1747629650 • მსოფლიო
შალვა პაპუაშვილი - აშშ-ს ახალი ადმინისტრაციისგან მოველით მხოლოდ სწორი დასკვნების გამოტანას, თუ რამ გააფუჭა ეს ურთიერთობები - ყველაფერი ხელის გულზე დევს, არაფერს არც ახსნა და არც განმარტება არ სჭირდება

[აშშ-ს] ახალი ადმინისტრაციისგან ჩვენ მოველით მხოლოდ სწორი დასკვნების გამოტანას, თუ რამ გააფუჭა ეს ურთიერთობები. ყველაფერი ხელის გულზე დევს, არაფერს არც ახსნა და არც განმარტება არ სჭირდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, მთავრობა მზადაა აშშ-თან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს.
„წინა ადმინისტრაციაზე ვამბობდი ხოლმე, რომ ურთიერთობების აღსადგენად თუ მოსაგვარებლად, მნიშვნელოვანი იყო, წინა ადმინისტრაციას საკუთარი გადაცდომები ეღიარებინა. ხშირად მითქვამს არამხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის, არამედ სხვათა მიმართაც, რომ ბოდიში მოეხადათ ქართველი ხალხისთვის, იმისთვის, რაც ქართველ ხალხს წლების განმავლობაში ზოგიერთმა ორგანიზაციამ გაუკეთა, რომ საზოგადოება გაეთიშა და ძირი გამოეთხარა დემოკრატიისთვის. წინა ადმინისტრაციას რასაც ვსაყვედურობდით, მოქმედმა ადმინისტრაციამ დაადასტურა, იმ დონეზე დაადასტურა, რომ წინა პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს სანქციები დაადო და შეუწყვიტა წვდომა ინფორმაციაზე, რომელზეც ყოფილი თანამდებობის პირებს წვდომა აქვთ ხოლმე. დაასანქცირა - ბაიდენი, ბლინკენი და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები. ახალი ადმინისტრაციისგან ჩვენ მოველით მხოლოდ სწორი დასკვნების გამოტანას, თუ რამ გააფუჭა ეს ურთიერთობები, ხელის გულზე დევს ყველაფერი, არაფერს არც ახსნა და არც განმარტება სჭირდება, თავად ახალი ადმინისტრაციის მიერ დადასტურებული არის, თუ რას სჩადიოდა საქართველოს წინააღმდეგ ამერიკის ხალხის ფულის გამოყენებით ზოგიერთი ორგანიზაცია, ამას ახლა უბრალოდ სწორი დასკვნის გამოტანა სჭირდება.
გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ტარიფებთან დაკავშირებით და დიდი ქვეყნების რეაქციები ვნახეთ, რომელთაც დიდად შეწინააღმდეგების შესაძლებლობა არ აქვთ. ჩვენ ჩვენი პოლიტიკური წუნიდან თუ ზომიდან გამომდინარე, ამ ურთიერთობების გადატვირთვის საკითხზე დიდი გავლენა არ გვაქვს. ჩვენ მზაობას ვაცხადებთ, რომ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს და დაემყაროს ნამდვილ, თანასწორ, ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემაზე დაფუძნებულ სტრატეგიულ ურთიერთობას და არა ისეთს, როგორსაც სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაცია უყურებდა საქართველოს, როგორც დაბალ ღობეს და ზოგიერთი ქვეყანა დღესაც ასე განგვიხილავს, როგორც ვატყობთ. მოველით, რომ შესაბამისი დასკვნები იქნება გამოტანილი წარსულიდან, თუ რამ გააფუჭა ეს ურთიერთობები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, გაუგებარია, მიღებულ ახალ კანონებთან დაკავშირებით როგორ საუბრობენ უცხოელი პარტნიორები იმის ფონზე, როცა ეს კანონები ჯერ ინგლისურ ენაზე ნათარგმნი არაა.
„ძალიან საინტერესოა ეს განცხადებები, რომელიც ბრიუსელიდან, თუ სხვა უწყებებიდან ვიხილეთ. ამ დღეებში, რამდენიმე საელჩომ მოიკითხა
ეს კანონები ინგლისურად გვაქვს თუ არა, ნათარგმნი არ არის ინგლისურად, თუ ინგლისურად არ აქვთ, საერთოდ რა დასკვნები გამოაქვთ საერთოდ ამ კანონთან დაკავშირებით? როგორც ჩანს, ინგლისურადაც არ აქვთ კანონი, მაგრამ დასკვნები გამოაქვთ სწორი. სამწუხაროა, რომ ასეთი წინმსწრები და არაკვალიფიციური აზრი გვესმის სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ეს არ გვაქვს ნათარგმნი. აქედან გამომდინარე, რა ენაზე კითხულობენ, რა დასკვნები გამოაქვთ ბრიუსელში და სხვაგან, არ ვიცი, როგორც ჩანს, კვლავაც NGO-ების განცხადებებს ეყრდნობიან, რომლებიც პირდაპირ, ღიად, დეზინფორმაციით და პროპაგანდით არიან დაკავებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) განხორციელებული, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების შეფასების შესახებ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტები ევროკავშირის ქვეყნებიდან, სემეკის წევრები და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები. შეხვედრა გახსნა სემეკის წევრმა და პროექტების ხელმძღვანელმა, გიორგი ფანგანმა. „სემეკში განხორციელებულ პროექტებს დადებითი შეფასება მიეცა ჩვენი უცხოელი კოლეგების მხრიდან. აღსანიშნავია, როგორც ქსელური ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიების შემუშავება, განახლებადი ენერგიის რეგულირების სტრატეგიის განვითარება, ასევე საქართველოს ენერგეტიკული ბაზარის დიგიტალიზაცია. ტვინინგ ლაითის პროექტის ფარგლებში შემუშავდა სემეკის დიგიტალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანიცაა სემეკის საქმიანობის გაუმჯობესება, ენერგეტიკული ბაზრის უფრო ეფექტიანი რეგულირების ხელშეწყობა“, - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.სემეკში განხორციელებული ტვინინგის რიგით მე-4 პროექტის - „ქსელური ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიების შემუშავების, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის რეგულირების სტრატეგიის განვითარებისა და მოთხოვნის მხარდაჭერის ჩართულობის უზრუნველსაყოფად რეგულირების ჩარჩოს შექმნის შესახებ“ პარტნიორები იყვნენ ავსტრიის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანო (E-Control) და გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტო (BNetzA). პროექტის ხანგრძლივობა იყო 27 თვე.ტვინინგ ლაითის პროექტის - „დიგიტალიზაციისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისა და დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავებაში კომისიის დახმარების შესახებ“ ხანგრძლივობა იყო 9 თვე, ხოლო განმახორციელებელი ორგანიზაცია - იტალიის ენერგეტიკული მომსახურების სამსახური (GSE).
საზოგადოება • 1747664210

