პეტრე ცისკარიშვილი - თუ არჩევნებს გააყალბებენ, მოხვდებათ ცხვირში, რამდენად თავხედურადაც გააყალბებენ, იმდენად მწარედ - იქნება გეგმაც და მოქმედებაც, მათ შორის ქუჩაც, აბა, სახლებში ხომ არ დავსხდებით და ვუყურებთ?!

პოლიტიკა 1728021835
ოპოზიცია

დაველოდოთ მოვლენებს, არჩევნებს თუ გააყალბებენ, მოხვდებათ ცხვირში. რამდენად თავხედურადაც გააყალბებენ, იმდენად მწარედ მოხვდებათ ცხვირში, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ხელისუფლება არჩევნებს ვერ „მოიპარავს“, რადგან ოპოზიცია იქნება გაცილებით უფრო ორგანიზებული.

„არავის არ შერჩენია არჩევნების მოპარვა. საზოგადოებისთვის არჩევანის წართმევა. შეიძლება ზოგიერთ ქვეყანაში შერჩათ, მაგალითად როგორიც არის ბელარუსი, მაგრამ იქ პრაქტიკულად პოლიტიკური ორგანიზაციები, პარტიები არც კი არსებობდნენ, რუსეთი ჩამოიყვანა, პუტინი დაიხმარა და გადაირჩინა თავი ლუკაშენკომ, მაგრამ აქ ვერც პუტინს ჩამოიყვანენ და ვერც თავს გადაირჩენენ იმიტომ, რომ გაცილებით უფრო ორგანიზებული ვიქნებით და არავის არ მოვაპარვინებთ იმ არჩევნებს, რომლის მიტაცებასაც ცდილობენ.

მოქმედების გეგმას ნახავთ მას შემდეგ, რაც დადასტურდება არჩევნების მოპარვის მცდელობა. შემდეგ იქნება გეგმაც და მოქმედებაც. არაფერი გეგმა მაგას არ უნდა, პირდაპირ უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე. მათ შორის ქუჩაც, აბა, სახლებში ხომ არ დავსხდებით, ვუყურებთ და დაველოდებით, იქნებ და კალანდარიშვილი გასხივოსნდეს, აზრი შეიცვალოს და რეალური ციფრები დაწეროს. ვერ დაველოდებით, უნდა ვიმოქმედოთ“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ვექტორი ნელ-ნელა ჩრდილოეთისკენ შეაბრუნა, რასაც „რევოლუციურ შემობრუნება სჭირდება“.

„ჩვენ ვემზადებით რევოლუციისთვის ეკონომიკაში, სოციალურ სფეროში, ჯანდაცვაში, განათლებაში და რევოლუციისთვის ვექტორის შემოსაბრუნებლად. მთავარია, რომ ვექტორი ნელ-ნელა ჩრდილოეთისკენ შეაბრუნა „ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ, რომ ასე აწყობთ გეოპოლიტიკურად, ღირებულებებით, ფასეულობებით, სამეგობროთი. ხედავენ, რომ რუსეთის ორბიტაზე მყოფი ქვეყნები ხელისუფლებას ინარჩუნებენ ათწლეულობით, შეიძლება დინასტიებითაც კი გადასცენ ოჯახის წევრებს. ეს ძალიან მოსწონთ და ამ ღირებულებებს ცდილობენ, რომ შეაჩვიონ ქართველი ხალხი, რასაც ნამდვილად ვერ შეძლებენ. ამას სჭირდება რევოლუციური შემობრუნება და წასვლა დემოკრატიისკენ და ევროპისკენ, ევროკავშირისკენ“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

რაც შეეხება საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებებს, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ამით აშშ-ის საელჩო სიმართლეს ეუბნება ქართველ ამომრჩეველსაც და ამერიკელ ხალხსაც.

„ძალიან პრაგმატული გათვლა აქვთ და საქმიანად უყურებენ ყველაფერს ჩვენი ამერიკელი კოლეგები. მათთვის საქართველო არის მეგობარი ქვეყანა, სტრატეგიული პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც ეყრდნობოდნენ ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო საუბარი თავისუფალ ვაჭრობაზე და უვიზო მიმოსვლაზე აშშ-სა და საქართველოს შორის. „ქოციანობა“ რომ არ დამდგარიყო, გვჯერა, რომ უვიზო მიმოსვლა უკვე გვექნებოდა.

