პარლამენტმა გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარდგენისა და თანამდებობაზე განწესების წესებში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პოლიტიკა 1749642878
პარ

პარლამენტმა გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარდგენისა და თანამდებობაზე განწესების წესებში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

83-ხმით, ერთხმად მიიღეს პროექტი, რომლის თანახმად, გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და სამართლის დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციები საჭირო აღარ იქნება. გენერალური პროკურორობის კანდიდატს საპროკურორო საბჭოს წევრები დაასახელებენ, ხოლო დასახელების უფლება საბჭო თითოეულ წევრს ექნება.

„პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებული პროცესი ერთი კვირის ვადაში დასრულდება.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, საპროკურორო საბჭოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილებაა, გენერალური პროკურორობის კანდიდატი წარადგინოს, მაგრამ კონსტიტუციაზე დაბალი იერარქიის კანონით გათვალისწინებულია სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების თუ აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთთვიანი კონსულტაციის გამართვა, ამის შემდეგ, სამი კანდიდატურის შერჩევა და ხმათა ორი მესამედის მოპოვების შემთხვევაში, კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა. მისი თქმით, გამოწვევა სწორედ ამ პროცედურაში მდგომარეობს.

„კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებაში ჩართული არიან სხვა პირები, რაც არ არის მიზანშეწონილი. ამიტომ გთავაზობთ, რომ საპროკურორო საბჭომ საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება ამ პირების ჩარევის გარეშე განახორციელოს და გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატის დასახელების უფლება საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს ჰქონდეს.

კანდიდატებს საპროკურორო საბჭო მოუსმენს. კენჭისყრა ღია წესით გაიმართება და ვინც სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერას მიიღებს ისე, რომ სხვა კანდიდატზე მეტი ხმათა რაოდენობა მოიპოვოს, საქართველოს პარლამენტში მისი წარდგენა მოხდება“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კანონპროექტის ინიციატორი არიან პარლამენტის წევრები: - არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.

უახლესი
ავიაკატასტროფა
მედია - ინდოეთში ავიაკატასტროფის დროს ერთი მგზავრი გადარჩა

ინდოეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, ერთი მგზავრი გადარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.აჰმედაბადის პოლიციის კომისრის თქმით, “ბოინგ 787”-ის ჩამოვარდნის შემდეგ ერთი ადამიანია გადარჩენილი, რომელიც “კლინიკაშია და სამედიცინო დახმარებას გაუწევენ”.წინასწარი ცნობებით, გადარჩენილი მგზავრი ბრიტანეთის მოქალაქე ვიშვაშ კუმარ რამეშია. ინდური მედიის ცნობით, ისინი ვიშვაშს კლინიკაში ესაუბრნენ და მან მათ ჩასხდომის ბარათი აჩვენა, რომელზეც მისი სახელი და თვითმფრინავში ადგილის ნომერი ჩანდა.შეგახსენებთ, ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავი Boeing 787-8 დღეს ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე, სულ 242 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 230 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი. მგზავრებს შორის 169 ინდოეთის მოქალაქე, 53 დიდი ბრიტანეთის, 7 პორტუგალიისა და ერთი კანადის მოქალაქე იყო. სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ლონდონის გატვიკის აეროპორტში მიფრინავდა, სამოქალაქო ზონაში ჩამოვარდა და სტუდენტების საერთო საცხოვრებელს შეეჯახა.

მსოფლიო 1749751333

ლელო
მამუკა ხაზარაძე - რეჟიმის მსახურმა სასამართლომ მათეს თავი საჩვენებლად მიართვა უსამშობლო პატრონს! - ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება ივანიშვილის კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომაა!

მათე დღეს ყველა ჩვენგანის შვილია - შეუპოვრობის, თავდადების და ძლიერი სულის სიმბოლოა, -ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძისთვის თავისუფლების 4 წლითა და 6 თვით აღკვეთას.ხაზარაძე დევიძეს მოუწოდეს, არ გატყდეს - „თავისუფლებისთვის ბრძოლა ყველას არ შეუძლია“.„რეჟიმის მსახურმა სასამართლომ დღეს მათეს თავი საჩვენებლად მიართვა უსამშობლო პატრონს!ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება ივანიშვილის კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომაა!მათე დღეს ყველა ჩვენგანის შვილია - შეუპოვრობის, თავდადების და ძლიერი სულის სიმბოლოა.მაგარო ბიჭო, არ გატყდე! თავისუფლებისთვის ბრძოლა ყველას არ შეუძლია!შენს გვერდით გვიგულე!“,- წერს ხაზარაძე.შეგახსენებთ, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.მათე დევიძის საქმეში დაზარალებულის სტატუსი სამ პოლიციელს - ბიძინა ჟამერაშვილს, ლევან კოდალაშვილს და გიორგი ესტატიშვილს აქვს. კერძოდ კი, პროკურატურის მტკიცებით, მათ ბრალდებულმა დროშის ტარი ჩაარტყა.ცნობისთვის, მათე დევიძე 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს. მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