ეგზიტპოლების თანახმად, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პარტიის "სამოქალაქო პლატფორმა" ლიდერი, რაფალ ტრჟასკოვსკი ხმების 30.8%-ით პირველ ადგილზეა, ხოლო მეორე ადგილს ნაციონალისტ ისტორიკოსს, კაროლ ნავროცკის კი - 29,1 პროცენტი აქვს, რაც ამ კანდიდატებს 1-ელ ივნისს მეორე ტურში გასვლის საშუალებას მისცემს.ქვეყანაში საარჩევნო კამპანია ძირითადად საგარეო პოლიტიკაზე იყო ფოკუსირებული, მათ შორის ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან პოლონეთის ურთიერთობაზე. თუმცა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სოციალურმა საკითხებმაც.ტრჟასკოვსკიმ აბორტისა და ლგბტქ უფლებების მხარდაჭერის პირობა დადო.აღსანიშნავია, რომ „კანონისა და სამართლიანობის პარტია“ (PiS), რომელიც ნავროცკის უჭერს მხარს, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული საკითხების გამო ხშირად უთანხმოებაში იყო პოლონეთის დასავლელ მოკავშირეებთან და ბრიუსელში მყოფ ევროკავშირის ინსტიტუტებთან. მან ძალაუფლება 2023 წელს დაკარგა.
მსოფლიო • 1747629768