ახლა ისინი უყურებენ რეალობას, რომ მეგობარი ფაქტობრივად ხელიდან ეცლებათ იმიტომ, რომ ხალხი არის მათ მხარეს, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარეს, მაგრამ თავზე მოაჯდა მმართველი კლანი, ჯგუფი რუსი ოლიგარქის ხელმძღვანელობით, რომელიც ქვეყანას მეორე მიმართულებით ექაჩება, ხოლო ამერიკას ლანძღავს, აგინებს და გლობალური ომის პარტიას უწოდებს და თავი არ დაიცვან? როგორც მინიმუმ სიტყვით ეუბნებიან სიმართლეს ამომრჩეველსაც, საკუთარ ხალხსაც ამერიკაში“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

უახლესი
დაკაგული
ოჯახი ბუხუტი (ვაჟა) გორგაძეს ეძებს - ხანდაზმული კაცი დელისი მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა

ოჯახი ბუხუტი (ვაჟა) გორგაძეს ეძებს. ხანდაზმული კაცი დელისი მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბუხუტი გორგაძე 4 ოქტომბერს დღის 1 საათზე გავიდა სახლიდან. ოჯახის ინფორმაციით მას მახსოვრობის პრობლემა აქვს."გავიდა ისე, რომ არ წაუღია არც მობილური და არც საფულე. აცვია რუხი სვიტრი და უსახელო ნაქსოვი მოსაცმელი. სახლის რუხი, ბაიკის სპორტული შარვალი. ფეხზე ეცვა სახლის რუხი ნაჭრის ჩუსტები და არ აცვია წინდები.არანაირი ვარაუდი, სად შეიძლება იყოს, არ გვაქვს. ყველგან შეიძლება იყოს. თუ დაინახეთ მსგავსი ადამიანი, შეაჩერეთ  და დარეკეთ სასწრაფოში, პოლიციაში ან ჩვენთან; ჩემი ნომერია: 599390495," - წერს მისი შვილი ნათია გორგაძე.

ფეისბუქ ამბები 1728115710

კადიროვ
რამზან კადიროვის შვილი რუსეთის რეკორდების წიგნში შევიდა

ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის ვაჟი, ადამ კადიროვი, რუსეთის რეკორდების წიგნში შევიდა. ის რუსეთის შემადგენელი  სუბიექტის უსაფრთხოების სამსახურის ყველაზე ახალგაზრდა უფროსად დასახელდა, მან ეს პოსტი 15 წლის ასაკში დაიკავა.დაჯილდოება გროზნოში MMA მატჩის დროს შედგა, ჯილდო ადამ კადიროვს რუსეთის რეკორდების წიგნის მთავარმა რედაქტორმა სტანისლავ კონენკომ გადასცა.გარდა ამისა, ადამ კადიროვმა მიიღო მედალი რუსული რეკორდების წიგნის პოპულარიზაციისთვის. კონენკომ არ დააკონკრეტა რა გააკეთა მან წიგნის პოპულარიზაციისთვის.

მსოფლიო 1728115604

დეკანოძე პარლამენტი
ხატია დეკანოიძე - თუ პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, მათთვის სერიოზული სუსხი წამოვა ქართველი ხალხისგან და დასავლეთისგან - ნებისმიერი კვლევა აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება

