1747723373 • მსოფლიო
კირ სტარმერმა, აშშ-ის, იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი განიხილა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, აშშ-ის, იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი განიხილა, - ინფორმაციას Reuters-ი დაუნინგ სთრითის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ლიდერებმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელი სატელეფონო საუბრის წინა დღეს, უკრაინაში მიმდინარე ომში უპირობო ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე იმსჯელეს.
პრესსპიკერის თქმით, მათ ასევე განიხილეს სანქციების გამოყენების საკითხი, თუ რუსეთი სერიოზულად არ ჩაერთვება ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
„პრეზიდენტმა პუტინმა უნდა აჩვენოს, რომ მას მშვიდობა სურს პრეზიდენტ ტრამპის მიერ შეთავაზებული და უკრაინისა და ევროპის მიერ მხარდაჭერილი 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღებით“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრის შემდეგ.
Reuters-ი წერს, რომ მოლაპარაკებები მოჰყვა ლიდერების ინტენსიურ დიპლომატიას, რომელიც 10 მაისს კიევში მათი ვიზიტით დაიწყო, როდესაც ევროპის წამყვანმა სახელმწიფოებმა მხარდაჭერა გამოთქვეს უკრაინაში 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიმართ.

დონალდ ტრამპს ვთხოვე, რომ უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენს გარეშე არ მიეღო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.„პუტინთან საუბრამდე ვთხოვე, რომ უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენ გარეშე არ მიეღო. ჩვენთვის ეს ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.მისი თქმით, უკრაინა თავისი ტერიტორიებიდან ჯარებს არ გაიყვანს.„ჩვენი ტერიტორიებიდან ჩვენს ჯარებს არავინ გაიყვანს. ეს ჩემი კონსტიტუციური მოვალეობაა. არანაირი ულტიმატუმები, არავინ დათმობს თავის მიწებს, თავის ხალხს, თავის სახლებს. თუ რუსეთი ჩვენი ტერიტორიებიდან ჩვენი ჯარების გაყვანის პირობებს წამოაყენებს, ეს ნიშნავს, რომ მათ ომის დასრულება არ სურთ, რადგან მათ ნათლად ესმით, რომ უკრაინა ამას არ გააკეთებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, თურქეთში, ვატიკანსა ან შვეიცარიაში უკრაინის, რუსეთის, აშშ-ის, ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების შეხვედრის ორგანიზება განიხილება.
კონფლიქტები • 1747723423

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს 60 მილიონი დოლარის დაფინანსება შეუჩერა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აშშ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური სერვისების დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.აშშ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური სერვისების დეპარტამენტის განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის 60 მილიონი დოლარის ოდენობის ფედერალური გრანტების გაცემას წყვეტს, რადგან უნივერსიტეტი კამპუსებში გამოვლენილ „ანტისემიტური შევიწროებისა და ეთნიკური დისკრიმინაციის შემთხვევებს ვერ გაუმკლავდა“.„იმის გამო, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტმა ანტისემიტური შევიწროებისა და რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევებთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება ვერ მოახდინა, დეპარტამენტი რამდენიმე მრავალწლიანი გრანტის გაცემას წყვეტს“, - ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის თითქმის 3 მილიარდი დოლარის ოდენობის ფედერალური გრანტები და კონტრაქტები გაყინა. გასულ თვეში ჰარვარდის უნივერსიტეტმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
მსოფლიო • 1747723373

საქართველოდან საფრანგეთის რესპუბლიკაში ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განხორციელებული ტრეფიკინგის დანაშაულისთვის ძებნილი პირების ექსტრადიცია განხორციელდა.ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.„აღნიშნული პირები ქართული და ფრანგული მხარის ეფექტური თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს.ექსტრადირებული პირები საფრანგეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ 2024 წლიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ. ფრანგული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ტანტრა იოგის“ საფარქვეშ მოქმედი ტრანსნაციონალური ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, რომლის მიზანს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანთა ტრეფიკინგი წარმოადგენდა, ერთ-ერთი დანაყოფის ხელმძღვანელებმა მონაწილეობა მიიღეს სულ მცირე შვიდი პირის საფრანგეთის რესპუბლიკაში გადაყვანაში და მათ სექსუალურ ექსპლუატაციაში.საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობების საფუძველზე აღნიშნული პირების საფრანგეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასაშვებად იქნა ცნობილი.2025 წლის 16 აპრილს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნული პირების საფრანგეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ძებნილი პირები სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ გადაეცა საფრანგეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს.საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოხატავს მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს სხვა ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით“,-ნათქვამია ინფორმაციაში.
სამართალი • 1747723339

