობას უცხადებს ყველას, ვინც მისი თქმით, პროფესიული პრინციპებისა და სამშობლოს ინტერესების ერთგული დარჩა.„საგარეო საქმეთა მინისტრად ირაკლი მენაღარიშვილის დანიშვნისთანავე, თავხედურად „შევაჭერი“ მის კაბინეტში და ვუთხარი, რომ მაქვს crazy idea. „გისმენო“ - მიპასუხა. მინდოდა ამეხსნა, რომ უწყებაში საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები ულოგიკოდ იყო მიმოფანტული, ზოგი კი საერთოდ „უპატრონოდ“ იყო მიტოვებული. ამდენად, ნატო-ს ოთხკაციანი სამმართველოს ნაცვლად, კარგი იქნებოდა დიდი დეპარტამენტის შექმნა, სადაც თავს მოიყრიდა უსაფრთხოების სფეროს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. დავიწყე თუ არა საუბარი, მალევე გამაჩერა. „მივხვდი, რის თქმასაც აპირებ და ამაში crazy არაფერია. ეს ყველაფერი მოხსენებითი ბარათით, ოფიციალურად მომაწოდე. დაასაბუთე აუცილებლობა და დაურთე დეპარტამენტის სტრუქტურის პროექტი, თავისი საშტატო ერთეულებით“.ამ საუბრიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ სამინისტროში შეიქმნა სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტი, ოთხი სამმართველოთი და 18 თანამშრომლით. (ზუსტად იმდენით, რამდენიც მოვითხოვეთ. არავის უვაჭრია „ამდენი რად გინდა“, „ნაკლებიც გეყოფათო“). დეპარტამენტში თავი მოიყარა ნატო-სთან პარტნიორობამ, ეუთო-ს პირველმა განზომილებამ, განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის თემატიკამ, ექსპორტის კონტროლის ეროვნული სისტემის შექმნამ, აშშ-სთან და სხვა პარტნიორებთან თავდაცვის სფეროში ორმხრივმა ურთიერთობებმა, რუსეთთან მოლაპარაკებებმა სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე, აშშ-ის მხარდაჭერით ეროვნული გვარდიის, სანაპირო და საზღვრის დაცვის მოწყობის დიპლომატიურმა უზრუნველყოფამ და კონფლიქტების მოგვარების თემამ. დეპარტამენტში თავიდანვე ჩამოყალიბდა ერთგვარი esprit de corps, რამაც ხელი შეუწყო სპეციფიკური დარგის კვალიფიციური კადრების აღზრდას. შედეგად, ოცდაათი წლის განმავლობაში დეპარტამენტში დაგროვდა უნიკალური ინსტიტუციური მეხსიერება, რომელიც ესოდენ ფასეულია ნებისმიერი ქვეყნის საჯარო სამსახურისთვის. დღეს ეს ყველაფერი წყალში გადაიყარა. სოლიდარობა ყველას, ვინც პროფესიული პრინციპებისა და სამშობლოს ინტერესების ერთგული დარჩა! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! საქართველო ევროპაა!“- წერს დავით დონდუა.

პოლიტიკა 1751372139

რუს საგარეო
დიმიტრი პესკოვი - ბაქოში ჟურნალისტების დაკავება რუსეთ-აზერბაიჯანის შორის ურთიერთობების სულისკვეთებას არ შეესაბამება

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ბაქოში ჟურნალისტების დაკავება ზოგადად მიღებულ ნორმებს და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების სულისკვეთებას არ შეესაბამება.“რა თქმა უნდა, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ასეთი ზომები აბსოლუტურად არ შეესაბამება ზოგადად მიღებულ წესებსა და ნორმებს და რა თქმა უნდა, არ შეესაბამება რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების სულისკვეთებასა და ხასიათს”, - განაცხადა პესკოვმა „სპუტნიკ აზერბაიჯანისა“ და Ruptly-ს თანამშრომლების დაკავებაზე საუბრისას.მისი თქმით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქოს უკიდურესად ემოციურ რეაქციას პირდაპირი კომუნიკაცია ჩაანაცვლებს, რომლის დროსაც დასმულ კითხვებზე პასუხები გაეცემა.„გვჯერა, რომ ეს ემოციური, უკიდურესად ემოციური რეაქცია ჩანაცვლდება პირდაპირი კომუნიკაციით, რომლის დროსაც პასუხები გაეცემა ყველა დასმულ კითხვას“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მსოფლიო 1751372089

სპუტნიკ
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაქოში „სპუტნიკი-აზერბაიჯანის“ ოფისის 7 თანამშრომელი დააკავეს

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ („სპუტნიკ-აზერბაიჯანის“) ბაქოს ფილიალში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში შვიდი პირი დააკავეს, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის, უკანონო მეწარმეობისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციის მუხლებით აღიძრა. ორი პირი დააპატიმრეს და კიდევ ხუთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.სასამართლო გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ზიანის განზრახ მიყენების მტკიცებულებებს განიხილავს.ცნობისთვის, ორშაბათს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბაქოში, „სპუტნიკ-აზერბაიჯანის“ ოფისში ოპერაცია ჩაატარა.

მსოფლიო 1751372065

ახალი
ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება. საქმე "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" ეხება.უცნობია, დღევანდელ პროცესს დაესწრება თუ არა თავად ბრალდებული ნიკა გვარამია. ასევე უცნობია, მისცემს თუ არა ჩვენებას და ისარგებლებს თუ არა საბოლოო სიტყვის უფლებით.წინა სასამართლო სხდომაზე, რომელიც 24 ივნისს გაიმართა, მოსამართლემ მხარეები გააფრთხილა, რომ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისთვის მზად იყვნენ, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა.ცნობისთვის, ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. შესაბამისად, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა.

პოლიტიკა 1751267671

დაკავება
თბილისში მკვლელობა მოხდა - მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

თბილისში მკვლელობა მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ზ.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ივნისს, ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით - 1986 წელს დაბადებული გ.ბ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი გ.ბ. მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზ.მ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სამართალი 1751267634