სალომე ზურაბიშვილი - ვიწყებთ მუშაობას 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნაზე

პოლიტიკა 1745494732
პრეზიდენტი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის დაგეგმვას აპირებს.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც განვიხილეთ და რომელზეც ვიწყებთ მუშაობას საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან, ეს არის 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნა, რათა ჩვენ დავგეგმოთ ჩვენი, საზოგადოების და არამხოლოდ ჩვენი პლატფორმის 26 მაისი. ეს არის ჩვენი, ყველას ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ზეიმი. იმ დროს, როცა ეს დამოუკიდებლობა არის საფრთხის ქვეშ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების გამო, მმართველი გუნდის გამო, ჩვენ უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა, დავიცვათ იქ, სადაც ყოველთვის ვზეიმობთ 26 მაისს, რუსთაველზე, ამას დავგეგმავთ ყველანი ერთად, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტების წარმომადგენლები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

უახლესი
სემ
შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების“ კორექტირებული ტარიფები ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარების ტარიფებზე არ აისახება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“, საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში, ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები დააკორექტირა.დაკორექტირებული ტარიფები ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარების ტარიფებზე არ აისახება. შესაბამისად, ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის.კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ენგურჰესისთვის“ წარმოების ელექტროენერგიის ტარიფი, 2025 წლის 1-ლი მაისიდან ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე განისაზღვრა 4.021 თეთრი/კვტსთ-ით, ხოლო ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებიდან 2027 წლის 1-ლ იანვრამდე - 2.412 თეთრი/კვტსთ-ით.შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ ელექტროენერგიის  წარმოების ტარიფი  2025 წლის 1-ლი მაისიდან ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე განისაზღვრა 5.111 თეთრი/კვტსთ-ით, ხოლო ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებიდან 2027 წლის 1-ლ იანვრამდე - 3.067 თეთრი/კვტსთ-ით.ტარიფების კორექტირების საფუძველს წარმოადგენს  „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში  შესული ცვლილებები, რომელიც გულისხმობს შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშებას, ამავე სადგურების მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობის გარეშე.შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირების მიზნით, სემეკში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარე წლის 13 მარტს დაიწყო და შესაბამისი ინფორმაცია განთავსდა სემეკის ვებგვერდზე. წარმოების ფარგლებში, დაინტერესებული პირების მიერ მოსაზრებები წარმოდგენილი არ ყოფილა. 

საზოგადოება 1745496349

ზარქუა ზოგადი
ირაკლი ზარქუა ოპოზიციას - ერთად უნდა მოგაქუჩოთ ადამიანმა, ჩაგსვათ დიდ სკივრში, რომელსაც ეწერება: „უსამშობლოები, უთავმოყვარეოები, უპრინციპოები, ლუზერები“ და ოკეანეში გადააგდოს - ეს არის თქვენი ბოლო

