1749813308 • კონფლიქტები
მათე დევიძისთვის პატიმრობის მისჯის შემდეგ მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილებმა თსუ-ს მიმდებარედ გადაინაცვლეს და ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს

მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მსვლელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.
მელიქიშვილის გამზირის შემდეგ მოქალაქეებმა ჭავჭავაძის გამზირიც გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ მსჯავრდებულ მათე დევიძეს და აქციების დროს დაკავებულ სხვა მოქალაქეებს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “ძირს ივანიშვილის რეჟიმი, ძირს უსამართლო სასამართლო”.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა ერთობლივად შეასრულეს საქართველოს ეროვნული ჰიმნი.
ინფორმაციისთვის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ეს ადამიანები დღეს ბრძოლაში არიან - შეიძლება ტექნიკურად დაპატიმრებული იყვნენ, მაგრამ ბრძოლაში გამარჯვებულები არიან: გვარამიაც, ჯაფარიძეც, მელიაც და ოქრუაშვილიც, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, აღნიშნული ბრძოლა დისკომფორტზე გადის.„შეიძლება ტექნიკურად ხელბორკილები დაადონ, მაგრამ სინამდვილეში სწორედ, ირაკლი ოქრუაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ნიკა მელიამ, ნიკა გვარამიამ აიძულეს სისტემა და სისტემამ ისინი ვერ გატეხა. იმიტომ, რომ არაფრის ფასად ისინი არ თანამშრომლობენ, ამ სისტემას არ აღიარებენ. ეს არის ბრძოლა.ეს ადამიანები დღეს ბრძოლაში არიან. შეიძლება ტექნიკურად დაპატიმრებული იყვნენ, მაგრამ ბრძოლაში გამარჯვებულია: გვარამიაც, ჯაფარიძეც, მელიაც და ოქროაშვილიც. ამიტომ დიახ, ეს ბრძოლა დისკომფორტზე გადის. დისკომფორტზე - უამრავი ადამიანი სცემეს, უამრავი ახალგაზრდა დაპატიმრებულია. გუშინ მათეს ამბავმაც ბევრს გული მოუკლა, მაგრამ სხვანაირად, დისკომფორტის გარეშე ასეთ რეჟიმებს ვერ მოერევიან და აუცილებლად, მოვერევით, მათ შორის ნიკას ხათრით”, - განაცხადა ხოშტარიამ.ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია დააკავეს. გვარამიას სამართალდამცავებმა ხელბორკილები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაადეს, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თავად მივიდა.იქამდე, გვარამიამ, რუსთავის საპატიმროსთან მისვლის შემდეგ 112-ში დარეკა და პატრული თავად გამოიძახა. თავის მხრივ, როგორც ადგილზე მისულმა პატრულის თანამშრომლებმა განაცხადეს, გვარამიას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია „შესაბამის სამსახურს გადასცეს“.დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ ნიკა გვარამიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, 30 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვა. პროკურატურის მოთხოვნა მოსამართლემ დააკმაყოფილა და გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადდა.შეგახსენებთ იმასაც, რომ ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა. მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა.
პოლიტიკა • 1749813346

მე ირანს შეთანხმების მიღწევის შანსი მივეცი, ვუთხარი : „უბრალოდ გააკეთეთ ეს“, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერ შეეცადნენ, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ახლოს იყვნენ, უბრალოდ ვერ შეძლეს ამის გაკეთება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Thruth Social-ზე წერს.„მე ვუთხარი მათ, რომ ეს გაცილებით უარესი იქნებოდა, ვიდრე ყველაფერი, რაც აქამდე იცოდნენ, ელოდნენ ან მათთვის უთქვამთ, ვუთხარი, რომ შეერთებული შტატები მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე ლეტალურ სამხედრო აღჭურვილობას აწარმოებს და რომ ისრაელს ბევრი მათგანი აქვს და კიდევ მეტი ექნება და მათ იციან, როგორ გამოიყენონ ის. ზოგიერთი ირანელი მკაცრი ხაზის წარმომადგენელი გაბედულად საუბრობდა, მაგრამ არ იცოდნენ, რა მოხდებოდა. ახლა ყველა მკვდარია“, - წერს ტრამპი.მისი თქმით, ჯერ კიდევ არსებობს შანსი ხოცვა-ჟლეტა და თავდასხმები დასრულდეს.„უკვე მოხდა დიდი სიკვდილიანობა და ნგრევა, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს ხოცვა-ჟლეტა დასრულდეს. ირანმა უნდა დადოს შეთანხმება, სანამ ყველაფერი განადგურდება და გადაარჩინოს ის, რაც ოდესღაც ირანის იმპერიის სახელით იყო ცნობილი. აღარ იყოს სიკვდილი, აღარ იყოს ნგრევა, უბრალოდ გააკეთეთ ეს, სანამ ძალიან გვიან არ არის. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა!“ - წერს ტრამპი.
კონფლიქტები • 1749813308