პოლიტიკა 1749751288

აშშ
დონალდ ტრამპი - ძალიან იმედგაცრუებული ვარ რუსეთით, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ უკრაინითაც, ვფიქრობ, შეთანხმებების მიღწევა შეიძლებოდა

ძალიან იმედგაცრუებული ვარ რუსეთით, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ ასევე უკრაინითაც. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.ტრამპის თქმით, შეთანხმების მიღწევა შეიძლებოდა.“ძალიან იმედგაცრუებული ვარ რუსეთით, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ, ასევე, უკრაინითაც, ვინაიდან, ვფიქრობ, შეთანხმებების მიღწევა შეიძლებოდა. ყოველ კვირა 5-6 000 ადამიანს ვკარგავთ, ძირითადად ჯარისკაცებს, მაგრამ ქალაქებში მცხოვრებ ხალხსაც, ვინაიდან, მათ კვლავ რაკეტები ხვდებათ. როგორია, შენობაში ცხოვრება, როცა საღამოს რაკეტას აქვს შენობაში მოხვედრის დიდი შანსი. ეს საშინელებაა, საშინელება უნდა იყოს ასე ცხოვრება. გვესმის, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ, რომ ეს მიღწეული არ არის”, - განაცხადა ტრამპმა.

კონფლიქტები 1749751228

აქცია
მათე დევიძისთვის პატიმრობის მისჯის შემდეგ მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილებმა თსუ-ს მიმდებარედ გადაინაცვლეს და ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს

მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მსვლელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.მელიქიშვილის გამზირის შემდეგ მოქალაქეებმა ჭავჭავაძის გამზირიც გადაკეტეს.აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ მსჯავრდებულ მათე დევიძეს და აქციების დროს დაკავებულ სხვა მოქალაქეებს.აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “ძირს ივანიშვილის რეჟიმი, ძირს უსამართლო სასამართლო”.ამასთან, აქციის მონაწილეებმა ერთობლივად შეასრულეს საქართველოს ეროვნული ჰიმნი.ინფორმაციისთვის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პოლიტიკა 1749751166

ლელო
ბადრი ჯაფარიძე - მათე დევიძე არის თავისუფლებისთვის, სიმართლისა და ადამიანური ღირსებისთვის ბრძოლის სიმბოლო - მისმა გაუტეხლობამ კი ის სინათლე შემოიტანა ქართულ საზოგადოებაში, რომელსაც საკნის კედლები ვერ დააბნელებს!

მათე დღეს არის თავისუფლებისთვის, სიმართლისა და ადამიანური ღირსებისთვის ბრძოლის სიმბოლო. მისმა გაუტეხლობამ კი ის სინათლე შემოიტანა ქართულ საზოგადოებაში, რომელსაც საკნის კედლები ვერ დააბნელებს! , - ასე გამოეხმაურა “ლელო - ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მათე დევიძის მიმართ გამოტანილ განაჩენს.როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, “ქართული ოცნება” ამ „სისასტიკით ვერ გატეხს“ ქართველი ახალგაზრდებისა და ქართული საზოგადოების შეუდრეკელ სულს!“თავისუფლება მათეს დევიძეს!თავისუფლებისთვის მებრძოლი 21 წლის მათე დევიძე დღეს აღარ არის მხოლოდ ახალგაზრდა, რომელსაც უსამართლოდ მიუსაჯეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა, არამედ ის არის უსამართლო რეჟიმის მიერ სამაგალითოდ დასჯილი, ავტორიტარიზმთან შეურიგებელი ახალგაზრდა თაობის გამორჩეული წარმომადგენელი!ეს სრულიად შეუფერებელი სასჯელი, თავისი სიმკაცრით კიდევ ერთხელ აჩვენებს საზოგადოებას ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ „ქართული ოცნება“ ფეხქვეშ თელავს კანონს და თავის სასამართლოს იყენებს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფალი მომავლის მხარდამჭერი, გულანთებული პროტესტანტების დასაშინებლად.თუმცა, ამ ბრუტალურობით, ამ სისასტიკით “ქართული ოცნება” ვერ გატეხს ქართველი ახალგაზრდებისა და ქართული საზოგადოების შეუდრეკელ სულს!მათე დღეს არის თავისუფლებისთვის, სიმართლისა და ადამიანური ღირსებისთვის ბრძოლის სიმბოლო. მისმა გაუტეხლობამ კი ის სინათლე შემოიტანა ქართულ საზოგადოებაში, რომელსაც საკნის კედლები ვერ დააბნელებს!” , - წერს ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

პოლიტიკა 1749751131

ახალი
ნიკა გვარამია პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე სასამართლოში მისვლას არ აპირებს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამია, 13 ივნისს არ აპირებს სასამართლოში გამოცხადებას. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსხურში დაუდასტურეს.პროცესი 13 ივნისს, 11:00 საათზე არის ჩანიშნული.ცნობისთვის, ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.ნიკა გვარამიას გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, რომელსაც ვადა 7 ივნისს ამოეწურა. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკოსის პოზიცია საჯაროდაა ცნობილი, ის გირაოს გადახდას არ აპირებს.

პოლიტიკა 1749751109