რანაირად ხდება ასე, რომ გუშინ და გუშინ წინ მთელი დღე აგინებდნენ, არ შევხვდებით, არ გვაინტერესებსო და დღეს თითოეული მათგანი - ბოკუჩავები, გახარიები, სამადაშვილები, ხაზარაძეები დაეწყვნენ და ერთმანეთს ასწრებდნენ [ეუთო-ს გენმდივანთან] შეხვედრას - ეს არის თქვენი მორალი, რომელიც ამორალურია, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.მისი თქმით, ოპოზიცია “ერთად უნდა მოაქუჩოს ადამიანმა, ჩასვას დიდ სკივრში, სადაც მიეწერება: “უსამშობლოები, უთავმოყვარეოები, უპრინციპოები და ლუზერები” და ოკეანეში უნდა გადააგდოს.”“ეუთო-ს გენერალური მდივანი შეხვდა ჩვენს ლიდერებს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს. ამ შეხვედრებს ეს რადიკალები უწოდებდნენ, რომ “გაუგებარი გვარის კაცი ჩამოვიდა, გაუგებარი ფუნქციით. არ შევხვდებით, არ გვაინტერესებს, ეს ლეგიტიმაცია არ არის”. ლეგიტიმაცია ჩვენ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა - მას საზღვარგარეთ არ ვეძებთ. ეს ვიზიტი კი იყო კიდევ ერთი ხაზგასმა, რომ დიახ, საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა როგორც რეგიონში, ასევე, მთელ მსოფლიოში. ამიტომ არის აქცენტები საქართველოს მიმართ. ამ კაცმა გაახმოვანა ის მიდგომები, რაც ჩვენ ვამბობდით - მშვიდობა და სტაბილურობა…დღეს რა ხდება? - რანაირად ხდება ასე, რომ გუშინ და გუშინ წინ მთელი დღე აგინებდნენ, არ შევხვდებით, არ გვაინტერესებსო და დღეს თითოეული მათგანი - ბოკუჩავები, გახარიები, სამადაშვილები, ხაზარაძეები დაეწყვნენ და ერთმანეთს ასწრებდნენ [ეუთო-ს გენმდივანთან] შეხვედრას. თავმოყვარეობა არ შემოგრჩათ ან ადამიანობის ნატამალი არ გაქვთ? რას გიშვებიან ის თქვენი პატრონები? რა ხართ, რა ჯიშის ხართ გამაგებინა რაღაც პრინციპი და ღირებულება ხომ უნდა დაიცვათ. გუშინ ამ კაცს აგინებდნენ, რაღაც ტექნიკური შეხვედრაა, რაში გვაინტერესებსო და დღეს ზოგი ცალკე ითხოვს შეხვედრას, ზოგი ერთად - ცხვირ-პირს ამტვრევენ ერთმანეთს ოღონდ შეხვდნენ. ეს არის თქვენი მორალი, რომელიც ამორალურია. ერთად უნდა მოგაქუჩოთ ადამიანმა, ჩაგსვათ დიდ სკივრში, სადაც მიეწერება: “უსამშობლოები, უთავმოყვარეოები, უპრინციპოები და ლუზერები” და ოკეანეში უნდა გადააგდო. ეს არის თქვენი ბოლო და ამას გააკეთებს ადგილობრივ არჩევნებზე ქართული საზოგადოებაც”, - განაცხადა ზარქუამ.ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრა გამართეს.კერძოდ, შეხვედრას ერთობლივად ესწრებოდნენ „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. რაც შეეხება პარტიას - „გახარია საქართველოსთვის“, არსებული ინფორმაციით, მისმა წარმომადგენლებმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრა მანამდე გამართეს.ამასთან, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრას არ აპირებენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები. ამის შესახებ მათ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ „რეჟიმის დამარცხებისთვისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის, სიცხადე და თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანია“.

პოლიტიკა 1745495683

ნაციონალური მოძრაობა
თინა ბოკუჩავა - ვშიშობ, ბიძინა ივანიშვილს კიდევ უფრო დიდი შეშფოთება და იმედგაცრუება ელის საფრანგეთისგან - გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ სანქციების საკითხი განიხილება

ბიძინა ივანიშვილს, ვშიშობ, კიდევ უფრო დიდი შეშფოთება და იმედგაცრუება ელის საფრანგეთისგან, ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ სანქციების საკითხი განიხილება,- ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.რაც შეეხება ინფორმაციას, რომ საფრანგეთის საელჩომ არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომლის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები ირაკლი ხვადაგიანი და გიორგი კანდელაკი არიან, გრანტი გასცა, ბოკუჩავამ განაცხადა, რომ საფრანგეთს გამჭვირვალობის თაობაზე თავისი წესები აქვს ნებისმიერ გრანტთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი გასცემენ, რათა „მხარი დაუჭირონ და ხელი შეუწყონ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას“.„ბიძინა ივანიშვილი, თუ ამით ძალიან შეშფოთებული და იმედგაცრუებულია, ვშიშობ, მას კიდევ უფრო დიდი შეშფოთება და იმედგაცრუება ელის საფრანგეთისგან, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ განიხილება სანქციების საკითხი მის წინააღმდეგ, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ ბატონი ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე და შესაბამისად, საფრანგეთი განსაკუთრებით ინტერესდება, როდესაც მისი მოქალაქეები მოქმედებენ საფრანგეთის, დასავლეთის ინტერესების წინააღმდეგ და ხელს უწყობენ რუსული გავლენების გაძლიერებას ევროპული ცივილიზაციის ინტერესების საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.გარდა ამისა, მან ისაუბრა მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ შექმნილი „წინააღმდეგობის პლატფორმის“ შესახებ.„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ფორმატს, იცით, რომ 31 მარტის აქციის შემდეგ, სადაც არსებობდა ძალიან მაღალი მოლოდინი მისი მხრიდან რაიმე კონკრეტული განაცხადის შესახებ, რამაც ჩემი აზრით, ხალხში საკმაოდ დიდი იმედგაცრუება გამოიწვია, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ საკითხების აუცილებლობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე სიტუაციურად დაგვეტოვებინა თანამშრომლობის შესაძლებლობა. თუმცა, ვხედავთ, რომ ამ დრომდე ასეთია აუცილებლობა არ დამდგარა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას, განსაკუთრებით საგარეო ფრონტზე და იმ საკითხებზე,რომელიც შეეხება საქართველოს დემოკრატიული ძალების პოზიციონირებას ქართველი ხალის სახელით საგარეო მიმართულებით“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