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) განხორციელებული, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების შეფასების შესახებ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტები ევროკავშირის ქვეყნებიდან, სემეკის წევრები და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები. შეხვედრა გახსნა სემეკის წევრმა და პროექტების ხელმძღვანელმა, გიორგი ფანგანმა. „სემეკში განხორციელებულ პროექტებს დადებითი შეფასება მიეცა ჩვენი უცხოელი კოლეგების მხრიდან. აღსანიშნავია, როგორც ქსელური ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიების შემუშავება, განახლებადი ენერგიის რეგულირების სტრატეგიის განვითარება, ასევე საქართველოს ენერგეტიკული ბაზარის დიგიტალიზაცია. ტვინინგ ლაითის პროექტის ფარგლებში შემუშავდა სემეკის დიგიტალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანიცაა სემეკის საქმიანობის გაუმჯობესება, ენერგეტიკული ბაზრის უფრო ეფექტიანი რეგულირების ხელშეწყობა“, - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.სემეკში განხორციელებული ტვინინგის რიგით მე-4 პროექტის - „ქსელური ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიების შემუშავების, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის რეგულირების სტრატეგიის განვითარებისა და მოთხოვნის მხარდაჭერის ჩართულობის უზრუნველსაყოფად რეგულირების ჩარჩოს შექმნის შესახებ“ პარტნიორები იყვნენ ავსტრიის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანო (E-Control) და გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტო (BNetzA). პროექტის ხანგრძლივობა იყო 27 თვე.ტვინინგ ლაითის პროექტის - „დიგიტალიზაციისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისა და დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავებაში კომისიის დახმარების შესახებ“ ხანგრძლივობა იყო 9 თვე, ხოლო განმახორციელებელი ორგანიზაცია - იტალიის ენერგეტიკული მომსახურების სამსახური (GSE).
საზოგადოება • 1747664210

ეგზიტპოლების თანახმად, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პარტიის "სამოქალაქო პლატფორმა" ლიდერი, რაფალ ტრჟასკოვსკი ხმების 30.8%-ით პირველ ადგილზეა, ხოლო მეორე ადგილს ნაციონალისტ ისტორიკოსს, კაროლ ნავროცკის კი - 29,1 პროცენტი აქვს, რაც ამ კანდიდატებს 1-ელ ივნისს მეორე ტურში გასვლის საშუალებას მისცემს.ქვეყანაში საარჩევნო კამპანია ძირითადად საგარეო პოლიტიკაზე იყო ფოკუსირებული, მათ შორის ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან პოლონეთის ურთიერთობაზე. თუმცა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სოციალურმა საკითხებმაც.ტრჟასკოვსკიმ აბორტისა და ლგბტქ უფლებების მხარდაჭერის პირობა დადო.აღსანიშნავია, რომ „კანონისა და სამართლიანობის პარტია“ (PiS), რომელიც ნავროცკის უჭერს მხარს, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული საკითხების გამო ხშირად უთანხმოებაში იყო პოლონეთის დასავლელ მოკავშირეებთან და ბრიუსელში მყოფ ევროკავშირის ინსტიტუტებთან. მან ძალაუფლება 2023 წელს დაკარგა.
მსოფლიო • 1747629768

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კიბო აქვს. ამის შესახებ მისმა ოფისმა განაცხადა. განცხადებაში აღინიშნება რომ ბაიდენს "კიბოს აგრესიული ფორმა“ აქვს.„პარასკევს მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც ხასიათდება 9 ქულით (მე-5 კლასის ჯგუფი) და ძვალში მეტასტაზებით.მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადების უფრო აგრესიულ ფორმას წარმოადგენს, კიბო, როგორც ჩანს, ჰორმონ-მგრძნობიარეა, რაც ეფექტური მართვის საშუალებას იძლევა", - აღინიშნება განცხადებაში.
მსოფლიო • 1747629718