თუ ივანიშვილი და პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, ძალიან სერიოზული სუსხი წამოვა მათთვის ქართველი ხალხისგან და ასევე ძალიან სერიოზული სუსხი წამოვა დასავლეთისგან, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.მისი თქმით, ქართველი ხალხის ნების გაყალბების შემთხვევაში ოპოზიცია რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის გვერდით იქნება.„დიდი ფინანსური სანქციების პაკეტი, რომელიც ივანიშვილზეა, ეს პაკეტი არსებობს და რა თქმა უნდა, თუ ეს ადამიანი გადაწყვეტს, რომ ქართველებით და ქართველი ხალხის ბედით იჟონგლიოროს, ეს იქნება ძალიან სერიოზული დარტყმა მის ფინანსურ რესურსზე“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.რაც შეეხება Edison Research-ის ბოლო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება.„ნებისმიერი კვლევა, რომელიც აქამდე გამოქვეყნებულა, აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება. რა თქმა უნდა, ცდომილება ყველა კვლევაში არის, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ოპოზიციურ ფრონტზე არსებობს სამი კოალიცია და კიდევ ცალკე გახარიას პარტია. ყველას აქვს ძალიან დიდი შანსი, რომ მოიპოვოს ხმების ის რაოდენობა, რომელიც ერთად შეძლებს კოალიციური მთავრობის შექმნას საქართველოს პარლამენტში. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნება“ უნდა დამარცხდეს და ეს დამარცხება არის გარდაუვალი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პოლიტიკა 1728115439

აშშ
დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელმა ირანის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, მის ბირთვული ობიექტებს უნდა დაარტყას

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელმა ირანის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, მის ბირთვული ობიექტებს უნდა დაარტყას. ამის შესახებ მან ჩრდილოეთ კაროლინის შტატში ამომრჩევლებთან შეხვედრისას ისაუბრა, სადაც ირანთან დაკავშირებით პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოზიციასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.„ბაიდენს ჰკითხეს, რას ფიქრობს ირანზე და დაარტყამდა თუ არა მას? მან დაიწყო: „ვიდრე ისინი არ დაარტყამენ ბირთვულ ობიექტებს…“. ვფიქრობ, ის ცდება. სწორედ მას უნდა დაარტყა. უდიდესი რისკია ბირთვული შეიარაღება, ბირთვული იარაღის ძალა. მას როდესაც ეს კითხვა დაუსვეს, პასუხი უნდა ყოფილიყო, პირველ რიგში, ბირთვული ობიექტები და დანარჩენზე მერე ვიზრუნოთ“, – განაცხადა ტრამპმა.

მსოფლიო 1728115386

ჰაიტი
Reuters - ჰაიტიში, შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად, 70 ადამიანი დაიღუპა

ჰაიტიში, შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად, 70 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.Reuters-ის ცნობით, შეიარაღებული დაჯგუფების წევრები ქალაქ პონტ-სონდეში შეიჭრნენ და სულ მცირე, 70 ადამიანი მოკლეს, ხოლო 6000-ზე მეტმა ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დატოვა.თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „გრან გრიფის“ ლიდერმა, ლაქსონ ელანმა აიღო და განაცხადა, რომ ეს მშვიდობიან მოსახლეობაზე შურისძიება იყო, რადგან ისინი არაფერს აკეთებდნენ, როცა პოლიცია მისი დაჯგუფების წევრებს ებრძოდა.„დაუცველი ქალების, მამაკაცებისა და ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი ეს საშინელი დანაშაული არა მხოლოდ დაზარალებულებზე თავდასხმა, არამედ მთლიანად ჰაიტელ ხალხზე თავდასხმაა“, - განაცხადა ჰაიტის პრემიერ-მინისტრმა, გარი კონილმა.

მსოფლიო 1728115291

აშშ
ვოლოდიმირ ზელენსკი - „რამშტაინის“ შეხვედრაზე მოკავშირეებს „გამარჯვების გეგმას“ წარვუდგენთ

„რამშტაინის“ შეხვედრაზე მოკავშირეებს „გამარჯვების გეგმას“ წარვუდგენთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.„ჩვენ „გამარჯვების გეგმას“ წარვადგენთ, ომის სამართლიანი დასრულებისკენ მკაფიო და კონკრეტულ ნაბიჯებს. ჩვენი პარტნიორების სიმტკიცე და უკრაინის გაძლიერება არის ის, რასაც რუსული აგრესიის შეჩერება შეუძლია“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის 25-ე შეხვედრა 12 ოქტომბერს გაიმართება და იგი ლიდერების დონეზე პირველად ჩატარდება. შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გაუძღვება.

მსოფლიო 1728115247