პოლიტიკა 1745494795

ოცნება
გია ვოლსკი რუსეთსა და აფხაზეთს შორის ფრენებზე - ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი ფრენები საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციის სტანდარტს არ შეესაბამება - უკანონობას სჩადის ძალის მქონე ოკუპანტი, რომელსაც წინა ხელისუფლებამ აქ ყოფნა დაუკანონა

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი ფრენების განხორციელება არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელიც საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციას გააჩნია. ეს კანონის ფარგლებში არ ჯდება. უკანონობას ჩადის ძალის მქონე ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე არსებულმა ხელისუფლებამ მოიწვია და აქ ყოფნა დაუკანონა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც რუსეთში აფხაზეთის ე.წ. ელჩის, ალხას კვიცინიას განცხადებას გამოეხმაურა.მისი თქმით, “ადრე თუ გვიან აფხაზეთი საქართველოს ნაწილი არა მხოლოდ დე-იურედ, არამედ დე-ფაქტოდ იქნება და ამის შემდეგ ფრენების საკითხიც შეიძლება იქნეს ოფიციალურად განხილული”.“მას შემდეგ, რაც სააკაშვილის მთავრობამ აბსოლუტურად გამიზნულად თქვა, რომ საქართველო რუსეთთან დაპირისპირებაში დამნაშავეა და შემდეგ უკვე განაცხადა, რომ ამ ყველაფერს ისეთი შედეგი უნდა მოჰყოლოდა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს დაუპირისპირდებოდა და ამაში მოულოდნელი არაფერია; დღესასწაული გამოაცხადა, როდესაც საერთაშორისო დონეზე უარი თქვა აფხაზეთის და თუნდაც ცხინვალის რეგიონის სტატუსის განხილვაზე, როდესაც დაიჩემა, რომ თითქოს, მან გადაუღობა რუსეთის არმიას გზა, რომელიც თბილისისკენ მოემართებოდა; როდესაც მიატოვა სამხედროები, ცხედრები, ცოცხლები თუ გმირულად დაღუპულები - ამის შემდეგ როგორ შეიძლება მორალურად ვინმეს იმისი უფლება ჰქონდეს, რომ ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულოს. პირიქით, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო დონეზე რამდენიმე სასამართლო მოიგო. დამტკიცებულია, რომ ეს ტერიტორია ოკუპირებულია. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი ფრენების განხორციელება არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელიც საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციას გააჩნია. ეს კანონის ფარგლებში არ ჯდება. უკანონობას ჩადის ძალის მქონე ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე არსებულმა ხელისუფლებამ მოიწვია და აქ ყოფნა დაუკანონა. ეს არის მოცემული სურათი, რაც ძალიან ცუდია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. ადრე თუ გვიან აფხაზეთი საქართველოს ნაწილი არა მხოლოდ დე-იურე, არამედ დე-ფაქტო იქნება, შემდეგ ფრენების საკითხიც შეიძლება იქნეს ოფიციალურად განხილული”,- განაცხადა ვოლსკიმ.ცნობისთვის, რუსეთში აფხაზეთის ე.წ. ელჩმა, ალხას კვიცინიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართული მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლა ოფიციალურად 1-ელი მაისიდან დაიწყება.