ეს სასამართლო სისტემა წინა მთავრობის დროს შეიქმნა. გადასარევად გვახსოვს წინა მთავრობის დროს, როგორ ექცეოდა ეს სისტემა ადამიანებს - ნაცვლად იმისა, რომ ამ სისტემაზე ემუშავათ და შეეცვალათ, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი, - ამის შესახებ პარლამენტთან საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.მისივე თქმით, დღევანდელი დღე დამოკიდებულია გამბედაობაზე და გამბედავ ადამიანებზე.„რაც შეეხება სასამართლო სისტემას, რომელიც ადამიანების ბედს წყვეტს, ეს სასამართლო სისტემა წინა მთავრობის დროს შეიქმნა. გადასარევად გვახსოვს წინა მთავრობის დროს, როგორ ექცეოდა ეს სისტემა ადამიანებს. ნაცვლად იმისა, რომ ამ სისტემაზე ემუშავათ და ეს სისტემა შეეცვალათ, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი. ეს ცუდია სახელმწიფოსთვის და პირველ რიგში, ადამიანისთვის. თუ სასამართლო ობიექტური არ იქნება, არაფერი ობიექტური არ იქნება და ქვეყანაში სულ არეულობა იქნება. ამიტომ მგონია, რომ დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები“, - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.
სამართალი • 1749813265

"მოგესალმებით სრულიად საქართველოს. არ მეგონა, რომ კიდევ დავუბრუნდებოდი ჩემი ოჯახის ბულინგის თემას, თუმცა, როგორც ჩანს, გაუსვრელი არავინ უნდა დარჩეს. დღეს ბიჭები არიან სამიზნეები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ არავის ვუვარდებით სახლში ,არც სცენაზე, არც პირად ცხოვრებაში, არც სამარცხვინო ნაბიჯებით გამოვირჩევით… როცა ყვირი "სირცხვილია" -ს, სულ ცოტა, მისი შინაარსი კარგად უნდა გესმოდეს ადამიანს - "რა არის სირცხვილი და რა - არა".ეს ბიჭები იმ ოჯახში გაიზარდნენ, სადაც ყველაფრის ფასი ძალიან კარგად ვიცით. არც მშიერის დაპურება გვეშლება, არც უსახლკაროს მიღება, არც მრწამსისთვის ჯოჯოხეთის გავლა, არც მდუმარებაში გლოვა, არც უსახლკარობის შიში, არც ერთმანეთის სიყვარული და არც - ქვეყნის. არც გაზის ყლაპვის შეგვშინებია ოდესმე და არც ვინმესთვის სიმართლის თქმის. ასე რომ, შორს ხელები ჩემი ოჯახიდან" - წერს ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში და შვილების, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეების ფოტოს აქვეყნებს.ეს განცხადება მომღერალმა გუშინდელი კონცერტის შემდეგ გააკეთა. როცა გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები სცენაზე ზუკა ხუციშვილთან ერთად სიმღერას ასრულებდნენ, სცენაზე ახალგაზრდა ბიჭი ავიდა, რომელმაც ძმებ ჭოხონელიძეებს სიტყვის თქმის უფლება სთხოვა და თქვა, რომ მათ თანატოლს, 21 წლის მატე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამ თხოვნაზე ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეებისგან მან უარი მიიღო, აუდიტორიიდან კი ისმოდა შეძახილები: "სირცხვილია", "ასე არ შეიძლება..."
ფეისბუქ ამბები • 1749813210

ამ დარტყმების შესახებ ცნობები შემაშფოთებელია და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უკან დაიხიონ და სასწრაფოდ შეამცირონ დაძაბულობა, - ასე ეხმაურება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებს.სტარმერის თქმით, ესკალაცია რეგიონში არავის ინტერესებს არ ემსახურება.„ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობა პრიორიტეტი უნდა იყოს და ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან დეესკალაციის მიზნით. ახლა თავშეკავების, სიმშვიდისა და დიპლომატიისკენ დაბრუნების დროა“, - აცხადებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერი.
მსოფლიო • 1749804375

არც ერთი ნაბიჯი უკან! ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა! ოლიგარქია უნდა დაემხოს! დიდება საქართველოს! - ამის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც მისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას ეხმაურება.„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე შეუცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.ნიკა გვარამია რუსთავის #12 საპატიმრო დაწესებულებაში საკუთარი ფეხით - თავისი მანქანით მიდის. ცოტა ხნის წინ გვარამია სახლიდან გამოვიდა და ამ წუთებში სწორედ რუსთავის ციხის მიმართულებით მიემართება.
პოლიტიკა • 1749804335