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კიბო აქვს. ამის შესახებ მისმა ოფისმა განაცხადა. განცხადებაში აღინიშნება რომ ბაიდენს "კიბოს აგრესიული ფორმა“ აქვს.„პარასკევს მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც ხასიათდება 9 ქულით (მე-5 კლასის ჯგუფი) და ძვალში მეტასტაზებით.მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადების უფრო აგრესიულ ფორმას წარმოადგენს, კიბო, როგორც ჩანს, ჰორმონ-მგრძნობიარეა, რაც ეფექტური მართვის საშუალებას იძლევა", - აღინიშნება განცხადებაში.
მსოფლიო • 1747629718

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, აშშ-ის, იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი განიხილა, - ინფორმაციას Reuters-ი დაუნინგ სთრითის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, ლიდერებმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელი სატელეფონო საუბრის წინა დღეს, უკრაინაში მიმდინარე ომში უპირობო ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე იმსჯელეს.პრესსპიკერის თქმით, მათ ასევე განიხილეს სანქციების გამოყენების საკითხი, თუ რუსეთი სერიოზულად არ ჩაერთვება ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში.„პრეზიდენტმა პუტინმა უნდა აჩვენოს, რომ მას მშვიდობა სურს პრეზიდენტ ტრამპის მიერ შეთავაზებული და უკრაინისა და ევროპის მიერ მხარდაჭერილი 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღებით“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრის შემდეგ.Reuters-ი წერს, რომ მოლაპარაკებები მოჰყვა ლიდერების ინტენსიურ დიპლომატიას, რომელიც 10 მაისს კიევში მათი ვიზიტით დაიწყო, როდესაც ევროპის წამყვანმა სახელმწიფოებმა მხარდაჭერა გამოთქვეს უკრაინაში 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიმართ.
მსოფლიო • 1747629685

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ბუქარესტის ცენტრისტმა მერმა, ნიკუსორ დენმა გაიმარჯვა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.გამოცემის ცნობით, თითქმის ყველა საარჩევნო უბნიდან მიღებული ოფიციალური შედეგებით, დენმა ამომრჩევლების ხმების დაახლოებით 54% მიიღო, ხოლო მისმა მეტოქემ, ულტრამემარჯვენე ჯორჯ სიმიონმა - 46%.მსოფლიო ლიდერებმა ნიკუსორ დენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუმინელებმა აირჩიეს დაპირება ძლიერ ევროპაში ღია, აყვავებული რუმინეთის შესახებ.ცნობისთვის, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა. არჩევნებში მონაწილეობა 11.6 მილიონზე მეტმა რუმინელმა მიიღო.
მსოფლიო • 1747629650

თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციებია დაგეგმილი.პროტესტის 171-ე დღეს, თბილისში, აქცია ორ ლოკაციაზე გაიმართება. კერძოდ, 19:00 საათზე აქცია მოეწყობა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“, ხოლო 20:00 საათზე პარლამენტთან.რეგიონებში დაგეგმილი აქციების განრიგი ასეთია:გორი - მოქალაქეები 17:00 საათზე საკრებულოს წინ შეიკრიბებიან, ლოზუნგით: “გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!”;ახალციხე - საპროტესტო აქცია 18:00 საათზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან გაიმართება;ბათუმი - 19:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია: “სამშობლოს სამსახურში!”;ზუგდიდი- 19:00 საათზე მოქალაქეები სამხარეო ადმინისტრაციის წინ შეიკრიბებიან ლოზუნგით: “ზუგდიდი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ”;თელავი - 19:00 საათზე აქცია მერიის წინ მოეწყობა;ქუთაისი - ასევე, 19:00 საათზე, მერიის წინ გაიმართება საპროტესტო აქცია: “კი ევროპას, არა რუსეთს!”;ჩხოროწყუ - მერიის წინ, 20:00 საათზე აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან ლოზუნგით: “გაბედე პროტესტი ყოველდღე!”.
პოლიტიკა • 1747466644