პოლიტიკა 1745494761

ოპოზიცია
ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, რატომ ამბობს „კოალიცია ცვლილებისთვის“ უარს ეუთო-ს გენარალურ მდივანთან შეხვედრაზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განმარტა, თუ რატომ არ აპირებენ ეუთო-ს გენერალურ მდივან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრას.როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეუთო-ს გენერალურ მდივნის მხრიდან არაფერი თქმულა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე.ჯაფარიძის თქმით, ეს ვიზიტი შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოში მოვალეობის მოხდის მიზნით ჩამოვიდა.„მიზეზი იგივე იყო, რაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ჩამოსვლის დროს. ეს ვიზიტი ჩვენთან შეთანხმებული არ იყო, არც ვიცოდით, რომ ჩამოდიოდა. ჩამოსვლისას შეხვედრები ჰქონდათ რეჟიმის წარმომადგენლებთან, მათ შორის ყაველაშვილთან. დაგვიკავშირდნენ და გადაწყვიტეს, რომ ჩვენთან გასაუბრება უნდოდათ. ყველასთვის ცნობილია, რომ ასეთი ტიპის ვიზიტებს რეჟიმი საკუთარი ლეგიტიმაციისთვის იყენებს, ვითომ ლეგიტიმურები ვართ, პრობლემა არ გვაქვს დასავლეთთან ურთიერთობაში, ყველაფერი დალაგებულია და არავითარი პრობლემა არ არისო. ამიტომ, ასეთი ვიზიტები არ უნდა იგეგმებოდეს, მათ შორის სხვა ოპოზიციურ მოთამაშეებთან შეუთანხმებლად. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ევროპიდან იქნება თუ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ვინც საქართველოში ჩამოდის, ასეთ ვიზიტს უნდა ჰქონდეს ცხადი მიზანი, რისთვის ჩამოდის. ეუთო რომ ხარ, პირველ რიგში იმით უნდა დაიწყო, რომ შეხვდე პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს, უნდა მოახერხო, რომ შეხვიდე საპატიმრო დაწესებულებებში და ნახო ადამიანები, რომლებიც დაპატიმრებული არიან. უნდა შეხვდე იმ ადამიანებს, რომლებიც დეკემბრის დასაწყისში ქუჩაში აწამეს და ასე შემდეგ. არაფერი ასეთი არ მოხდა. ეს ვიზიტი შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მოვალეობის მოხდის მიზნით ჩამოვიდა. პრესკონფერენცია ჰქონდა, სადაც არაფერი ილაპარაკა იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანაში არის. ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია და არცერთი სიტყვა ამაზე არ თქმულა“,- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ. ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები აცხადებენ, რომ მისი წარმომადგენლები ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრას არ აპირებენ. როგორც პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „რეჟიმის დამარცხებისთვისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის, სიცხადე და თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანია“.

პოლიტიკა 1745484987

რუს
სერგეი შოუგუ - რუსეთი დასავლეთის მიერ აგრესიის შემთხვევაში ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას იტოვებს

რუსეთი დასავლეთის მიერ აგრესიის შემთხვევაში ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას იტოვებს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.„რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნები არამეგობრულ ქმედებებს განახორციელებენ, რომლებიც საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენი ქვეყანა ასეთი ქმედებების აღსაკვეთად და მათი განმეორების თავიდან ასაცილებლად სიმეტრიული და ასიმეტრიული ზომების მიღებას ლეგიტიმურად მიიჩნევს“, - განაცხადა სერგეი შოიგუმ.მისი თქმით, რუსეთი „ევროპის ქვეყნების სამხედრო მომზადებას ყურადღებით აკვირდება“.„2024 წლის ნოემბერში „ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლებში“ ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც რუსეთი იტოვებს უფლებას გამოიყენოს ბირთვული იარაღი მისი ან ბელარუსის რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, მათ შორის ჩვეულებრივი ტიპის იარაღის გამოყენებითაც კი“, - აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.

კონფლიქტები 1745484943